Category: არქივი

  • თბილისში დაიხურა ობიექტი 600–მდე თანამშრომლით, რომელთა ნაწილს ტემპერატურა აღმოაჩნდა

    საგამოძიებო სამსახურმა, პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტით დადგენილი შეზღუდვების შეუსრულებლობის გამო თბილისში კომერციული ობიექტი დახურა, რომელშიც 600-მდე თანამშრომელი იყო დასაქმებული.

    “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიღებული შეტყობინებების საფუძველზე, საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის საფუძველზე დადგენილი შეზღუდვების შეუსრულებლობის გამო, ქალაქ თბილისში, მესაკუთრეს დაახურინეს კომერციული ობიექტი, რომელში დასაქმებული 600-მდე თანამშრომელი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციების გაუთვალისწინებლად, მთავრობის მიერ დადგენილი მკაცრი შეზღუდვების უხეში დარღვევით, განაგრძობდა მუშაობას. ამასთან, კომპანიაში დასაქმებულ, ადგილზე მყოფ რამდენიმე თანამშრომელს აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა. შესაბამი უწყებები აქტიურად ახორციელებენ მონიტორინგს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის საფუძველზე დადგენილი შეზღუდვების შესრულების ნაწილში და მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, მოახდენენ მკაცრ რეაგირებას”, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

  • ბესიკ თამლიანი თავისუფალია

    20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანი თითქმის, 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებს. ამის შესახებ თამლიანის ადვოკატმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

    როგორც იოსელიანი განმარტავს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა ბესიკ თამლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა. ადვოკატის თქმითვე, აღნიშნულის მიზეზი დაცვის მხარისთვის დაცვის ეფექტური განხორციელების საშუალების მიცემაა, ვინაიდან ბესიკ თამლიანს 9-თვიანი საპატიმრო ვადა 4 აპრილს ეწურებოდა, ამ პერიოდის განავლობაში კი, დაცვის მხარე მოწმეების დაკითხვას ვერ მოასწრებდა.

    ლევან იოსელიანის თქმითვე, ბესიკ თამლიანი დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დასწრებია, ვინაიდან ის სხდომათა დარბაზიდან გაძევებული იყო. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც თამლიანს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსამართლის განჩინება ჩაბარდება, ის საპყრობილეს დატოვებს.

    ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ლარი კვლავ გაუფასურდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2389 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2389 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1880 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0509 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4578 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4230 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0348 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • ევროკავშირი ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს

    ევროკავშირი ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს. ამის შესახებ ნათქვამია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის განცხადებაში.

    „ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში 2020 წლის 22 მარტს ჩატარდა, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და იურიდიულ ჩარჩოებს, რომელშიც ის გაიმართა. ევროკავშირი გააგრძელებს მის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ამ მხრივ სრულად ჩართულია“, – ნათქვამია განცხადებაში.

    სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი, სოციალურ ქსელში წერს :

    „ნატო არ ცნობს ე.წ. არჩევნებს, რომელიც გუშინ ჩატარდა საქართველოს აფხაზეთის რეგიონში. ალიანსი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში“

  • რამდენად უსაფრთხოა მარნეულიდან ჩამოტანილი პროდუქტები

    გუშინ, 22 მარტს საქართველოს მთავ­რო­ბამ ბოლ­ნი­სი­სა და მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში მკაც­რი სა­კა­რან­ტი­ნე რე­ჟი­მი და­ა­წე­სა მას შემ­დეგ, რაც მარ­ნე­ულ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის შიდა გა­და­ცე­მის შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. 

    მარ­ნე­უ­ლის და ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში მკაცრად იზღუ­დე­ბა მოქალაქეების შეს­ვლა-გა­მოს­ვლა, შესაბამისად საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაჩნდა შიში რამდენად უსაფრთხოა ამ რეგიონებიდან ჩა­მო­ტა­ნი­ლი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ტე­ბი. 

    ამის შესახებ ინფორმაციას AMBEBI.GE ავრცელებს. ისინი დაუკავშირდნენ სპე­ცი­ა­ლის­ტებს იმის გა­სარ­კვე­ვად, არის თუ არა სა­ში­ში მარ­ნე­ულ­სა და ბოლ­ნის­ში მოყ­ვა­ნი­ლი ხილ-ბოსტნე­უ­ლი და სხვა პრო­დუქ­ტე­ბი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის და რამ­დე­ნად მა­ღა­ლია ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ იგი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის წყა­როდ იქ­ცეს.

    სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღა­ვა­ნელ­მა თეა შვე­ლი­ძემ განაცხადა, რომ  მო­სახ­ლე­ო­ბამ ამ შემ­თხვე­ვა­შიც უნდა იხელ­მძღვა­ნე­ლოს იმ ზო­გა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით, რაც სა­ა­გენ­ტომ გას­ცა.

    “ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ მოხ­დე­ბა პრო­დუქ­ტე­ბის შე­ტა­ნა და გა­მო­ტა­ნა ამ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი­დან, ვე­რა­ფერს გე­ტყვით. სურ­სათ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი არ­ერ­თხელ გა­ვე­ცით, თუ რო­გორ უნდა მო­იქ­ცენ აგ­რა­რუ­ლი ბაზ­რე­ბი, მომ­ხმა­რებ­ლე­ბი და რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ პრო­დუქ­ტე­ბის შე­ძე­ნი­სას. ამი­ტომ ახალს ვე­რა­ფერს ვი­ტყვით ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

    მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, და­ცუ­ლი იყოს ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რაც გავ­რცე­ლე­ბუ­ლია სურ­სა­თის ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სა და გა­ყიდ­ვას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ყვე­ლა აგ­რა­რულ ბა­ზარს აქვს შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რომ ხში­რად მოხ­დეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის რე­ცხვა-დე­ზინ­ფექ­ცია, ასე­ვე ხში­რად უნდა მოხ­დეს პერ­სო­ნა­ლის პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნის დაც­ვის კონ­ტრო­ლი – ხელ­თათ­მა­ნე­ბი, პირ­ბა­დე­ე­ბი, თავ­სა­ბუ­რა­ვე­ბი.

    მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ნუ შე­ე­ხე­ბი­ან ზედ­მე­ტად პრო­დუქ­ტებს ყიდ­ვი­სას, გა­მო­ი­ყე­ნონ ხელ­თათ­მა­ნე­ბი და სახ­ლში მი­ტა­ნი­ლი პრო­დუქ­ტე­ბი და­ა­მუ­შა­ონ სა­ფუძ­ვლი­ა­ნად. ეს არის ის ზო­გა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რაც ჩვენ გა­ვე­ცით აქამ­დე“ 

    სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი:
    • გა­ზარ­დეთ რე­ცხვა-დე­ზინ­ფექ­ცი­ის სიხ­ში­რე;
    • შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით გა­მო­ი­ყე­ნეთ სა­დე­ზინ­ფექ­ციო და სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სათ­ვის დაშ­ვე­ბუ­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რი კონ­ცენ­ტრა­ცია;
    • სველ წერ­ტი­ლებ­თან გა­ნა­თავ­სეთ ხე­ლის და­ბა­ნის ინ­სტრუქ­ცია;
    • გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ერთჯე­რა­დი პარ­კე­ბის, ხელ­სა­ხო­ცე­ბის, პირ­ბა­დე­ე­ბის, ხელ­თათ­მა­ნე­ბის ჩა­საყ­რე­ლად გა­ნა­თავ­სეთ ნაგ­ვის ურ­ნე­ბი, მე­ქა­ნი­კუ­რი (ფე­ხით) ასახ­დე­ლი თავ­სა­ხუ­რე­ბით;
    • ნაგ­ვის ურ­ნე­ბის შიგ­თავ­სი მო­ა­თავ­სეთ პლას­ტი­კის პარ­კებ­ში და თავი მჭიდ­როდ მო­უ­კა­რით, შემ­დეგ მე­ო­რე პარკში, რო­მელ­საც თავს ასე­ვე მჭიდ­როდ მო­უკ­რავთ;
    • ნაგ­ვის ურ­ნე­ბი და­ცა­ლეთ სა­თა­ნა­დო სიხ­ში­რი­თა და პი­რო­ბე­ბის დაც­ვით;

  • სვანეთში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 13 წლის ბიჭი გარდაიცვალა

    მესტიის მუნიციპალიტეტ სოფელ ლატალში, სავარაუდოდ, 13 წლის ბიჭი იარაღიდან მუცლის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. როგორც ირკვევა  მას იარაღი გაუვარდა, რის შედეგადაც თვითდაზიანება მიიღო.  მოზარდი მძიმე ჭრილობით „მესტიის საავადმყოფოში“ გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა…

    „შემოყვანის დროს მოზარდი გარდაცვილი იყო. ჭრილობა ჰქონდა მუცლის არეში. ოჯახი უარს აცხადებს ექსპერტიზაზე“, – აცხადებენ საავადმყოფოში.

    გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 116-ე (გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა) და 236-ე მუხლებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება).

  • ”მარნეულელ ქალთან 1700-მდე კონტაქტი იკვეთება” – აკაკი ზოიძე

    პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის ინფორმაციით, მარნეულში დაინფიცირებული ქალის 90 კონტაქტიდან შემდგომი ტალღის სახით, 1700-მდე კონტაქტია გამოკვეთილი.

    როგორც ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ახლა საჭიროა მათი გამოკვლევა და შემდგომში იზოლაცია.

    “ბოლნისის შემთხვევაზე საკმაოდ პრობლემატური არის ის საკითხი, რომ ძალიან ბევრი კონტაქტი იკვეთება. დაახლოებით არის 1700-მდე უკვე იმ 90 კონტაქტიდან შემდგომი ტალღის სახით და ყველას გამოკვლევა და შემდგომში იზოლაცია საჭირო”, – განაცხადა ზოიძემ.

    შეგახსენებთ, რომ მარნეულელი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ის ათეულობით ადამიანთან ერთად წლისთავზე იმყოფებოდა, რომელსაც მარნეულისა და ბოლნისის მცხოვრებლების გარდა, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრებიც ესწრებოდნენ.

  • “ადგილობრივი მოქალაქეები რიგ შემთხვევებში შფოთს გამოხატავენ“–შსს–ს განცხადება მარნეულთან და ბოლნისთან დაკავშირებით

    შინაგან საქმეთა სამინისტრო მარნეულში და ბოლნისში გამოცხადებულ საკარანტინო ზომებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

    “საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს.

    მუნიციპალიტეტებში, მოსახელობისთვის ცხოვრების ჩვეული რიტმის ცვლილებამ შექმნა უჩვეულო სიტუაცია, რის გამოც ადგილობრივი მოქალაქეები რიგ შემთხვევებში გარკვეულ შფოთს გამოხატავენ. თუმცა მათთან მუშაობენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ისინი სრულ მზადყოფნაში არიან მოსახლეობის მხარდაჭერისთვის.

    მარნეულსა და ბოლნისში, ასევე მუნიციპალიტეტში შემავალ ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, საკარანტინო შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, 24 საათის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციით, თავდაცვის ძალებთან ერთად, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ. ამ დროისათვის, მუნიციპალიტეტებში შექმნილი ვითარება დამაკმაყოფილებელია და კონტროლს სრულად ექვემდებარება.

    რეგიონში გადაადგილება ძირითად გზებზე განთავსებული 12 საკონტროლო გამშვები საგუშაგოს საშუალებით კონტროლდება. ასევე, კონტროლდება მეორეხარისხოვანი გზები, სადაც განთავსებულია მობილური საგუშაგოები. მუდმივი კონტროლი ხორციელდება მობილური ჯგუფების მეშვეობითაც.

    საკარანტინო პირობები მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, მოქალაქეთა შესვლისა და გამოსვლის შეზღუდვას ითვალისწინებს. ქალაქში შემსვლელ და გამსვლელ საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს პოლიცია და თავდაცვის ძალები ახორციელებენ.

    მდგომარეობიდან გამომდინარე მოვუწოდებთ მოსახლეობას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და შეასრულონ მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციები.“–ნათქვამია განცხადებაში.

  • ” მოგიყვებით ამბავს იმაზე თუ როგორ დავამარცხე კორონა ვირუსი”- გამოჯანმრთელებული პაციენტი

    სოციალურ ქსელში იმ პაციენტის წერილი ვრცელდება რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა.  

    გთავაზობთ გამოჯანმრთელებული პაციენტის წერილს უცვლელად: 

    “გამარჯობა, მე მოგიყვებით ამბავს იმაზე თუ როგორ დავამარცხე კორონა ვირუსი.

