Category: არქივი
-
მამუკა ხაზარაძემ მუქარის წერილი მინისტრ გახარიასგან მიიღო – ხაზარაძის სკანდალური განცხადება
რა წერილი მიიღო მამუკა ხაზაარძემ არჩევნების მეორე ტურის წინ – “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა ამის შესახებ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. დეპუტატების მხრიდან შეკითხვის შემდეგ, ხაზარაძემ დააკონკრეტა, რომ ამ წერილის ავტორი გიორგი გახარია იყო.
“არ ვაპირებთ სენსაციებით მოქმედებას, წერილების გამოქვეყნებას და წერილების ფრიალს. არ გვინდა პოლიტიკურ დებატებში ჩავერიოთ. ალბათ აზრი არ აქვს კომისიას დაველოდო. მუქარის წერილი გახარიასგან იყო მოწერილი. შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ პოლიტიკური ამბიციები გვაქვს. ჩვენ პოლიტიკურ პროცესებში ჩარეული არ ვართ. ეტყობა, ვიღაცას არ მოვეწონეთ და ეს ყველაფერი, რაც ხდება, ამიტომ ხდება. განცდა სიმართლის, არ არის. ქართული ბიზნესი, აი ამ სტერეოტიპით არის უკვე შეპყრობილი. სათქმელი იცით რამდენი აქვთ, მაგრამ ოთახებში და კულისებში მიიღება გადაწყვეტილება. მოდით რა, თვალებში ვუყუროთ ერთმანეთს. აქ არ ვარ მოსული, რომ ან ოპოზიციის, ან პოოზიციის გული მოვიგო. ამ ქვეყნიდან მე არ წავალ, მე იმიტომ მოვედი თქვენთან, რომ თქვენ დაეხმაროთ არა მარტო მამუკა ხაზარაძეს. არ მაინტერესებს ნოლები ანგარიშზე, თუ არ იქნება თავისუფლება. პროკურატურა არ უნდა გვაშანტაჟებდეს პრესკონფერერნციებით. არ დავთმობთ ერთი წამით და ერთი ნაბიჯით არც წავალთ უკან. საბჭოთა “კაგებეშნიკერი” პრაქტიკა, რომ ვიღაცას თავს ლაფი დაასხან და მერე მიდის გამოძიება და იდება თაროზე, უნდა დამთავრდეს. ადამიანებს არ აქვთ საშუალება, პასუხი გასცეს, ეს უნდა შეწყდეს. ან ბრალი დააყენონ, ვინ არის დამნაშავე, ან საკითხი შეწყვითონ. თაროზე არ შემოვადებინებთ ამ საქმეს”.
-
არჩევნების წინ, ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მუქარის წერილი მივიღე – ხაზარაძე
რა წერილი მიიღო მამუკა ხაზაარძემ არჩევნების მეორე ტურის წინ – “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა ამის შესახებ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
მამუკა ხაზარაძის თქმით, აღნიშნული წერილი მას აქვს.
“არჩევნების მეორე ტურის წინ მე ვიღებ წერილს ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, რომელიც მუქარით, პირდაპირი მუქარით გვეუბნება, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე. მე ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი წერილი დაწერეს და ეს ყველაფერი სიტყვიერად არ გვითხრეს. იქ იყო მოთხოვნები, რომელიც რა თქმა უნდა, ჩვენ არ შევასრულეთ, ამიტომ ახლა მე გეტყვით, ბოლოს დასკვნაში, როგორ მინდა გთხოვოთ, რომ ეს პროცესი წავიდეს. ამის მერე თქვენ იცით მოვლენების განვითარება რაც მოხდა”, განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
-
ხაზარაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს
პარლამენტში “თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საკომიტეტო მოსმენა მიმდინარეობს. გამოსვლის მიწურულს ხაზარაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა.
