Category: არქივი

  • ,,ზოგი საწოლში გარდაიცვალა”- ესპანეთში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ მოხუცთა თავშესაფრებში მიტოვებული ცხედრები იპოვეს

    ესპანეთის არმიამ მოხუცთა თავშესაფარში მათი ცხედრები იპოვა.

    ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, თავშესაფრის პერსონალმა ადგილი დატოვა, მოხუცები კი უყურადღებოდ დარჩნენ. ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

    ესპანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ჯარმა ცხედრები ,,გარკვეული ვიზეტების დროს აღმოაჩინა, ზოგიერთი საწოლში იყო დაღუპული”.

    გარდაცვლილი მოხუცები მორგში მუნიციპალური დამკრძალავი სერვისის სპეციალურად აღჭურვილმა თანამშრომლებმა უნდა გადაიყვანონ.

    მადრიდში მდებარე “ყინულის სასახლეს” დროებით მორგად გამოიყენებენ, სადაც კორონავირუსიგან გარდაცვილითა ცხედრებს დაასვენებენ მანამ, სანამ მათ დამკრძლავი ბიუროების წარმომადგენლები მიაკითხავენ.

    ესპანეთში ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით მესამე ქვეყანაა. ჩOVID19-ით 2311 ადამიანი გარდაიცვალა, 35 ათასზე მეტი კი ინფიცირებულია.

  • ავსტრიელი მფრინავი, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა ბათუმის აეროპორტიდან გვიან ღამით სპეცრეისით გაფრინდა

    ავსტრიელი პილოტი, რომელსაც გუშინ COVID-19 დაუდასტურდა, ბათუმის აეროპორტიდან გვიან ღამით სპეციალური ავიარეისით გაფრინდა. ინფიცირებული ავსტრიის მოქალაქეა და პილოტის გადაყვანა სწორედ ავსტრიამ მოითხოვა.

    ის საქართველოში 6 დღის წინ ჩამოვიდა. გავრცელებული ინფორმაციით, პილოტმა სპეცრეისით საფრანგეთიდან საქართველოს მოქალაქეები ჩამოიყვანა და სასტუმრო Hilton-ში დაბინავდა.

    ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და გუშინ დილით ტემპერატურის გამო ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს, მალევე ავსტრიელ მფრინავს კორონავირუსი დაუდასტურდა.

  • “ვაქცინას ჭირდება ბევრი დრო. მანამდეც არ ვართ უძლურები”–ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

    კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი მსოფლიოში ყოველდღიურად იზრდება და ის უკვე 167 ქვეყანაშია გავრცელებული. ამერიკელი, გერმანელი, ფრანგი, ებრაელი და ჩინელი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ ვაქცინის შესაქმნელად, თუმცა არსებობს მედიკამენტების ტესტირების წესები და ვადები, რომელთა დარღვევა ვერ მოხდება. ჯანდაცვის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი,მაიკ რაიანი ბიბისი–სთან ინეტვიუში ამბობს, რომ  ვაქცინის შემუშავებას, დატესტვას და მისი დიდი რაოდენობით გამოშვებას დაახლოებით ერთი წელი ჭირდება, თუმცა არსებობს გზები რომ ვირუსისგან ადამიანების განკურნება მოხდეს.

    “უნდა ვიყოთ რეალისტები. ვაქცინას სჭირდება დიდი დრო, ტესტირებები, უნდა დადასტურდეს, რომ არის უსაფრთხო და არის ეფექტური ყველასთვის. ამის შემდეგ კი გვჭირდება ვაქცინების დიდი რაოდენობა ყველასთვის. ჩვენ ვსაუბრობთ დაახლოებით ერთ წელზე. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ახლა არ შეგვიძლია დახმარება გავუწიოთ ადამიანებს და ვუმკურნალოთ მათ.  ჩვენ შეგვიძლია ახლაც გადავარჩინოთ ათასობით ადამიანი.”

    ოფიციალური მონაცემებით დადგენილია, რომ ახალი კოროანვირუსის რისკ ჯგუფში ახალგაზრდები და ბავშვები არ არიან და ძირითადად ლეტალურ შედეგი მოხუცებში დგება, თუმცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ეს არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდები კორონავირუსით არ ინფიცირდებიან.

    “არ არის მართალი რომ ახალგაზრდები არ ინფიცირდებიან. მეტიც ისინი ინფიცირდებიან და არა მარტო ახალგაზრდები ასევე ბავშვები, მაგრამ ისინი არ არიან რისკ ჯგუფში. ჩვენი დაკვირვებებით მათი უმრავლესობა გამოჯანმრთელდა. მაგრამ სამწუხაროდ, არის ცუდი სიახლეებიც, ინტენსიურ თერაპიაში მაგალითად იტალიაში სამიდან ორი არის 70 წელს ქვემოთ. ციფრებით გვიჩვენებს, რომ ინფიცირებულების 12% იტალიაში არის 50 წლამდე ასაკის.

