Category: არქივი

  • მთავრობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახალ პროგრამას იწყებს

    მთავრობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას იწყებს, რომლის ბიუჯეტი 4 მილიონი ლარი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    ახალი პროგრამა, რომელიც “ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში განხორციელდება, ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.
    “ჩვენ სოფლის მეურნეობის სექტორში გვაქვს ძირითადი საშუალებების და ტექნიკის მნიშვნელოვანი დეფიციტი, შესაბამისად, ვიმუშავეთ ახალი პროგრამა, რომლის მიზანია, ჩვენმა ფერმერებმა თანადაფინანსების გზით შეძლონ სოფლის მეურნეობისთვის აუცილებელი ტექნიკის შესყიდვა. გასული წელი გამორჩეული იყო. სოფლის მეურნეობის პროდუქტის ექსპორტმა 1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სოფლის მეურნეობაში ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკა გვაქვს. თუმცა, ეს საკმარისი არ არის. ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში და შესაბამისად, ვაპირებთ, კიდევ უფრო გავზარდოთ მხარდამჭერი პროგრამები”, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

  • საქართველოს ელჩი ვენესუელის დროებით პრეზიდენტს შეხვდა

    საქართველოს ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დავით სოლომონია ვენესუელას დროებით პრეზიდენტს ხუან გუაიდოს შეხვდა. შეხვედრაზე ხუან გუაიდომ მადლიერება გამოხატა საქართველოს მთავრობის მიმართ ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებებისა და თავისუფლების მხარდაჭერისადმი.

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გუაიდომ აღნიშნა, რომ საერთაშორისო მხარდაჭერით ჰუმანიტარული კატასტროფა უახლოეს პერიოდში დაიძლევა და გამოთქვა იმედი, რომ პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც მადუროს რეჟიმი ამყოფებს ქვეყანას დემოკრატიული ტრანზიციის შედეგად დასრულდება.

    საქართველოს ელჩის შეხვედრა ხუან გუაიდოსთან კოლუმბიის დედაქალაქში გაიმართა, სადაც მიმდინარეობს ლიმას ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრების 11-ე შევედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ საგანგებო და სრულუფებიანი ელჩის – დავით სოლომონიას ხელმძღვანელობით. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველად მიიწვიეს სხდომაზე დამკვირვებლის სტატუსით.

    “ბოგოტაში ჩატარებული შეხვედრის უმთავრეს საკითხს წარმოადგენდა ვენესუელაში მიმდინარე კრიზისული სიტუციის განხილვა, განსაკუთრებით კი 23 თებერვალს ნიკოლას მადუროს არალეგიტიმური რეჟიმის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების შეფერხების შემდეგ ქვეყანაში შემქნილი უკიდურესად რთული მდგომარეობა, რაც შეფასდა როგორც ჰუმანიტარული კატასტროფა. შეხვედრის დასასრულს მიღებულ იქნა ბოგოტას დეკლარაცია, რომელშიც ჯგუფის წევრი ქვეყნები მხარს უჭერენ ხუან გუაიდოს, როგორც ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს და გამოთქვამენ სრულ მზადყოფნას აღმოუჩინონ ჰუმანიტარული და პოლიტიკური დახმარება ვენესუელელ ხალხს და მათ მიერ დემოკრატიულად არჩეულ ეროვნულ ასამბლეას.

    ლიმას ჯგუფი წარმოადგენს 14 სახელმწიფოს გაერთიანებას, რომელიც 2017 წლის აგვისტოში პერუს დედაქალაქში შეიკრიბა და მიზნად ისახავს ვენესუელაში არსებული სიტუაციის მშვიდობიანი გზებით მოგვარებას, რაც გულისხმობს დიქტატორული რეჟიმის ცვლიელებას და სამართლიან გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგად ქვეყანაში დემოკრატიული წესრიგის დამკვიდრებას, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ჰუმანიტარულ დახმარებას მოსახლეობისადმი ვენესუელაში შემქნილი მდგომარეობის გამო”,წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. 

  • კოლუმბიელი ნარკობარონის, პაბლო ესკობარის სახლი ააფეთქეს

    კოლუმბიაში, მადელინში, ნარკობარონი პაბლო ესკობარის სახლის დემონტაჯი მოხდა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს. „მონაკოს შენობის“ სახელით ცნობილი 8 სართულიანი სახლის დემონტაჟი სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობების საშუალებით საჯაროდ მოხდა.

