Category: არქივი

  • ჩინეთის მოქალაქეები ქსენოფობიის პროპაგანდისტმა მედიამ ბულინგის მსხვერპლად აქცია- იმნაძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე საღამოს, ბათუმი-თბილისის მატარებლის გაჩერებას ეხმიანება. მისი თქმით, სამარცხვინო და ქსენობოფიის პროპაგანტისტმა მედიამ ჩინეთის მოქალაქეები ბულინგის მსხვერპლად აქცია.

    პაატა იმნაძე ამ ფაქტს რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში მომხდარ შემთხვევას ადარებს, როდესაც ,,რუსული გავლენების აგენტები” იმ ავტობუსებს დაესხნენ თავს, რომლებითაც ჩინეთიდან მოქალაქეების ევაკუაცია ხორციელდებოდა. ისინი ამბობდნენ, რომ ევაკუაცია ქალაქში ვირუსის გავრცელებას გამოიწვევდა.

    ,,უკრაინაში რაც რუსული გავლენების აგენტებმა ჩაიდინეს, იმას აკეთებენ დღეს ჩვენთან, რაც მატარებელთან დაკავშირებით მოხდა. ჩინეთის მოქალაქეები, რომლებიც 5 კვირაა, გამოსულები არიან და არავითარ რისკს არ ქმნიდნენ, სამარცხვინო და ქსენობოფიის პროპაგანტისტმა მედიამ ბულინგის მსხვერპლად აქცია”,- წერს სოციალურ ქსელში იმნაძე.

    დღეს საღამოს ბათუმი-თბილისის მატარებელი 18:00 საათზე მგზავრების პანიკის გამო არ გავიდა. მგზავრები ამტკიცებდნენ, რომ მატარებელში რამდენიმე ჩინეთის მოქალაქე იყო, რომლებსაც სურდო ჰქონდათ. მათ პოლიციას და სასწრაფოდ გამოუძახეს.

    ექიმების შემოწმების შემდეგ, არც ერთ მათგანს კორონავირუსის სიმპტომები არ აღმოაჩნდა.

  • “ვერ ვიჯერებ შენს ასე ადრე წასვლას”-ჟურნალისტი ინგა სიორიძე გარდაიცვალა

    რეგიონ ფეშენვიკის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ჟურნალისტი ინგა სიორიძე გარდაიცვალა. ის წლების განმავლობაში მძიმე დაავადებას, კიბოს ებრძოდა. სოციალურ ქსელში სიორიძეს ემშვიდობებიან და ოჯახს სამძიმარს უცხადებენ.

    “ვერ ვიჯერებ შენს ასე ადრე წასვლას. ვერ ვიჯერებ, არც მინდა დავიჯერო. ყველას სიკეთეს უკეთებდი უანგაროდ ეხმარებოდი

    მშვიდობით მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა” – წერენ ინგა სიორიძის გვერდზე.

  • თბილისი-ბათუმის მატარებლის მგზავრებს კორონავირუსის სიმპტომები არ აღმოაჩნდათ

    სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, თბილისი-ბათუმის მატარებელში მყოფ ჩინეთის მოქალაქეებს კორონავირუსის სიმპტომები არ აღმოაჩნდათ.

    მათი შემოწმების მიზეზი სხვა მგზავრების პანიკა გახდა, რის გამოც მატარებელი ვერ იძვრებოდა. ისინი ამბობდნენ, რომ ჩინელ მგზავრებს სურდო ჰქონდათ.

    არც ერთ პაციენტს, რომელიც სასწრაფო დახმარების ექიმებმა გასინჯეს, კლინკაში გადაყვანა არ დასჭირდა

  • კალათბურთელთა ნაკრები სერბეთში გამარჯვების შემდეგ თბილისში დაბრუნდა

    საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ბელგრადში, სერბეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ თბილისში დაბრუნდა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა მსოფლიო კალათბურთის ერთ-ერთ გრანდს, სერბეთის ნაკრებს ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში 94:90 მოუგო და ორი მატჩიდან ორი გამარჯვების შემდეგ E-ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.

    თბილისში დაბრუნებულ საქართველოს ნაკრებს აეროპორტში დახვდნენ და ისტორიული გამარჯვება მიულოცეს – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ და სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ.

    კალათბურთელთა ნაკრებმა სერბეთში გამარჯვებამდე სპორტის სასახლეში შვეიცარიის ნაკრები 96:88 დაამარცხა, მომდევნო ოფიციალური მატჩის გამართვა კი 27 ნოემბერს მოუწევს, როდესაც ფინეთის ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდება.

