Category: არქივი

  • ბორჯღალოსნებმა ბელგიის ნაკრები 44:6 დაამარცხეს

    „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მორიგ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ბელგია 46:6 დაამარცხა. “ბორჯღალოსნებმა” პირველი ტაიმი 22:3 მოიგეს.
    შეხვედრაში “ბორჯღალოსანთა” პირველი ლელოები გურამ გოგიჩაშვილმა, მირიან მოდებაძემ და ზურაბ ძნელაძემ გაიტანეს.
    რაც შეეხება მეორე ტაიმს, ლელო ზურაბ ძნელაძემ, გიორგი ცუცქირიძემ, გელა აფრასიძემ გიორგი თხილაიშვილმა გაიტანეს.
    საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას10 მარტს საქართველოში გამართავს და აუტსაიდერ გერმანიას უმასპინძლებს. თამაში ქუთაისში გაიმართება.

  • “სახალხო კონტროლი”- ეთერში ბრუნდება

    პოპულარული სატელევიზიო გადაცემა „სახალხო კონტროლი“, სატელევიზიო სივრცეში ბრუნდება. გადაცემა  ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში ყოველ ხუთშაბათს გადიოდა და არხის იძულებითი დახურვის შემდეგ შეჩერდა.
    ინფორმაციას ინტერნეტ სივრცეში თავად მადონა კოიძე ავრცელებს. ფოტოებიდან ირკვევა რომ გადაღებები უკვე დაწყებულია.

  • ვინ ჩააკითხავს სააკაშვილს რომში.შალვა რამიშვილი უკვე იქ არის. შედგება თუ არა სკანდალი ემიგრანტების მორიგ შეხვედრაზე

    3 მარტს სააკაშვილი ემიგრანტებს რომში, Piazza Della republica 47 – ში შეხვდება. “საქართველოს მომავლის ფორუმი“ – ასე ქვია მოძრაობა “ერთად სახლში“ – ს ღონისძიებას. ღონისძიების გვერდზე მისი შინაარსი ასეა აღწერილი:
    “ამ შეკრებაზე იტალიაში ჩვენ გვექნება საპანელო დისკუსიები , ინტერაქცია , ცოცხალი განხილვა და მსჯელობა საქართველოს მომავალზე. ის რისი საშუალებაც სამთავრობო ზომბებმა არ მოგვცეს ლიეჟში. ერთად ვანახებთ რომში , რომ ჩვენი შეჩერება შეუძლებელია და ჩვენს მისიას აუცილებლად შევასრულებთ . ყველ გზა რომში მიდის . შევხვდებით 3 მარტს.“
    ღონისძიების ორგანიზატორები მონაწილეებს მოუწოდებენ შეხვედრაზე იმ ქვეყნის დროშები მიიტანონ, საიდანაც რომში ჩადიან. ღონისძიებაზე რეგისტრაცია 11 საათზე დაიწყება. მონაწილეებზე როგორც ჩანს საშვი გაიცემა, რომელსაც წინასწარ დარეგისტრირებულ მონაწილეებს მისცემენ.
    მოძრაობის გვერდზე პარასკევს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 3 მარტის შეკრებაზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო დარბაზი ყველას ვერ დაიტევს და დამსწრეთა რეგისტარაცია პარასკევს საღამოს 23:59 საათზე შეწყდა.
    როგორც ჩანს შეხვედრაზე დამსწრეთა ვინაობა ლიეჟის გამოცდილებიდან გამომდინარე მკაცრად გაკონტროლდება. 10 თებერვალს ბელგიის ქალაქ ლიეჟში სააკაშვილის შეხვედრა ემიგრანტებთან სკანდალური დაპირისპირების ფონზე წარიმართა. სააკაშვილთან დაპირისპირებულმა ჯგუფებმა დარბაზში შესვლა სცადეს, რასაც ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.
    ნაციონალური მოძრაობა ქართულ ოცნებას მხარდამჭერების მობილიზაციასა და ლიეჟში ჩაყვანაში ადანაშაულებდა.

    ხელისუფლების გეგმების შესახებ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქ გვერზე რომის შეხვედრის წინაც გაავრცელა.

