Category: არქივი

  • მართვის მოწმობის მფლობელებისთვის შსს ინფორმაციას ავრცელებს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მართვის მოწმობის C , D და E კატეგორიების შეცვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, სააგენტოს ყველა სერვისცენტრი დამატებით იმუშავებს კვირას, 24 თებერვალს, 09:30 საათიდან 18:00 საათამდე.

    დამატებულ სამუშაო დღეს, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მხოლოდ მართვის მოწმობის შეცვლა-აღდგენის მომსახურებით ისარგებლონ.

    შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველი მარტიდან იურიდიულ ძალას კარგავს საქართველოში 2014 წლის 1 მარტამდე გაცემული C, D და E კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობები. ცვლილება არ ეხება B კატეგორიის, ანუ მსუბუქი ავტომობილის კატეგორიის მართვის მოწმობებს. ასევე, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც B კატეგორიასთან ერთად, დამატებით აქვთ C, D ან CD კატეგორიები და ამ ეტაპზე მხოლოდ B კატეგორიით სარგებლობენ. აღნიშნულ პირებს, პირებს შეცვლის ვალდებულება არ აქვთ პირველ მარტამდე, მათ ვადის ამოწურვის შემდეგ, ნებისმიერ დროს შეუძლიათ, მიმართონ მომსახურების სააგენტოს და ყოველგვარი დამატებითი პროცედურების, მათ შორის გამოცდის ჩაბარების გარეშე, შეცვალონ მართვის მოწმობა.

    მოქალაქეთათვის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სააგენტო მიმდინარე წლის 8 თებერვლიდან სპეციალური რეჟიმით მუშაობს – გაზრდილია სამუშაო საათების რაოდენობა და მოქალაქეებს მართვის მოწმობის შეცვლა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს, 09:30 საათიდან 20:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30 საათიდან 18:00 საათამდე შეუძლიათ.

  • პატრიარქის მთავარი სტიქაროსანი გარდაიცვალა

    22 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად 23 წლის ლევან ბორტიშვილისთვის სიონის ტაძარში პანაშვიდი გადაიხადა. ლევანი წლების განმავლობაში მისი უწმინდესობის მთავარი სტიქაროსანი იყო.

    კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა: “ლევანი, როგორც ანგელოზი, გაგვიფრინდა და გახდა ზეციური სამყაროს, ზეციური საქართველოს მკვიდრი.

    შევთხოვთ უფალს, დააწესოს მისი უკვდავი სული, სადაცა წმინდანნი და მართალნი განისვენებენ.

    მე თანაგრძნობას ვუცხადებ მშობლებს, ახლობლებს.

    ლევანის წასვლა ეს ღვთის განგებაა. ღმერთს უფრო მეტად ჰყვარებია იგი, ვიდრე ჩვენ.

    დღეს მის ცხედარს მივაბარებთ ჩვენს მიწას და იმედია, მისი სული ლოცვებს აღავლენს საქართველოს მშვიდობისა და ეკლესიის კეთილდღეობისთვის.”

  • ვინ დაუჭირა მხარი “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას

    პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას ითვალისწინებდა.

    კენჭისყრაში მონაწილე 60 დეპუტატიდან რეზოლუციას 45–მა დაუჭირა მხარი. 16 დეპუტატმა  ხმა წინააღმდეგ მისცა. მხარდამჭერთა შორის არიან: ირაკლი აბუსერიძე; რევაზ არველაძე; ლევან ბეჟანიძე; ეკა ბესელია; გიგა ბუკია; ბიძინა გეგიძე; ლევან გოგიჩაიშვილი; გოგა გულორდავა; ალექსანდრე ერქვანია; გიორგი თოთლაძე; ირმა ინაშვილი; ზვიად კვაჭანტირაძე; პაატა კვიჟინაძე; ემზარ კვიციანი; კობა კობალაძე; ლევან კობერიძე; კარლო კოპალიანი; გიორგი კოპაძე; გიორგი ლომია; კობა ლურსმანაშვილი; იოსებ მაკრახიძე;
    ადა მარშანია; სულხან მახათაძე; გელა მიქაძე; პაატა მხეიძე;კობა ნაკაიძე; კობა ნარჩემაშვილი; ბექა ნაცვლიშვილი; ზაზა პაპუაშვილი; რუსლან პოღოსიანი; გია ჟორჟოლიანი; ერეკლე ტრიპოლსკი;
    გედევან ფოფხაძე; ალექსანდრე ქანთარია; მერაბ ქვარაია; ირაკლი შიოლაშვილი; გოდერძი ჩანქსელიანი; ოთარ ჩრდილელი; ზვიად ძიძიგური; მირიან წიკლაური; გივი ჭიჭინაძე; დავით ჭიჭინაძე;
    შოთა ხაბარელი; ფატი ხალვაში; თენგიზ ხუბულური.