    შეგახსენებთ, რომ ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ერთ-ერთ ჯგუფს თბილისი მასპინძლობს. ჩვენს გუნდს ევროპის ჩემპიონატზე თამაში აქედანვე გარანტირებული აქვს, თუმცა შესარჩევ ეტაპს როგორც სხვა მასპინძელი ქვეყნები, მაინც თამაშობს, რაც გუნდის მწვრთნელებს გუნდის მომზადების და ახალი ტაქტიკური სქემების გამოცდის შესაძლებლობას აძლევს. ნაკრების ახალგაზრდა კალათბურთელები კი სერბეთის დონის გრანდებთან პაექრობით დიდ გამოცდილებას იძენენ.


  • პანიკა თბილისი-ბათუმის მატარებელზე- ორი ჩინელი მგზავრის გამო თბილისიდან მატარებელი ვერ გადის

    ბათუმი-თბილისის მატარებლის მგზავრების პანიკის გამო, მატარებელი ვერ იძვრება. მათი თქმით, მათთან ერთად ორი ჩინეთის მოქალაქე მგზავრობს, რომლებსაც სურდო აქვთ.

    საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, თბილისი-ბათუმის მატარებლის მგზავრების ნაწილმა მიიჩნია, რომ ორ მგზავრს, რომელებიც მათი აზრით, ჩინეთის მოქალაქეები არიან, სავარაუდოდ გრიპის ნიშნები ჰქონდათ, რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ამ დროისთვის დადასტურებული არ არის, იმყოფებოდნენ თუ არა ბოლო დროს ისინი ჩინეთში.

    სასწრაფო დახმარების ორი ჯგუფი უკვე ადგილზეა და მგზავრებს შესაბამისი შემოწმებას უტარებს.

    მატარებელი 18:00 საათზე უნდა გასულიყო, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიძვრება.

  • ,,გათიშულია, აპარატზეა შეერთებული” – ქართველი ,,ლუი ანდერსონი” მძიმე მდგომარეობაშია

    ქართველი ,,ლუი ანდერსონი” – 10 წლის ნიკუშა ჭიჭიკოშვილი მძიმე მდგომარეობაშია.

    მისი მამის ინფორმაციით, ნიკუშას ინსულტი განუვუთარდა, ამჟამად გათიშულია და აპარატზეა შეერთებული. მას დაბადებიდან თირკმელების პრობლემა აქვს და დღემდე გადანერგილი თირკმელით ცხოვრობს, თუმცა, ბოლო 2 დღეა მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. ნიკუშა ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობს.

    ,,2 დღის წინ ნიკუშას ინსულტი დაემართა და თავის ქალა აქვს ახდილი. თირკმლის პრობლები ჰქონდა, მაგრამ ახლა იმდენად რთული სიტუაცია გვაქვს, რომ ეს უკვე მეორე ხარისხოვანია. სიცოცხლისთვის იბრძვის. როგორც ცნობილია, ადამიანს რომელიც დიალეზზეა, დიდი შანსია რომ განუვითარდეს ინსულტი. ნიკუშას შემთხვევაშიც, ინსულტი სავარაუდოდ, დიალეზმა გამოიწვია ” – უთხრა პალიტრავიდეოს ნიკუშას მამამ, ზურაბ ჭიჭიკოშვილმა.

    6 წლის ნიკუშა 2017 წელს ინტერნეტ-ვარსკვლავი გახდა. მან პოპულარობა იმ ვიდეოთი მოიპოვა, რომელიც სკოლაში, პირველი კლასის ზეიმზე გადაუღეს. ნიკუშას მულტფილმის გმირს, ლუი ანდერსონს ადარებენ.

  • თიბისისა და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    თიბისისა და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორმა – ვატო ლეჟავამ და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ – გიორგი თხელიძემ მოაწერეს.

    თანამშრომლობის მემორანდუმი გულისხმობს თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების ცოდნის გამრავალფეროვნებას და მათ ჩართულობას თიბისის კულტურულ-შემეცნებით პროექტებსა და ღონისძიებებში, საჯარო ლექციებში, სემინარებში, ვორქშოპებში.

    ღონისძიებაზე თიბისიმ სტუდენტური პროგრამის – TBC Camp გამარჯვებულები, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები – ზურა თავართქილაძე და ლუკა ახალაძე დააჯილდოვა, რომლებმაც პროექტზე – Abbvie იმუშავეს. გამარჯვებულმა გუნდმა თიბისისგან ჯილდოს სახით ბანკის 100 აქცია მიიღო.

