Category: არქივი

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 25 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8079 ლარი ეღირება, ევრო – 3.0370 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6233 ლარი.

    24 თებერვლის ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.8299 ლარი ღირდა, ევრო – 3.0571 ლარი, ფუნტი – 3.6537 ლარი.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 25 თებერვალს შევა ძალაში.

  • ამერიკაში მერაბიშვილის მსგავს დამნაშავეებს სამუდამო პატიმრობას უსჯიან – ლევან გოგიჩაიშვილი

    ამერიკაში მერაბიშვილის მსგავს დამნაშავეებს სამუდამო პატიმრობას უსჯიან – – ამის შესახებ  დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი „კვირის პალიტრასთან“ საუბრობს.

    „ვანო მერაბიშვილს მართლმსაჯულება ძალიან შემწყნარებლურად მოექცა. ამერიკაში მის მსგავს დამნაშავეებს სამუდამო პატიმრობას უსჯიან. მერაბიშვილს ციხესთან ბევრი ადამიანი დახვდა. ზოგიერთს მოსწონს ჯალათი, მკვლელი. რას ვიზამთ, ზოგიერთს მოსწონდა შავრაზმელებად გადაქცეული პოლიცია. დიახ, ვანო მერაბიშვილმა პოლიცია ადამიანების ჩაგვრის აპარატად გადააქცია. მას სიკვდილის ბრიგადები ჰყავდა და ყოველდღიურად სჩადიოდა დანაშაულს“, – ამბობს გოგიჩაიშვილი.

  • ნანა ფაჩუაშვილს შვილი გარდაეცვალა

    გუშინ, 23 თებერვალს მსახიობის და ტელეწამყვანის ნანა ფაჩუაშვილის ვაჟი თამაზ აფხაიძე  გარდაიცვალა. 

    „ხელი არ მიბრუნდება ჩემს უახლოეს და უსაყვარლეს მეგობარზე, თან კლასელზე ამ განცხადების დასაწერად, მაგრამ იძულებული ვარ როგორც ინფორმაცია ისე დავდო: გარდაიცვალა თამაზ აფხაიძე” – წერს სარიშვილი.

    ნანა ფაჩუაშვილი  19 წლის იყო, როდესაც ფეხმძიმე დაქვრივდა. მსახიობმა შვილს გარდაცვლილი მეუღლის სახელი დაარქვა.

  • “ამდენჯერ თუ იყო მინისტრი საქართველოს ისტორიაში? ყველაზე მეტჯერ ვარ მისული”- ივანე მაჭავარიანი

    ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი განმარტავს, რატომ არ მივიდა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

    როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რამდენიმე დღის წინ „მინისტრის საათის“ ფორმატში ვრცლად ისაუბრა თემებზე, რომლებთან დაკავშირებითაც კომიტეტზე იყო დაბარებული.

    „მე არ დავარქმევდი, რომ პარლამენტში მისვლას თავი ავარიდე. მესმის, რომ რეგლამენტით შეიძლება ვალდებული ვარ მივიდე, თუმცა ჩემი აზრით, ამ საკითხს უნდა შევხედოთ შემდეგნაირად: სულ რამდენიმე დღის წინ „მინისტრის საათის” ფარგლებში ვიყავი პარლამენტში და დროის ნახევარზე მეტი პრაქტიკულად, შეკითხვებზე პასუხის გაცემას დავუთმე და მანამდე წერილიც კი გავაგზავნე კომიტეტში, რომ გამოვდიოდი „მინისტრის საათზე“ და იქ გავცემდი ყველაფერს პასუხს, თუ რამე დამატებითაც იქნებოდა საჭირო, თანახმა ვიყავი კიდევ მივსულიყავი. თქვენ ნახეთ, რომ პრაქტიკულად, დარბაზი დატოვეს, არც კი იყვნენ და არანაირი შეკითხვა არ დასვეს. ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, პასუხი არ აინტერესებდათ, უფრო სწორად მიაჩნიათ, რომ საკომიტეტო მოსმენის ფორმატი ალბათ, იძლევა მეტი სპეკულირების საშუალებას.

    მეორე, როდესაც საუბრობენ, რომ ესაა პარლამენტის უპატივცემულობა, გეტყვით, რომ გადახედეთ და მოიკითხეთ ჟურნალისტებმა, ბოლო 4 თვის განმავლობაში 4-ჯერ ვიყავი პარლამენტში – გინდათ, ბოლო 6 თვე აიღეთ, გინდათ, 2019 წელი აიღეთ და ნახეთ, ამ კი არა, რომელიმე მოწვევის პარლამენტში ამდენჯერ თუ იყო მინისტრი საქართველოს ისტორიაში? ყველაზე მეტჯერ ვარ მისული სხვადასხვა ფორმატში.

    როდესაც სამი დღის წინ ზუსტად იგივე საკითხებზე დეტალურად ვსაუბრობდი, ერთ კითვასაც არ გისვამენ, დარბაზში არ ჩერდებიან, რომ მოგისმინონ“… – განაცხადა მაჭავარიანმა.

