Category: არქივი

  • სააკაშვილის შეხვედრა ემიგრანტებთან (ვიდეო)

    მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრამ რომში მშვიდ ვითრებაში ჩაიარა. „საქართველოს მომავლის ფორუმი“ – ასე ერქვა მოძრაობის “ერთად სახლში“ ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას. ერთ-ერთ სასტუმროსთან, რომის ცენტში, სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტისა და იტალიისა და ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან ჩასული ემიგრანტების შეხვედრა მიმდინარეობდა, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული, რის გამოც სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლის დაწყებისთანავე, იტალიის სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა. შეხვედრა თითქმის სამ საათს გაგრძელდა.

  • დავირაზმოთ და წავიდეთ სახლში,რომელიც ივანიშვილმა წაგვართვა – სააკაშვილი ემიგრანტებთან რომში

    ლიეჟში სკანდალური შეხვედრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრამ რომში მშვიდ ვითრებაში ჩაიარა. „საქართველოს მომავლის ფორუმი“ – ასე ერქვა მოძრაობის “ერთად სახლში“ ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას. ერთ-ერთ სასტუმროსთან, რომის ცენტში, სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტისა და იტალიისა და ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან ჩასული ემიგრანტების შეხვედრა მიმდინარეობდა, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული, რის გამოც სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლის დაწყებისთანავე, იტალიის სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა.

    რამდენიმე საათის განმავლობაში სააკაშვილი ემიგრანტებთან საქრთველოში არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავდა და პარალელებს მისი პრეზიდენტობის დროინდელ წარმატებებთან ავლებდა. სააკაშვილმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს მის მიერ განხორციელებულ და დაწყებულ, მაგრამ ვერგანხორციელებულ პროექტებზე დეტალურად ისაუბრა.

    ექსპრეზიდენტმა დიდი დრო დაუთმო ანაკლიის პორტს და განაცხადა, რომ ხაზარაძესთან ივანიშვილის დაპირისპიორებაში რუსეთის კვალს ხედავს. როგორ გეგმავდა ანაკლიის პორტის აშენებას და განვითარებას, სააკაშვილმა ემიგრანტებს ეკრანზე წარმოდგენილი სქემის დახმარებით, საკუთარი იდეა დეტალურად გააცნო. „ანაკლიის პორტის იდეაზე და მშენებლობის დაწყებაზე მაშინ ბევრმა ჩემმა თანამებრძოლმა ჩათვლა, რომ მე გავგიჟი“- განაცხადა სააკაშვილმა.
    ეკონომიკის განვითარების საკუთარ კონცეფციაზე საუბრის გარდა, მიხეილ სააკაშვილმა საკმაოდ დიდი დრო დაუთმო განათლების სიტემას, საარჩევნო პროცესების ელექტრონული სისიტემით მართვისა და ბლოკჩეინების სისტემაზე საუბარს. „საქართველოს ელექტრონული მართვის სქემა და ელექტრონული კენჭისყრა გვჭირდება იმისთვის, რომ ჟვანიების და ციცო დეიდების, ციცინო დეიდებისა და ელგუჯების გარეშე ჩატარდეს არჩევნები“ – განუცხადა ემიგრანტებს სააკაშვილმა.
    თითქმის ყველა საკითხის მიმოხილვისას, სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს ხშირად ახსენებდა და ემიგრანტებს მის „მავნებლობასა“ და ოლიქარულ მადას ახსენებდა.
    „აქეთ არის ინტელექტი და იქით არის სულით გამოთაყვანება, კარგად უნდა გავიაზროთ, რას გვართმევს ეს კაცი. ერთი გველეშაპი მოაჯდა ქვეყანას, ყველას ყველაფერს ართმევს, ყველაფერს ყიდულობს, ოლიგარქობა უნდა დასრულდეს, თანამედროვეობა ამის საშუალებას იძლევა. ხელისუფლება უნდა გადავცეთ ჭკვიან ხალხს. არ არის ივანიშვილი ისეთი სულელი და გიჟი, არ იცოდეს, რომ ამცირებს ადამიანებს. ის ხალხს ეუბნება, თქვენ არ ხართ არავინ, თქვენ ხართ მარტო ჩემი მონები. ან ყველანი დავირაზმებით და წავალთ საქართველოში და შევცვლით სიტუაციას, ან საქართველოში ვინც არის, ისინიც ალაგებენ ჩემოდანს და გამორბიან უცხოეთში. ერთად უნდა დავბრუნდეთ სახლში, რომელიც ივანიშვილმა წაგვართვა. ან ერთად სახლში, ან ერთად – სახლიდან“ – განაცხადა სააკაშვილმა.
    მოგვიანებით, შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
  • მამუკა ხაზარაძე პარლამენტში დღეს კიდევ ერთხელ მივა

