Category: არქივი
-
პატრიოტთა ალიანსის ფრაქციაში უმრავლესობიდან გასული ორი დეპუტატი შევიდა
საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან გასული სოციალ–დემოკრატები – გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური პატიოტთა ალიანსის საპარლამენტო ფრაქციაში გაწევრიანდნენ, რომელსაც ახალი სახელი – “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – სოციალ-დემოკრატები დაერქმევა“.განცხადებას ახალი წევრების მიღების შესახებ ირმა ინაშვილიც აკეთებს:“ჩვენს ფრაქციას შემოუერთდნენ გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური, ფრაქციის სახელწოდება იქნება “პატრიოტთა ალიანსი – სოციალ-დემოკრატები” მოხარული ვარ, რომ გია ჟორჟოლიანი და მირიამ წიკლაური შემოგვიერთდნენ და ახლა ერთი ფრაქციის ფარგლებში შეგვეძლება მსჯელობა რიგ საკითხებზე. მე ყოველთვის ვაფასებდი ამ ადამიანებს და ახლა მიხარია, რომ ჩვენ უკვე ერთი ფრაქციის ფარგლებში შეგვეძლება ვიმსჯელოთ მთელ რიგ საკითხებზე, მითუმეტეს, რომ ვართ თანამოაზრეები. უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რომ შეეცვლება ფრაქციას სახელწოდებაც და იქნება “პატრიოტთა ალიანსი – სოციალ დემოკრატები”,- განაცხადა ინაშვილმა.პატრიოტთა ალიანსს საპარლამენტო ფრაქციის შენარჩუნების პრობლემა მას შემდეგ დაუდგა, რაც რამდენიმე თვის წინ ფრაქცია დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ დატოვა. დროებით პატრიოტების ფრაქციის შესანარჩუნებლად მათ ფრაქციაში გაერთიანდა უმრავლესობიდან წასული დეპუტატი დავით ჭიჭინაძე. ის ამბობდა, რომ კოლეგებს დროებით დაეხმარა, სანამ მეექვსე დეპუტატს იპოვნიდნენ რომ ფრაქცია არ დაშლოდათ. რამდენიმე დღის წინ კი დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ პატრიოტების ფრაქციაში ვეღარ დარჩებოდა. შესაბამისად, ფრაქციის დაშლის პრობლემა ირმა ინაშვილის გუნდს კიდევ ერთხელ დაუდგა. ამჯერად მათი ფრაქცია ორმა სოციალ–დემოკრატმა გადააჩრინა. -
ეროვნული ბანკი შანტაჟის შესახებ ხაზარაძის ბრალდებას პასუხობს
ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც მამუკა ხაზარაძის მიერ დღეს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას გაკეთებულ განცხადებას პასუხობს იმის თაობაზე, რომ მას ეროვნული ბანკი აშანტაჟებდა.განცხადებაში ნათქვამია:“კომერციულ ბანკში გამოვლენილი დარღვევის ადეკვატური სანქციის გამოყენება საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც საბანკო სექტორის ზედამხედველის, პირდაპირი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა.ეროვნული ბანკის უფლებამოსილებით განსაზღვრული სანქციები დაკონკრეტებულია შესაბამის კანონმდებლობაში. ამ ჩამონათვალში არის, მათ შორის, მარეგულირებლის უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს ბანკის ადმინისტრატორების ხელმოწერის შეჩერება და/ან თანამდებობიდან გათავისუფლება, რაც საქართველოს ეროვნულ ბანკს წარსულშიც გამოუყენებია.შესაბამისად, არასწორია “შანტაჟად” შეფასდეს ის, რაც მარეგულირებელ ორგანოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. “პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში “თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საკომიტეტო მოსმენა დასრულდა. გამოსვლის მიწურულს ხაზარაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა.“თიბისი ბანკის” საქმეზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიმართვის საფუძველზე გენერალურმა პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით გამოძიება დაიწყო. ევროვნულმა ბანკმა კი 14 თებერვალს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე,”თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა. ხაზარაძის და ჯაფარიძის ხაზარაძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დატოვეს და განაცხადეს, რომ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას განაგრძობენ.“თიბისიმ“ ეროვნულ ბანკთან სასამართლო დავა შეწყვიტა და 1 მლნ ლარის გადახდას დათანხმდა, თუმცა ხაზარაძე და ჯაფარიძე სასამართლო დავას ინდივიდუალურად აგრძელებენ. -
ალკოჰოლზე, თამბაქოზე და სატრანსპორტო მომსახურებაზე ფასები იზრდება
„საქსტატის“ ინფორმაციით, თებერვალში ალკოჰოლზე, თამბაქოზე, სურსათზე, სამედიცინო პროდუქციასა და სატრანსპორტო მომსახურებაზე ფასები გაიზარდა. მიმდინარე წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.3 % შეადგინა.
