Category: არქივი

  • სროლა მთაწმინდაზე. დაკავებულია ერთი ადამიანი

    საღამოს დაახლოებით რვა საათისთვის სროლის ხმა ისმოდა მთაწმინდაზე, ვეჯინის ქუჩაზე. თვითმხილველების თქმით შუა ხნის მამაკაცმა სამართალდამცავების მიმართულებით ისროლა.
    შინაგან საქმეთა სამინისტროში მთაწმინდაზე მომხდარ ფაქტს ადასტურებენ და განმარტავენ, რომ პოლიცია ყაჩაღობაში ბრალდებულის დაკავებას ცდილობდა, რა დროსაც მან პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. სამართალდამცველებმა კი ჰაერში ისროლეს.
    მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ბრალდებული უკვე დაკავებულია. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.
  • მირზა სუბელიანი საპატრიმროს რამდენიმე თვეში დატოვებს – განაჩენი ხორავას ქუჩის საქმეზე

    ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის ფარგლებში, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანი საპყრობილეს რამდენიმე თვეში დატოვებს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა შეეფარდა, საიდანაც მას 9 თვე უკვე მოხდილი აქვს. გარდა ამისა, დღეს მოსამართლემ სუბელიანს ბრალდება დანაშაულის შეუტყობინებლობიდან, დანაშაულის დაფარვით გადაუკვალიფიცირა. ამ გადაწყვეტილებამდე კი მირზა სუბელიანმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა და მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება კიდევ ერთხელ გამოთქვა.

  • მეც შემიძლია, ვთქვა, რომ მივიღე მუქარის წერილი და დეტალიზაციისგან თავი შევიკავო – მდინარაძე

    ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე თიბისის დამფუძნებლისგან მეტ კონკრეტიკას ელოდა იმ შესაძლო მუქარასთან დაკავშირებით, რომელსაც მამუკა ხაზარაძის თქმით, შს მინისტრ გიორგი გახარიას მუქარის წერილი შეიცავდა. მდინარაძემ “ოცნების” ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრა მოსამართლეთა შერჩევის საკითხს ეხებოდა, ხოლო რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის განცხადებას, მდინარაძე ამბობს, რომ თიბისის დამფუძნებელს წერილის შინაარსი არ გაუსაჯაროებია და ვარაუდებით ვერ ისაუბრებს.

    “მივიღეთ ისეთი პასუხები, რომლებიც კონკრეტული კითხვებისგან არ გამომდინარეობდა, მაგალითად წერილის შინაარსზე, რომელიც არ, თუ ვერ დაადასტურა. როდესაც ადამიანი ამბობს, ისესხა 17 მლნ და არ იცოდა 17 მლნ მისივე ბანკიდან იყო გამოტანილი იმავე დღეს, ამაზეც ვერ მივიღეთ პასუხი. მთავარ კითხვებზე პასუხის ნაცვლად მივიღეთ ბრალდებები”,ამბობს მამუკა მდინარაძე. 

    პოლიტიკოსის განცხადებით, “ის ელოდება მეტ კონკრეტიკას, რომ სინამდვილეს დაემსგავსოს ეს ამბავი”. 

    “ვიდრე გიორგი გახარიასთან მიმართებაში კითხვები გაჩნდება, დეტალები უნდა განმარტოს მის მიმართ ბრალდების ადრესატმა. მეც შემიძლია, ვთქვა, რომ მივიღე მუქარის წერილი და შემდეგ დეტალიზაციისგან თავი შევიკავო – ეს ვინმეს დაბარების საფუძველი არ შეიძლებ გახდეს, მაგრამ ცოტა მეტი კონკრეტიკა შეიძლება ამის საფუძველი გახდეს. დარწმუნებული ვარ, გიორგი გახარია არც ერთ კითხვაზე პასუხისგან არ შეიკავებს თავს”,ამბობს მდინარაძე.  

    “ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით მოიპოვოს იმუნიტეტი. მე წერილებს არ ვწერ. მე სათქმელს პირში ვეუბნები ყველას. პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ბიზნესში. შანტაჟის ენით საუბარი უნდა დასრულდეს. და მიუხედავად შანტაჟის ენით საუბრისა ყველას მოუწევს პასუხი აგოს როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზე.“ – უთხრა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძის ბრალდების საპასუხოდ, რომელმაც პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე შს მინისტრი მუქარის წერილის გაგზავნაში დაადანაშაულა.

  • გიორგი გახარიას პასუხი ხაზარაძეს (ვიდეო)

    {{VIDEO}}“ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით მოიპოვოს იმუნიტეტი. მე წერილებს არ ვწერ. მე სათქმელს პირში ვეუბნები ყველას. პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ბიზნესში. შანტაჟის ენით საუბარი უნდა დასრულდეს. და მიუხედავად შანტაჟის ენით საუბრისა ყველას მოუწევს პასუხი აგოს როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზე.“ –უთხრა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძის ბრალდების საპასუხოდ, რომელმაც პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე შს მინისტრი მუქარის წერილის გაგზავნაში დაადანაშაულა.