    4 მარტს პარლამენტში “თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საკომიტეტო მოსმენა გაიმართება. ამჯერად ხაზარაძე და ჯაფარიძე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე არიან მიწვეული.
    “თიბისი ბანკის” საქმეზე მსჯელობა 26 თებერვალს, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე უნდა გამართულიყო, თუმცა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში მოსმენა ჩაიშალა.
    “თიბისი ბანკის” საქმეზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიმართვის საფუძველზე გენერალურმა პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით გამოძიება დაიწყო. ევროვნულმა ბანკმა კი 14 თებერვალს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა. ხაზარაძის და ჯაფარიძის ხაზარაძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დატოვეს და განაცხადეს, რომ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას განაგრძობენ.
    “თიბისიმ“ ეროვნულ ბანკთან სასამართლო დავა შეწყვიტა და 1 მლნ ლარის გადახდას დათანხმდა, თუმცა ხაზარაძე და ჯაფარიძე სასამართლო დავას ინდივიდუალურად აგრძელებენ.

  • სააკაშვილის შეხვედრა ემიგრანტებთან უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების ფონზე მიმდინარეობს

    რომში, რესპუბლიკის მოედანზე სააკაშვილის და ემიგრანტების შეხვედრა უსაფრთხოების განსაკუთებული ზომების ფონზე მიმდინარეობს.
    “საქართველოს მომავლის ფორუმი“ თბილისის დროით 16 საათზე დაიწყო. შეხვედრაზე ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნებიდან და ქალაქებიდან ჩავიდნენ.
    შეხვედრის დამსწრეებმა წინასწარი რეგისტრაცია რამდენიმე დღის წინ გაიარეს და მხოლოდ ამის საფუძველზე მიიღეს მათ ღონისძიებაზე დასწრების უფლება და სპეციალური საშვი. უშუალოდ შეხვედრაზე დამსწრეთა რეგისტრაცია კი რომის დროით დილის 11 საათზე დაიწყო. შეხვედრის დაწყებამდე ორი საათით ადრე მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქ გვერდზე სტატუსი დაწერა:

    “რომში პოლიცია განსხვავებით ლიეჟისგან,მართლა უმაღლეს დონეზე მუშაობს.ჯერჯერობით იდეალური წესრიგია ჩვენი შეხვედრის ადგილის გარშემო.მე უკვე დარბაზში ვარ და დავიწყე ცალკეულ ჯგუფებთან შეხვედრა.მართლა ძალიან საინტერესო ხალხია ჩამოსული, ველოდები მაგარ დისკუსიას“
    ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეები დღეს რომშიც ჩავიდნენ.”არა ძალადობას,” – ამ შინაარსის პლაკატებით რომში, მიხეილ სააკაშვილისა და ქართველი ემიგრანტების შეხვედრაზე ქართველების ჯგუფი გამოჩნდა, რომელიც შეხვედრას აპროტესტებდა. ისინი სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების შეხვედრის პარალელურად საპროტესტო აქციას მართავენ.მათი განცხადებით, შეხვედრაზე რეგისტრაცია გაიარეს, თუმცა ორგანიზატორებმა შესვლის უფლება არ მისცეს, სამართალდამცველებმა კი ტერიტორია დაატოვებინეს.
    ისევე როგორც ლიეჟში გამართულ შეხვედრაზე, რომშიც იმყოფება შალვა რამიშვილი და ლიეჟის შეხვედრაზე მყოფი რამდენიმე პირი.
  • შეზღუდვები გზებზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო

    საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და დიდთოვლობის გამო, 02 მარტს, საავტომობილო გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. ყველა საჭირო ადგილზე მობილიზებული იყო ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ ეტაპზე, შეზღუდვები მოიხსნა და გადაადგილება თავისუფალია შემდეგ მონაკვეთებზე:

    • საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდას საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე და

    • შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ37-კმ55 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე. მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა ნაქერალას უღელტეხილზე.

    მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები რჩება შემდეგ მონაკვეთებზე:

    • თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

    • ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

    • ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ32-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

    რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვლი, ქარი და ნამქერები) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

    თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ186 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ30-კმ100 (ჯვარი-ლახამულა) მონაკვეთზე თავისუფალია. ხოლო, კმ100-კმ186 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

    ამავე გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

  • მარტის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

    ვერძი
    ვერძებმა ამ თვის განმავლობაში განსაკუთრებით ჯიუტად უნდა სცადონ საკუთარი მიზნის მიღწევა. სასიყვარულო საქმეებში წარმატება დიდწილად მათ მონდომებაზეა დამოკიდებული და არა გარემოებებზე. მომავალი რომანტიული პარტნიორი არ არის წინააღმდეგი ვერძთან ურთიერთობა გააბას, მაგრამ მას უნდა დაუმტკიცოთ, რომ სერიოზულად ხართ განწყობილი. თუმცა ეს ყველაფერი სულაც არ ნიშნავს, რომ ვერძები მარტში მაინცდამაინც მყარ და ხანგრძლივ ურთიერთობებს ჩაუყრიან საფუძველს. შესაძლოა მარტის თვეში წამოწყებული რომანი ხანმოკლე გატაცებაც აღმოჩნდეს.

    კურო
    17 მარტს ურანი კუროში შედის. ეს თვეს ორ თითქმის თანაბარ ნაწილად ყოფს. პირველ ნაწილში პარტნიორის მოხიბვლის სტანდარტული მეთოდებიც გამოდგება. ყვავილები, კომპლიმენტები, შეხვედრები – ეს ყველაფერი საწინააღმდეგო სქესზე კარგად იმოქმედებს, თუმცა 17 რიცხვიდან პლანეტა ურანი ძლიერდება, რომელიც მოულდნელობების პლანეტაა. ამ მომენტიდან კრეტიულობის გამოჩენა გმართებთ. ვინმეს გულის დასაპყრობად იმპროვიზირება დაგჭირდებათ. სპონტანურობა – ეს არის კუროების მთავარი იარაღი 2019 წლის მარტში.

    ტყუპები
    ტყუპებს ძალიან მოუნდებათ რომანტიკულ თავგადასავლებში გახვევა, მაგრამ ამ მიმართულებით დიდი კონკურენცია შეხვდებათ. თუმცა ტყუპებმა ხელი არ უნდა ჩაიქნიონ. სინამდვილეში მისი კონკურენტები არც ისეთი საშიშები არიან, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. პირველი შთაბეჭდილება ხანდახან მატყუარაა. ტყუპების პირადი თვისებები მათ ბევრ სხვა პრეტენდენტში გამოარჩევს. უკვე თვის შუა პერიოდში პირად ცხოვრებაში ჰარმონიის და სტაბილურობის ეტაპი დგება.

    კირჩხიბი
    კირჩხიბებმა საკმარისი ინიციატივა უნდა გამოიჩინონ, თუ სურთ საწინააღმდეგო სქესთან წარმატება მოიპოვონ. გარშემო ბევრი კონკურენტია! პასიურობა კი ცუდია. და თუ იმდენად დარწმუნებული ხართ საკუთარ თავში, რომ უმოქმედობა გადაწყვიტეთ, წარმატების იმედი არ უნდა გქონდეთ. სამაგიეროდ ცოტა აქტიურობას თუ გამოიჩენთ, ყველაფერი კარგად იქნება და წარმატება გარანტირებული გაქვთ. კირჩხიბებისთვის 2019 წლის მთავარი დევიზია – არა უმოქმედობას!

