ფერადი კოსტიუმები და სამბას რითმები – რიო დეჟანეირო ტრადიციულ კარნავალს მასპინძლობს. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ბრაზილიის ქალაქის ცენრალური ქუჩები კოსტიუმირებულ და საცეკვაო შოუებს დაეთმობა. მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ფესტივალზე დაახლოებით 7 მილიონ სტუმარს ელოდებიან, აქედან მილიონნახევარი ტურისტი იქნება. რიოს კარნავალმა დასაბამი 1723 წლიდან აიღო, თუმცა პირველი ოფიციალური კარნავალი რიო დე ჟანეიროს ქუჩებში 1935 წელს გაიმართა. ის ოფიციალურად სამბას სკოლების აღლუმად ითვლება. სწორედ სამბა სკოლებს შორის მეტოქეობა ითვლება, ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ წარმოდგენად რიოს კარნავალზე. ცეცხლოვანი, თავბრუდამხვევი, ფერადი, რიტმული და შიშველი კარნავალი, რიოს სამბადრომს მსოფლიოში ყველაზე სასურველ და სანახაობრივ ადგილად აქცევს.
Category: არქივი
-
ვან გოგის მუზეუმში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები გამოიფინა
საფრანგეთში ვინსენთ ვან გოგის ფონდში ნიკო ფიროსმანის ნახატების გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებას, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე ასევე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და ვან გოგის ფონდის სამხატვრო ხელმძღვანელი ბიჩე ქურიგა დაესწრნენ.
ექსპოზიციაზე 29 ტილოა წარმოდგენილი. პირველად ხდება როდესაც ქართველი მხატვრის ნამუშევრები ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრებთან ერთად იქნება გამოფენილი ერთ სივრცეში. მუზეუმში გამოფენის ნახვა 1 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. -
ფლორიდაში მცირე ზომის თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა
ერთი ადამიანი დაიღუპა ფლორიდაში თვითმფრინავის შეჯახების შედეგად. ქალაქ ფორტ ლოდერდეილში მცირე ზომის თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მფრინავი დაიღუპა. თვითმფრინავი შენობას მე-16 და მე-17 სერთულებს შორის შეეჯახა და ტერასაზე ჩამოვარდა. მომხდარის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
-
1 ადამიანი დაიღუპა ალჟირში მთავრობის წინააღმდეგ გამართულ მრავალათასიან საპროტესტო აქციაზე
1 ადამიანი დაიღუპა ალჟირში მთავრობის წინააღმდეგ გამართულ მრავალათასიან საპროტესტო აქციაზე. დაპირისპირების შედეგად დაშავებულია 63 ადამიანი. ალჟირის ეროვნული უშიშროების მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 7 სამოქალაქო პირი და 56 სამართალდამცველია. ალჟირის მოსახლეობის ნაწილი პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს. 81 წლის აბდელაზიზ ბუტეფლიკა 18 აპრილს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მეხუთე ვადით აპირებს მონაწილეობის მიღებას, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. სულ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ აქციებში მონაწილეობა 800 000-მა ადამიანმა მიიღო. ქვეყნის დედაქალაქში საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ძალადობისა და ვანდალიზმისთვის 45 დემონსტრანტია დაკავებული.
-
“შავი ზღვა ევროკავშირის ინტერსის სფერო ხდება” -დავით ზალკალიანი
საგარეო საქმეთა მინისტრმა ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. დავით ზალკანიანმა მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ბულგარელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ის პოლიტიკური ურთიერთობა, რომელიც საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებობს, ეკონომიკური თანამშრომლობით კიდევ უფრო უნდა განმტკიცდეს. მიღებაზე გამოსვლისას, ზალკალიანმა განსაკუთრებული აქცენტი შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე გააკეთა. მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ბულგარეთის მთავრობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსის წევრები ესწრებოდნენ.
„საქართველოსა და ბულგარეთს გეოგრაფიულად შავი ზღვა აკავშირებს, რომელიც ბუნებრივი ხიდია ჩვენს ქვეყნებს შორის და ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის უნიკალურ შესაძლებლობებს გვთავაზობს. ჩვენ ვაპირებთ ამ პოტენციალის სრულად გამოყენებას, განსაკუთრებით, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში. შავი ზღვა ევროკავშირის ინტერსის სფერო ხდება და შავი ზღვის, როგორც კეთილდღეობისა და განვითარების ზღვის როლი დღითიდღე ძლიერდება. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ ბულგარეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.“- აცხადებს დავით ზალკანიანმა
-
“ტექდათვალიერების არმქონე ავტომობილები არ უნდა დაჯარიმდეს “- ახალი საკანონმდებლო ინიციატივა
ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე გადაადგილების დროს ტექდათვალიერების არმქონე ავტომობილები არ უნდა დაჯარიმდეს. ‘’ევროპული საქართველოს’’ ამ საკანონმდებლო ინიციატივას დავით ბაქრაძე რაიონებში, მოსახლეობას აცნობს. დავით ბაქრაძის განცხადებით, სოფლებში მოსახლეობას მიწის ნაკვეთები, ვენახები და ყანები სოფლიდან მოშორებით აქვთ,სადაც ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდებიან. რთული ეკონომიკური და სოცილური მდგომარეობის გამო უმეტესეობას, ძველი ავტომობილი ყავს ,რომლებიც ტექდათვალიერების სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ. ‘’ევროპული საქართველოს’’ ინიციატივით ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე ასეთი ტრანსპორტის დაჯარიმება არ უნდა მოხდეს.
-
ზუგდიდში ლიბერთი ბანკის ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს
ზუგდიდში ლიბერთი ბანკის ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს. ლიბერთი ბანკის გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ფილიალის ინკასაციის მანქანა ორმა თავდამსხვმელმა მაშინ დააყაჩაღა, როცა ის ფილიალში შედიოდა. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილია ინკასატორი. გატაცებულია თანხა. თანხის ზუსტი ოდენობა უცნობია. უცნობია თავდამსხმელების ვინაობაც. პოლიცია მათ დადგენაზე მუშაობს. ამოღებულია მიმდებარე ტერიტორიებიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. დაჭრილი ინკასატორი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაიით ის წვივის არეშია დაჭრილი და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. -
კობახიძის სასჯელი: ეკა ბესელიას მივლინებაში არ უშვებენ
უმრავლესობის დატოვების შემდეგ ეკა ბესელია ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის სიიდან ამოიღეს და მივლინებაში, საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად არ უშვებენ. ამჟამად თავად პარლამენტის თავმჯდომარე მივლინებაშია, თუმცა ეკა ბესელიამ მისი მოადგილის, ილია ნაკაშიძის მიერ ხელმოწერილი წერილი მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ მას მუდმივმოქმედი კომისიის წევრის სტატუსი შეუწყდა.
ბესელია ამბობს, რომ მუდმივი კომისიიდან დეპუტატის დათხოვნა არა ერთპიროვნული, არამედ პარლამენტში კენჭისყრით მისაღები საკითხია
ეკა ბესელია დელეგაციის შემადგენლობაში ქართული ოცნების კვოტით იყო წარმოდგენილი. საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ უმრავლესობის და ფრაქციის დატოვება დელეგაციაში სტატუსის შეწყვეტის საფუძველია, დელეგაციის შემადგენლობაში ცვლილება განხორციელდება და უახლოეს პლენარულ სხდომაზე ეკა ბესელიას სხვა წევრით ჩაანაცვლებენ. თუმცა პარლამენტს ეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, ამის მიუხედავად ბესელიას წევრობა უკვე შუწყდა. ბესელია ამ გადაწყვეტილებას არასერიოზულ მიდგომას უწოდებს და ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი პოლიტიკური და პირადი მოტივებია.
-
კალაძის ფეისბუქ ლაივი (ვიდეო)
თბილისის მერი კახა კალაძე ფეისბუქლაივით განსახორცილებელ გეგმებზე საუბრობს. მისი თქმით, თბილისის გენგეგმის ახალი ვარიანტი უკვე მზად არის და ის საკრებულოს გადაეგზავნა. თბილისის მერი ზონალური პარკირების სისტემას განმარტავს და სატრანსპორტო პოლიტიკის დეტალებზე საუბრობს. “მომდევნო დღეებში, კვირებში და თვეებში ჩვენი ქალაქი გახდება ყველაზე უსაფრთხო ქალაქი, ყველაზე მოწერიგებული ქალაქი და ყველაზე კომფორტული ქალაქი, სადაც მოქალაქეები უპრობლემოდ შეძლებენ გადაადგილებას” – აცხადებს კალაძე.