“თიბისი ბანკის” საქმეზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიმართვის საფუძველზე გენერალურმა პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით გამოძიება დაიწყო. ევროვნულმა ბანკმა კი 14 თებერვალს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე,”თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა. ხაზარაძის და ჯაფარიძის ხაზარაძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დატოვეს და განაცხადეს, რომ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას განაგრძობენ.
“თიბისიმ“ ეროვნულ ბანკთან სასამართლო დავა შეწყვიტა და 1 მლნ ლარის გადახდას დათანხმდა, თუმცა ხაზარაძე და ჯაფარიძე სასამართლო დავას ინდივიდუალურად აგრძელებენ. -
დეპუტატი 6 მილიონით ქართუ ბანკში და 270 000 ევროს საათებით უმრავლესობიდან მიდის
შოთა შალელაშვილმა ფრაქცია “მრეწველები” დატოვა. თუმცა ჯერჯერობით უმრავლესობიდან ოფიციალურად არ გასულა.შოთა შალელაშვილი ქართული ოცნების სიით პარლამენტში 2016 წელს მოხვდა. მანამდე მას პოლიტიკასთან არაფერი აკავშირებდა. ის ქართული ოცნების სიაში კერძო ბიზნესიდან მოხვდა. იყო შპს “სავინიონის“ დირექტორი. მანამდე შპს “სანტარეას“ დირექტორი 2009–2014 წლებში. მანამდე, 2005-2009 წლებში “ტრანსსერვისის“ დირექტორი.შოთა შალელაშვილმა მედიის ყურადღება საკუთარი ქონებრივი დეკლარაციებით მიიპყრო, რომლის შევსება გადეპუტატების შემდეგ დაიწყო. გაირკვა, რომ ის ქართული ოცნების სიაში ერთ– ერთი უმდიდრესი დეპუტატია. ბოლო დეკლარაცია შალელაშვილმა 2018 წლის დეკემბრის ბოლოს შეავსო. დეკლარაციიდან ჩანს, რომ მას ბანკ ქართუში ექვსი ანგარიში აქვს, რომლებზეც ჯამში 6 მილიონი დოლარია განთავსებული.შედარებით მცირე თანხები აქვს სხვა ბანკებში: თიბისი ბანკში – 40 000 ევრო და 852 დოლარი.BANK LEUMI ISRAEL –ში კი 214 048 დოლარი და 17 346 შეკელი, რაც დაახლოებით 6595 დოლარია.გრაფა, რომელშიც მისი ან ოჯახის წევრების 1500 ლარს ზევით ნებისმიერი შემოსავალ–გასავალი უნდა იყოს აღრიცხული, ცარიელია.ცარიელია 500 ლარს ზევით ღირებულების საჩუქრების გრაფაც.პარლამენტის წევრობიდან მიღებულმა ხელფასმა ბოლო ერთი წლის მანძილზე 48 158 ლარი შეადგინადეკლარანტის და მისი ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ გრაფა ცარიელია. არ ფლობს ფასიან ქაღალდებს.ნაღდი ფულის სახით შოთა შალელაშვილს 10 000 დოლარი აქვს . წყაროდ მითითებულია დანაზოგი,ასევე 1000 შვეიცარული ფრანკი. მეუღლეს , ირა ფიჩხაძეს კი ნაღდი ფულის სახით 6000 დოლარი აქვს. წყაროდ ამ შემთხვევაშიც დანაზოგი აქვს მითითებული.საინტერესოა მოძრავი ქონების გრაფა, სადაც დეპუტატს ავტომობილები და სხვა ნივთები აქვს მითითებული.2012 წელს მან დაახლოებით 300000 დოლარად MERCEDES S-500 შეიძინა.ყავს ასევე 2009 წელს 55 000 დოლარად შეძენილი NISSAN TEANA2013 წელს 120 000 დოლარად შეძენილი MERCEDES GL-4502014 წელს 220 000 დოლარად შეძენილი AUDI S8.2017 წელს 153 000 ევროდ შეიძინა Mercedes-Maybach S 5602008 წელს 3 მილიონ დოლარად შეიძინა 4 ფერწერული ტილო.2014 წელს კი 270 000 ევროდ 3 მაჯის საათი შეიძინა.შთამბეჭდავია მისი მეუღლის, ირა ფიჩხაძის სამკაულების სია.ბეჭედი 3 ცალი 2012 ნასყიდობა 120000 EURსაყურე 2 ცალი 2013 ნასყიდობა 160000 EURსამაჯური 3 ცალი 2014 ნასყიდობა 150000 USDყელსაბამი 2 ცალი 2010 ნასყიდობა250000 GBPსაათი 3 ცალი 2009 ნასყიდობა 120000 EURჯამში ირა ფიჩხაძის სამკაულების ღირებულება 400 000 ევროს, 150 000 დოლარს და 250 000 ბრიტანულ ფუნტს შეადგენს.შოთა შალელაშვილი ფლობს უძრავ ქონებას ისრაელში – ბინას და მიწის ნაკვეთს საერთო ღირებულებით დაახლოებით 10 500 000 დოლარი.ბინას მოსკოვში ღირებულებით 1 390 000259 კვ. მ. ბინას თბილისში, ტარას შევჩენკოს ქუჩაზე ღირებულებით 480 000 დოლარი.600 კვ. მ. მიწის ნაკვეთი სამტრედიაში კი მემკვიდრეობით მიიღო.მის მეუღლეს, ირა ფიჩხაძეს 100 % იან საკუთრებაში მითითებული აქვს 4 მიწის ნაკვეთი და 3 არასაცხოვრებელი ფართი ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე.თითოეულის ფართი 281 000 კვ. მ –ია. და ყველ მათგანი დეკლარაციის მიხედვით 2016 წელს არის ნაჩუქარი. -
წავკისი-თბილისის გზაზე ავარიას 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევას წავკისი-თბილისის გზაზე, 3 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 18, 20 და 23 წლის ბიჭები დაბადების დღიდან თბილისში ბრუნდებოდნენ.
მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა, კედელს დაეჯახა და ამოტრიალდა. მგზავრები კი მანქანიდან გადმოცვივდნენ.
სამივე ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე გვიანობამდე მობილიზებული იყვნენ სამაშველოს, სასწრაფოს და პატრულის ეკიპაჟები. მიმდინარეობს გამოძიება.
-
“ქართული ოცნების” ოფისში დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება
მმართველი პარტია “ქართული ოცნების” სათაო ოფისში დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. შეხვედრას, რომელიც 16:00 საათზეა ჩანიშნული, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.
მოსალოდნელია, რომ საუბარი იქნება პარტიაში შექმნილ ვითარებაზე და საპარლამენტო უმრავლესობიდან ცალკეული დეპუტატების გასვლის საკითხზე.
-
საქართველოს ევროვიზიაზე ოთო ნემსაძე წარადგენს
პირველი არხის მუსიკალური შოუს, „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული ოთო ნემსაძე გახდა. მეგაშოუს გამარჯვებული საქართველოს სახელით ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ისრაელში რომან გიორგაძის სიმღერით „სულ წინ იარე“ წარდგება.მეგაშოუს გამარჯვებულის გამოვლენა მაყურებლის ხმებზე იყო დამოკიდებული. პირველი არხის მაყურებლებმა გამარჯვებული სატელეფონო ზარებით, მოკლე ტექსტური შეტყობინებებითა და ფეისბუქმესიჯებით გამოავლინეს.“საქართველოს ვარსკვლავის” ფინალისტები იყვნენ ლიზა კალანდია, ოთო ნემსაძე, გიორგი ნაკაშიძე და გიორგი ფრუიძე. მათ შორის მაყურებლის ყველაზე მეტი ხმა ოთო ნემსაძემ მოაგროვა.პროექტი “პირველ არხზე” 5 იანვარს დაიწყო. ევროვიზია 2019 მაისში ისრაელში გაიმართება.