Category: არქივი

  • 2002–დან 2017 წლის ჩათვლით, ქვეყნიდან გასულია 1.4 მილიონი ადამიანი

    2002 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, ქვეყნიდან გასულია დაახლოებით 1.4 მილიონი ადამიანი, რომელთა დაახლოებით 20% ფლობს უმაღლესისაგანმანათლებლო პროგრამის დიპლომს, ხასიათდება მაღალი ადამიანური რესურსით, არის შრომისუნარიანი და შეეძლო საკუთარი წვლილი შეეტანა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში, – აღნიშნულია კვლევაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ ილიაუნის ,,ფინანსური განათლების ცენტრთან“ ერთად ჩაატარა.

    როგორც კვლევამ აჩვენა, ქვეყანაში შეინიშნება სამუშაო ძალის კლების ტენდენცია. ამის ძირითადი მიზეზებია: შობადობის დაბალი მაჩვენებელი, მიგრაცია და მოსახლეობის დაბერების მაჩვენებლის ზრდა. შობადობა 1995-2002 წლებში ყოველწლიურად საშუალოდ 3%-ით მცირდებოდა, რამაც დღეისათვის შეამცირა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც ჩართული უნდა ყოფილიყო ეკონომიკურ საქმიანობაში.ამასთან, 2010-2017 წლებში 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში ყოველწლიურად საშუალოდ 0.4%-ით იზრდებოდა და 2017 წლის მდგომარეობით 14.6% შეადგინა. მაშინ, როდესაც ანალოგიური მაჩვენებელი მსოფლიოსთვის საშუალოდ 8.7%-ია.

    „ მიგრაციის გაზრდილი მაჩვენებელი, შემცირებული შობადობა და დაბერების მაღალი მაჩვენებელი ამცირებს სამუშაო ძალას. ეს ყველაფერი დიდი გამოწვევაა და მსგავსი ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში ქვეყნის მწარმოებლურობა და შესაბამისად ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო შენელდება, რომ არაფერი ვთქვათ მწვავე დემოგრაფიულ მდგომარეობაზე”, – აღნიშნულია კვლევაში.

    კვლევის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების მოსაგვარებლად არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია შეიქმნას სამუშაო ადგილები, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება საერთაშორისო ასპარეზზე; ყურადღება გამახვილდეს მაღალპროდუქტიულ სექტორებზე; წახალისდეს სასწავლებლად წასული ახალგაზრდების ქვეყანაში დაბრუნება; გაუმჯობესდეს არსებული განათლების სისტემა.

  • კახა კალაძე 41 წლის გახდა. თბილისის მერი დაბადების დღეს მილანში შეხვდა

    თბილისის მერს დღეს დაბადების დღე აქვს. კახა კალაძე 41 წლის გახდა. დედაქალაქის მერს იუბილეს სოციალური ქსელიდან ულოცავენ თანამშრომლებიც.

    როგორ აღნიშნავს კალაძე დაბადების დღეს – იუბილარმა მერმა “ინსტაგრამზე” ატვირთა ფოტო, რომელიც მილანშია გადაღებული.
    ამავე სოციალური ქსელის “სთორიშიც” მილანში გადაღებული  ფოტოები იძებნება. კალაძე თბილისში დღეს ბრუნდება.

     

  • “წელიწადში სამჯერ მაგის “შოპინგ-ვოიაჟებს” ვაფინანსებდი პარიზში” – ოქრუაშვილი ბესელიაზე

    თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი მმართველი გუნდიდან ეკა ბესელიას წასვლაზე კომენტარს აკეთებს. ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

    “ბესელიამ, “ივანიშვილზე ცუდი რატომ უნდა ვთქვაო? თავის დროზე ოქრუაშვილისგანაც კი წავედი, მაგრამ მასზე ცუდი არ მითქვამსო”.

    მაგის პორნოგრაფია მიშამ ჩააწერინა;
    მისი შვილი ძებნაზე მიშამ დაასმევინა;
    მაგის პორნოგრაფია ბიძინამ გამოაქვეყნებინა;
    “ქართული ოცნებიდან” ბიძინამ გააგდებინა;

    მე მხოლოდ მის შვილს ვმალავდი, როდესაც ძებნილი იყო და წელიწადში სამჯერ მაგის შოპინგ-ვოიაჟებს ვაფინანსებდი პარიზში.

    და ამ ყველაფრის მერე ჩემზე ცუდი რა უნდა თქვას ამ უტიფარმა დედაკაცმა?

    პ.ს. სიტყვა “დედაკაცს” სექსისტურ გამონათქვამად ნუ ჩამითვლით და მაგის გამო ნუ გამაკრიტიკებთ. ძველი ქართული სიტყვაა”.

  • თბილისის “დინამოს” ვეტერანი ფეხბურთელი მამუკა ფანცულაია გარდაიცვალა

    52 წლის ასაკში თბილისის “დინამოს” ვეტერანი ფეხბურთელი მამუკა ფანცულაია გარდაიცვალა.
    მისი ერთ-ერთი მეგობრის გადმოცემით მამუკას გულზე პრობლემები ჰქონდა, რაც სავარაუდოდ გარდაცვალების მიზეზი გახდა.

    ფანცულაია ერთ-ერთი ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი იყო. იგი 1985 წელს საბჭოთა კავშირის რიგებში 18-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა. მან ამ ჩემპიონატის ფინალში დუბლი შეასრულა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
    მამუკა ფანცულაის ერთადერთი ქართველია, რომელიც ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

    წლების განმავლობაში, მამუკა ფანცულაია საფეხბურთო აკადემია “ოლიმპის” მწვრთნელი იყო – აღსანიშნავია რომ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე ოქრიაშვილი მისი სწორედ მამუკას გაზრდილია.

  • ხაზარაძე მზად არის პარლამენტში კიდევ ერთხელ მივიდეს

    დღევანდელი ჩაშლილი კომიტეტის სხდომის შემდეგ მამუკა ხაზარაძე მზად არის პარლამენტში კიდევ ერთხელ მივიდეს. საღამოს მან ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც ამბობს, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მზად არის საჯარო ტრიბუნიდან საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს:

    “მეგობრებო,

    როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა არ შედგა და არ მომეცა საშუალება გამოვსულიყავი და მეთქვა ჩემი სათქმელი. ჩვენ მზად ვართ შესაბამის საპარლამენტო კომიტეტში კიდევ ერთხელ მივიდეთ, რათა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია საჯარო ტრიბუნიდან.
    რადგან ეს ცდება ერთი და ორი ადამიანისა თუ ინსტიტუტის საკითხს და ეხება მთლიანად ქვეყანას და ამასთან ძალიან მაღალია საზოგადოების ინტერესი, ველოდებით კონკრეტულ შემოთავაზებას უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსგან უახლოეს დღეებში. იმედია, მალე გაირკვევა სიმართლე და არ შეიქმნება ვითარება შემდგომი გაუგებრობისა და სპეკულაციებისთვის.“ – წერს ხაზარაძე ფეისბუქ სტატუსში.
  • “ძალიან მალე დავბრუნდები” – ბესელია მის ყოფილ კომიტეტს დატოვებს

    როგორც კი ახალი ფრაქცია შეიქმნება, ეკა ბესელია იურიდიულ კომიტეტში დაბრუნებას გეგმავს. პოლიტიკოსი განმარტავს, რომ მის მიერ ახალი ფრაქციის შექმნისთანავე მოხდება კვოტების გადანაწილება. 

    ეკა ბესელია ამბობს, რომ ფრაქციის შექმნაზე კონსულტაციები უკვე დაწყებულია. 

    როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილ წევრებს ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძეს, ლევან გოგიჩაიშვილს და ბექა ნაცვლიშვილს იურიდიული კომიტეტებიდან გასვლა მოუწევთ – აქ ისინი “ქართული ოცნების” ფრაქციათა კვოტით არიან წარდგენილნი, საპარლამენტო კომიტეტების ფორმირება კი ფრაქციების მიერ დეპუტატების წარდგენით, პროპორციულობის წესით ხდება. 


