Category: არქივი

  • ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა – “ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას კარგავს

    ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა მას შემდეგ, რაც დაგროვებით საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით მის კანონპროექტს მმართველმა გუნდმა მხარი არ დაუჭირა. ნაცვლიშვილმა მოგვიანებით განმარტა, რომ ის ტოვებს როგორც პარტია “ქართულ ოცნებასაც”, ასევე ფრაქციასაც და სავარაუდოდ, დამოუკიდებელ დეპუტატად განაგრძობს საქმიანობას.

    დეპუტატმა კანონპროექტის წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ თუ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტს, მაშინ ის საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებდა.

    “მე დავტოვე უმრავლესობა, პარტია, ფრაქცია და ვაგრძელებ დამოუკიდებლად მუშაობას,” ალიანსში არავისთან შევდივარ, დამოუკიდებლად ვაგრძელებ მუშაობას, თუ იქნება საკითხები რომელსაც მხარს ვუჭერ და ვეთანხმები, ექნება ჩემგან მხარდაჭერა. და თუ მე დამჭირდება რომელიმე საკითხზე მხარდაჭერა… აქ არ იქნება გარჩევა, ვინ რომელი პარტიის ან ფრაქციის წარმომადგენელია”, განაცხადა ნაცვლიშვილმა

    105 დეპუტატიდან ნაცვლიშვილის ინიციატივას მხარი 42-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 10 დეპუტატი იყო – დასამტკიცებლად სჭირდებოდა სულ მცირე 52 ხმა.

    ბექა ნაცვლიშვილის კანონპროექტით, უნდა შექმნილიყო “მეორე საპენსიო სვეტი,” რომელიც დაეფუძნებოდა თაობათა შორის სოლიდარობის პრინციპს, შენატანები უნდა განაწილებულიყო დამსაქმებელსა და სახელმწიფოზე დაუბეგრავი ხელფასის სავალდებულო 2-2%-ის ოდენობით და გადარიცხულიყო საპენსიო ფონდში მოქალაქის ანგარიშზე.

    ნაცვლიშვილის კანონპროექტით, სისტემაში მონაწილეობა სავალდებული უნდა ყოფილიყო ყველა დასაქმებულისთვის საპენსიო ასაკის მიღწევამდე, პენსიაზე გასვლის შემდეგ კი ნებაყოფლობითი იმ პენსიონერებისთვის, რომლებიც მუშაობას აგრძელებენ.

    115-კაციანი უმრავლესობიდან ბექა ნაცვლიშვილის, ეკა ბესელიას და ლევან გოგიჩაიშვილის გასვლის შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში 3/4-იანი საკონსტიტუციო უმრავლესობას დაკარგა.

    “ქართულ ოცნებას” 112 დეპუტატი დარჩა უმრავლესობაში; კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას სულ მცირე 113 დეპუტატის ხმა სჭირდება.

  • ესტონელებმა გაყინული ძაღლი გადაარჩინეს რომელიც მგელი აღმოჩნდა

    კეთილმა ესტონელმა მუშებმა მუშაობის პროცესსში შეამჩნიეს ძაღლი რომელიც გაყინულ მდინარეში ჩავარდა და მდინარიდან ამოსვლის შემდეგ იყინებოდა.მთლიანად გაყინული ძაღლი მუშებმა ყინულებისგან გამოათავისუფლეს და გაათბეს.

    ვეტერინარებმა თავიდან ვერ გაარჩიეს ცხოველი ძაღლი იყო თუ მგელი თუმცა შემდეგ ადგილობრივმა მონადირემ დაუდასტურა რომ ძაღლი რომელიც მუშებმა გადაარჩინეს სინამდვილეში მგელი ყოფილა. ესტონეთის ცხოველთა დაცვის გაერთიანებამ განაცხადა რომ მგელს ჰქონდა ძალიან დაბალი სისხლის წნევა რაც გახდა იმის მიზეზი რომ მგელმა მუშებს წინააღმდეგობა არ გაუწია და მარტივად დამორჩილდა.

    ესტონეთის მედიასთან საუბრისას ერთ-ერთმა მაშველმა განაცხადა რომ „მგელი ძალიან წყნარი იყო და მის მუხლებზე ეძინა როდესაც ვცადე მოვფერებოდი მან თავი ამოწია“კლინიკის მომსახურე პერსონალმა გადაწყვიტა რომ მგელი ცალკე გალიაში მოეთავსებინათ რათა გონზე მოსვლისას არ გაავებულიყო.მგელი ერთ დღეში გამოჯანმრთელდა და ტყეში გაუშვეს.

  • ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

    ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა ჟურნალისტებს განუცხადა. მოგვიანებით კი განმარტა, რომ ის ტოვებს როგორც პარტია “ქართულ ოცნებასაც”, ასევე ფრაქციასაც და სავარაუდოდ, დამოუკიდებელ დეპუტატად განაგრძობს საქმიანობას.

    დეპუტატმა კანონპროექტის წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ თუ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტს, მაშინ ის საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებს.