    “ თურმე,მხოლოდ 30€ იხდიან რომში,კონტრაქციაში მონაწილეობისთვის…ხო მაგრამ,ივანიშვილს 100€აქვს თითოეულ ადამიანზე გამოყოფილი…
    ბიძო,შუამავლები 70€ გიტეხავენ და ქენი რამე თორემ 30€ რომში პიცას თუ შეჭამენ და მადლიერიც არ დაგრჩება… და კალა,რომელმაც უკვე მოაგვარა ყველა თბილისელის პრობლემა,ბოლო რამდენიმე დღე გაატარა იტალიაში და ვითარება მოამზადა ჩემი ჩასვლისთვის“ – დაწერა სააკაშვილმა ფეისბუქ გვერდზე.
    თბილისის მერი, კახა კალაძე იტალიაში ამ კვირაში  მართლაც იმყოფებოდა, თუმცა უცნობია რამდენად უკავშირდებოდა მისი ვიზიტი რომის შეხვედრას.
    ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩავა ნაციონალური მოძრაობის წევრებიდან რომის შეხვედრაზე.
    ასევე უცნობია, კონკრეტულად რა სამობილიზაციო ზომები მიიღო ხელისუფლებამ კონტრაქციის ორგანიზებისთვის. ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ რომში ჩავიდა შალვა რამიშვილი – სახელისუფლო ინტერნეტ ტელევიზიის თანამშრომელი, რომელიც ლიეჟის შეხვედრაზეც იყო ჩასული.
  • ივანიშვილის გიგანტური ხეების მორიგი პარტია გადასატანად მზადდება

    გაზეთ ბათუმელების ინფორმაციით მილიარდერ ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის მრავალწლოვანი ხეები ამჯერად ქობულეთის სოფელ ზენითიდან მიაქვთ. გიგანტური ხეების გადატანის გამო ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზაზე ელექტროგადამცემი სადენები ბოძებიდან ჩახსნეს. ამოთხრილია ბოძებიც. სადენები კი სპეციალური შეფუთვით გზის მიმდებარედ ისე გაიყვანეს, რომ ის გიგანტური ხის გატარებას ხელს ვეღარ შეუშლის. გზის პირას მოჭრილია ხეებიც, რომლებიც გიგანტური ხეების გატარებას შეაფერხებდა.
    სოფელ ზენითში სამი ხე გადასატანად უკვე მზადაა

    ერთ-ერთ ხესთან მისასვლელი გზის მოსაწყობად ამ დრომდე მუშაობს სპეციალური ტექნიკა.

    სოფელ ზენითის ზოგიერთი მაცხოვრებლის თქმით მოჭრილი ხეების მფლობელები თვითონ იყვნენ, მაგრამ საკუთრებაში რეგისტრირებული არ ჰქონდათ. შესაბამისად, ამაზე არ უდავიათ და არც საუბარი სურთ. ბათუმელები ადგილზე გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებს.

  • შეწყდეს საპენსიო სააგენტოს მხრიდან მოსახლეობის “გაკულაკება”!-პეტიცია

    სამოქალაქო მოძრაობა მანიფესტს ავრცელებს და ხელმოწერებს აგროვებს. მანიფესტის მოთხოვნაა დაგროვებითი პენსია ნებაყოფლობითი გახდეს:

    “საპენსიო სააგენტომ ფულის შეგროვება ისეთ რეჟიმში დაიწყო, სანამ აღნიშნულ სააგენტოში ამოქმედდებოდა საინვესტიციო და რისკების საბჭო და შემუშავდებოდა საინვესტიციო პოლიტიკა. ამ პირობებში ხელისუფლება უკვე გვართმევს ფულს და არ იციან რა უყონ. აღნიშნული საბჭოების დღემდე არ არსებობის გამო, არ არის გამოკვლეული რისკები და გაანალიზებული დაზღვევის მექანიზმები. საპენსიო სააგენტოში არ აქვთ არგუმენტირებული პასუხები მთავარ კითხვებზე – აქვს თუ არა დაკარგვის რეალური საფრთხე ჩვენი ჯიბიდან ამოცლილ თანხას, სად უნდა შეაგროვონ და რა შემთხვევაშია გამართლებული დაგროვებითი პენსიის სისტემის ამოქმედება. მიუხედავად ამისა, ათეულობით მილიონი ლარი უკვე განათავსეს საპენსიო ფონდის მეშვეობით გარკვეულ, თუ გაურკვეველ ანგარიშებზე. გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ წლების განმავლობაში ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფული 20 და 25 წლის შემდეგ ჩვენი ბებია-ბაბუების ანაბრების ბედს გაიზიარებს. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეჩერდეს მოსახლეობის “გაკულაკება”. ერთის მხრივ, აბსოლუტურად გაუაზრებელი და მეორეს მხრივ, თაღლითური ნიშნების შემცველი სქემა სხვა არაფერია თუ არა ხალხისგან ფულის წაღლეტისა და მოსახლეობის გაღატაკების კიდევ ერთი წარმატებული მცდელობა.ამიტომ, მოვაწეროთ ხელი პეტიციას, მოვითხოვოთ, რომ დაგროვებითი პენსია გახდეს ნებაყოფლობითი. ვასწავლოთ ხელისუფლებას საუბარი ხალხთან და ჩვენი მოთხოვნების შესრულება.”
    ნათქვამია პეტიციაში