  • რას ძველბიჭობ, ელაპარაკე შენნაირ სულელებს, ბიჭო- დაპირისპირება პარლამენტში(ვიდეო)

    {{VIDEO}}საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს უსმენენ, დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც სხდომა დაიხურა.

  • „ნაციონალური მოძრაობა“ გახარიას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს

    საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადებების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, ის რაც ყველამ მოისმინა კომიტეტის სხდომაზე, პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითია. გოცირიძის ვარაუდით, გიორგი გახარიას, მამუკა ხაზარაზესთან ჰქონდა ბევრი მოთხოვნა, მათ შორის- პოლიტიკურიც.
    „ეს არის წარმოუდგენელი თავხედობა, წარმოუდგენელი ძალადობა. მოვითხოვთ, გახარია გადადგეს თანამდებობიდან, მოვითხოვთ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. ეს პროცესი გასცდა საფინანსო სფეროს. ვხედავთ ხელისუფლების ძალადობას ყველა მიმართულებით. დროზე მოეგოს ხელისუფლება გონს, შეწყვიტოს უსამართლო დევნა. ეს იყო გავლენიანი პირების ნეიტრალიზების კამპანია. დღევანდელი მოსმენის შემდეგ, ანაკლიის პროექტის განხორციელების შანსი არის ნული, რაზეც პასუხი უნდა აგონ“- აცხადებს რომან გოცირიძე.
    {{VIDEO}}

  • ყველაფერი, რასაც ვლაპარაკობდი, ხაზარაძემ დაადასტურა – სააკაშვილი

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებებს აფასებს. სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ “შველა უკვე გზაშია-მძევალიც გათავისუფლდება და დამნაშავესაც მიეჩინება თავის ადგილი”. 

    “არაა საიდუმლო, რაც ახლა განაცხადეს-ყველაფერი,რასაც მე ვლაპარაკობდი ნოლო წლები ივანიშვილზე და თიბისი ბანკის ურთიერთობაზე და ქართველი ხალხის ხარჯზე ივანიშვილის გამდიდრებაზე, დღეს ხაზარაძემ საკუთარი პირით დაადასტურა. მან დღეს მინიმუმ, სამი მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში დსაადანაშაულა ივანიშვილი. ქვეყანას მართავს კლასიკური კრიმინალი და მთელი მოსახლეობა მისი მძევალია. შველა უკვე გზაშია-მძევალიც გათავისუფლდება და დამნაშავესაც მიეჩინება თავის ადგილი”.

  • დღევანდელ დღეს აუცილებლად მოყვება დაჭერები– გიგი უგულავა ხაზარაძის გამოსვლაზე

    “თიბისი“ ბანკის დამფუძნებლის, მამაუკა ხაზარაძის გამოსვლას პარლამენტში “ევროპული საქართველოს“ ლიდერი ფეისბუქ სტატუსით ეხმაურება:

    “მამუკა ხაზარაძე იყო აშკარად გულწრფელი და თქვა ბევრი გამაოგნებლი რამ. დღევანდელ დღეს აუცილებლად მოყვება ბრალის წარდგენა- დაჭერები. ბრძოლა იქნება ხანგრძლივი! ამიტომ, ადრე რატომ არ ამოიღე ხმა/იმათ რატომ იცავდი და ასე შემდეგ ახლა არარელევანტურია. სამი ერთმანეთის თანმიმდევრული ამოცანა უნდა გვქონდეს.

    1. კობა გვენეტაძე უნდა ჩამოშორდეს ეროვნულ ბანკს. ის არაა ივანიშვილის საფლავის ქვის მეგობარი და როგორც კი გადადგება მოუწევს საუბარი- რატომ დაახურდავა საკუთარი თავი. არის ეჭვი რომ მას აშანტაჟებენ.
    2. გიორგი გახარია არის არა შსს მინისტრი არამედ Fixer “დამლაგებელი”. მას დავიბარებთ პარლამენტში. ამ გადმოსახედიდან გარდაუვალია მისი გადაყენება.
    3. პარალელურად უნდა შეიქმნას TBC საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისია. პროკურატურამ ნდობა სრულად დაკარგა.
    ოცნებაში დუღილის გათვალისწინებით, ეს ყველაფერი მათ ჩამოშლას ნიშნავს. ამიტომ უკვე დროა მოვემზადოთ არჩევნებისთვის.“ – წერს გიგი უგულავა

  • პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა ჭორაობით მოიპოვოს იმუნიტეტი – გახარიას პასუხი ხაზარაძეს

    შინაგან საქმეთა მინისტრმა მამუკა ხაზარაძის ბრალდებას უპასუხა, რომელმაც დღეს პარლამენტში საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გახარია მეორე ტურის წინ მუქარის წერილის გაგზავნაში დაადანაშაულა:

    “ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით მოიპოვოს იმუნიტეტი. მე წერილებს არ ვწერ. მე სათქმელს პირში ვეუბნები ყველას. პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ბიზნესში. შანტაჟის ენით საუბარი უნდა დასრულდეს. და მიუხედავად შანტაჟის ენით საუბრისა ყველას მოუწევს პასუხი აგოს როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზე.“ –უთხრა ჟურნალისტებს ბრალდების კომენტირებისას შინაგან საქმეთა მინისტრმა.