თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი ზვიად ჯაფარიძის მკვლელობა გახსნილია. დაკავებულია 5 ადამიანი, თუმცა უშუალოდ განზრახ მკვლელობაში მხილებული პირი ამ დრომდე იძებნება.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის მუხლებით ედავებიან. ინციდენტისას დაჭრილი პირი კი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, სამკურნალო დაწესებულებაშია და მისი მდგომარეობა მძიმეა.
Category: არქივი
-
თბილისში მომხდარი მკვლელობის დეტალები
-
თიბისი ბანკის დამფუძნებელი განცხადებას ავრცელებს
თიბისი ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადი ჯაფარიძე საფინანსო ინსტიტუტთან დაკავშირებული სამართლებრივი დავის გაგრძელებას აპირებს და სარჩელი არ გამოაქვს სასამართლოდან. შესაბამისი განცხადება ბადრი ჯაფარიძემ მისი კოლეგის, მამუკა ხაზარაძის მიერ თიბისის დატოვების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ გაავრცელა.
“მინდა განვაცხადო, რომ თავიდანვე არასამართლიანად და დაუსაბუთებლად მიმაჩნდა ეროვნული ბანკის მიერ 2007- 2008 წლის ტრანზაქციების 11 წლის შემდეგ წამოწევა და მათთვის ინტერესთა კონფლიქტის დარღვევის და დაკავშირებული მხარის კვალიფიკაციის მიცემა. ასევე, სრულიად მიუღებელია ჩემთვის იგივე ტრანზაქციებზე ფულის გათეთრების მუხლით საქმის აღძვრა, იმ დროს როცა მსგავსი ეჭვის არანაირი საფუძველი არ არსებობს. მიმაჩნია, რომ ის რაც გრძელდება ბოლო 6 თვის განმავლობაში არის უაღრესად დამაზიანებელი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს და მთლიანად საბანკო სექტორის მიმართ.
“თიბისი ბანკი” არის ბრწყინვალე მაგალითი თუ როგორ შეიძლება ნულიდან შექმნილი ქართული კომპანია გახადო მსოფლიოს წამყვანი საფონდო ბირჟის პრემიარული სეგმენტის და ინდექსის ნაწილი. ეს არ არის მხოლოდ ბანკის დამფუძნებლების, თანამშრომლების არამედ მთელი ქვეყნის გამარჯვება. მე ძალიან მეამაყება მამუკასთან ერთად ყველა ბიზნეს წამოწყებაში მონაწილეობის მიღება. მიმაჩნია, რომ ბანკის გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკთან ერთობლივი განცხადების გაკეთების შესახებ იყო აუცილებელი ნაბიჯი იმისათვის, რომ უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორთა უზარმაზარ ჯგუფისთვის, ბანკის 2 მილიონ მომხმარებელზე მეტისთვის და ჩვენი ერთგული პარტნიორებისთვის გვეთქვა, რომ ბანკსა და მის რეგულატორს შორის კონფრონტაცია შეწყდა და ამით ბანკი უბრუნდება თავის ჩვეულ ტემპს და გააგრძელებს განვითარების ამბიციური გეგმების განხორციელებას. ამასთან, მე, როგორც ბადრი ჯაფარიძე, არ გამომაქვს სასამართლოდან ჩემი სარჩელი, გავაგრძელებ ჩვენი სიმართლის მტკიცებას და მივიღებ მონაწილეობას პარლამენტის მიერ დანიშნულ განხილვებში 26 თებერვალს.
რაც შეეხება ჩემს მომავალს ბანკში – მე პატივს ვცემ ბანკის გადაწყვეტილებას და მის შესაბამისად ვიმოქმედებ.