თამბაქოს ნაწარმზე ფასები 32.7 პროცენტით არის მომატებულიპურსა და პურპროდუქტებზე 10.2 პროცენტით
ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე 4.3 პროცენტით
თევზეულზე12.5 პროცენტით
ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე 7.6 პროცენტით
ჯანმრთელობის დაცვაზე კი ფასები მომატებულია 3.4 პროცენტით, რაც 0.29 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ისეთ ქვეჯგუფებზე, როგორიცაა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება და საავადმყოფოების მომსახურება
-
„სესხების განულების” პროგრამაზე: 120 მლნ 3 მლნ ლარად ჩამოგვაწერინეს”-მამუკა ხაზარაძე
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტარების წინაშე განაცხადა რომ მას პროგრამასთან დაკავშირებით საქართველოს ბანკთან კითხვები ჰქონდა თუმცა სები-სგან პასუხი არ მიუღია.
„ჩვენ მივმართეთ ოფიციალური წერილით ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ვუთხარით, თქვენ რომ გვეუბნებით, რომ ჩვენი 120 მლნ-იანი პორტფელი ამ მილიარდ 500 მილიონში უნდა ჩამოვწეროთ, 3 წლის მერე ახალი სების პრეზიდენტი რომ მოვა, ხომ შეიძლება მანაც უკანა რიცხვით თქვას ან ჩემმა აქციონერმა ნიუ-იურკში თქვას, რომ რატომ ჩამოწერეთ 120 მლნ 3 მილიონად?! ჩვენ სულ სხვა გათვლები გვქონდა, ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს 120 მლნ გასანულებელი იყო. კითხვა მაქვს, თუ თქვენ 2008 წლის 17 მლნ-ზე გაქვთ პრეტენზია, 5 წლის მერე ხომ შეიძლება ახალმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა თქვას, რომ ეს იყო არასწორი 120 მილიონიანი ჩამოწერა? სებ-ისგან წერილი მივიღეთ, რომ ეს ჩვენი საკითხი არ არისო. ლოგიკა სად არის?! თუმცა ისინი ყველა შეხვედრაზე ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროთან ერთად“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
“თუ თქვენ 2008 წლის 17 მლნ-ზე გაქვთ პრეტენზია, 5 წლის მერე ხომ შეიძლება ახალმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა თქვას, რომ ეს იყო არასწორი 120 მილიონიანი ჩამოწერა?“ – პარლამენტში გამოსვლისას 17 მლნ-იან ტრანზაქციასა და ე.წ. „სესხების განულების“ სამთავრობო პროგრამასთან პარალელები გაავლო.
-
მირზა სუბელიანს ერთი წელი და ერთი თვე პატიმრობა შეეფარდა
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის დამალვის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 წლით და 1 თვით პატიმრობა შეუფარდა. სასჯელის ათვლა დაკავების დღიდან იწყება, შესაბამისად სუბელიანი საპატიმრო დაწესებულებას ხუთ თვეში დატოვებს.მას ბრალი გადაუკვალიფიცირდა დანაშაულის შეუტყობინებლობიდან დანაშაულის დაფარვაში.
სუბელიანმა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას მოკლედ თქვა, რომ შეეძლოს, მოკლული ბავშვებისთვის სიცოცხლეს გაცვლიდა”.წარდგენილი ბრალის თანახმად, პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩა #4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შემდეგ მან გაიგო ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.ჯ.-ს დანაშაულის შესახებ და არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. რის გამოცა 9 ივნისს მირზა სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. ადვოკატის თქმით, სუბელიანი ბრალს აღიარებს.
მირზა სუბელიანის დაკავებამდე ერთი კვირით ადრე, რუსთაველის გამზირზე, ათიათასობით ადამიანი შეუერთდა ზაზა სარალიძის აქციას, რომელიც ერთ-ერთი მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამაა.
ზაზა სარალიძე თითქმის ერთი წელია, პარლამენტთან პერმანენტულ აქციას მართავს, მისი შვილის მკვლელის ვინაობა კი ამ დრომდე ვერ დაადგინა გამოძიებამ.