  • ავსტრალიაში ხანძარი მძვინვარებს. დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია

    ავსტრალიაში ხანძრებს ებრძვიან. სტიქია ვიქტორიას შტატში მძვინვარებს. უცხოური მედიის ინფორმაციით ცეცხლის 100-ზე მეტი კერის გაჩენა რეგიონში ძლიერმა ჭექა-ქუხილმა და მეხმა გამოიწვია.სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს ჯერ საფრთხეს არ უქმნის, მელბურნის სამხრეთით მდებარე დასახლებებმა ევაკუაციის შესახებ გაფრთხილება უკვე მიიღეს.

  • ფოთსა და სენაკში ქურდული სამყაროს სამი წევრი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სამეგრელოში ჩატარებული სპეცოპერაციის მიზანი ქურდული სამყაროს წევრების დაკავება იყო.
    შსს–ს ინფორმაციით სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სენაკსა და ფოთში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავეს. დაკავებულებს ბრალად ედებათ ქურდული სამყაროს წევრობა.
    დაკავებულები არიან: 1977 წელს დაბადებული ი.ჩ. და წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევები 1979 წელს დაბადებული მ.გ. და 1978 წელს დაბადებული მ.ლ.
    ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ, კერძოდ, დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ – ლავას ოღლი, იგივე მინდია გორაძესთან, ჯუმბერ ბაირამიდითთან (ზედმეტსახელად “ბონჩო”), სტავრო ბაირამიდთან – (ზედმეტსახელად “როკო”), დათო ჩხიკვიშვილთან, მერაბ მზარელუასთან და როლანდ გეგეჭკორთან.
    ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. კანონიერ ქურდებთან შეთანხმებით, „ქურდული გარჩევა“ მოუწყეს და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ.
    გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე სამართალდამცველებმა ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, სადაც დანაშაულებრივი ქმედებებია ასახული.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სამინისტრო აგრძელებს ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა დაკავების მიზნით.
    გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.
  • შსს-მ თბილისში სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო – ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია 3 პირი. ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღებულ ნარკოტიკულ საშუალებებზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ლუკაშენკომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარი თქვა

    ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა დე ფაქტო პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ იმედი გამოთქვა, რომ „ოდესმე ბელარუსი აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს“.
    „აფხაზეთს ტრადიციულად ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბელორუსთან. ზაფხულობით აფხაზეთს ბელორუსი ტურისტები სტუმრობენ. იმედი გვაქვს, რომ ოდესმე ბელარუსის მხრიდან ჩვენი აღიარება მოხდება. დაველოდებით ამ მომენტს“, – განაცხადა სერგეი შამბამ.

    ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ კი განაცხადა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარი თქვა, ბელორუსის შესაძლო საერთაშორისო იზოლაციის გამო. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით განცხადება ალექსანდრე ლუკაშენკომ ჟურნალისტებთან და ექსპერტებთან შეხვედრის დროს გააკეთა. ლუკაშენკო ამბობს, რომ ის მზად იყო ხელი მოეწერა აფხაზეთის აღიარების განკარგულებაზე, თუმცა გადაწყვეტიკლება ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის , ჰავიერ სოლანას, გაფრთხილების შემდეგ შეცვალა. ლუკაშენკოს თქმით, ჰვიერ სოლანამ უთხრა რომ, თუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებდა, მას სანქციები და საერთაშორისო იზოლაცია დაემუქრებოდა.