  • მომაკვდავი მამის თვალწინ დამაპატიმრეს – პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების კადრების საქმეზე დაკავებულის ისტორია

    31 იანვარს, ღამის 2-ის ნახევარზე, ჩემს სახლში შემოვარდა კრიმინალური პოლიციის ექვსი თანამშრომელი და საკუთარი ოჯახისა და მომაკვდავი მამის თვალწინ დამაპატიმრეს.

    მამაჩემი ამ “ოპერაციიდან” ხუთ დღეში გარდაიცვალა. მე არ ვაბრალებ მამას სიკვდილს პოლიციელებს, მაგრამ მე ბრალს ვდებ ქართულ სახელმწიფოს იმაში, რომ მამაჩემს საკუთარი შვილის მომავალზე დარდი საფლავში ჩააყოლეს.

    მე ახლაც ბრალდებული ვარ და სასამართლოს ველოდები.

    მოგიყვებით, რა გადამხდა თავს. პოლიციელები სახლში რომ შემოგვივარდნენ, სიმსივნის მეოთხე სტადიის დიაგნოზით ლოგინად ჩავარდნილი მამაჩემი უკვე სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა. ის მოატყუეს, უთხრეს, რომ მოწმის სტატუსით მიბარებდნენ პოლიციაში და მალევე გამომიშვებდნენ სახლში.

    ასე აღმოვჩნდი ციხეში.

    ლოგინად ჩავარდნილი მამასთვის ნარკოტიკული ინექციის გარეშე ყოფნა წამებას ნიშნავდა, მორფინის გამოტანაზე პასუხისმგებელი პირი კი მე ვიყავი. ჩემი გატაცება-დაპატიმრების შემდეგ დედას ერთი დღე დასჭირდა, რომ მორფინი ჩემ ნაცვლად გამოეტანა და ამ ხნის განმავლობაში ქართულმა სახელმწიფომ მამაჩემი წამებისთვის გაიმეტა. ამიტომაც არ მაქვს უფლება, ეს საქციელი ვინმეს ვაპატიო.

    მამაჩემის ნაცვლად ვერ ვაპატიებ.

    ამიტომ გადავწყვიტე, ყველაფერზე გულწრფელად მოვყვე, მათ შორის, საკუთარ “დანაშაულზე”. ჩემი დანაშაული ისაა, რომ მე ვნახე პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და გავუგზავნე ის სამ მეგობარს არა საჯაროდ, არამედ პირად ჩატში, ისევე როგორც სხვა უამრავმა ადამიანმა გააკეთა ეს. არ მგონია, რომ ეს საქციელი მისაბაძია და ბოდიშს ვუხდი მას ჩემი ბავშვური, უაზრო გართობის გამო, მაგრამ მე კრიმინალი არ ვარ, არასდროს ვყოფილვარ და მთელი ცხოვრება რომ დამჭირდეს ამისთვის, დავამტკიცებ, რომ სახელმწიფო დამნაშავეა ჩემი ოჯახის, მამაჩემისა და ჩემი მეგობრების წინაშე, რომლებიც ამ აბსურდის გამო ახლაც ციხეში სხედან. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ პოლიცია სპეცოპერაციას ჩაატარებდა ჩემ დასაპატიმრებლად, თანაც ასეთი აბსურდული ბრალდებით. ვერ წარმოვიდგენდი, რომ დადგებოდა მომენტი, რომელიც ისე რადიკალურად შეცვლიდა ჩემს წარმოდგენას სამყაროზე, ადამიანებზე, თავისუფლებაზე, როგორც ციხეში გატარებულმა ამ რამდენიმე დღემ.

    დღემდე არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი მე გადამხდა თავს.

    ციხიდან კვირას გამომიშვეს, 1000 ლარიანი გირაოთი – ეს მაქსიმუმი იყო, რისი სესხებაც დედაჩემმა შეძლო. სამშაბათს მამა გარდაიცვალა. მინდოდა ყველაფერზე ხელი ჩამექნია და დავმალულიყავი, მაგრამ ჩემი მეგობრები ციხეში ისევ სხედან, იგივე ბრალდებით, და მე გადავწყვიტე ყველაფერი გავაკეთო მათ დასახმარებლად. გადავწყვიტე, მამაჩემს დავუმტკიცო, რომ მისი შვილი კრიმინალი არ არის.

    ამიტომ მივდივარ საკონსტიტუციო სასამართლოში.

    მე არ ვარ კრიმინალი, რადგან ჩემი მიზანი არ ყოფილა ვინმესთვის ზიანის მიყენება, მე არ გადამიღია და საჯაროდ არ გამივრცელებია კადრები, და ვერასდროს წარმომედგინა, რომ დამიჭერდნენ იმ ვიდეოს გამო, რომელიც საჯარო სივრცეში – ინტერნეტში ვიპოვე და სამ მეგობარს ვაჩვენე. მე არ ვარ კრიმინალი და გულისხმიერ ადამიანებს გთხოვთ, დამეხმაროთ ამის დამტკიცებაში.

  • ქალბატონი ბესელიასგან მორალურ ღირებულებებზე საუბარი უხერხულია – სოფიო კილაძე

    პარლამენტის თავმჯდომარე თავდასხმის ობიექტი თავად გახდა, განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ პარლამენტში, სადაც ხმაურიანი სხდომის შემდეგ გამართული კენჭისყრისას მმართველ გუნდთან დაპირისპირებული ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების კანონპროექტი ჩავარდა.

    “ცოტა უხერხულია ქალბატონი ბესელიასგან მორალურ და მაღალ ღირებულებებზე საუბარი”,ამბობს კილაძე.

  • გული მწყდება ყველა იმ წამსა და წუთზე, რაც ერთად გავატარეთ – ვოლკსი

    პარლამენტის ვიცე-სპიკერს, გია ვოლსკის გული წყდება, რომ მისი კოლეგები მმართველ “ქართულ ოცნებას” ტოვებენ. ამის შესახებ პოლიტიკოსმა ჟურნალისტებს განუცხადა პარლამენტში, სადაც ხმაურიანი სხდომის შემდეგ გამართული კენჭისყრისას მმართველ გუნდთან დაპირისპირებული ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების კანონპროექტი ჩავარდა.

    “მორალურ პრობლემასაც ვხედავ – ამდენი ხანი ერთად ვართ. გული მწყდება ყველა იმ წუთსა და წამზე, რომელიც ერთად გავატარეთ-არამარტო ეკაზე მწყდება გული, სხვებზეც”,ამბობს ვოლსკი.

  • რა ბურატინოები, რა მალვინა ბესელია, კარაბას–ბარაბასია მოსაშორებელი – მიხეილ სააკაშვილი

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პარლამენტის ხმაურიან სხდომას ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა:

    “ეს რა სამარცხვინო მარიონეტების თეატრია პარლამენტში…დღეს ასე ასჯერ ახსენეს ჩემი სახელი სასამართლოსთან მიმართებაში და თითქმის არ ახსენეს ამ თოჯინების თეატრის დირექტორის სახელი.

    რა კობახიძე,რა მურუსიძე,მდინარაძე და სხვა ბურატინოები,რა მალვინა ბესელია,კარაბას-ბარაბასია მოსაშორებელი. და თუ რომელიმე ჩემი თანამებრძოლი კომპლექსდება “9 წლით” მინდა მეათასედ გავიმეორო-ის იყო ყველაზე საამაყო 9 წელი საქართველოს უახლოეს ისტორიაში!
    ის,ვინც მშვიდად უყურებს აღმშენებლობის 9 წლის ნგრევის და უბედურების წლებად გამოცხადებას,იმას მე პირადად,ჩემს თანამებრძოლად ვერ ჩავთვლი“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.
  • ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება” დატოვა

    მმართველ გუნდთან დაპირისპირებულმა ეკა ბესელიამ დღეს უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ ტოვებს “ქართულ ოცნებას”. მის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხმაურიანი სესია პარლამენტში, სადაც პოლიტიკოსმა მისი უკვე ყოფილი თანაგუნდელები მწვავედ გააკრიტიკა. განსაკუთრებით კრიტიკული იყო ეკა ბესელია ირაკლი კობახიძის მიმართ, რომელსაც უღირსი სპიკერი უწოდა. 

    “მივდივარ იქ, სადაც არის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა – იქ სადაც ამ ავბედით კოჰაბიტაციას არ გადაყვება ყველაზე ღირებული რამ – სამართლიანი სასამართლო და სამართალი, თქვა ბესელიამ გამართულ ბრიფინგზე.

    როგორც ცნობილია, ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მოსამართლეთა არჩევის გადავადებას ითვალისწინებდა, საკანონმდებლო ორგანოში გუშინ ჩავარდა.

    საკანონმდებლო ცვლილებას 76 ხმა სჭირდებოდა, თუმცა ბესელიასა და მისი თანამოაზრე 8 დეპუტატის, ოპოზიციისა და ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატის ხმა პროექტის მისარებად საკმარისი არ აღმოჩნდა.

    ალბათ ბოლოჯერ გამოვდივარ უმრავლესობით სახელით- ეკა ბესელიამ ამ რეპლიკით დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თუ მისი კანონპროექტი ხმარდაჭრილი არ იქნებოდა, ქართულ ოცნებას დატოვებდა.

    {{VIDEO}}

    ბესელიას სამივე გამოსვლა ტრიბუნასთან დღეს მწვავე და კრიტიკული იყო, მან პარლამენტის თავმჯდომარე უსუსურობაში “ამხილა” და თქვა, რომ ირაკლი კობახიძემ წინააღმდეგობა ვერ გაუწია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს იმ წევრებს ვინც პარლამენტისგან სადაო მოსამართლეების სიის დამტკიცებას ითხოვდა. ბესელიას თქმით, კობახიძე პარლამენტის ღირსეული თავმჯომარე არ არის და მან ვერ შეძლო საკანონმდებლო ორგანოს ღირსების დაცვა.

    ირაკლი კობახიძე ეკა ბესელიას მხრიდან კრიტიკის ობიექტი მისი იმ განცახდების გამოც გახდა, რომელშიც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ბესელიას კანონპროექტის მხადამჭერთა ნაწილმა კონსენსუსს ნაციონალურ მოძრაობასთან მიაღწია.



    მართალია, ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ გუშინ გადაწყვიტა, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას მხარი არ დაუჭიროს, მაგრამ დღეს ქართულ ოცნებაში აღმოჩნდნენ დეპუტატები ვინც ამ პოზიციას არ დაეთანხმნენ. ეკა ბესელიას მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა პარლამენტის ყველა ოპოზოციურმა ფრაქციამ

    ქართული ოცნება კი დღეს ისევ აცხადებდა, რომ ბესელიას კანონპროექტი კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა. პარლამენტის ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა კი თანაგუნდელებს და ოპოზოციას ჩიხიდან გამოსასვლელად საკუტარი ხედვა შესთავაზა

    ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ ინიცირებული კანონპროექტი საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის 2025 წლამდე შეჩერებას ითვალისწინებდა. ბესელია თვლის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი გუნდის სახით პარლამენტში ლობი ჰყავს, უვადოდ უღირს მოსამართლეებს ნიშნავს.

  • 5 ქართველი ფეხბურთელი თურქეთში ქურდობისთვის დააკავეს

    თურქეთში, ქურდობის ბრალდებით 5 ქართველი ფეხბურთელი დააკავეს. თურქული  მედიის ინფორმაციით, საქართველოს რანგით მეორე ლიგაში მოასპარეზე კლუბ “ცხინვალის” ფეხბურთელები, ანტალიაში მდებარე სავაჭრო ცენტრიდან სხვადასხვა სპორტული საქონლის ქურდობაში არიან ეჭვმიტანილი. მაღაზიის გაქურდვა პერსონალმა დღის ბოლოს აღმოაჩინა, რის შემდეგაც  პოლიცია გამოიძახა. გამოძიებამ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები შეისწავლა, რის შედეგადაც საქართველოს 5 მოქალაქე დასახლება ბელეკის ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დააკავეს. სპორტსმენებიანტალიაში წინასასეზონო შეკრებაზე იმყოფებოდნენ.
  • ლევან გოგიჩაიშვილმა უმრავლესობა დატოვა

    “მე დღეს უმრავლესობის ფორმატში პარლამენტის ტრიბუნაზე ბოლო გამოსვლა მქონდა. ჩემთვის ზღვარი წაიშალა. მე ვშიშობდი, რომ ეს ზღვარი წაიშლებოდა. მორალური ზღვარი აღარ არსებობს“ – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაივშილმა პარლამენტის დღვანდელი ხმაურიანი სხდომის შემდეგ.
    ლევან გოგიჩაიშვილი ეკა ბესელიასთან და რამდენიმე ადამიანთან ერთად უკვე რამდენიმე კვირაა უმრავლესობის იმ წევრებს უპირისპირდება, ვინც ე.წ. მოსამართლეთა კლანს ლობირებს. დღეს პარლამენტმა ეკა ბესელიას კანონპროექტი ჩააგდო მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გადავადების შესახებ, რის შემდეგაც ლევან გოგიჩაიშვილმა უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
    იგივე გადაწყვეტილებას სავარაუდოდ ხვალ 12 საათზე გამოაცხადებს ეკა ბესელია.