    “მე დავტოვე უმრავლესობა, პარტია, ფრაქცია და ვაგრძელებ დამოუკიდებლად მუშაობას,” ალიანსში არავისთან შევდივარ, დამოუკიდებლად ვაგრძელებ მუშაობას, თუ იქნება საკითხები რომელსაც მხარს ვუჭერ და ვეთანხმები, ექნება ჩემგან მხარდაჭერა. და თუ მე დამჭირდება რომელიმე საკითხზე მხარდაჭერა… აქ არ იქნება გარჩევა, ვინ რომელი პარტიის ან ფრაქციის წარმომადგენელია” – განაცხადა ნაცვლიშვილმა

    105 დეპუტატიდან ნაცვლიშვილის ინიციატივას მხარი 42-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 10 დეპუტატი იყო.

  • ივანიშვილი “მანდრაჟის” ქვეშ მოქმედებს – მელია

    “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბიზნესმენს, ბიძინა ივანიშვილის ” სახელისუფლებო ბერკეტები აქვს მიტაცებული, თუმცა ის ძლევამოსილი არ არის. 

    “მანდრაჟის” ქვეშ მოქმედებს – შეშინებული, ნირწამხდარი, მხოლოდ ორიენტირებული ხელისუფლების შენარჩუნებაზე უშვებს სულ უფრო და უფრო მეტ შეცდომას. მისი ავტორიტეტი იფლითება და ვერ ახერხებს საკუთარი გუნდის წევრთა შერიგებას. “ქართული ოცნება” იწყებს დაშლას და ის არამარტო საკონსტიტუციო უმრავლესობას, არამედ ხელისუფლებას დაკარგავს”, თქვა მელიამ “ტვპირველის” პირდაპირ ეთერში.

  • “დეზერტირების ბაზრის” მიმდებარედ გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ამოიღეს

    სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახევარი ტონა სხვადასხვა სახეობის გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ამოიღო. საუბარია ობიექტებზე, რომლებიც ე.წ. გვირაბში ვაჭრობენ. ვადაგასული ხორცი, მისი შენახვა-რეალიზაციის არასათანადო პირობები, ცხენის ხორცი – ამოღებული პროდუქტი კი განადგურდა, 6 ბიზნესოპერატორს კი ჯარიმები დაეკისრა, ესენია: შპს “იბერია”, შპს “ორიონი”, ი.მ ვეფხვია სარიშვილი, შპს “დანტე”, შპს “ლეგო 2011”, ი.მ.ბაკურ ასიტაშვილი.

    სურსათის სააგენტოს ინფორმაციითვე, ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოვლინდა გარე ვაჭრობის, პირობებში მალფუჭებადი სურსათის რეალიზაციის ფაქტები, რის შესახებაც თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას ეცნობა

  • არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა

    არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა. პრემიერ-მინისტრი, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, სადაც ცხინვალში ოკუპანტების მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკეს. მამუკა ბახტაძის განცახდებით, ტატუნაშვილი სასტიკად აწამეს და სწორედ ასეთი მძიმე დანაშაულების გამო შეიქმნა “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია”, რომელიც კიდევ გაფართოვდება და მასში შეყვანილ პირებს პასუხი საერთაშორისო სამართლით მოეთხოვებათ.

    აღსანიშანვია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა თაობა” დღეს, სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან აქციას გამართავს სახელწოდებით “არა ოკუპაციას – Ні Окупації”.

    ორგანიზატორების თქმით, აქცია ეძღვნება საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ერთი წლის თავს და 2013-2014 წლის უკრაინის მაიდნის დროს დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

    რადიო თავისუფლების ცნობით, აქციის ორგანიზატორები საოკუპაციო ხაზთან რამდენიმე ღონისძიების გამართვას გეგმავენ.

    მოეწყობა გამოფენა და პრეზენტაცია “მცოცავი ოკუპაცია და საქართველო”. 

    არჩილ ტატუნაშვილი, საოკუპაციო რეჟიმმა 2018 წლის 22 თებერვალს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობისა და დივერსიის მოწყობის ბრალდებით დააკავა. ქართველი გმირი ცხინვალის ციხეში წამების შედეგად გარდაიცვალა. ინტერპოლის სამდივნოს გადაწყვეტილებით, ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულ პირებზე – დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევზე წითელი ცირკულარით ძებნაა გამოცხადებული.

  • ბიბილოვი აცხადებს, რომ ცხინვალი მზადაა საქართველოსთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის

    საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ ცხინვალი მზადაა საქართველოსთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, თუმცა გარკვეული პირობით და ერთ-ერთი მათგანი თბილისის მიერ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ხელმოწერაა. ამის შესახებ მან რუსულ გამოცემა “იზვესტიასთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

    კითხვაზე, არის თუ არა მზად საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტთან მოლაპარაკებებისთვის, ბიბილოვი ამბობს, რომ საქართველომ ჯერ პოლიტიკა უნდა შეცვალოს სამხრეთ ოსეთთან და რუსეთთან მიმართებაში.

    “მზად ვართ, საქართველოსთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, ან თუნდაც შუამავლების მეშვეობით მოხდეს ეს დიალოგი. რა თქმა უნდა, გვსურს, რომ შუამავალი რუსეთი იყოს. ამავდროულად, ჩვენ გვაქვს მთავარი მოთხოვნა, რომელიც ქართულმა მხარემ უნდა შეასრულოს. საუბარია ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმზე. სამხრეთ ოსეთის ხალხი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ქართულ მხარეს ვალდებულება ექნება აღებული მემორანდუმით და არ გამოიყენებს სამხედრო ძალას. ვიდრე ეს არ მოხდება, სალაპარაკო არაფერი გვაქვს”, – განაცხადა ბიბილოვმა.