    ✔ რამოდენიმე კვირის წინ, თებერვლის ბოლოს მე და ჩემი მეგობრები იტალიაში წავედით, არაჩვეულებრივი დღეები გავატარეთ და შემდგომ მშვიდობიანად ჩამოვფრინდით საქართველოში, უნდა აღვნიშნო რომ ჩვენი წასვლისას იტალიაში ვირუსთან დაკავშირებით სრული სიმშვიდე იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში რა თქმა უნდა ჩვენი მოგზაურობა არ შედგებოდა. ქუთაისის აეროპორტში დაგვხვდნენ ექიმები, რომლებმაც გადაამოწმეს ჩვენი ტემპერატურა, ასევე შეგვავსებინეს ინფორმაცია მოგზაურობასთან დაკავშირებით და შემდგომ დავტოვეთ აეროპორტი.

    ✔ რამოდენიმე დღეში საქართველოში გამოვლინდა ვირუსის შემთხვევა, რომელიც იტალიაში მოგზაურობასთან იყო დაკავშირებული და როგორც კი გავიგე, მაშინვე მივიღე სახელმწიფოს რეკომენდაცია და გადავედი თვითიზოლაციაში. დამიკავშირდნენ შესაბამისი სამსახურიდან და გამომდინარე იქედან რომ არ მქონდა არანაირი სიმპტომი, ანალიზის ჩატარება მიზანშეწონილად არ ჩაითვალა.

    ✔ იზოლაციიდა 1 კვირის შემდგომ ნელა ნელა გამოჩნდა სიმპტომები, რომელსაც სხვა დროს ალბათ არანაირ ყურადღებას არ მივაქცევდი, მაგრამ ამ დროს ყველაფერი უფრო მძაფრად მეჩვენებოდა. სიმპტომები შემდეგში გამოიხატებოდა: ყელის სიმშრალე, ცოტათი ტკივილიც, შედგომში დაემატა სურდო (მე ტემპერატურა არ მქონია), მაშინვე მივმართეთ ექიმს და გადაწყდა ჩემვის ანალიზის გაკეთება, მოვიდნენ სახლში ლუგარის ლაბორატორიის წარმომადგენლები და აქედან დაიწყო ჩემი და კორონა ვირუსის საერთო ამბავი. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ, ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ეს ვირუსი მექნებოდა, ვფიქრობდი რომ რამე მწვავე მდგომარეობა უნდა ყოფილიყო, ან რაიმე მკვეთრად გამოხატული სიმპტომი რომ მეფიქრა მის არსებობაზე, ამიტომ დიდად არ ვნერვიულობდი პასუხზე. საღამოს მღელვარებამ მაინც იმატა, დრო გადიოდა და არავინ არ მირეკავდა, ბოლოს დიდი ხნის ლოდინის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს რომ მაქვს ვირუსი…

    ✔ ცოტა ხნის შემდეგ მომაკითხეს ინფექციური საავადმყოფოდან, მე სახლიდან გასვლამდე ისევ მყარად ვიდექი. გარეთ გავედი და დავინახე სასწრაფო დახმარების მანქანაში, კარი გაიღო და გადმოვიდნენ ფორმებში ჩაცმული ადამიანები და მივხვდი რომ მეშინია უკვე, პირბადე მომაწოდეს მაშინვე და გადავედით ინფექციურ საავადმყოფოში. დავიწყე ცხოვრება ინფექციურში, პირველად მოვხვდი საავადმყოფოში როგორც პაციენტი და ყველაფერს განსაკუთრებულად ვაკვირდებოდი, სიმართლე გითხრათ კარგი მოლოდინი არ მქონდა, მაგრამ სულ სხვა რამ დამხვდა ადგილზე, უზომოდ კეთილგანწყობილი ადამიანები, ექიმები რომლებიც გარდა იმისა რომ ყოველ დილით, საღამოს და ნებისმიერ დროს როცა დამჭირდებოდა ჩემთან იყვნენ, მუდმივად ზრუნავდნენ ჩემს განწყობაზე და მოტივაციაზე, ყველა ვინც გადიოდა აუცილებლად მეუბნებოდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და არაფრის არ უნდა შემშინებოდა. ვიყავი ბოქსირებულ პალატაში, საიდანაც გარეთ გასვლა გეკრძალება და მხოლოდ ანალიზებისთვის ან სხვა შემოწმებისთვის გავყავდით ოთახიდან. ექიმები მუდმივად აკონტროლებდნენ ჩემს მდგომარეობას, სისხლის ანალიზებს, ფილტვების მდგომარეობას, გვიღებდნენ კომპიუტერულ ტომოგრაფიას, დეტალურად გევკითხებოდნენ ნებისმიერ ჩივილზე რაც ვირუსს უკავშირდებოდა ან არ უკავშირდებოდა.

