Category: არქივი

  • ბესელიამ “ივანიშვილის შეცდომებზე” საუბარი დაიწყო

    მმართველი გუნდიდან წასული ეკა ბესელია, რომელიც დღემდე თავს არიდებდა პარტიის დამფუძნებელზე საუბარს და ამბობდა, რომ მის წინააღმდეგ არასდროს წავიდოდა, დღეს ბიძინა ივანიშვილის შეცდომებზე საუბარს იწყებს. პოლიტიკოსი ამბობს, რომ ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი შეცდომა ირაკლი კობახიძეა.

    “ერთ-ერთი სერიოზული შეცდომა უთუოდ არის (ირაკლი კობახიძე). ასევე ის საკადრო გადაწყვეტილებები, რომლებმაც ვერ გაამართლეს”, თქვა ბესელიამ რუსთავი 2 – თან საუბარში.


    ცოტა ადრე უნდა წავსულიყავი – გედევან ფოფხაძე

    საპარლამენტო უმრავლესობიდან ჟორჟოლიანიც მიდის

    ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

    ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება” დატოვა

    ბიძინა ივანიშვილი დღეს მმართველი გუნდის წევრებს შეხვდება

  • 2020 წლისთვის ყველა სამხედროს ბინა გადაეცემა

    საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა რომ წლის ბოლომდე 180 სამხედრო გორში საცხოვრებელ ბინას მიიღებს. ბინების რემონტი უკვე დაწყებულია.

    2020 წლისთვის ყველა სამხედრო რომლის წინაშეც სახელმწიფოს კონტრაქტის საფუძველზე აქვს ვალდებულება დაკმაყოფილდება ბინით როგორც გორში ასევე თბილისსში, აცხადებს მთავრობის მეთაური.

    „2019 წლის ბიუჯეტში, რომელიც გასულ წელს განვიხილეთ, ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი გავაკეთეთ სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფის საკითხზე. 2020 წლისთვის ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომლის წინაშეც სახელმწიფოს კონტრაქტის საფუძველზე აქვს ვალდებულება, დაკმაყოფილდება ბინებით როგორც გორში, ისე თბილისში.გორში უკვე მიმდინარეობს საცხოვრებელი ბინების რემონტი და წლის ბოლომდე ბინას მიიღებს დაახლოებით 180 სამხედრო მოსამსახურის ოჯახი. ამასთან, თბილისში ვიწყებთ ორი ახალი კორპუსის მშენებლობას და მომავალ წელს 480-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეს გადავცემთ ბინებს.2013 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართით დავაკმაყოფილეთ 1 700-ზე მეტი ჩვენი სამხედრო მოსამსახურე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

  • დღესაც განვიცდით იმას, თუ რას ნიშნავს ქვეყნისთვის ოკუპირებული ტერიტორია – ზურაბიშვილი ალიევს შეხვდა

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის დედაქალაქში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

    “ზაგულბას” საპრეზიდენტო სასახლეში, პირისპირ დაგაფართოებულ ფორმატში მიმდინარე შეხვედრებზე,მხარეებმა საქართველო – აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები და მრავალმხრივ ურთიერთობების მიმართულებით, საერთაშორისო ფორმატებში მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.

    სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტს  გულთბილი მიღებისათვის და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია რეგიონში, საქართველოს მეგობარ ქვეყანაში, რომელთანაც გვაკავშირებს თანამშრომლბა და პარტნიორობა.