    პროგრამის – TBC Camp მიზანი სტუდენტების მიერ რეალური სამუშაო გამოცდილების მიღება და მათთვის ფინანსური სექტორის უკეთ გაცნობა იყო. TBC Camp 2019 წელს თავისუფალი უნივერსიტეტის მეოთხე კურსის ფინანსების სტუდენტების სასწავლო პროგრამაში ჩაინტეგრირდა. სტუდენტებმა მთელი სემესტრის განმავლობაში სხვადასხვა ეტაპი გაიარეს, რომლებიც თიბისი კაპიტალის საჯარო ლექციებს, სტუდენტებისთვის მიცემულ დავალებასთან დაკავშირებული ბიზნეს-ქეისების განხილვასა და თიბისის წარმომადგენლებთან კონსულტაციებს აერთიანებდა. ბოლო ეტაპზე სტუდენტებმა ჟიურის წინაშე საბოლოო საინვესტიციო პროექტები წარადგინეს.

    ახალი თაობა, ახალგაზრდებისთვის მათ ინტერესებზე მორგებული შესაძლებლობებისა და ცოდნის გაზიარება, თიბისის ერთ-ერთი მთავარი პრიორიეტეტია. ამ მიმართულებით თიბისი რამდენიმე წელია სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.

    200 სტიპენდიატი

    თიბისის სტიპენდიატები თიბისის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. უკვე მეორე წელია, სხვადასხვა ორგანიზაციასთან, სკოლასთან თუ კერძო პირთან ერთად, თიბისი არჩევს ნიჭიერ ბავშვებს, რომლებსაც განვითარებისათვის ფინანსური ხელშეწყობა ყველაზე მეტად სჭირდებათ. პროექტმა ყველა სფერო და მთელი საქართველო მოიცვა – თიბისიმ პატარა გამომგონებლები, მათემატიკოსები, მოცეკვავეები, მხატვრები, მუსიკოსები, სპორტსმენები იპოვა, რომლებიც ყოველთვიურ სტიპენდიას იღებენთიბისი

    სტატუსის პროექტი – Status Donates

    Statusdonates.ge პირველი ქართული საქველმოქმედო ონლაინ პლატფორმაა, რომელიც თიბისი სტატუსისა და მისი მომხმარებლების სახელით, ახალ თაობას განვითარებასა და წარმატებაში უწყობს ხელს. პროექტის ფარგლებში ამ დროისთვის 30 ბენეფიციარის სწავლა დაფინანსდა.

    საგანმანათლებლო ექსკურსიები

    თიბისის ორგანიზებული და მხარდაჭერილი გამოფენების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებს გიდის თანხლებით, საგანმანათლებლო ტურები და ვორქშოპები უტარდებათ.

    პარტნიორობა განათლებისთვის

    თიბისი ახალი თაობის წარმომადგენლებს მათ ინტერესებზე მორგებულ ღონისძიებებსა და შეხვედრებს სთავაზობს. მაგალითად, ამ ინიციატივის ფარგლებში, თიბისის სტიპენდიატებს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი ფინანსური განათლების შესახებ, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტი – ლადო აფხაზავა კი, სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ ესაუბრა.

    პარტნიორობა განათლებისათვის

    თიბისი წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერია, რომლის ფარგლებშიც კომპანია პატარა მკითხველებს გასართობ-შემეცნებით პროგრამებს სთავაზობს.

    ასევე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებული ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულმა გუნდმა, თიბისის ფინანსური მხარდაჭერით, აშშ-ში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიიღო მონაწილეობა.

    სპეციალური შეთავაზებები

    საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და სპეციალური საჩუქრების გარდა, სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ თიბისის მოსწავლის #1 ბარათით ისარგებლონ.

  • ბებიას რომ ერთი რაღაცა ჰქონდეს, ბაბუა იქნებოდა- ვაშაძე მერაბიშვილის ენმ-ში შესაძლო გაწევრიანებაზე

    ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილს პარტიაში გაწევრიანების საკითხზე ენმ-სთვის არ მიუმართავს.

    „ჩემთვის არ მოუმართავს ჯერ და არ უთქვამს თავის გეგმებზე არაფერი და როგორ გიპასუხოთ?“,- ამბობს ვაშაძე.

    კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ ვანო მერაბიშვილი მიმართავს „ნაციონალურ მოძრაობას“, მიიღებენ თუ არა მას პარტიაში, გრიგოლ ვაშაძე პასუხობს:

    „იცით რა, ბებიას რომ ერთი რაღაცა ჰქონდეს, ბაბუა იქნებოდა, ამიტომ ნუ მესაუბრებით იმაზე, რაც რეალობაში არ ხდება… როცა რეალობა იქნება, მერე მომეცით შეკითხვა. ჩემთან არანაირი კონტაქტი, არავითარი ზარი, თხოვნა, ან აზრის გაზიარება და გეგმის დასახვა არ ყოფილა.”

    ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო 20 თებერვალს დატოვა. გათავისუფლების შემდეგ მან თქვა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩართავს აპირებს, თუმცა ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რომელ პოლიტიკურ პარტიას შეუერთდება.

  • თიბისი IT აკადემია UX-ის კურსზე სტუდენტების მიღებას იწყებს

    თიბისი IT აკადემიაში UX (User Experience/მომხმარებელთა გამოცდილება) Boot camp-ის კურსზე რეგისტრაცია დაიწყო. სწავლა მარტში დაიწყება და UX-ით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, უსასყიდლოდ შეისწავლონ ახალ პროფესია ან ამ მიმართულებით საკუთარი ცოდნა გაიღრმაონ.

    კურსს სპეციალურად მოწვეული უცხოელი მენტორები გაუძღვებიან, რომლებიც კვირაში 5 დღის განმავლობაში, ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული სწავლების მეთოდით, სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემენ რეალურ პროექტებზე იმუშაონ.

    კურსზე მოსახვედრად სტუდენტებმა რეგისტრაცია ონლაინ უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე – https://forms.gle/txFTHChXTDrG1bsU7 . აპლიკანტების შერჩევა ჟიურის მიერ გასაუბრების და ტესტირების შემდეგ მოხდება.

    საგანმანათლებლო პლატფორმა, ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია თიბისიმ 2019 წელს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში წამოიწყო. IT აკადემიის მიზანი ახალი თაობის განათლების ხელშეწყობა და მათთვის ისეთი ცოდნის გაზიარებაა, რაც პროფესიონალებად ჩამოყალიბებისა და მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.

    2019 წელს თიბისი IT აკადემიაში უკვე 120-მა ახალგაზრდამ გაიარა Front-end და Back-end development ის კურსები. ყველა წარმატებული სტუდენტი თიბისი ჯგუფში სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმდა. 2020 წელს აკადემიაში 200-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს განათლებას. დაგეგმილია სტუდენტებისთვის ტექნოლოგიების მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიების და კონკურსის ჩატარებაც.

    2020 წლის გაზაფხულზე, UX-ის გარდა, თიბისი IT აკადემიაში Android და IOS development-ის კურსებზეც დაიწყება სწავლა. დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულებზე შეუძლიათ:

    · IOS Bootcamp- https://forms.gle/dJrYBQGA846QFvKJ7;

    · Android Bootcamp – https://forms.gle/BPdZ3UkR8tCB17Wd8.

  • მალხაზ მაჩალიკაშვილი კიევში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

    პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ადასტურებს, რომ  კიევში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

    „დიახ, კიევში მე შევხვდი ბატონ მიხეილ სააკაშვილს და არამხოლოდ მას, შევხვდი სხვა ადამიანებსაც. ზოგადი საუბარი იყო, ბევრი ვისაუბრეთ, განვიხილეთ არსებული პრობლემები საქართველოში, ამ სახელმწიფოს მიერ დაჩაგრული და განადგურებული ჩემი ცხოვრება განვიხილეთ. ისიც განვიხილეთ, ამ ორი წლის განმავლობაში რა ჯოჯოხეთსაც გავდივარ. ზოგადად, შევეხეთ პოლიტიკასაც და არჩევნების თემასაც. ამ ადამიანს პირველად შევხვდი. კიევიდან დავბრუნდი, მაგრამ საქართველოში ჯერ არ ჩამოვსულვარ. ამას მნიშვნელობა არ აქვს, მე ვიყავი ინიციატორი, თუ ბატონი მიხეილ სააკაშვილი. სხვა საქმეზე ვიყავი უკრაინაში, კიევში ჩასული და მსოფლიოში ცნობილ რეფორმატორს და მაღალი დონის პოლიტიკოსს რომ შევხვდებოდი, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ყველა ხედავს, როგორ უსამართლოდ მებრძვის დღევანდელი ხელისუფლება და „ქართული ოცნება“, ეს ადამიანს კი არა, მთასაც დაანგრევდა. შევეცდები მშვიდობიანი გზით ჩემი სიმართლე დავადგინო. პოლიტიკაზე და პარტიაზე არ ვფიქრობ“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

    მალხაზ მაჩალიკაშვილი კიევში გაემგზავრა