  • მესიჯები ანონიმისგან.როგორ იმართება ოცნება.წასული დეპუტატი ალაპარაკდა

    ოცნების საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული ზვიად კვაჭანტირაძე სატელევიზიო გადაცემებში ღიად ალაპარაკდა იმაზე, რამაც პარტიიდან და უმრავლესობიდა წასვლა გადააწყვეტინა.
    დეპუტატი ამბობს, რომ პარტია კულუარულად, არადემოკრატიულად იმართებოდა.
    “ამას არ ვიყავით მიჩვეული წინა პარლამენტში. წინა პარლამენტში ცხოვრება დუღდა და გადადუღდა – ამბობს კვაჭანტირაძე. მოსამართლეთა საკითხი, ზოგადად მართლმსაჯულების პრობლემა ჩვენს ქვეყანაში გახდა წითელი ხაზი, რომელმაც მიბიძგა ამ გადაწყვეტილებისკენ. მაგრამ მანამდე იყო თემები, რომლებიც ძირითადად უკავშირდება მმართველობით სტილს, რომელიც დაფუძნდა 2016 წელს პარლამენტში და პარტიაში.მიმაჩნია, რომ ის იდეალები, რომლისთვისაც ვიბრძოდით თუნდაც 2012 წელს იმ იდეალებს უკვე ვცდებოდით ნელნელა განსაკუთრებით 2016 წლიდან.
    ბევრი კოლეგა იმაზე ჩიოდა, რომ ჩვენ პრაქტიკულად ერთმანეთს არ ვესაუბრებით ლაივში. ფრაქციის სხდომა ბოლოს როდის ჩატარდა აღარც მახსოვს.პოლიტსაბჭო აბსოლუტურად ფორმალობაა
    პოლიტსაბჭოს წევრი წლების განმავლობაში ვიყავი და პოლიტსაბჭოს სხდომები იყო მოწვეული მხოლოდ იმისთვის რომ ფორმალურად დაგვემტკიცებინა კანდიდატები არჩევნების დროს. უმრავლესობის სხდომა ბოლოს ტარდებოდა ხოლმე როცა უკიდურესი აუცილებლობა ხდებოდა, რომ ბუნტი არ მომხდარიყო.
    ვგრძნობდი იმას, რომ 2012 წლის გუნდი, რომელმაც მოვიტანეთ ივანიშვილთან ერთად ეს გამარჯვება ნელნელა ვხდებოდით აბსოლუტურად გარიყულები პოლიტიკური პროცესებიდან “ – ამბობს კვაჭანტირაძე.
    დეპუტატი ყვება, რომ პარტიიდან და პარლამენტიდან წასვლის გადაწყვეტილება რამდენიმე თვით ადრე მიიღო, შეხვდა ბიძინა ივანიშვილს და ამ თემაზე ელაპარაკა. ივანიშვილი შეპირდა, რომ ყველაფერი დალაგდებოდა და მოგვარდებოდა. თუმცა ასე არ მოხდა.
    კვაჭანტირაძე ადასტურებს, რომ ეკა ბესელიას მიერ ინიცირებული კანონპროექტის კენჭისყრის დღეს უმრავლესობის წევრებმა მართლაც მიიღეს საერთო ჩატში მესიჯი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ვინც ამ კანონპროექტს ხმას მისცემდა პარტიიდან, ფრაქციიდან და უმრავლესობიდან გაირიცხებოდა. კვაჭანტირაძე ამბობს, რომ ამ მესიჯის გამო კიდევ უფრო გაუმყარდა პროექტისთვის ხმის მიცემის გადაწყვეტილება.
    დეპუტატი ამბობს, რომ მესიჯებს ხშირად კონკრეტული ავტორი არ ყავს. ის ანონიმის მიერ იგზავნება საერთო ჩატში და უმრავლესობის დეპუტატებმა ხშირად არც კი იციან, ვინ წერ ს ამ მესიჯებს. კვაჭანტირაძე ეჭვობს, რომ ზოგჯერ ივანიშვილმა არც კი იცის ჩატში და გზავნილი მესიჯების შესახებ და მათ ირაკლი კობახიძე და რამდენიმე ადამიანი შეიმუშავებენ.
    “ნდობა დამეკარგა ამ ადამიანების მიმართ, ვინც ასე კულუარებში იღებენ გადაწყვეტილებას. ჩვენ ნოტარიუსის ფუნქციის განხორციელებას გვავალებდნენ. “ – ამბობს კვაჭანტირაძე.