მიუხედავად დაგემილი რესტრუქტურიზაციისა, “თიბისის” გუნდი რჩება უაღრესად კვალიფიციური და პატრიოტი ადამიანების ურყევ ერთობად. შეუცვლელ ფაქტად რჩება ის, რომ “თიბისი” დაფუძნებულია მამუკა ხაზარაძის, ჩემი და ჩვენი სხვა პარტნიორების მიერ. ჩვენს შექმნილ წარმატებას არაფერი ემუქრება და “თიბისი” განაგრძობს მისი ფასეულობებისა და გრძელვადიანი გეგმების მიხედვით წარმატებულ სვლას”, ნათქვამია განცხადებაში.
-
ეკა ბესელია: მოსამართლეებმა პირდაპირი მნიშვნელობით ფეხი დაუბაკუნეს პარლამენტს.
პარლამენტის პლენარულ სესიაზე ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებული “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითვალისწინებს და რომელმაც უმრავლსეობასა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
კანონპროექტს ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.
ეკა ბესელიას თქმით, ინიციატივა სასამართლო სისტემიდან მოსამართლეების გაშვებას არ ისახავს მიზნად და გარკვეული პირების მიერ გაკეთებული განცხადებები, თითქოსდა კანონპროექტი სასამართლო კორპუსის განახევრებას გამოიწვევს, ხელოვნურად შექმნილი არგუმენტია.
“მოსამართლეებმა პირდაპირი მნიშვნელობით ფეხი დაუბაკუნეს პარლამენტს. მინდა გითხრათ თითეულ თქვენთაგანს, საკმარისი არ არის ვილაპარაკოთ, რომ სამართლიანობა გვინდა, საკმარისი არ არის საუბარი, რომ რეფორმები გვინდა. აღარ არის ამდენი დაპირების დრო, იმიტომ რომ შვიდი წელი ამას ვესაუბრებოდით ადამიანებს. კონკრეტულ ქმედებებს ითხოვენ ჩვენგან. ნუ ამოვეფარებით ხელოვნურად შექმნილ არგუმენტებს, მე მზად ვარ, მოვისმინო რეალური წუხილი თუ აქვთ კოლეგებს, რატომ მიაჩნიათ, რომ მხარი არ უნდა დაუჭიროთ ამ კანონპროექტს, მაგრამ მე არ მინდა მოვისმინო იუსტიციის საბჭოს წევრების სურვილი და ოცნება. ეს არის საქართველოს პარლამენტი, რომელმაც უნდა აჩვენოს, რომ ხალხის ინტერესებს გამოხატავს და არა რამდენიმე ადამიანის, რომელსაც შეუძლია, ულტიმატუმის ენით ელაპარაკოს ქვეყანას. ამას ველოდები ამ დარბაზში დღეს, რომელსაც ასევე ელოდება ჩვენი საზოგადოება, თუ ვინმე ამას ვერ გრძნობს , ეს კიდევ უფრო მძიმე მოცემულობა!”,განაცხადა ეკა ბესელიამ სესიაზე კანონპროექტის წარდგენისას.
-
ხაბიბ ნურმაგომედოვმა სენ-პიერი გამოიწვია
მსუბუქ წონით კატეგორიაში UFC-ის ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა კანადელი ჯორჯ სენ-პიერი ორთაბრძოლაში გამოიწვია.
ნურმაგომედოვმა ინსტაგრამის პოსტში სენ-პიერის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ხაბიბის თქმით, იგი სენ-პიერის ორთაბრძოლების ყურებით გაიზარდა და მისთვის დიდი პატივი იქნება ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლის წინააღმდეგ გამოსვლა.
ჯერ უცნობია დათანხმდება თუ არა სენ-პიერი ნურმაგომედოვის გამოწვევას. იგი ოქტაგონზე 2017 წლის ნოემბრის შემდეგ არ გამოჩენილა.
თავის მხრივ, ხაბიბი დისკვალიფიკაციას იხდის და მას ნოემბრამდე ოქტაგონზე ბრძოლის უფლება არ აქვს. შეგახსენებთ, ხაბიბი დისკვალიფიკაციით ნევადის სადისციპლინო კომიტეტმა კონორ მაკგრეგორთან გამარჯვების შემდეგ მომხდარი ინციდენტის ინიცირებისთვის დასაჯა.