    “ჩვენი ქვეყნების მეგბრობას დიდი ისტორია აქვს, ძალიან ბევრი ტრადიცია გვაკავშირებს და ჩვენ დავიწყეთ თანამედროვე ცხოვრება ერთად. 100 წლის წინ, ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ერთ დროს პატარა ფედერაციაც გვქონდა და ჩვენ ერთობლივად განვიცადეთ, რას ნიშნავს დამოუკიდებლობის დაკარგვა და რას ნიშნავდა განვლილი მძიმე წლები, რომლის წნეხიც ჩვენი სახელმწიფოების მშენებლობაზე დღესაც აღინიშნება. ჩვენ ერთდ დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა და ეს ბოლო წლები განვიცადეთ ერთნაირი ტრაგედიები და დღესაც განვიცდით იმას, თუ რას ნიშნავს ქვეყნისთვის ოკუპირებული ტერიტორია, რომ შენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ჯერ არ არის აღდგენილი, ოკუპაციის ხაზები ჩვენთვის დღესაც ღია ჭრილობაა, რომელიც ერთი მხრივ ჩვენს განვითარებას აფერხებს, მაგრამ ამავდროულად, ამ ტრაგედიების მიუხედავად, ჩვენ მაინც შევძელით გავაძლიერეთ და განვავითაროთ ჩვენი სახელმწიფოები, ეკონომიკა განვავითაროთ, და ჩვენი გზა, დამოუკიდებელ ქვეყნად განვაგრძოთ და ეს არ არის პატარა წარმატება და გამარჯვება. ჩვენ არა მხოლოდ წარსულზე, არამედ მომავალზეც ბევრი გვაქვს სასაუბრო. ვიმყოფებით რეგიონში, რომელსაც დიდი პერსპექტივები გააჩნია, ჩვენ ერთად განვახორციელეთ ბევრი პროექტი”,  განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გაფართოებული ფორმატით მიმდინარე შეხვედრაზე.

    როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, აზერბაიჯანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ვიზიტს.

    ჩვენ პირიპირ შეხვედრაზე რეგიონული პრობლემები განვიხილეთ, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები და და კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვიტარებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

    ჩვენ ერთად მრავალი საკითხი მოვაგვარეთ. აზერბაიჯანი და საქართველო ახლო მეგობრები და მოძმე ქვეპნები არიან, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში კეთილმეზობლურ ატმოსფეროში მუშაობდნენ. დღეს ვითარდება ჩვენი ურთიერთბები, ერთობლივად ვახორციელებთ პროექტებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისა და კონტინენტისათვის”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

    პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად, პატივი მიაგო აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშას და აზერბაიჯანულ ენაზე მიესალმა აზერბაიჯანის საპატიო ყარაულს. შესრულდა საქრთველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნები. დახვედრის ცერემონიის ფარგლებში, გაიმართა სახელმწიფო დელეგაციების წარდგენისა და მისალმების ოფიციალური ცერემონია.

  • ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთა სრულდება ყველა შტოს მიერ – გიგა ბოკერია

    კომიტეტის სხდომის ჩაშლის შემდეგ, რომელზეც დეპუტატებს ეროვნული ბანკის ხელძღვანელისთვის უნდა მოესმინათ და შეკითხვები დაესვათ “თიბისი” ბანკის სქმესთან დაკავშირებით, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარეზე, რომან კაკულიაზე ზეწოლა იყო საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან: “ეს იყო დაკვეთა, რომ არ უნდა დაეშვათ კობა გვენეტაძის სამარცხვინო გამოჩენა, რადგან მას კითხვებზე პასუხები არ ექნებოდა”.

    ბოკრიას თქმით, უმცირესობა ელოდა, რომ კითხვებზე პასუხებს მიიღებდა, თუმცა ამის საშუალება არ იყო. 

    “სამარცხვინო ლუსტრაცია მოხდა კიდევ ერთხელ იმის, რომ ეს ყველაფერი მოდის არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილისგან, მხოლოდ მას აქვს ეს ძალაუფლება, ბოლომდე მიყავს საქმე ისე, რომ ბოლომდე სამარცხვინო მდგომარეობაში აყენებს ინსტიტუტებს, დაწყებული ეროვნული ბანკის პრეზიდენტიდან, დასრულებული დეპუტატებით, რომლებმაც პირდაპირ გვითხრეს, რომ არ უნდათ, კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდეს, თუ როგორი სამარცხვინო კამპანია მიმდინარეობს ივანიშვილის დაკვეთით საფინანსო ინსტიტუტის მიმართ”, აცხადებს გიგა ბოკერია

  • გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

    გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა. თუმცა ის დაკავებული არ არის. როგორც სასამართლოს ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებულმა დავით ხეჩუაშვილმა გამოძიებით დაუდგენელ თანამზრახველთან ერთად დაგეგმა და ორგანიზება გაუწია თარგამაძის განზრახ მოკვლის მიზნით მასზე თავდასხმას. მან თანამზრახველთან ერთად პარლამენტარის ავტომანქანის უკანა ნაწილის ქვედა მხარეს დაამაგრა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც ხალხმრავალ ადგილას მოქმედებაში მოიყვანა.

     

    2016 წლის 4 ოქტომბერს, თბილისში მომხდარი აფეთქებისას დაშავდნენ ავტომქანაში მყოფი გივი თარგამაძე, მისი მძღოლი და რამდენიმე გამვლელი.

  • საპატრიარქო მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების შუამდგომლობას მხოლოდ ერთი პირობით დააყენებს

    საპატრიარქო შეწყალების შუამდგომლობას იმ შემთხვევაში აყენებს, თუკი პატიმარი თავის წილ დანაშაულს აღიარებს – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოში, პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.

    ჯაღმაიძე ამბობს, რომ შეუძლებელია საპატრიარქოს ემუქრებოდე და მეორე მხრივ, მისგან შეწყალების შუამდგომლობას ითხოვდე.

    “ჩვენთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ერთდროულად ემუქრებოდე და, მეორე მხრივ, მას შეწყალების შუამდგომლობას სთხოვდე. ან ერთი გზით შეგიძლია განავითარო მოვლენები, ან – მეორე გზით. საპატრიარქომ თქვა, რომ შეწყალების შუამდგომლობას იმ შემთხვევაში ვაყენებთ, თუკი პატიმარი თავის წილ დანაშაულს აღიარებს და შენდობას თხოვს ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

    შეწყალების საკითხზე ასევე საუბარია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში, რომელიც ანდრია ჯაღმაიძემ დღეს მედიას გააცნო. 

    “სამწუხაროდ, მამა გიორგი მამალაძეც და მისი ოჯახის წევრებიც ამ მიუღებელი მეთოდების თანამონაწილენი აღმოჩნდნენ და ეკლესიასთან მიმართებაში არ მოერიდნენ თავდაცვის მექანიზმად შანტაჟის გამოყენებას, რითაც ხელი შეუწყვეს თავისივე თავის საწინააღმდეგო მდგომარეობის შექმნას.

    რეალურად კი, ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს საპატრიარქო შუამდგომლობას აღძრავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს შენდობას და აღიარებს თავის წილ დანაშაულს. ეს პრინციპი, რა თქმა უნდა, კვლავაც ძალაშია”, ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

    იბადება ეჭვი, რომ გიორგი მამალაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აქვს მიზანმიმართული ხასიათი და ადვოკატებიც და დეკანოზის თანამდგომნიც, სინამდვილეში, პატიმრის ინტერესებს კი არ იცავენ, არამედ მის საქმეს იყენებენ ეკლესიის წინააღმდეგ ადრე დაწყებული კამპანიის გასაგრძელებლად, აცხადებს საპატრიარქო.

    მის მიერვე გავრცელებული განცხადებით თანახმად, საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმის გამოძიების მასალები უნდა გასაჯაროვდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული რაიმე გაუგებრობა. საპატრიარქო ასევე მოითხოვს მამა გიორგი მამალაძის წერილის გასაჯაროებას, რომელიც თავად მამალაძის ინფორმაციითვე, მსჯავრდებულის მიერ ერთი წლის წინ მღვდელმთავრებისთვის აქვს გაგზავნილი.

    “საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს, როგორც თვითონ, ისე მისი უფლებადამცველნი და გარკვეული პირები კარგა ხანია, აყენებენ კათოლიკოს-პატრიარქისა და საქართველოს საპატრიარქოს წინაშე, მაგრამ აღნიშნულ მოთხოვნას პარალელურად მუდმივად თან ახლდა დეზინფორმაცია, ცილისწამება, მუქარა და, ახლა უკვე, გაშლილი კარავი. სწორედ იმ ინსტიტუციის წინააღმდეგ, ვისგანაც შუამდგომლობის მიღება სურდათ და სურთ.

    ასეთი, ერთი შეხედვით, არალოგიკური მოქმედება, ბუნებრივია, ბადებს ეჭვს იმისა, რომ განვითრებულ მოვლენებს აქვს მიზანმიმართული ხასიათი და ადვოკატებიც და დეკანოზის თანამდგომნიც, სინამდვილეში, პატიმრის ინტერესებს კი არ იცავენ, არამედ მის საქმეს იყენებენ ეკლესიის წინააღმდეგ ადრე დაწყებული კამპანიის გასაგრძელებლად; ამ აზრს ამყარებს ის გარემოებაც, რომ მიმდინარე პროცესებში მონაწილეობას, ძირითადად, ის ადამიანები იღებენ, რომელნიც ხშირად უპირისპირდებიან ეკლესიას და ყოველთვის ეძებენ მიზეზებს მისი დისკრედიტაციისათვის.