    თუ ჩვენ არ გამოვიყენებთ მძლავრ ზომებს რომელიც შეამცირებს გავრცელებას მივიღებთ ცუდ შედეგებს. ამიტომ უნდა მივიღოთ მაქსიმალური ზომები და შევზღუდოთ ადამიანების კონტაქტი ერთმანეთთან. ჩვენ მთელი ძალისხმევა უნდა ჩავრთოთ და გამოვიკვლიოთ ინფიცირებულის ყველა შესაძლო კონტაქტი სხვა ადამიანთან და ჩავუტაროთ მათ ტესტირება. არ არის საჭირო ყველა ადამიანს ჩაუტარდეს ტესტი, ყურადღება უნდა გამახვილდეს, მათზე ვისზეც არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა იყოს დაინფიცირებული“–ამბობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, მაიკ რაიანი.

  • ნუ უყურებთ ტელევიზორს და კორონავირუსი არ დაგემართებათ – რუსი დეკანოზი წირვაზე ნიღბით მივიდა (ვიდეო)

    რუსეთში ეკლესიაში წირვის დროს დეკანოზი ანდრეი ტკაჩევი რესპირატორული ნიღბით მივიდა. როდესაც შეკრებილმა საზოგადოებამ დეკანოზი ნიღბით დაინახეს სიცილი დაიწყეს რაზეც მან უპასუხა : 

    „ნეტავ ასე იცინოდეთ ასეთ უსინდისო საზიზღრობებზე მთელი ცხოვრება. მე მინდოდა ასე, ასეთია ჩემი კაპრიზი. ვფიქრობ, რომ ეს ფსიქოზია. მიმიფურთხებია თქვენს ფსიქოზზე. თქვენ ეშმაკისეულებო ყველაფრის უფლება ხომ გაქვთ, მაშინ მე რატომ არ შემიძლია გავიცინო თქვენს საძაგლობაზე?“, – უპასუხა დეკანოზმა ჟურნალისტებს.
    – თქვა დეკანოზმა და ნიღაბი მოიხსნა.

    ამის შემდეგ  კი ანდრეი ტკაჩოვმა მრევლს ურჩია, რომ ტელევიზორს ნაკლებად უყურონ და კორონავირუსი არ დაემართებათ. 

    {{VIDEO}}

  • პანდემია სულ უფრო სწრაფად ვრცელდება– ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

    Covid-19–ის მიერ გამოწვეული პანდემია პლანეტაზე სულ უფრო სწრაფი ტემპებით ვრცელდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰან გებრეიესუსმა განაცხადა.

    “პირველი შემთხვევის დადგენიდან იმ მენტამდე, სანამ დაავადებულთა რიცხვი 100 000–ს მიაღწევდა, 67 დღე გავიდა. 100 ათასიდან 200 ათასამდე 11 დღე. მესამე 100 ათასი შემთხვევა კი სულ რაღაც ოთხ დღეში გამოჩნდა“ –განაცხადა მან ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.

    ამჟამად დაავადება მსოფლიოს მაშტაბით 366,946 ადამიანს აქვს დადასტურებული. გარდაცვლილია 16 000–ზე მეტი. გამოჯანმრთელდა 101,065 ადამიანი.

  • “გვყავდა მარნეულელი თანამშრომლები”- „ევოლუშენ გეიმინგის“ თანამშრომელი

    კომპანია, რომელიც ცოტა ხნის წინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტით დადგენილი შეზღუდვების შეუსრულებლობის გამო დახურა, ონლაინ კაზინოების პროვაიდერი „ევოლუშენ გეიმინგია“.

    კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, მათი თანამშრომლები, რომლებსაც დღეს ტემპერატურა დაუფიქსირდათ, მარნეულის მცხოვრებლები არიან და სამსახურში გუშინდელ დღემდე დადიოდნენ.  მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პირები, სავარაუდდოდ, საავადმყოფოში არიან მოთავსებულები.

    „ჩვენ ჯერჯერობით ინფორმაცია საერთოდ არ გვაქვს, რატომ დაგვკეტეს და რა მოხდა, ვიცი, რომ გვყავდა მარნეულელი თანამშრომლები, რომლებიც გუშინდლამდე ჩვეულებრივ მუშაობდნენ და უახლესი მოვლენების გათვალისწინებით საფრთხეს შეიცავდა მუშაობა, მე ვისაც ვესაუბრე შენობაში, მითხრეს, სამთავრობო სამსახურებმა, ანუ ,სავარაუდოდ, საგამოძიებოს გულისხმობდნენ, დაგვხურეს, არაა უსაფრთხო გარემოო. გიდასტურებთ, რომ სიცხიანი თანამშრომელი აღმოაჩინეს, მაგრამ აქვს თუ არა „კორონავირუსი“ არ დადასტურებულა.