-
“ქართული მარში” თბილისის ყველა ცენტრალურ გამზირზე ლგბტ პრაიდის საწინააღმდეგო გამოსვლას აანონსებს
ქართული მარში თბილისის ყველა ცენტრალურ გამზირზე ლგბტ პრაიდის საპროტესტო გამოსვლას აანონსებს. სანდრო ბრეგაძე აცხადებს რომ ლგბტ ადამიანებს ღონისძიების ჩატარარების უფლებას არ მისცემენ. 18-23 ივნისს თბილისშილგბტ პრაიდის კვირეულია დაგეგმილი, რომელსაც ორგანიზებას “თბილისი პრაიდი” უწევს.
“ქართული მარში” გამართავს აქციებს ცენტრალურ მაგისტრალზე, მას შემდგომ რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მამათმავლები გეგმავენ ე.წ. გეი მარშის ჩატარებას, ჩვენს გვამებზე მოუწევთ გადავლა და ისე ჩატარება ამ სიბილწის ზეიმისა, რომელიც სიბილწის ზეიმიც დაგეგმილი არის ჩვენს დედაქალაქში”-ამბობს ბრეგაძე.
-
სოფელ მარადიდში ადგილობრივებმა ჰესის შესასვლელი გადაკეტეს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში ჰესის შესასვლელთან ადგილობრივმა მოსახლეობამ მთელი ღამე გაათენა. მათ ამ გზით ჰესის შესასვლელი გადაკეტეს, რათა ღამის განმავლობაში იქ მძიმე ტექნიკა არ შესულიყო.
„არ დავიშლებით, სანამ არ გადაწყდება ჩვენი სოფლის მდგომარეობა,“- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ალი დიდვანიძე.
„გამოუშვეს მოჭარბებული წყალი თურქეთის ჰესიდან და აქ რაღაც ტექნიკური ხარვეზი ჰქონდათ, როგორც მე ამიხსნეს. დავიწყებთ თუ არა ზარალი ამის შესწავლას და და თუ არის რა ზარალია მიყენებული მოსახლეობაზე და ინფრასტრუქტურაზე. მოეთხოვება კომპანიას და გატარდება ყველა კანონით გათვალისწინებული სანქცია,“- აცხადებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მდინარე ჭოროხმა დასახლება დატბორა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი საცხოვრებელი სახლები საფრთხეშია და სოფლის დატბორვას ჰესის მშენებლობას უკავშირებენ. -
თიბისი ეროვნული ბანკის მიმართ დავას წყვეტს. სებ–ი გადაწყვეტილებას მიესალმება
მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გადაწყვეტილებას თიბისი ბანკის მმართველობიდან წასვლის შესახებ თიბისი ბანკის განცხადება მოჰყვა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბანკი სებ – ის მიმართ დავას წყვეტს და დაკისრებულ ჯარიმას გადაიხდის. ეროვნული ბანკი ამ გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს დადებითად აისახება ბანკის გამჭვირვალობაზე. საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე ორი განცხადება ერთად არის გამოქვეყნებული როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის და თიბისი ბანკის ერთობლივი განცხადება
ბოლო დღეების განმავლობაში, დეტალურად ვიხილავდით თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რაზეც გვინდა განვაცხადოთ შემდეგი:
თიბისი ბანკის განცხადება
გამომდინარე იქიდან, რომ თიბისი ბანკი ითვალისწინებს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის შესაძლო ზიანს და პატივს სცემს ეროვნული ბანკის, როგორც კვალიფიციური რეგულატორის როლს და მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილებები გასაჩივრებული იქნა სასამართლოში, თიბისი ბანკი აცხადებს, რომ განახორციელებს სააქციო საზოგადოება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს რესტრუქტურიზაციას იმდაგვარად, რომ ბანკის დამფუძნებელი აქციონერები არ იქნებიან წარმოდგენილი ს/ს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში. ისინი ინარჩუნებენ TBC Bank Group PLC (თიბისი ბანკის 100% იანი აქციონერი ლონდონში) დირექტორთა საბჭოში, თავჯდომარის და მოადგილის პოზიციებს. თიბისი ბანკი წყვეტს სასამართლო დავებს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და გადაიხდის ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს.