    სამწუხაროდ, მამა გიორგიც და მისი ოჯახის წევრებიც ამ მიუღებელი მეთოდების თანამონაწილენი აღმოჩნდნენ და ეკლესიასთან მიმართებაში არ მოერიდნენ თავდაცვის მექანიზმად შანტაჟის გამოყენებას, რითაც ხელი შეუწყვეს თავისივე თავის საწინააღმდეგო მდგომარეობის შექმნას.

    რეალურად კი, ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს საპატრიარქო შუამდგომლობას აღძრავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს შენდობას და აღიარებს თავის წილ დანაშაულს.

    ეს პრინციპი, რა თქმა უნდა, კვლავაც ძალაშია; შევნიშნავთ იმასაც, რომ ვინაიდან ბოლო დროს აქტიურად საუბრობენ მსჯავრდებულის მიერ ერთი წლის წინ მღვდელმთვრებისთვის გაგზავნილ წერილზე (რომელსაც სკანდალურს უწოდებენ), პატიმრობაში მყოფმა ეს და სხვა დოკუმენტებიც სჯობს გამოაქვეყნოს, რათა ყველამ გაიგოს, რა ბრალდებებზეა საუბარი და ხალხს არ დარჩეს განცდა იმისა, თითქოს, ჩვენი მხრიდან, მისი გათავისუფლების თხოვნა რაღაცის გაუთქმელობის ფასად შეიძლება მოხდეს.

    ასევე მიგვაჩნია, რომ, სასურველია, გამოძიების მასალების გასაჯაროებაც, რათა თავიდან იქნას აცილებული რაიმე გაუგებრობა. მითუმეტეს, რომ, მართალია, ძიების პროცესში საქართველოს საპატრიარქო მხარე არ ყოფილა, მაგრამ განვითარებული მოვლენები მას უშუალოდ დაუკავშირდა.

    იმედია, შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები გაითვალისწინებენ შექმნილ ვითარებას და, გამონაკლისის სახით, ამ ნაბიჯს გადადგამენ”, წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

    პატრიარქის მდივან რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული სასულიერო პირის ადვოკატებმა და ოჯახმა პატრიარქს დეკანოზის შეწყალების საკითხე პრეზიდენტთან შუამდგომლობის მოთხოვნით მას შემდეგ მიმართეს, რაც დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა. ის ამჯერად ციხის საავადმყოფოში იმყოფება. რას ფიქრობს საპატრიარქოს დღევანდელ განცხადებაზე თავად მსჯავრდებული სასულიერო პირი, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მას ადვოკატები მოინახულებენ.

  • არც იმ ანეგდოტამდე ვართ მისული, მოიფიქრე რამე, თორემ დაგვენგრა ოჯახიო – ქანთარია

    ნუკრი ქანთარია უმრავლესობის შიგნით მიმდინარე პროცესებზე საუბრობს და ამბობს, რომ რახ ახლა ხდება, სასიამოვნო ნამდვილად არ არის. ქანთარია ამბობს, რომ პოზიციას, რომელიც უმრავლესობაში დარჩენის გადაწყვეტილებას უმყარებს ის საქმეა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მოკიდა ხელი. 

    “სასიამოვნო პროცესები არ მიდის, რა თქმა უნდა, მაგრამ არც იმ ანეგდოტამდე ვართ მისული, რომ მოიფიქრე რამე თორემ დაგვენგრა ოჯახიო, გახსოვთ ალბათ. ჩემი გასვლა-არგასვლის საკითხი არ დგას ახლა. მე მგონი, ყოველ შემთხვევაში, ჩემში ეს არ დგას და ამის ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი არის ბიძინა ივანიშვილი, რადგან ჩვენი საუბრების შემდეგ მე გამიჩნდა რწმენა, რომ თანადგომა მას კი არა პირადად, არამედ რა საქმესაც მან მოკიდა ხელი, გაცილებით უფრო სჭირდება ახლა სწორედ,” – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.


    ცოტა ადრე უნდა წავსულიყავი – გედევან ფოფხაძე

    საპარლამენტო უმრავლესობიდან ჟორჟოლიანიც მიდის

    ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

    ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება” დატოვა

    ბიძინა ივანიშვილი დღეს მმართველი გუნდის წევრებს შეხვდება