    “ეს არ ნიშნავს ისტორიის უგულებელყოფას, უბრალოდ ამიერიდან ისტორიას სწორი კუთხით მოვყვებით. ჩვენ წინ წამოვწევთ მსხვერპლთა და უდანაშაულო გმირთა ისტორიებს“, – განაცხადეს მედელინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

    პროცესს დაახლოებით 1600 ადამიანი უყურებდა. მათ შორის, ესკობარის ტერორის შედეგად დაზარალებულთა ახლობლები იყვნენ.
    პაბლო ესკობარის სახლის ადგილზე ნარკომოვაჭრეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების მსხვერპლთა პატივსაცემად, გარდაცვლილთა მემორიალი აშენდება. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.
    პაბლო ესკობარი ისტორიაში ყველაზე მდიდარი კრიმინალი იყო. აშშ-ს ტერიტორიაზე შეტანილილი კოკაინის 80%-ს აკონტროლებდა.1990-იანების დასაწყისში მისი ქონება 30 მილიარდ ამერიკულ დოლარად შეაფასეს.პაბლო ესკობარი 1993 წელს, შენობის სახურავზე სამართალდამცველებთან ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა.

    {{VIDEO}}

  • “3 მარტს ვიკრიბებით რომში,საქართველოს მომავლის ფორუმზე”-სააკაშვილი

    მიხეილ სააკაშვილი 3 მარტს რომში შეკრებას აანონსებს   

    {{ARTICLEIMAGE}}

  • სამშენებლო მტვრის წარმოქმნის კონტროლი მკაცრდება

    საქართველოს პარლამენტი თბილისის მერიის კანონპროექტის განხილვას იწყებს, რომელიც ამტვერებადი მასალით ჰაერის დაბინძურების კონტროლს ეხება. როგორც ქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე ამბობს, კანონპროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს არეგულირებს.

    “ძალიან გვიხარია, რომ იწყება მერიის მიერ მომზადებული კანონპროექტის საპარლამენტო განხილვა, რომელიც ამტვერებადი მასალით ჰაერის დაბინძურების კონტროლს ეხება. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტს მხარდაჭერისთვის, რადგან თბილისის მერის კახი კალაძის ინიციატივა უკვე დაძრეს, როგორც საკანონმდებლო ცვლილება. კანონპროექტი ძალიან ბევრ მიმართულებას არეგულირებს, მათ შორის, ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირების წესს, საშენი მასალის სველი მეთოდით დამუშავებას, მშენებლობებისას შენობის შეფუთვის ვალდებულებას და ა.შ. საერთოდ ახალი მუხლები ჩნდება კანონმდებლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად საქართველოს სამართლებრივ სისტემაში, მშენებლები ვალდებულნი იქნებიან, მშენებლობის დროს შეფუთონ შენობები, რათა ამტვერება არ იყოს გამოწვეული მშენებარე ობიექტებიდან. ვფიქრობთ, ეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მერიის ავტორობით იქნა მომზადებული და პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი, საგაზაფხულო სესიაზე უკვე მიღებული იქნება, რისთვისაც მადლობას ვუხდით პარლამენტს,”- განაცხადა მაია ბითაძემ.

  • “ჩაჯექით და იფიქრეთ იმ სიბოროტეებზე, რასაც სჩადიოდა თქვენი ხელისუფლება “- თემურ გვალია

    მსახიობი თემურ გვალია სოციალურ ქსელში სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელ ზვიად კუპრავას დაკავებას ფეისბუქ პოსტით ეხმაურება:

    “კაცი თუ ხარ და კაცურად გაქვს ნაცხოვრები, ციხეშიც კაცურად უნდა შეხვიდე და გამოხვიდე. საქვეყნოდ არ უნდა იტირო და მიწაზე არ უნდა იფორთხიალო! პირველი დღეები ჭირს, თორემ მერე ისე შეეჩვევი “ჯიგარ”, გამოსვლა აღარ მოგინდება. ისწავლი მჯდომარე თამაშებს, “შაშის” თამაშს, “ჭადრაკს”, “დომინოს”, “ნარდს” და შეიძლება პოეზიასაც ეზიარო.
    მე ბოლოს ღამის პირველ საათზე ამიყვანეს, ერთ-ერთი “ახლობლის” სახლიდან, რომ გამოვდიოდი. ორი “ჰამერით”, სხვადასხვა ჯიპებით.. მომანათეს ღამე ავტომობილის ფარები, გადმოხტა სპეცნაზი, კრიმინალური პოლიცია, სოდი, მიდი, მოდი და იარაღ მომარჯვებულები მიყვიროდნენ: არ გაინძრე! გესვრით! დაწექი!…… მოკლედ ისე ნერვიულობდნენ, რომ იქით ვამშვიდებდი: ხო, დაწყნარდით, არსად გავრბივარ, ან სად უნდა გავქცეულიყავი? ის უბანი მთლიანად ძალოვნების მიერ იყო ალყაში მოქცეული. მოკლედ იმხელა ხმაურით ამიყვანეს, გეგონებოდათ ტერორისტის აყვანის ოპერაციას ატარებდნენ.. 😀 თან შიგა და შიგ გაიხსენეთ თქვენი დროის ციხეები!
    თქვენ რა გჭირთ ნაცებო? რა ქალაჩუნებივით იქცევით??? ეხლანდელი ციხე მართლა სანატორიუმივით არის, თქვენ დროს მოქმედ ციხეებთან შედარებით.
    ჩაჯექით, დაისვენეთ, იფიქრეთ თქვენს ბოზურ ცხოვრებაზე და იმ სიბოროტეებზე რასაც სჩადიოდა თქვენი ხელისუფლება! იქნება და მიხვდეთ ვინ ხართ!
    მაგრამ, რას უნდა მიხვდეთ? ამდენი სიბოროტის შემდეგ, კიდევ ხელისუფლებაში გინდათ მოსვლა და ისიც მუქარით და დაშინებით.
    კაცის დაჭერა არასოდეს გამხარებია და არც გამიხარდება, მაგრამ “მხეცის” და “ნადირის” ადგილი, ხალხისგან მოშორებით, გალიაშია! ეხლა გალია, რომ ვახსენე, მთლად ლომებად და ვეფხვებად ნუ წარმოიდგენთ მაინც და მაინც თავს. 😉
    ტურაზე, მელიაზე და სკუნცზე მაქვს საუბარი…”