    „მითითებები არავისგან ჯერჯერობით არ მიგვიღია, მეტიც დაკეტვას არ აპირებდნენ შემოიღეს, დისტანცირების წესები, რიგში თუ გასახდელში, საჭმელ თუ მოსაწევ ადგილებში გვეკრძალებოდა 1 მეტრზე ახლოს მიახლოება ერთმანეთთან და დღეს დახურეს საგამოძიებომ, თორემ თვითონ არ მიუღიათ ეგ გადაწყვეტილება, თავადაც ცოტა დაბნეულები იყვნენ. ერთადერთი გვითხრეს, წადით სახლში და დაელოდეთ ოფიციალურ განცხადებასო. რაც შეეხება თვითიზოლაციას, თანამშრომელთა უმრავლესობამ დამოუკიდებლად მივიღეთ ეგ გადაწყვეტილება და ორი კვირით ვრჩებით სახლში“,- განაცხადა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

  • საქართველო თქვენ გვერდით არის! – თბილისის ანძა იტალიის ფერებში განათდა

    კორონავირუსთან ბრძოლაში იტალიის მხარდასაჭერად თბილისის ანძა იტალიის დროშის ფერებში განათდა.

    “საქართველო თქვენ გვერდით არის! ჩვენ გვჯერა იტალიის გამარჯვების”!- ეს არის გზავნილი, რომელსაც ქართველი ხალხი იტალიელებს უგზავნის.

  • “ჩინეთი საქართველოს დაეხმარება ეპიდემიის პრევენციასა და კონტროლში“–ჩინეთის ელჩი საქართველოში

    ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – ლი იენი საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ჩინეთის ბრძოლა ახალ კორონავირუსთან ეფექტურია და ის ახლა მზად არის სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს დაეხმაროს:

    “პრეზიდენტ სი ძინფინგის მეთაურობით, ჩინეთის მთავრობამ გადამწყვეტი ზომები მიიღო, ყველაზე მკაცრი, ყოვლისმომცველი და რადიკალური ღონისძიებები გაატარა, ხოლო ჩინეთის 1.4 მილიარდიანი მოსახლეობა ერთ მუშტად შეიკრა, სახლში დარჩენისა და იზოლაციის დაცვისაკენ ხელისუფლების მოწოდებას აქტიურად გამოეხმაურა და ეპიდემიის შესაჩერებლად ბრძოლაში თითოეული მოქალაქე ჩაერთო. ჩინეთის მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა დადებითი შედეგი გამოიღო, ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, წარმოება და ცხოვრება სწრაფად უბრუნდება ჩვეულ კალაპოტს. გარდა იმპორტირებული შემთხვევებისა, ჩინეთში შიდა გადაცემით გამოვლენილ დაავადებათა შემთხვევა ნულის ტოლია, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა უკვე 70 000-ზე მეტია.

    ჩინეთმა ფაქტობრივი ქმედებებით დაამტკიცა, რომ ახალი კორონავირუსის ეპიდემია კონტროლირებადი და განკურნებადია, ხოლო ჩინური მხარის მიერ გატარებული ღონისძიებები სწორი და ეფექტურია. ჩინეთის მიერ ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისათვის გატარებულმა სამუშაოებმა საერთაშორისო საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეიესუსის თქმით, ჩინეთმა ეპიდემიის ქვეყნის შიგნით გავრცელების მართვასთან ერთად, მის სხვა ქვეყნებში გავრცელებასაც შეუშალა ხელი და მსოფლიოს მოსამზადებლად ძვირფასი დრო მოაგებინა.

    ჩინეთი მოუდუნებლად გააგრძელებს როგორც ქვეყნის შიგნით ეპიდემიის მართვას, ასევე სხვა ქვეყნებთან ეპიდემიასთან ბრძოლაში საერთაშორისო თანამშრომლობას, გაუზიარებს მათ ეპიდემიასთან ბრძოლისა და განკურნების გამოცდილებას, რათა ერთობლივი ძალებით ვუპასუხოთ გლობალური პანდემიის გამოწვევებს. პანდემიამ სახელმწიფო საზღვრები არ იცის. ეს ეპიდემია მთელი მსოფლიოსათვის სერიოზული გამოწვევაა და საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებულ ძალისხმევასა და რეაგირებას მოითხოვს. ეჭვს იწვევს ზოგიერთი ქვეყნის მცდელობა, რომ ტალახში ამოსვაროს ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩინეთის მიერ გაწეული ძალისხმევა და ჩირქი მოსცხოს გლობალურ საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ჩინეთის წვლილს.

    ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირებისთანავე, საქართველოს მთავრობამ ეს სერიოზულად მიიღო, სწრაფი რეაგირება მოახდინა, გადამწყვეტი ზომები გაატარა, გაზარდა პრევენციისა და კონტროლის დონე და უზრუნველყო ეპიდსიტუაციის შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება. ყოველივე ამას ჩინეთი დადებითად აფასებს. მჯერა, რომ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობითა და ქართველი ხალხის ერთობლივი ძალისხმევით, საქართველო ეპიდემიას მალე დაამარცხებს. ჩინეთი, როგორც მეგობარი ქვეყანა, მზადაა აქტიური დახმარება გაუწიოს საქართველოს ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

    ჩინური მხარე გააგრძელებს ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის სფეროში საქართველოსთვის გამოცდილების გაზიარებას. ქართული მხარის თხოვნის საპასუხოდ, ჩინეთმა თებერვლის თვეში უკვე მიაწოდა მასალები ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის, ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიების, ინფიცირების შემთხვევების გამოვლენის და სხვ. შესახებ. თებერვლის შემდეგ კი, უკვე რამდენჯერმე გადავეცით ამ მასალების განახლებული ვერსიები.

    ჩინეთის მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება ქართული მხარისთვის ვირუსის გამოსავლენი 1000 ერთეული რეაქტივების ნაკრების გადაცემის თაობაზე. გარდა ამისა, ჩინეთის სიჩუანის პროვინციამ საქართველოს 420,000 აშშ დოლარის ღირებულების ვირუსის გამოსავლენი სწრაფი ტესტი აჩუქა. ჩინეთი ძალისხმევას არ დაიშურებს, საერთაშორისო ლოჯისტიკის შეფერხებით გამოწვეული სიძნელეების გადასაჭრელად, რათა ზემოხსენებული უახლოეს მომავალში გამოიგზავნოს საქართველოში, დაეხმაროს საქართველოს გააუმჯობესოს ვირუსის გამოვლენის შესაძლებლობები და სიჩქარე და უკეთ უზრუნველყოს ეპიდემიის პრევენცია და კონტროლი. გარდა ამისა, ჩინეთი კიდევ შეისწავლის საქართველოსთვის სხვა სახის მატერიალური სამედიცინო დახმარების გაწევის საკითხს.

    ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამოწვევის წინაშე ჩინელები მეგობარი ქართველების გვერდით ვართ, უბედურების ჟამს ერთმანეთს ვეხმარებით და დროებით სირთულეებს ერთად გავუმკლავდებით. დარწმუნებული ვარ, ეპიდემია მალე ჩაქრება და მასთან ბრძოლაში გამობრძმედილი ჩინურ-ქართული ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო ძლიერ განვითარდება„.– ამბობს ჩინეთის ელჩი.

  • “მარნეულის და ბოლნისის აცილება შეიძლებოდა“– მიხეილ სააკაშვილი(ვიდეო)

    “მარნეულის და ბოლნისის აცილება შეიძლებოდა თავიდან, დროზე რომ ჩამოგვეტანა ეს ტესტები და ეს ქალბატონი და სხვები დროზე რომ გასინჯულიყვნენ – ახლა ტესტები არის მთავარი!“– ამის შესახებ ვიდეომიმართვაში მიხეილ სააკაშვილი აცხადებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ემიგრანტებს საკუთარ ყვარლის სახლს სთავაზობს.

    “რაც შეეხება ემიგრანტებს – სანამ მათი ფულით ივსებოდა საქართველოს ბიუჯეტი, ემიგრანტები ყველას უნდოდა და ახლა როცა მათ გაუჭირდათ და საკუთარ ქვეყანაში მოაშურეს, მათ არ უშვებს საკუთარი მთავრობა!
    არ არის ემიგრანტების პრობლემა, რომ თქვენ ვერ შექმენით საკარანტინო ბაზები.
    მე მაქვს პატარა სახლი ყვარელში, 10 ადამიანს იქ მოვათავსებ – უკვე მყავს ორი მოხალისე ექიმი, რომელიც მათ მოუვლიან.

    ეკონომიკას რაც ეხება:
    ჩვენ არ უნდა მივიღოთ ისეთი გეგმები, რომელიც მაგალითად ბანკების მფლობელების ქონებას გადაარჩენს – საკმარისად ძარცვეს ეს ქვეყანა ბოლო წლებში!
    მე ვთავაზობ TBC ბანკს, საქართველოს ბანკს, ქართუს, შექმნან სოლიდარობის ფონდი, თავისი ბოლო წლების მოგებების ნახევარი მაინც გადარიცხონ
    ამ სოლიდარობის ფონდში, რათა დავეხმაროთ ყველაზე გაჭირვებულს.
    ყველაფერი გამოგვივა… ოღონდ რათქმაუნდა, დავუჯეროთ ექიმებს და დაუდგეთ ერთმანეთს გვერდში!“– ამბობს სააკაშვილი.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 61-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 61-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.