    ✔ სიმპტომებს რაც შეეხება, მე პირადად მქონდა ყელის ტკივილი, 2-3 დღის განმავლობაში, პირის სიმშრალე და მცირე სურდო. ჩემს მეგობრებს აღენიშნებოდათ ასევე ტემპერატურაც, მაქსიმუ 37.8.

    ✔ ვირუსის ამბავი რომ გამაგებინეს იმდენად მოულოდნელი იყო რომ, უცებ, ერთ წამში მთელმა ცხოვრებამ თვალწინ გამირბინა, იმ დროს ზუსტად მივხვდი რას ნიშნავს ეს სიტყვები, შემდეგ რამოდენიმე წამი ჩუმად ვიდექი და მერე უკვე დავიწყე ფიქრი და იმ რეალობის მიღება რის წინაშეც ვიყავი, გონებამ პირველი რაზეც ფიქრი დაიწყო იყო ის ადამიანები, ვინც ვნახე იზოლაციამდე და ეს იყო ჩემთვის ყველაზე მძიმე, ბებიები, ბაბუები , ჩემი ოჯახის წევრები, ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ვნახე მოგზაურობის შემდგომ და ვიგრძენი ის საშიშროება რაც შეიძლებოდა მე გამომეწვია. ეს იყო ყველაზე მტკივნეული ფიქრი მთელი ამ პროცესის განმავლობაში, როცა იცი რომ შენს საყვარელ ადამიანებს გაუცნობიერებლად შეგიძლია ავნო და მათ სიცოცხლე საფრთხე შეუქმნა.

    ✔ პალატაში თავდაპირველად დრო ძალიან ნელა გადიოდა, თითქმის არაფერს არ ვაკეთებდი, მხოლოდ ვფიქრობდი რა შეიძლებოდა მომხდარიყო, როგორ შეიძლებოდა ჩემი ცხოვრება შეცვლილიყო, ძირითადად ნეგატიური აზრები ტრიალებდა თავში, ერთადერთი რაც დადებითად განმაწყობდა ოთახის დიდი ზომის ფანჯრები იყო, საიდანაც უზარმაზარი ხეები ჩანდა და დილით როცა ვიღვიძებდი ხოლმე, რამოდენიმე წამით მეგონა რომ სხვაგან ვიყავი და ბედნიერების შეგრძნება მქონდა, განსაკუთრებით ერთი ღამე მახსენდება , თოვლი როცა მოვიდა. დილით ადრე მეღვიძება ყოველთვის და 7 საათი იყო თვალი გავახილე და პირდაპირ ფანჯრებს შევხედე, ეს უზარმაზარი ხეები თოვლით იყო დაფარული და ყველაფერი თეთრი იყო ირგვლივ, საოცარი, ზღაპრული დილა იყო, იმედის მომცემი. შემდეგ გადავერთე წიგნების კითხვაზე, ოჯახის წევრებთან საუბარზე და ძირითადად მაგით გამყავდა დრო.

    ✔ საზოგადოების რეაქციის ცოტა მეშინია, ხუმრობით ყველას ვეუბნები რომ აწი მე ვინ მომიახლოვდება თქო, მაგრამ რეალურად ეს მართლა მაშინებს და იმედი მაქვს აქედან რომ გავალ არ ვიგრძნობ თავს საზოგადოებისგან გარიყულად.

    ✔ ძალიან მინდა ყველას მივაწვდინო ჩემი ხმა, მეგობრებო, სამწუხაროდ ეს ვირუსი ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დაემართოს, ისე რომ შეიძლება ვერც გავიგოთ, მაგრამ ვიყოთ მისი მატარებელი და გადავდოთ სხვებს, ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებით, პირველ რიგში იმიტომ რომ ჩვენს საყვარელ ადამიანებს არ შევუქმნათ საფრთხე და გავუფრთხილდეთ მათ. მე მარტივად გადავიტანე კორონა ვირუსი და დარწმუნებული ვარ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვისაც იგივე იქნება, ამიტომ არ შეგეშინდეთ, უბრალოდ დაიცავით იზოლაციის და ