Category: არქივი

  • სარფის საბაჟოსთან სატვირთო ავტომობილების კილომეტრიანი რიგია.მძღოლები დახმარებას ითხოვენ

    სატვირთო მანქანების ქართველი მძღოლები, რომლებიც რამდენიმე დღეა სარფის საბაჟოსთან რამდენიმე კილომეტრიან რიგში დგანან, დახმარებას ითხოვენ. სარფის საბაჟოსთან მანქანების რამდენიმე კილომეტრიანი რიგია. თურქეთიდან საქართველოსკენ მომავალი სატვირთო ავტომობილები საზღვრის გადმოკვეთას ვერ ახერხებენ. მძღოლებს მესამე დღეა მანქანებში სძინავთ. ისინი ამბობენ, რომ არც საკვები აქვთ და არც სასმელი. რიგის მიზეზად თურქული მხარე ქართული მხარის პრობლემებს ასახელებს. მძღოლების თქმით ორი დღის მანძლიზე მათ მხოლოდ ორი კილომეტრის გავლა მოახერხეს.თურქეთში კი მათ ყურადღებას არავინ აქცევს. მძღოლების პრობლემებით ჯერჯერობით არც ქართული მხარე დაინტერესებულა.

  • პატრიარქი საკუთარმა უგულო ქმედებებმა გახადა სამიზნე- მამა ანდრია სარია

    მღვდელი ანდრია სარია პატრიარქის განცხადებას, რომ ,,42 წელია სამიზნეა”, ეხმიანება და ამბობს, რომ ის მისმა უგულო ქმედებებმა გახადა სამიზნე .

    მისი თქმით, ილია II შეეცადა ღმერთის ადგილი დაეკავებინა, ახლა კი კრიტიკას ვერ უძლებს.

    ,,პატრიარქი საკუთარმა უგულო ქმედებებმა გახადა სამიზნე. ამ განცხადებიდანაც ჩანს, რომ ღმერთზე მეტად ადამიანების იმედი ჰქონდა ყოველთვის, რაც უცხოა სახარებისეული ცნობიერებისთვის. წლების განმავლობაში დიდი შეფასება მიანიჭა პირად მოღვაწეობას და შეეცადა ღმერთის ადგილი დაეკავებინა. იგი ვერ უძლებს სამართლიან კრიტიკას და ცდილობს არარსებულ ბრძოლაზე ისაუბროს. თავად არის მტერი საკუთარი თავის.
    ის, რომ ჯაბას მხარს უჭერდა და ზვიადის მომხრეები აკრიტიკებდნენ ვისი ბრალია?
    ის, რომ სახელმწიფო გადატრიალებას დუმილით შეხვდა ვისი ბრალია?
    ის, რომ მამა თევდორე დახვრიტეს და ღიად არ უქადაგია ვისი ბრალია?
    ის, რომ მიტროპოლიტი შიო ავალიშვილი სამართლიანი სიტყვის გამო განკვეთა, ვისი ბრალია?
    ის, რომ მამათმავლები გაამრავლა ეკლესიაში ვისი ბრალია?
    ის, რომ თავადაც მხილებულია პედარასტიაში ვისი ბრალია?
    ის, რომ მამა გიორგი ციხეშია და არ მოინახულა ვისი ბრალია?
    ის, რომ მიტროპოლიტი პეტრე უსამართლოდ განაყენა მღვდელმთავრობიდან ვისი ბრალია?
    სამართლიან კითხვებს ბრძოლად როდესაც აღიქვამ, უკვე დიდ შეცდომაში ხარ და ჯობია შეინანო!”,- წერს სოციალურ ქსელში მამა ანდრია სარია.

  • საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ირანთან ფრენები შეზღუდა

    საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის თავიდან ასარიდებლად ირანთან ფრენები შეზღუდა.