    მინისტრის განცხადებით, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულება არაერთხელ დაამტკიცა და ეს მისი პარალმენტში მისვლების სტატისტიკიდანაც ჩანს. „ფაქტია, რომ ეს ანგარიშვალდებულებისთვის არ არის. ესაა რაღაცის მოსაწყობად და ცირკები მოაწყონ რამდენიც უნდათ“,-აცხადებს მაჭავარიანი.

    შეგახსენებთ, რომ საკომიტეტო მოსმენაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა. როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომოკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განმარტა, ივანე მაჭავარიანმა არმოსვლის თაობაზე გადაწყვეტილება მას ამ დილით აცნობა.

  • იტალიაში კორონავირუსით მეოთხე ადამიანი გარდაიცვალა

    იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა. ინფიცირებულთა რიცხვმა კი 205-ს მიაღწია.

    ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, იტალიაში გარდაცვალების ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

    იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა პარასკევს დაფიქსირდა. გარდაცვლილი 78 წლის მამაკაცია, რომელიც ვენეტოს რეგიონში იმყოფებოდა.

    ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში გაუქმდა სასწავლო პროცესი, გადაიდო ყველა სპორტული ღონისძიება, მათ შორის ფეხბურთში იტალიის ჩემპიონატის სამი მატჩი. ასევე დაიხურა მაღაზიები. იტალიის მოქალაქეებს, სპეციალური ნებართვის გარეშე, ორი კვირის განმავლობაში ქალაქებში გადაადგილება შეეზღუდებათ.

  • “სორორის დაფინანსებული სკვერია” – ანას ბაღთან მშენებელი კომპანია

    “ანას ბაღთან” მიმდინარე მშენებლობის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელი, გიორგი ბენაშვილი აცხადებს, რომ აქტივისტების მიერ პარტიზანულად მოწყობილი სკვერი “სოროსის დაფინანსებულია”. როგორც ის აცხადებს ანას ბაღის მცველებს სკვერის ბედი არ ადარდებთ და პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს, რათა თბილისის მერია “მონსტრად გამოიყვანონ”.

    “აღნიშნული ტერიტორია არის ჩვენს საკუთრებაში, მერიის გენერალურმა ინსპექციამაც დაადასტურა. გამოიძახეს და გადაამოწმეს საბუთები. დემონტაჟი მოხდა იმიტომ, რომ ეს იყო ყოველგვარი თვითნებურად, თავხედურად, ხულიგნურად და ყოველგვარი კანონდარღვევით სახელდახელოდ მოწყობილი სკვერი, რათა სამშენებლო სამუშაოებში შეეშალათ ხელი. ჩვენ დაუზიანებლად მოვხსენით მათი ნივთები”, –  განაცხადა გიორგი ბენაშვილმა.

    პარტიზანულად მოწყობილი პარკი დღეს დილას, მშენებელი კომპანიის დაქირავებულმა მუშებმა და დაცვის თანამშრომლებმა დაშალეს. ამოთხარეს ნერგები, გადაიტანეს საქანელა, სკამი და მაგიდა, რომლებიც ადგილობრივებმა პარკის მოსაწყობად მიიტანეს.

    “ანას ბაღის” ცენტრალური შესასვლელი აქ მიმდინარე მშენებლობის გამო ჩახერგილია. ადგილზე გაკეთებულია წარწერები: “კალაძე დაგვიბრუნე ეზო”, “ანას ბაღი ჩვენია”.

  • ტყიბულში ძიძიგურის სახელობის შახტის მეშახტეები გაიფიცნენ

    ტყიბულში ძიძიგურის სახელობის შახტის მეშახტეები გაიფიცნენ. ისინი დღეს შახტში სამუშაოდ არ ჩავიდნენ. მათი მთავარი მოთხოვნაა სამუშაო პირობების გაუმჯობესება.

    როგორც მეშახტეები ამბობენ, მათ რთულ პირობებში უწევთ მუშაობა, შახტში ერთი კვირაა გაფუჭებულია ელმავალი და ამის გამო ისინი ფეხით გადაადგილდებიან 6 კილომეტრის მანძილზე.

    კომპანიასთან მოლაპარაკებებში ჩართულია მეშახტეთა პირველადი პროფკავშირი. ისინი აცხადებენ, რომ აქვთ რეალური შეთავაზებები, როგორ უნდა გამოვიდნენ აღნიშნული კრიზისიდან.

  • “ვფიქრობ, გაზაფხულს დაველოდოთო, ამაში გიორგი გახარია გულისხმობდა იმას, რომ გაზაფხულზე ია აყვავდება”- წულუკიანი

    “ბატონი გიორგი, გაზაფხულს დაველოდოთო რომ ბრძანა, ალბათ გულისხმობდა იმას, რომ დაველოდოთ გაზაფხულს აყვავდება ია,” – ამ სიტყვებით ვიცე-პრემიერი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით.

    ჟურნალისტები დაინტერესდნენ, იქნება თუ არა თეა წულუკიანი 2020-ის საპარლამენტო სიაში, რაზეც წულუკიანმა უპასუხა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

    “რომ გითხრათ სიმართლე, მაინც არ დაიჯერებთ. იმიტომ რომ დღეს მედია სივრცე არის ორიენტირებული ყველაფერ იმაზე, რაც არ არის სიმართლე. რამდენიმე მედიასაშუალებას ბოდიშს ვუხდი, მათ ეს არ ეხებათ. მაგრამ რაც შეეხება სიმართლეს, რასაც თქვენ, რა თქმა უნდა, არ გააშუქებთ და არ დაიჯერებთ, არის ის, რომ მე არ ვიცი, ვიქნები თუ არა სიაში, ეს არის სიმართლე. მე არ ვიცი სამინისტროში ვიქნები, თუ სახლში”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

    “დაელოდეთ გაზაფხულს,”- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, იქნება თუ არა სამთავრობო ცვლილებები ქვეყანაში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრემიერს დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია.

  • საქართველოს საელჩო კორეაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

    კორონავირუსის გამო, საქართველოს საელჩო კორეის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. მასში აღნიშნულია, რომ საელჩო მოუწოდებს კორეის რესპუბლიკაში მცხოვრებ, სასწავლო, ტურისტული, საქმიანი და სამედიცინო მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომ გაითვალისწინონ და დაემორჩილონ ადგილსამყოფელი ქვეყნის მიერ მიღებულ რეკომენდაციებს. „ბოლო პერიოდში, კერძოდ, გასული ორი დღის განმავლობაში, ადგილსამყოფელი ქვეყანაში საგრძნობლად მოიმატა კორონა ვირუსით (COVID-19) დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვმა. შესაბამისად, კორეის რესპუბლიკის ხელისუფლებამ, ა.წ. 23 თებერვალს, შექმნილ ვითარებას მიანიჭა სიფრთხილის უმაღლესი დონე.

    ქალაქი დეგუ (Daegu) და გეონგბუკის პროვინცია (Gyeongbuk Province) გამოცხადდა სპეციალურ დაკვირვების ზონებად, რაც გულისხმობს აღნიშნული მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვას, მგზავრობისგან თავის შეკავებას და განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, ამ რეგიონებისთვის განკუთვნილი უსაფრთხოების ზომების დაცვას.

    ყოველივე ხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო მოუწოდებს კორეის რესპუბლიკაში მცხოვრებ, სასწავლო, ტურისტული, საქმიანი და სამედიცინო მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს: გაითვალისწინონ და დაემორჩილონ ადგილსამყოფელი ქვეყნის მიერ მიღებულ რეკომენდაციებს; თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან; დაიცვან უსაფრთხოების და ჰიგიენის ზომები.

    კორონა ვირუსთან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ მისამართებზე:

    კორეის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი: ENG: http://ncov.mohw.go.kr/en/ KOR : http://www.cdc.go.kr/

    http://www.cdc.go.kr/contents.es?mid=a30103000000

    ცხელი ხაზი : 1339

    ქ. სეულის მერია: http://www.seoul.go.kr/main/index.jsp http://www.swsgc.co.kr/

    ტურიზმის ეროვნული სააგენტო: https://english.visitkorea.or.kr/enu/AKR/FU_EN_15.jsp…

    საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

    საელჩო: 02 792-7118 საკონსულო სამსახური: 010 5103-1703“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • ფინანსთა მინისტრი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა

    საკომიტეტო მოსმენაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა. როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომოკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განმარტა, ივანე მაჭავარიანმა არმოსვლის თაობაზე გადაწყვეტილება მას ამ დილით აცნობა, სადაც აცხადებს, რომ ყველა საჭირო პოლიტიკურ შეკითხევს  ამომწურავი პასუხი გასცა და კომიტეტზე მისვლას საჭიროდ არ თვლიდა. 

    ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრის ლევან კობერიძის განცხადებით, ფინანსთა მინისტრს “რეგლამენტი ფეხებზე კიდია”.

    შეგახსენებთ, პარლამენტში დღეს ფინანსთა მინისტრის საკომიტეტო მოსმენა უნდა გამართულიყო. ივანე მაჭავარიანი კომიტეტზე ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” მიერ იყო დაბარებული. დღის ესრიგის მიხედვით, მაჭავარიანს ძირითადად სამ საკითხზე უნდა ესაუბრა: 1. ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ის, „იმედის“ და „მაესტროს“ ჯამურად 50 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო დავალიანების ამოღების გრაფიკი და აღნიშნული გრაფიკის შეთანხმების საფუძვლები; 2. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2019 წელს გამოვლენილი 100 მლნ ლარამდე ღირებულების ყალბი აქტივების საკითხზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია და პოზიცია. 3. საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წელს შემოტანილ კანონპროექტზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიცია.