Category: არქივი

  • დეპუტატებისთვის გაგზავნილი სექსის კადრები – “გირჩის” ექსპერიმენტი

    “საჯარო სივრცეში განთავსებული რაიმეს ნახვისთვის ან დაშეარებისთვის ადამიანის დასჯა არის სიგიჟე…
    – არავინაა ვალდებული სახეზე ცნობდეს ყველა პოლიტიკოსს და სექსის სცენაში ამოცნობის შემთხვევაში პოლიციაში რეკავდეს.
    – როდესაც რაღაც ათასობით ადამიანს აქვს ნანახი და დაშეარებული რაღაც ფორმით, და იჭერ 16-ს – შერჩევითი სამართალი სხვა არაფერია” – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე

    {{VIDEO}}

  • “სანქციები ჯოჯოხეთიდან“ – აშშ რუსეთს უმკაცრეს სანქციებს უწესებს

    აშშ–ს კონგრესმა გამოაქვეყნა კანონპროექტი “კრემლის აგრესიისგან აშშ–ს უსაფრთხოების დაცვის შესახებ“, რომელიც ამერიკელმა სენატორებმა ორი კვირის წინ დააანონსეს. ეს არის მეორე, უფრო მკაცრი ვერსია ეგრეთწოდებული “სანქციები ჯოჯოხეთიდან“ (bill from hell) კანონპროექტისა, რომელიც პირველად გასული წლის აგვისტოში გამოაქვეყნეს .

    წინასწარ ცნობილი იყო, რომ დოკუმენტი რუსეთის სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული ოპერაციების აკრძალვას, რუსეთის ნავთობსაბადოების დამუშავებაში მონაწილეობისა და საზღვარგარეთ რუსეთის ენერგეტიკულ პროექტებში მონაწილეობის აკრძალვებს ითვალისწინებდა, ასევე სანქციებს რუსული ბანკების წინააღმდეგ, რომლებიც “ხელს უწყობენ სხვა ქვეყნებში დემოკრატიული ინსტიტუტების ნგრევის მცდელობას“, სანქციებს იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ვლადიმერ პუტინის ინტერეებით მოქმედებენ , რუსეთის კიბერსექტორის და გემთმშენებლობის წინააღმდეგ.

    კანონპროექტში, რომელიც კონგრესის ვებგვერდზე ოთხშაბათს განთავსდა ნათქვამია:

    • ვადა, რომელიც აშშ–ს პრეზიდენტს ეძლევა რუსეთის სახელმწიფო ვალის წინააღმდეგ სანქციების შემოსაღებად 90–ის ნაცვლად 60 დღით განისაზღვრება. თავად აკრძალვა კი კანონის ძალაში შესვლიდან 90 დღეში უნდა ამოქმედდეს.

    • სახელმწიფო ვალი განისაზღვრება როგორც ობლიგაციები 14 დღეზე მეტი მიმოქცევის ვადით, გამოშვებული რუსეთის ბანკის, ნაციონალური კეთილდღეობის ფონდის ან ფინანსთა სამინისტროს მიერ; სავალუტო სვოპები 14 დღეზე მეტი ვადით, გამოცემული რუსეთის საფინანსო ინსტიტუტების მიერ რუსეთის მთავრობის სახელით ანდა აშშ–ს მიერ განხილული, როგორც რუსეთის სახელმწიფო ვალი.

    • აკრძალვას ექვემდებარება საზღვარგარეთ რუსულ გაზთან დაკავშირებულ პროეტქებში, ასევე რუსეთში ნავთობრესურსების გადაუშავებასთან დაკავშირებულ პროექტებში ინვესტირება 1 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულებით, ან 12 თვის განმავლობაში ჯამში 5 მლნ დოლარზე მეტი ღირებულებით, ასევე საზღვარგარეთ რუსეთის ენერგეტიკულ პროექტებში მონაწილეობა, რომელთა ღირებულება 250 მლნ დოლარს აღემატება.

    • აშშ–ს პრეზიდენტმა უნდა განსაზღვროს ბანკების სია, რომელთა მიმართაც სანქციები დაწესდება.

    • ქერჩის სრუტეში უკრაინელი მეზღვაურების დაკავების საპასუხოდ აშშ–ს პრეზიდენტმა უნდა შემოიღოს სანქციები რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მინიმუმ 24 უფროსი ოფიცრის წინააღმდეგ, რომლებიც ადრე აშშ–ს სანქციების სიაში არ მოხვედრილან.

    • არაუგვიანეს 90 დღისა კანონის ძალაში შესვლიდან აშშს სახელმწიფო მდივანმა უნდა დაადგინოს, შეესაბამება თუ არა რუსეთი ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს კრიტერიუმებს.

    ახალი კანონპროექტი, რომელიც ხუთმა ამერიკელმა სენატორმა 13 თებერვალს დააანონსა, პასუხია რუსეთის ჩარევაზე საზღვარგარეთ დემოკრატიულ პროცესებში, დამღუპველ გავლენაზე სირიაში და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაზე, მათ შორის ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტზე. როგორც კანონპროექტის ერთ–ერთი ავტორი, რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი ამბობს, ახალი სანქციები ყველაზე მკაცრია, მათ შორის, რაც კი აქამდე ამერიკას რუსეთის მიმართ დაუწესებია.

  • ბატონმა ზვიადმა გუნდიდან წასვლის თაობაზე ელექტრონულად მოგვმართა – მდინარაძე კვაჭანტირაძეზე

    ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე მმართველი გუნდიდან ზვიად კვაჭანტირაძის წასვლაზე კომენტარს აკეთებს. მდინარაზეს საპარლამენტო უმრავლესობის სიმყარეში ეჭვი არ შეაქვს.  

    “ბატონი ზვიადი ვიზიტით არის ბაქოში, პრეზიდენტთან ერთად. მან ელექტრონულად მოგვმართა როგორც მე, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს და დატოვა ფრაქციის და უმრავლესობის რიგები. ეს არის პროცესი, რომელიც დაღვინდება. საპარლამენტო უმრავლესობა იქნება მყარი და იქნება ოპოზიცია, რომელსაც ჩვენი გუნდის ყოფილი წევრები დაემატებიან”, თქვა პოლიტიკოსმა “რუსთავი2”-თან. 


    ზვიად კვაჭანტიტაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

    ცოტა ადრე უნდა წავსულიყავი – გედევან ფოფხაძე

    საპარლამენტო უმრავლესობიდან ჟორჟოლიანიც მიდის

    ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

    ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება” დატოვა

    ლევან გოგიჩაიშვილმა უმრავლესობა დატოვა

    ბიძინა ივანიშვილი დღეს მმართველი გუნდის წევრებს შეხვდება

  • ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6940 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6940 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6751 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0189 ლარი შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0701 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0405 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0296, ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

    წყარო – ინტერპრესნიუსი

  • კარასინის მიერ დაანონსებული “უსიამოვნო სიურპრიზი” – შეხვედრა პრაღაში

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან პრაღაში შეხვედრაზე საუბარი შეეხო საოკუპაციო ხაზებთან არსებულ ნეგატიურ მოვლენებსაც, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა. ​რაც შეეხება გრიგორი კარასინის მიერ უსიამოვნო მოულოდნელობის დაანონსებას ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ეს კომენტარი არ მოუსმენია.

    “მე არ მომისმენია მისი ეს კომენტარი, ჩვენს შეხვედრაზე ასეთი რედაქციით მას განცხადება არ გაუკეთებია. მან ისაუბრა საქართველოს NATO-სთან თანამშრომლობაზე დაახლოებით იმავე კონტექსტში, რაც ადრე გაუკეთებია თითქმის ყველა ჩვენს შეხვედრაზე, გამონაკლისის გარეშე. მათი მიდგომა ჩვენთვის ნათელია. ისინი უარყოფითად უყურებენ და აფასებენ ამას, მაგრამ ჩვენი პასუხი ამ შემთხვევაში ის არის, რომ ამ ფორმატში ჩვენ არ განვიხილავთ იმ თემებს, რომელიც ეხება ჩვენს ურთიერთობებს მესამე ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ეს ცალკე თემაა და ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენული არჩევანი, ვისთან რა დოზით და როგორ ითანამშრომლებს. ამით ვასრულებთ ხოლმე საუბარს. თუმცა მათი პოზიცია ჩვენთვის ცნობილია და შესაძლოა, ეს ჰქონდა მხედველობაში, მაგრამ ასეთი ფორმითა და ასეთი ტონალობით მას ეს კომენტარი ჩვენთან შეხვედრის მსვლელობისას არ გაუკეთებია”, თქვა ზურაბ აბაშიძემ.

    პრაღაში შეხვედრა სამ საათს გაგრძელდა, რომელიც ძირითადად სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე საუბარს დაეთმო, თუმცა მანამდე საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება განიხილეს.

    “ჩვენ უმთავრესად აქცენტირება გავაკეთეთ იმ სავალალო ვითარებაზე, რომელიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე – რეგიონების მილიტარიზაცია, ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების უხეში დარღვევები, უაღრესად ნეგატიური მოვლენები, რაც ბოლო ხანს მოხდა საოკუპაციო ხაზზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ჩვენი დღის წესრიგით გათვალისწინებული, არ ავუარეთ გვერდი ამ თემებს და გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა”, განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

    მისივე თქმით, საოკუპაციო ხაზზე სულ უფრო რთულდება ადამიანების გადაადგილება, ცხინვალის რეგიონთან კიდევ უფრო რთული ვითარებაა, ვიდრე აფხაზეთის მიმართულებით.

    “ფაქტობრივად, იზოლაციაშია მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობა. ამ თემებზე ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. ჩემი რუსი კოლეგის რეაქცია, როგორც წესი, ასეთ კომენტარებსა და განცხადებებზე არის ის, რომ ამისათვის შექმნილია სპეციალურად ჟენევის ფორმატი და ამ თემის განხილვა იქ უნდა მოხდეს. ეს ასეა, მაგრამ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა”, თქვაზურაბ აბაშიძემ.

    წყარო – საზოგადოებრივი მაუწყებელი 

    ცნობისათვის: ორ ქვეყანას შორის ორმხრივ არაფორმალურ დიალოგს საფუძველი 2012 წლის ბოლოს ჩაეყარა. რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს ბოლოს პირველ ოქტომბერს პრაღაში შეხვდა. 

    შეხვედრის შემდეგ, ორივე მხარემ განაცხადა, რომ დიპლომატებმა ორმხრივი ვაჭრობის ზრდაზე, ეკონომიკის და ტრანსპორტის სფეროებში ურთიერთობებზე ისაუბრეს და საბაჟო მონიტორინგის შესახებ 2011 წლის შეთანხმების “პრაქტიკული განხორციელებისთვის” მზადყოფნა გამოთქვეს.

    მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან ორ კვირაში, 26 აგვისტოს აღიარა. დღემდე, ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა, მხოლოდ სირიამ, ვენესუელამ, ნაურუმ და ნიკარაგუამ აღიარეს.

  • რუსული სამხედრო სწავლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე და აფეთქების ექო ქართულ სოფლებში

    საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დღეს, მთელი დღის განმავლობაში ცხინვალიდან სროლის და აფეთქებების ხმები ესმოდათ. ყველაზე კარგად სროლის ხმა ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში, ადგილობრივმა მოსახლეობამ გაიგო.

    ერგნეთის მცხოვრების ლია ჩლაჩიძის განცხადებით, საღამოს აფეთქებების და სროლის ხმა უკვე შეწყდა, მაგრამ დღის განმავლობაში ცხინვალში მიმდინარე სამხედრო სწავლებების ექო ქართულ სოფლებშიც კარგად ისმოდა. მისი თქმით, ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, რომლებიც საოკუპაციო გამყოფ ხაზთან პატრულირებენ.