    ,,როგორც ცნობილია, ამჟამად კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ჩინეთის შემდგომ, დაფიქსირდა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. საქართველოს მთავრობა მუდმივად კავშირზეა ირანის ხელისუფლებასთან, რათა ოპერატიულ რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია შექმნილი მდგომარეობის და მიმდინარე საპრევენციო ღონისძიებების შესახებ. არსებული ინფორმაციით, ირანის მთავრობა მიმართავს ყველა ზომას კორონავირუსის შემთხვევების შემდგომი ზრდის პრევენციისთვის, ასევე აწარმოებს ირანიდან გამავალი მგზავრების სქრინინგს.

    აღნიშნულის მიუხედავად, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდოს ფიზიკური პირების გადაადგილება ირანის ისლამური რესპუბლიკიდან საქართველოში და პირიქით”,- წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე არ ჩაიკეტება სახმელეთო საზღვარი, დაწესდება მკაცრი შეზღუდვები, თუმცა სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვაც არ არის გამორიცხული. 

    ,,მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე შეჩერდება მგზავრების შემოყვანა ირანიდან საქართველოში. ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ცარიელი თვითმფრინავებით შემოვიდნენ საქართველოს სივრცეში, რათა ტურისტად მყოფმა ირანის მოქალაქეებმა შეძლონ ირანში დაბრუნება. ამ ეტაპზე, გადაადგილებისთვის დარჩება სახმელეთო საზღვარი, თუმცა დაწესდება მკაცრი შეზღუდვები და აღნიშნული მიმართულებით, აქტიურად ვმუშაობთ მეზობელ ქვეყნებთან.

    საქართველოს მთავრობა აკვირდება მოვლენების განვითარებას და ასევე განაგრძობს მუშაობას მეზობელ სომხეთთან და აზერბაიჯანთან. მომავალში, თუ ამის საჭიროება დადგა, არ გამოვრიცხავთ სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვასაც.

    საქართველოს მთავრობამ უკვე გააფრთხილა საქართველოს მოქალაქეები თავი შეიკავონ ირანში მგზავრობისგან, ხოლო ირანში მყოფ მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს თეირანში (+989122997726 ცხელი ხაზის ნომერი)”,- ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

  • ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის 4 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდა- თენგიზ ცერცვაძე

    ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის 4 მოქალაქეს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ.

    ცერცვაძის თქმით, მათ საავადმყოფოდან დღეს გაწერენ.

    ,,როგორც იცით, ჩვენთან ირანის 4 მოქალაქე იმყოფება. ისინი გუშინ, გვიან საღამოს მოიყვანეს. აქამდე ისინი დაკვირვების ქვეშ იყვნენ, ჩაუტარდათ რენტგენოლოგიური კვლევა. პნევმონია არც ერთს არ დაუდგინდა. ველოდებოდით გამოკვლევის შედეგებს, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში შესრულდა. ნახევარი საათის წინ მივიღეთ პასუხი, რომ არც ერთ მათგანს ახალი კორონავირუსის ინფექცია არ დაუდასტურდა. ამჟამად ოთხივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურის მატება არც ერთს არ აღენიშნება და ახლა მათ გასაწერად ამზადებენ”,-განაცხადა ცერცვაძემ.

  • წარღვნა დაწყებულია, ჩვენი პატრიარქი, ვითარცა ნოე დგას და მოგვიწოდებს, რომ მოვემზადოთ- მეუფე დანიელი

    ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, რომ წარღვნა უკვე დაწყებულია, პატრიარქი ილია II კი ,,დგას და მოგვიწოდებს, რომ მოვემზადოთ და დავმკვიდრდეთ დედა ეკლესიის წიაღში”.

    მეუფეს თქმით, წინასწარმეტყველების მიხედვით, ივერია უკანასკნელ ჟამს გაბრწყინდება.

    ,,დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ყველას მოუწოდებს მართლმადიდებელთა ოჯახში შევიდეს. ისევე, როგორც კიდობანში შესული მართლმადიდებელი ნოეს ოჯახი გადარჩა, მართლმადიდებელ ეკლესიაში შესული სამწყსო გადარჩება. წარღვნა უკვე მიმდინარეობს, დაწყებულია. ეს არის არა ფიზიკური წარწყმედა ადამიანთა, არამედ სულიერი. ცოდვის ღვარცოფი სულ უფრო და უფრო მატულობს და ცდილობს ჩასძიროს ამ მორევში ადამიანები. ჩვენი პატრიარქი, ვითარცა ნოე დგას და მოგვიწოდებს, რომ ჩვენ მოვემზადოთ და დავმკვიდრდეთ დედა ეკლესიის წიაღში. არის წინასწარმეტყველება, რომ ივერია გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს, ეს იქნება ეკლესია, რომელიც აჩვენებს მთელ მსოფლიოს მაგალითს. დღეს თქვენ ხედავთ, რომ არა მარტო მართლმადიდებლური სამყარო, პატრიარქის ავტორიტეტს ძალიან დიდ ანგარიშს უწევს ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, სამღვდელოება, მრევლი. მას მიიჩნევენ დღეს მთავარ სულიერ ავტორიტეტად. ასევე, კათოლიკური და პროტესტანტული, არაქრისტიანული სამყარო – მუსულმანური, იუდეველთა სამყარო, ყველა აღიარებს ამ პიროვნების ძალიან დიდ სულიერებას. სწორედ მართლმადიდებელი ოჯახის სულიერი ავტორიტეტი, პატრიარქი დგას და აშენებს სულიერ ტაძარს, რომ ჩვენ გადავურჩეთ ამ წარღვნას“, – განაცხადა მეუფე დანიელმა.

  • NDI მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, აშშ-ის მთავრობა სიამაყით თანამშრომლობს მასთან- აშშ-ის საელჩო

    აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის [NDI] პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა. მათ საქართველოს პოლიტიკურ და წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.

    აშშ-ის საელჩოს განცხადებით, NDI მიუკერძებელი ორგანიზაციაა და აშშ-ის საელჩო სიამაყით თანამშრომლობს მასთან.

    ,,ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიულ ინსტიტუტებს უჭერს მხარს. NDI საქართველოში ოც წელზე მეტია რაც მუშაობს. დღეს ელჩი დეგნანი NDI-ს პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა საქართველოს პოლიტიკურ და წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ.

    აშშ-ის მთავრობა სიამაყით თანამშრომლობს NDI-სთან, რათა ხელი შეუწყოს ისეთი დემოკრატიული ინსტიტუტების შენებასა და გაძლიერებას, რომელიც უპასუხებს ქართველი ხალხის საჭიროებებს”,- წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • ცოცხალი პატრიარქის სიტყვას კომენტარი გაუკეთო, ცოტა უხერხულია- მეუფე გრიგოლი

    ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი ილია მეორის გუშინდელი განცხადების შესახებ, სადაც პატრიარქმა თქვა რომ ,, 42 წელია სამიზნეა” , ამბობს, რომ ცოცხალი პატრიარქის სიტყვებზე კომენტარის გაკეთება ,,ცოტა უხერხულია”.

    მეუფის თქმით, პატრიარქი მისი ასაკის მიუხედავად, თვითონ უკეთესად განმარტავს თავის სიტყვას ,,თუ ამას საჭიროდ ჩათვლის”.

    ,,კათალიკოს-პატრიარქი ყოველთვის, 42 წლის მანძილზე და მანამდეც; დღესაც მიუხედავად მისი ჭარმაგი ასაკისა, ახერხებდა და ახერხებს იმ აზრების გამოთქმას, რაც მას უნდა და რასაც საჭიროდ თვლის. ამიტომ, თვითონ უკეთესად განმარტავდა თავის სიტყვას, ან განმარტავს, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის.

    კომენტარს ვუკეთებთ მამების გამონათქვამებს, წმინდა წერილის განმარტებებია იგივე კომენტარები, მაგრამ ცოცხალი პატრიარქის სიტყვას კომენტარი გაუკეთო, ცოტა უხერხულია”, – აცხადებს მეუფე გრიგოლი.