    ცოტა ადრე უნდა წავსულიყავი – გედევან ფოფხაძე

    საპარლამენტო უმრავლესობიდან ჟორჟოლიანიც მიდის

    ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

    ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება” დატოვა


  • ბათუმსა და ფოთის პორტებში რადიაქტიური ნივთიერებების სკანერი რამდენჯერმე ჩაირთო

    რადიაცია შეუმჩნევლად, მაგრამ ძალიან აგრესიულად შემოიჭრა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს თითოეული ჩვენგანისაგან, რათა ის მაინც ვიცოდეთ თუ რა უნდა მოვთხოვოთ მათ, ვინც პასუხისმგებელია მოსახლეობის უსაფრთხოებაზე.

    იაპონიიდან შემოსული ავტომობილების გამო ბათუმსა და ფოთის პორტებში რადიაქტიური ნივთიერებების სკანერი უკვე რამდენჯერმე განგაშის რეჟიმზე ჩაირთო. როგორც ცნობილია მანქანები რადიაქიური ნივთიერებებით არის დაბინძურებული.

    ბირთვული უსაფრთხოების სააგენტოს სპეციალისტი ხელმოწერით ადასტურებს რომ იაპონიიდან იმპორტირებული ნისან იქს ტრეილი უკან არ დაუბრუნებიათ და საქართველოში შემოუშვეს მაშინ როცა რადიაციული გამოსხივება დასაშვებ ზღვარს აღემატებოდა.მათი მოთხოვნაა რომ გამოსხივების კერის აღმოჩენის შემთხვევაში მანქანის მფლობელებმა ავტომობილი უკან იაპონიაში დააბრუნონ ან სახელმწიფომ უზრუნველყოს ასეთი მანქანების დამარხვა.
    არასამთავრობო სექტორი ვარაუდობს რომ სახელმწიფო ასეთი მანქანებით ბიუჯეტის შევსების გამო თვალს ხუჭავს.

    რადიაცია უხილავი საფრთხეა, რომელიც გენეტიკაზე მოქმედებს და უმძიმეს დაავადებებს იწვევს. საქართველოს კანონმდებლობით ქვეყანაში აკრძალულია რადიოაქტიური ნარჩენების იმპორტი. პასუხისმგებელი კონტროლზე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოა.

  • ეკა ბესელია რომ არ გიყვარდეს, ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს – ზარდიაშვილი

    ეკა ბესელია რომ არ გიყვარდეს, ამისთვის ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა შეკითხვას – რატომ ვერ უგებდდნენ ერთმანეთს ზარდიაშვილი და ბესელია. კონკრეტული მიზეზის დასახელებისგან პოლიტიკოსმა თავი შეიკავა:

    “შევინახავ ამას…ყველა თანაგუნდელი უნდა გიყვარდეს?! გუნდურ დამოკიდებულებას ნებისმიერ ადამიანთან ვინარჩუნებ. გუნდში ყოფნა ერთმანეთის პატივისცემას, გატანას, მოფრთხილებას ნიშნავს.

    “არასდროს მიმუშავია “შპარგალკებით”. ეს მას უნდა კითხოთ, ვინც ასე იღებდა კანონებს. ჩინჩალაძესთან ისეთივე ურთიერთობა მაქვს, როგორც ბესელიას ნონა წოწორიასთან, რომელიც არის მისი შვილის ნათლია – არ ვფიქრობ, რომ ეს ცუდია”, თქვა ზარდიაშვილმა. 

    ცოტა ადრე უნდა წავსულიყავი – გედევან ფოფხაძე

    საპარლამენტო უმრავლესობიდან ჟორჟოლიანიც მიდის

    ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

    ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება” დატოვა

    ბიძინა ივანიშვილი დღეს მმართველი გუნდის წევრებს შეხვდება