    რუსეთის საოკუპაციო, მეოთხე სამხედრო ბაზის პირადმა შემადგენლობამ თებერვლის შუა რიცხვებში დაიწყო სამხედრო სწავლება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხინვალის რეგიონში, ქალაქის სიახლოვეს, ძარწემის სასროლეთსა და ერედვის მიმართულებით მუდმივად მიმდინარეობს.

    13 თებერვალს სოფელ დიცის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აუფეთქებელი ჭურვები გააუვნებელყვეს. აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ სოფელ დიცში რამდენიმე სახლს მინები ჩაემსხვრა.

    საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე წვრთნის შესახებ საქმის კურსშია. უწყების ცნობით, აღნიშნული სწავლებები რეგიონში საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

  • ქუცნაშვილმა ივანიშვილის მიერ დახურულ შეხვედრაზე ნათქვამი სიტყვები გაასაჯაროვა

    მმართველი გუნდის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი საპარლამენტო უმრავლესობაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას ამბობს, რომ არსებული პიროვნული დაპირისპირების ფონზე, განქორწინება ჯობდა.

    “ბატონ ბიძინას დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს იყო, რომ პარტიაში არსებული შეუთანხმებლობა თუ შეუსაბამობა შეერბილებინა. გუნდში ეს ხალხი შეუსაბამოა – მიუხედავად მოწოდებისა, მიუხედავად საუბრებისა, პიროვნულ დაპირისპირებაში გადადის საკითხები – ამ შემთხვევაში განქორწინება ჯობს. დღეს მიმდინარეობს ოპოზიციის ჩანაცვლების პროცესი – დღეს ოპოზიცია არ უყურებს ჩვენგან წასულებს სანდოდ და საიმედოდ იმიტომ, რომ აცნობიერებენ – ეს არის ჩანაცვლების პროცესი. ბოლო თათბირზე, რომელსაც ვესწრებოდი, ბატონმა ბიძინამ მისცა თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა და უთხრა – გნებავთ, დარჩით, გნებავთ, წაბრძანდით, გნებავთ, გაგრიცხავთ – კალთები ბატონ ბიძინას არავისთვის ჩამოუხევია”,თქვა ქუცნაშვილმა “ტვპირველის” ეთერში სტუმრობისას.   

    ზვიად კვაჭანტიტაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

    ცოტა ადრე უნდა წავსულიყავი – გედევან ფოფხაძე

    საპარლამენტო უმრავლესობიდან ჟორჟოლიანიც მიდის

    ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

    ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება” დატოვა

    ლევან გოგიჩაიშვილმა უმრავლესობა დატოვა

    ბიძინა ივანიშვილი დღეს მმართველი გუნდის წევრებს შეხვდება

  • აშშ–მ რუსეთის ტროლების ფაბრიკას შეუტია

    აშშ–ს შეიარაღებული ძალების კიბერმეთაურობამ რუსული “ინტერნეტ კვლევების სააგენტოს“ წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა. ეს სააგენტო “ტროლების ფაბრიკის“ სახელით არის ცნობილი და პეტერბურგშია განლაგებული. შეტევა 2018 წლის ნოემბერში, აშშ–ს შუალედური არჩევნების დროს განხორციელდა.  გამოცემა Washington Post – ის ცნობით, შეტევის შედეგად სააგენტო ინტერნეტიდან გამოირთო.
    სააგენტოს ამერიკულ განყოფილებასთან დაახლოებულმა წყარომ გამოცემას დაუდასტურა, რომ ამერიკის კიბერმეთაურობამ მართლაც მოახერხა ტროლების ფაბრიკის ერთ–ერთი განყოფილების მსოფლიო ქსელიდან გამორთვა.
    წყაროს ინფორმაციით სპეცოპერაცია 5 ნოემრის საღამოს, აშშ–ს შუალედური არჩევნების წინა დღეს ჩატარდა და იმ სერვერების გამორთვა მოხდა, რომელთა საშუალებითაც ამერიკული განყოფილება მუშაობდა.
    Washington Post – ის ცნობით, ეს აშშ–ს კიბერმეთაურობის პირველი ოპერაცია იყო, რომელმაც გასულ წელს ახალი უფლებამოსილება მიიღო, რათა რუსეთის მხიდან მოსალოდნელი კიბერსაფრთხეები აღკვეთოს.

    მოგვიანებით ენ ბი სი–მ რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ–ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირადად მოაწერა ხელი განკარგულებას კიბეროპერაციის ჩატარების შესახებ. ტელეკომპანიამ ამ ოპერაციას ყველაზე მკაცრი ნაბიჯი უწოდა მათ შორის, რაც ტრამპის ადმინისტრაციას ოდესმე გადაუდგამს აშშ–ს არჩევნებში რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ.

    ტელეარხის წყაროების ცნობით ტროლების ფაბრიკამ გლობალურ ინტერნეტზე წვდომა არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე დაკარგა და რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ აღადგინა.
    თავად აშშ–ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოში და კიბერმეთაურობაში ტროლების ფაბრიკის წინააღმდეგ ოპერაციაზე კომენტარს არ აკეთებენ. ჯგუფის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბიბისი–ს განუცხადა, რომ სამხედროები არ აკომენტარებენ დაგეგმილ და უკვე ჩატარებულ საიდუმლო ოპერაციებს კიბერსივრცეში.
    ჯერჯერბით გაურკვეველია, მოჰყვება თუ არა ამერიკულ კიბეროპერაციას სერიოზული შედეგები. ინფორმირებული წყარო აშშ–ს შეიარაღებული ძალებიდან ამბობს, რომ ოპერაციის მიზანი შესაძლოა უბრალოდ რუსეთისთვის იმის ჩვენება იყო, რა შეუძლიათ ამერიკის კიბერდანაყოფებს საფრთხის შემთხვევაში.
    რუსული მედია “ინტერნეტ კვლევების სააგენტოს“ ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინს უკავშირებს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული პირია.
    გასული წლის მარტში აშშ–ს ფინანსთა სამინისტრომ კომპანიის და პირადად პრიგოჟინის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. 2018 წელს ამერიკის კოლუმბიის ოლქის ფედერალური სასამართლოს ჟიურიმ ოფიციალურად დაადანაშაულა სააგენტო აშშ–ს 2016 წლის არჩევნებში ჩარევაში.
    საბრალდებო დასკვნის მიხედვით კომპანიის თანამშრომლები სოცქსელებში აშშ–ს მოქალაქეების სახელით ყალბ ანგარიშებს ქმნიდნენ და იქ ათავსებდნენ დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის მადისკრედიტებელ ინფორმაციას.
    პრიგოჟინის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მას ტროლების ფაბრიკასთან არაფერი აკავშირებს . გასული წლის ნოემბერში ბი ბი სი იტყობინებოდა, რომ ინსტაგრამის ადმინისტრაცია რუსული ტროლების ფაბრიკის ახალი ყალბი პროფილების დაბლოკვას შეეცადა, თუმცა მხოლოდ მათი მცირე ნაწილის დაბლოკვა შეძლო.
  • სააკაშვილს ვერავითარ შემთხვევაში დავუჭერ მხარს – დავით უსუფაშვილი

    “სააკაშვილს მხარს ვერ დავუჭერ, თუმცა მხარს ვუჭერ იმას, რომ მისი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი მოქალაქეები პარლამენტში იყვნენ წარმოდგენილები”, ამბობს “შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი. 

  • უპრეცედენტო მოცემულობა ოპოზიციაში – უგულავა “დაპირისპირებულების გაერთიანებაზე”

    “ქართული ოცნება“ არის პარალიზებული, პრობლემა არის ივანიშვილში, ხელისუფლებამ უნდა დათმოს მაჟორიტარული სისტემა და ეს ხელისუფლება უნდა გავუშვათ არჩევნებით“, განაცხადა “ევროპული საქრთველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ 20 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.