    ლომი
    ლომებს საწინააღმდეგო სქესის ყურადღება არ მოაკლდებათ. მისი ამოცანა მარტის თვეში სხვაა: პრეტენდენტებიდან
    ღირსეული შეარჩიოს. ეს კი მართლაც რთული იქნება. თითქოს რა პრობლემა უნდა იყოს, ვინც მოგეწონება იმის არჩევა? მაგრამ შესაძლოა პრეტენდენტებში ღირსეული არც აღმოჩნდეს. ამიტომაც დიდია ალბათობა, რომ 2019 წლის მარტში მარტოხელა ლომებმა ვერ გადაწყვიტონ ახალი ურთიერთობების დაწყება.

    ქალწული
    ქალწულებს ვარსკვლავები მარტში პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვან, ლამის გარდამტეხ მომენტს უწინასწარმეტყველებენ. ცივმა ქალწულებმა შესაძლოა ისეთი შთაბეჭდილება დატოვონ, რომ ახლა სიყვარულისთვის სულაც არ სცალიათ და ბევრი სხვა საქმე აქვთ. მაგრამ ვარსკვლავები დარწმუნებულნი არიან, რომ უკვე 10 რიცხვისთვის გამოჩნდება ადამიანი, ვისზეც ქალწულები პერიოდულად ფიქრობდნენ ხოლმე. თუმცა მარტში ურთიერთობები შესაძლოა მხოლოდ ჩაისახოს. განვითარება მოგვიანებით იქნება.

    სასწორი
    ვარსკვლავები სასწორს ურჩევენ მარტში რომანტიკულ სფეროზე დიდი იმედები არ დაამყაროს და საოცრებებს არ ელოდოს. გარემოებები მათ სასარგებლოდ ნამდვილად არ დალაგდება. ერთი პატარა პრობლემა, მეორე, მესამე… ხან სადღაც წასვლა მოგიწევთ, ხან ნათესავების ნახვა. მოკლედ, სასწორებს მარტში უამრავი საქმე გამოუჩნდებათ. ფიქრები სიყვარულზე რა თქმა უნდა გექნებათ, მაგრამ მათი განხორციელება რთული იქნება. ეს არა იმდენად შესაფერისი პარტნიორის პრობლემასთან, არამედ თავისუფალი დროის უქონლობასთან იქნება დაკავშირებული.

    მორიელი
    მორიელს ინტიმურ სფეროში ჩარმავება მოუნდება. მნიშვნელოვანია ამ დროს გვერდით შესაფერისი ადამიანიც აღმოაჩნდეს. ისეთები, ვისაც გვერდით ასეთი ადამიანი უკვე ყავთ, ისღა დარჩენიათ ამ ურთიერთობებით დატკბნენ, მარტოხელა მორიელები კი იძულებულნი გახდებიან შესაფერისი კანდიდატი მოძებნონ. ამას ყველა ვერ შეძლებს, თუმცა ბევრ მორიელს გაუმართლებს და არა მხოლოდ ისეთ ადამიანს იპოვნიან, ვინც მათ ინტიმურ ინტერესებს გაიზიარებს, არამედ ცხოვრების მომავალ თანამგზავრსაც.

    მშვილდოსანი

    მშვილდოსნებს გრძნობების საკითხში წინდახედულობა მართებთ. არ არის საჭირო ემოციები აფრქვიოთ. გაუფრთხილდით თქვენს ენერგიას. გარშემო ბევრი ადამიანი გაინტერესებთ, მაგრამ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის პრობლემა მარტის თვეში ის არის, რომ ერთ ადამიანში მეტისმეტად ბევრ თვისებას ეძებთ და პირიქით, ბევრ სხვადასხვა ადამიანში პოულობთ თქვენთვის სასურველ თითო თვისებას. უნდა შეაჩეროთ ვინმეზე არჩევანი თუ ძებნა განაგრძოთ? ამ კითხვაზე მარტის განმავლობაში ბევრ მარტოხელა მშვილდოსანს მოუწევს პასუხის გაცემა. ამაზე სამომავლოდ ბევრი რამ არის დამოკიდებული.