ამასთან, თიბისი ბანკი, ეროვნულ ბანკთან ერთად, აგრძელებს მუშაობას კორპორაციული მართვის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე. თიბისი ბანკის კორპორაციული მართვის თემაზე მესამე პირების მხრიდან კითხვების გამორიცხვის მიზნით, თიბისი PLC ჯგუფი მოახდენს ინტერესთა კონფლიქტის ტრანზაქციების, პროცედურების და მართვის პრაქტიკის შესწავლას საერთაშორისო რეპუტაციული კომპანიის მიერ.
ეროვნული ბანკის განცხადება
საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება ამ გადაწყვეტილებას. აღნიშნული დადებითად აისახება ბანკის გამჭირვალობაზე და გაზრდის ნდობას ინვესტორთა მხრიდან, რაც, საბოლოო ჯამში, პოზიტიურ გავლენას იქონიებს როგორც ბანკის, ასევე ქვეყნის საფინანსო სექტორის განვითარებაზე.
ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თიბისი ბანკი ქვეყანაში და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციაა და დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე აღმასრულებელი მენეჯმენტითა და სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრებით. თიბისი ბანკი ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტია და სრულად აკმაყოფილებს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ ეკონომიკურ ნორმატივებსა და ლიმიტებს.
ამასთან, ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, მისი საზედამხედველო ყურადღების საგანს წარმოადგენდა ინტერესთა კონფლიქტის რისკები და ასევე, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება.
ეროვნული ბანკი, თავის უფლებამოსილების ფარგლებში, აგრძელებს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგს.
ამით ორივე მხრიდან ეს კონკრეტული საკითხი ამოწურულია. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ აღნიშნულ თემებზე სპეკულაციებისგან.– ნათქვამია სებ–ის განცხადებაში
-
“ივანიშვილმა მიაღწია იმას რაც უნდოდა“- გიგი უგულავა ხაზარაძის წასვლაზე
თიბისი ბანკიდან მამუკა ხაზარაძის წასვლას ევროპული საქართველოს ლიდერი ფეისბუქ სტატუსით აფასებს. გიგი უგულავა წერს, რომ მამუკა ხაზარაძეს მეტი არჩევანი არ ქონდა:“პრინციპში სწორი გადაწყვეტილებაა. სხვა არჩევანი არც ჰქონდა. ფაქტია, ბანკს ვერ მოიყოლებდა ამ ბრძოლაში. ამას არც აქციონერები დაუშვებდნენ და არც ქვეყნისთვის იქნებოდა სწორი. კავკასიური ცარცის წრის სცენა გათამაშდა. ხაზარაძემ – ბავშვს ხელს ვერ მოვაძრობ და ხელი გაუშვა. ალბათ ივანიშვილიც გაეშვება. მან მიაღწია იმას რაც უნდოდა. ამოგანგლა ხაზარაძე და ახლა თავი უნდა ამართლებინოს, რომ არაა აქლემი. პროკურატურის საქმე კი დამოკლეს მახვილივით ეკიდება სადმე კუთხეში.
შედეგი: დაზარალდა ქვეყნის იმიჯი. გაღრმავდა ტოტალური უიმედობის და განუკითხაობის განცდა.
დასკვნა: კონსოლიდაცია, ბრძოლა და ამათი გაყრა.
ვადები: ყოველი დღე ძვირფასია“ – წერს გიგი უგულავა