    გუშინ, პატრიარქმა ილია II-მ განაცხადა, რომ 42 წელია სამიზნეა და რომ არა ხალხის თანადგომა, ამას ვერ გაუძლებდა.

  • პრეზიდენტი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ყველა ბრძოლასა და ომში დაღუპულთა მემორიალის შექმნის ინიციატივით გამოდის

    საქართველოს პრეზიდენტი საბჭოთა საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნის დღეს თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ყველა ბრძოლასა და ომში დაღუპულთა საერთო მემორიალის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

    საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენი დღევანდელი დამოუკიდებლობა იუნკერთა გამარჯვებაა, რომელსაც ყოველდღიურად უნდა ვუფრთხილდებოდეთ. მათი ბრძოლა გრძელდება, როცა პატივს მივაგებთ არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას; გრძელდება დღესაც, როცა იტაცებენ 17 წლის ახალგაზრდას, სწორედ ისეთივე ახალგაზრდას, როგორიც იყო გივი ღამბაშიძე და რომელიც ტაბახმელადან ომის დღიურებს წერდა. ესაა ჩვენი ბედი და ამ ბრძოლაში, რომელსაც ქვეყნის დამოუკიდებლობა და ქვეყნის სუვერენობა ჰქვია ერთიანი და გულწრფელნი უნდა ვიყოთ.

    “დრო მოვიდა, რომ ერთი ადგილი გამოვყოთ ამ ქალაქში, სადაც იქნება ერთი მემორიალი ყველასთვის. არა ეს დაფა, რომელიც პარლამენტის შენობაზეა და არა ეს ადგილი, (პარლამენტის შიდა ეზო), რომელიც ფართო საზოგადოებისათვის მიუწვდომელია, არამედ, სხვა ადგილი, სადაც ცხრა აპრილს და ჩვენს ყველა ომსა და ბრძოლაში დაღუპულები იქნებიან ერთად. ეს საერთო მემორიალი იქნება შემეცნებითი ადგილიც, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ სკოლებიდან მისვლა, რათა პატივი მიაგონ მათ ხსოვნას, გაიგონ რა ხდებოდა, რამდენი ბრძოლა ჩაატარა ამ ქვეყანამ, რამდენი ადამიანი დაიღუპა, რამდენმა დალია სული და რა არის ჩვენი მემკვიდრეობა, რომელსაც ყველამ პატივი უნდა ვცეთ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის ეზოში იუნკერების მემორიალთან სიტყვით გამოსვლისას.

  • ოკუპანტების მიერ გატაცებული 17 წლის ბიჭი თავისუფალია

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული 17 წლის ბიჭი თავისუფალია.

    საოკუპაციო ძალებმა 17 წლის მოზარდი სოფელი კირბალის ტყიდან გაიტაცეს. ალიკა შიუკაშვილი თანასოფლელებთან ერთად შეშის შესაგროვებლად იმყოფებოდა.

  • ტანკით ვერ შევალთ, ვერ ავტეხავთ ქაოსს- ქანთარია გატაცებული 17 წლის ბიჭის გათავისუფლებაზე

    ,,ტანკით ვერ შევალთ ბუნებრივია და ვერ ავტეხავთ ახლა ქაოსს და უარესს ვერ დავიმართებთ. მაქსიმალურად, რაც შეიძლება ჩართული იქნება ამ შემთხვევაში ხელისუფლება”- ასე პასუხობს ,,ქართული ოცნების” წევრი, ნუკრი ქანთარია ოკუპანტების მიერ გატაცებული 17 წლის ბიჭს გათავისუფლების შესახებ კითხვას.

    საოკუპაციო ძალებმა 17 წლის მოზარდი სოფელი კირბალის ტყიდან გაიტაცეს. ალიკა შიუკაშვილი თანასოფლელებთან ერთად შეშის შესაგროვებლად იმყოფებოდა.

    მას შემდეგ, რაც ტყეში შეიარაღებული ფორმიანი პირები გამოჩნდნენ, ორმა არასრულწლოვანმა გამოქცევა შეძლო, ალიკა კი მესაზღვრეებმა დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს.