Category: არქივი

  • რატომ არ მისცა ირაკლი კობახიძემ ხმა ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას

    პარლამენტის თავმჯდომარემ პირველი კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მისცა ხმა პარასკევს, პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტს ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ. პროექტმა კენჭისყრაზე მხოლოდ 45 ხმა მიიღო და შესაბამისად, ჩავარდა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მას რეზულციის ტექსტი არ მოეწონა.
    “ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი, სააკაშვილის რეჟიმი იყო დანაშაულებრივი რეჟიმი თუმცა ამას ჭირდება გამართული შეფასება და გამართული გაფორმება. ყველა ვართ იმ აზრზე, რომ ის რეჟიმი, რომელიც იყო ჩამოყალიბებული 2004 დან 2012 წლამდე იყო დანაშაულებრივი. რაც შეეხება რეზოლუციის შინაარსს, შინაარსი იყო გაუმართავი დაწყებული სათაურით, გაგრძელებული ტექსტით. შესაბამისად ბუნებრივია ჩვენ მხარს ვერ დავუჭერდით.“ – განაცხადა კობახიძემ

  • სახელმწიფო ანსამბლი “ბასიანის” რეპერტუარი სპეციალურად მოსკოვური გასრტოლისთვის მომზადდა

    ფოლკლორული ანსამბლი რუსეთში მღერის. ანსამბლ „ბასიანის“ რეპერტუარი,საგანგებოდ მოსკოვური გასტროლისთვის მომზადდა, სადაც ასევე რუსული სიმღერებიც შევიდა.
    ფოლკლორის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი დონაძე, მისი მოადგილეები – ელიზბარ ხაჩიძე და გიორგი გაბუნია ამჟამად მოსკოვში იმყოფებიან. ხვალ მათი ანსამბლი „ბასიანი“ მოსკოვის თეატრ „ზალატოე კალცოში“ სოლო კონცერტის გამართავს.

    ვერც მათი ხელმძღვანელი და ვერც ფოლკლორული ცენტრის თანამშრომლები ვერ ხედავენ განსხვავებას ეროვპულ ქვეყნებსა და ოკუპანტ ქვეყანას შორის.

    ფოლკლორული ანსამბლის სოლო კონცერტი 3 ათასი რუბლი, ანუ 120 ლარი ღირს. რამდენიმესაათიანი პროგრამით სახელმწიფო ანსამბლი 23 თებერვლამდე ერთი დღით ადრე, ქართულ საგალობლებს ეროვნული საკრავის აკომპანიმენტით შეასრულებს.

    ვერც მათი ხელმძღვანელი და ვერც ფოლკლორული ცენტრის თანამშრომლები ვერ ხედავენ განსხვავებას ეროვპულ ქვეყნებსა და ოკუპანტ ქვეყანას შორის.

     

  • ზურაბ დათუნაშვილის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა

    სადაც ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაა ჩანიშნული, სამოქალაქო აქტივისტები ჭიდაობის ფედერაციასთან მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავენ.

    აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა, რადგან ის არის მოძალადე და მოძალადის ადგილი ჭიდაობის ფედერაციის სათავეში არ არის.

    პროტესტს ასევე ელენე ხოშტარია შეუერთდა. ის ჩვეულებრივი მოქალაქის სტატუსადაა აქციაზე მისული და მისი თქმით ვერ ეგუება უსამართლობას. 

    გეგა გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

    ზურაბ დათუნაშვილმა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე რკინის ბლაგვი საგნით თავის გატეხვასა და კორუფციაში დაადანაშაულა, თუმცა პოლიციას ჩვენება არ მისცა. მოჭიდავე ამბობს, რომ არავის დაჭერა სურს და მხოლოდ გეგეშიძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს მთელი თავისი გუნდით.

  • დიდი რაოდენობით ოქროს ნივთების ქურდობისთვის სამხარაულის ბიუროს თანამშრომელი დააკავეს

    მთავარმა პროკურატურამ  დიდი რაოდენობით ოქროს ნივთების ქურდობისთვის ერთი პირი დააკავა.
    გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა დაცული სეიფიდან ათი ათასობით ლარის ოქრო და ბრილიანტი გაიტანა. ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

    “მითვისება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით” – აცხადებენ უწყებაში.

  • ლეგახარეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

    ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეგახარეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, შეჯახების შედეგად, ავტომანქანაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია დასრულდა

    ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია დასრულდა. უსაფრთხოება, ეკონომიკა, გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება და საარჩევნო პროცესები – ეს ის საკითხებია, რომლებზეც პლენარულ და საკომიტეტო სხდომების ფორმატში 56 ქვეყნის 300-მდე პარლამენტის წევრმა დისკუსიები გამართა. ქართველმა კანონმდებლებმა საკომიტეტო და ორმხრივ შეხვედრებზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და აღნიშნულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე უცხოელ კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდეს და საერთაშორისო ინსტრუმენტების ჩართვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ზამთრის მე-18 სესია 21-22 თებერვალს, ავსტრიის დედაქალაქში გაიმართა.

  • საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

    ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირია.
    მას ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში ედება.ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • თბილისში მომხდარი ქურდობის 3 ფაქტზე 2 პირია დაკავებული

    თბილისში მომხდარი ქურდობის 3 ფაქტზე 2 პირია დაკავებული. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა ფანჯიკიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინიდან, სადაც დამლაგებლად მუშაობდა, ოქროს ძვირფასი სამკაულები და საათები მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ იგი მომხდარიდან მალევე დააკავა, ნაქურდალი ნივთები კი ნივთმტკიცებად ამოიღო. მეორე პირი კი ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს.დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ევროპული საქართველო წყლის ტარიფის გაზრდას აპროტესტებს

    ევროპული საქართველო ოჯახური ტიპის სასტუმროს მფლობელებისთვის წყლის ტარიფის გაზრდას აპროტესტებს. აკაკი ბობოხიძის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება მარეგულირებელმა კომისიამ ერთ თვეში უნდა მიიღოს, რის შემდეგაც სასტუმროს მფლობელებს კომერციული ფართებისთვის დაწესებული ტარიფის გადახდა მოუწევთ, რაც საყოფაცხოვრებო ტარიფს 13-ჯერ აღემატება. ოპოზიციის შეფასებით, გადასახადების მატება ბიზნესისთვის დამღუპველი იქნება.

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 2019 – 2021 წლებში საქართველოს გაზიფიცირების სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 2019 – 2021 წლებში საქართველოს გაზიფიცირების სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს. უწყების ცნობით, უახლოეს 3 წლის განმავლობაში სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 200 მლნ ლარზე მეტი გაიხარჯება, რის შედეგადაც, ქვეყანაში აბონენტების 90 პროცენტზე მეტი იქნება გაზიფიცირებული. სამინისტროში მთიანეთში არსებული დასახლებების გაზიფიცირების აუცილებლობაზეც ისაუბრებს.