  • შავი ზღვის ზვიგენის მსხვილი ეგზემპლარი ექსპედიციიდან ( ფოტოები )

    გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტმა 2019 წლის პირველი საზღვაო ექსპედიცია დაასრულა.რის შედეგადაც საქართველოს შავი ზღვის ბიომრავალფეროვნებისა და მარაგების შესახები ინფორმაცია და მასალები შეგროვდა.

    თევზჭერა აქტიურ სიღრმით იარუსზე – თევზსაჭერი ტრალის გამოყენებით დაფიქსირდა შავი ზღვის სანაპიროს სხვადასხვა ადგილებში. ძუძუმწოვრებზე დაკვრივება მიმდინარეობდა ხოლო აღებული მასალები და სინჯების დამუშავება მარტის ბოლოს დასრულდება.

    აღსანიშნავია ფაქტი რომ ამ ექსპედიციისას იპოვეს მსხვილი შავი ზღვის ზვიგენი, რომელიც საკმაოდ იშვიათია, ზვიგენი არჩილ გუჩმანიძის ინფორმაციით გარემოში იქნა დაბრუნებული.
    შავ ზღვაში გავრცელებული ზვიგენი უსაფრთხო სახეობაა და არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული შავზღვაში ზვიგენის ადამიანზე თავდასხმისა.

    {{PHOTOGALLERY}}

  • დიდ ცვლილებებს ელოდეთ!–ლელა კაკულიას მიმართვა

    წინასწარმეტყველი ლელა კაკულიას ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება ვიდეო, რომელზეც ის სარბენ ბილიკზე დადის და თან ქართველებს მიმართავს:
    “მიყვარხართ ქართველებო. ყველაზემაგარი ერი ვართ: ლამაზი, ჭკვიანი და ძლიერი. დიდ ცვლილებებს ელოდეთ.
    სასიკეთოს.
    24 თებერვალი. 2019 წელი
    ყველა და ყველაფერი შეიცვლება.
    დეკანოზი ჯობია გაათავისუფლოთ. ის მაინც გათავისუფლდება.“

  • პარლამენტში “თიბისის” საკითხს სავარაუდოდ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გარეშე განიხილავენ

    ეროვნული ბანკის პოზიციის მიუხედავად, “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და მისივე ყოფილი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მისვლას გეგმავენ. 

    ეროვნული ბანკის წარმომადგენელი დღეს პარლამენტში “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე დასწრებას არ გეგმავს. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე კობა გვენეტაძესთან ერთად მამუკა ხაზარაძეც არის მიწვეული, რომელიც როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან განსხვავებით პარლამენტში მისვლას და თიბისი ბანკის წინააღმდეგ წამოწყებული საქმის დეტალებზე საუბარს გეგმავს. ეროვნული ბანკი კი აცხადებს, რომ კომერციული საიდუმლოს დაცვის პრინციპის და ბაზარზე რეგულატორის როლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, რომელიმე კონკრეტულ ბანკთან დაკავშირებული საზედამხედველო ზომების განხილვა მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ, რადგან ამგვარი დისკუსიებით, შესაძლოა, ზიანი მიადგეს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს. ეროვნული ბანკის განცახდებაში ასევე ნათქვამია, რომ საკითხი უკვე ამოწურულია, რადგან “თიბისი ბანკი” წყვეტს სასამართლო დავებს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და მარეგულირებლის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს იზიარებს.