    თხის რქა
    თხის რქებმა საკუთარ პირად ცხოვრებაზე ნაკლები უნდა ილაპარაკონ. ბევრი სიამოვნებით გაიგებდა მათი ცხოვრების პიკანტურ დეტალებს. თუმცა ამ ინტერესში თხის რქებისთვის კარგი არაფერია. პირადი ცხოვრება, თანამშრომლები და მეგობრები ერთმანეთისგან მკაფიოდ უნდა გამიჯნოთ. თხის რქები მარტში უნდა შეეცადონ საკუთარ ურთიერთობებს გაუფრთხილდნენ. თუნდაც ეს ახალდაწყებული ურთიერთობები იყოს, იცოდეთ რომ ეს თქვენი მომავალი ოჯახის ჩანასახია და ამიტომ უნდა გაუფრთხილდეთ.

    მერწყული
    2 მარტს ვენერა მერწყულის ნიშანში იქნება. სიყვარულის პლანეტა ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლები სასიყვარულო ცხოვრების მორევში გადაეშვან. თავდაჯერებული მარტოხელა მერწყულებიც კი დაფიქრდებიან, ხომ არ იქნებოდა კარგი ცხოვრების გამრავალფეროვნება მაგალითად პაემანზე წასვლით. ყველაზე კარგი კი ის არის, რომ პრაქტიკულად ყველა მერწყული, თუ შეეცდება, რომანტიული ურთიერთობებისთვის პარტნიორს თავისუფლად მოძებნის. რა თქმა უნდა, ყველა ურთიერთობა სერიოზულ გაგრძელებას ვერ ჰპოვებს და შესაძლოა ერთი შეხვედრით შემოიფარგლოს. მაგრამ ცდად ნამდვილად ღირს. შეხვედრები, საუბრები, საპირისპირო სქესთან ურთიერთობები დადებითად აისახება მერწყულების განწყობაზე.

    თევზები
    6 მარტს მზის დაბნელება თევზებშია. ამ პერიოდში ჯობს არაფერი იღონოთ სასიყვარულო სფეროში. ახალი ნაცნობობა სასიამოვნოდ არ განვითარდება. ოჯახურ ცხოვრებაშიც კი მარტში თევზებს შესაძლოა უთანხმოება ჰქონდეთ. თუმცა მარტის მეორე ნახევარში ყველაფერი მოგვარდება. შეგიძლიათ მომავალი პარტნიორი შეიგულოთ, თუმცა არ იჩქაროთ. 27 მარტს ვენერა თევზების ნიშანში შედის. ეს ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია საპირისპირო სქესის გულის მოსანადირებლად.
  • ბრიტანეთმა საქართველოს ჯეკ შეფარდის ექსტრადიციის მოთხოვნით მიმართა

    ბრიტანული გამოცემა “გარდიანის“ ინფორმაციით დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს ხელისუფლებას ჯეკ შეფარდის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა. გამოცემის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ დაადასტურა, რომ ქვეყნის ძალოვანმა უწყებამ საქართველოს ხელისუფლებას ექსტრადირების შესახებ მოთხოვნა გაუგზავნა.
    „დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ დაადასტურა, რომ ქვეყნის ძალოვანმა უწყებამ საქართველოს ხელისუფლებას ექსტრადირების შესახებ მოთხოვნა გაუგზავნა. თუმცა გაურკვეველი რჩება, როდის გაიგზავნა ოფიციალურად აღნიშნული მოთხოვნა, ვინაიდან ამასთან დაკავშირებით ძალოვან უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ“, – წერს გამოცემა.
    ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფარდი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში იმალებოდა ახალგაზრდა ქალის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაშია მსჯავრდებული. შეფარდი საკუთარ კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კატერი გადაბრუნდა, რასაც მისი მეგობარი გოგონას, 24 წლის შარლოტა ბრაუნის სიცოცხლე ემსხვერპლა.
    29 იანვარს საქართველოში გამართულ სასამართლო პროცესზე ჯეკ შეფარდმა უარი განაცხადა გამარტივებული წესით ექსტრადიციაზე. მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ ექსტრადირების შესახებ სასამართლო პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება, თუმცა როდის დაიწყებს ამ საქმის განხილვას საქალაქო სასამართლო, ჯერჯერობით უცნობია.
    ჯერ შეფარდი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და პოლიციას ჩაბარდა.
  • დაკავებულია ზესტაფონის გამგებლის ყოფილი მოადგილე

    დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე ხ.გ. დააკავეს.
    პროკურატურა ამ საქმესთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია:
    “გამოძიებით დადგენილია, რომ გამგებლის მოადგილე ხ.გ.-ს, რომელიც იმავდროულად სახელმწიფო შესყიდვების შესახებ სამუშაოს შესრულების ხელშეკრულებების ინსპექტირების ჯგუფს ხელმძღვანელობდა, სამუშაოების ხარისხის დადგენა, ზედამხედველობის განხორციელება, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და ანგარიშსწორების პროცესის რეგულირება ევალებოდა.
    2014 წლის 6 ივნისს ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა და შპს „ტობემ “ სოფელ ტაბაკინის გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოს შესასრულებლად 930 195 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმეს. სამუშაოს პროცესში დეფექტებისა და ნაკლოვანებების გამოვლენის გამო, ტექნიკურმა ზედამხედველმა არაერთხელ მიმართა წერილობით გამგეობას და აცნობა, რომ სამუშაოები ჩატარებული იყო ხარვეზებითა და პროექტის დარღვევით.

    შესაბამისი დოკუმენტაცია დაეწერა ხ.გ-ს, რომელსაც სრული წარმოდგენა ჰქონდა არსებული ნაკლოვანებების თაობაზე, თუმცა დაკისრებული სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა. კერძოდ, ხ.გ.-მ საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, ტექნიკური ზედამხედველის დადებითი დასკვნის არარსებობის პირობებში, რაც ხელშეკრულების თანახმად სამუშაოს ჩაბარების საფუძველი უნდა ყოფილიყო, უპირატესობა მიანიჭა შპს „ტობეს“ და უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე გაუფორმა მიღება-ჩაბარების აქტები. დოკუმენტების მიხედვით, სამუშაოები შესრულებული იყო დამაკმაყოფილებლად, შესაძლებელი იყო ღირებულების ანაზღაურება და შედეგად შემსრულებელს ჩაერიცხა თანხა.

    სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დადასტურებულია, რომ შესრულებული სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი უხარისხოა.

    გამგებლის მოადგილის ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი, მატერიალურმა ზიანმა კი 346 953 ლარი შეადგინა.“

  • შალვა რამიშვილმა მიხეილ სააკაშვილს რომში ჩააკითხა (ვიდეო)

    შალვა რამიშვილი სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრაზე დასასწრებად რომში ჩავიდა და რომიდან უკვე ვიდეოც დადო.
    3 მარტს სააკაშვილი ემიგრანტებს რომში, Piazza Della republica 47 – ში შეხვდება. “საქართველოს მომავლის ფორუმი“ – ასე ქვია მოძრაობა “ერთად სახლში“ – ს ღონისძიებას.
    ღონისძიების ორგანიზატორები მონაწილეებს მოუწოდებენ შეხვედრაზე იმ ქვეყნის დროშები მიიტანონ, საიდანაც რომში ჩადიან. ღონისძიებაზე რეგისტრაცია 11 საათზე დაიწყება. მონაწილეებზე საშვი გაიცემა, რომელსაც წინასწარ დარეგისტრირებულ მონაწილეებს მისცემენ.
    მოძრაობის გვერდზე პარასკევს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 3 მარტის შეკრებაზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო დარბაზი ყველას ვერ დაიტევს და დამსწრეთა რეგისტარაცია პარასკევს საღამოს 23:59 საათზე შეწყდა.
    როგორც ჩანს შეხვედრაზე დამსწრეთა ვინაობა ლიეჟის გამოცდილებიდან გამომდინარე მკაცრად გაკონტროლდება. 10 თებერვალს ბელგიის ქალაქ ლიეჟში სააკაშვილის შეხვედრა ემიგრანტებთან სკანდალური დაპირისპირების ფონზე წარიმართა. სააკაშვილთან დაპირისპირებულმა ჯგუფებმა დარბაზში შესვლა სცადეს, რასაც ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. 

    შეხვედრაზე არ შეუშვეს არც შალვა რამიშვილი. თუმცა ის რომის შეხვედრაზეც ჩავიდა.

    როგორც ჩანს სკანდალების გარეშე არც 3 მარტის შეხვედრა ჩაივლის.
  • აგროვებდა თუ არა მინისტრი გახარია მღვდლებზე კომპრომატებს

    შაბათის კურიერის ინფორმაციით შინაგან საქმეთა მინისტრმა სასულიერო პირებზე კომპრომატების მოპოვების არაფორმალური ბრძანება გასცა. ფარული ვიდეო და აუდიოჩანაწერები უნდა იყო ისეთი, რომ მღვდლების მიმართ საზოგადოების ნდობა შემცირდეს და სასულიერო პირებმა ხალხზე გავლენა დაკარგონ.
    ეს სკანდალური ამბავი კურიერს ორმა დამოუკიდებელმა წყარომ დაუდასტურა. პირველი მეუფე იაკობის გარემოცვის წევრია, მეორე კი საპატრიარქოს ერთ-ერთი წარმომადგენელი.
    პატრიარქის ქორეპისკოპოსთან დაახლოვებული პირი ყვება, რომ გახარიამ მღვდლებზე კომპრომატების მოპოვების დავალება სამინისტროს მაღალჩინოსნებს მისცა, ერთ-ერთმა პოლიციელმა კი ინფორმაცია მეუფე იაკობამდე მიიტანა. სწორედ ამის გამო, 29 დეკემბერს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა გიორგი გახარიაზე შტურმი მიიტანა. თქვა, რომ მინისტრმა წითელი ხაზები გადაკვეთა, ის რუსეთია კაცია და, თუ გახარია პრემიერობას გადაწყვეტს, მაშინ სამღვდელოება მას დაამხობს.
    კურიერის ინფორმაციით ყველაფერი მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონით დაიწყო, როდესაც მეუფე იაკობის ორგანიზებულ მღვდლების ამბოხებას, მაშინ გახარიას ინიცირებული მარიხუანას პლანტაციების გაშენების პროექტი შეეწირა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გახარიამ საგანგებო თათბირი დანიშნა.
    კურიერის წყაროს ცნობით, შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ მეუფე იაკობს უთხრა, რომ მინისტრმა მათ გავლენიან მღვდელმთავრებსა და რიგით მღვდლებზე კომპრომატების მოგროვება დაავალა. ბრძანების თანახმად, უნდა ამოეღოთ არქივში შენახული ძველი კომპრომატები და ფარულად გადაეღოთ ახალი.
    მეუფე იაკობია ახლა ამერიკაშია. ექსკლუზიური ინტერვიუ კურიერის სასულიერო პირმა კაპიტოლიუმის მოედანზე კონგრესში შეხვედრების წინ მისცა.
    „კომპრომატებს გააჩნია, რას უწოდებ. მე არ ვიცი, შსს-მ რა უნდა ქნას კომპრომატით, გინდ შსს-მ, გინდ რუსეთმა“ – ამბობს მეუფე იაკობი.
    კურიერის მეუფე იაკობის გარემოცვის წევრები უყვებიან, რომ მას შემდეგ რაც მღვდელმთავარი შინაგან საქმეთა მინისტრს დამხობით დაემუქრა და მას რუსეთის კაცი უწოდა, განცხადებას მთავრობაში პანიკა მოჰყვა.
    მეუფესთან შუამავლები მივიდნენ, ბოდიში მოუხადეს და უთხრეს, რომ გახარია მსგავს ნაბიჯს არ გადადგამდა. დროებითი ზავი შედგა, თუმცა, მეუფე იაკობი შსს მინისტრის მაინც არ შეხვდა. მეუფე განმარტავს, რომ ძალიან დაკავებულია და მინისტრი ამ მიზეზით ვერ ნახა.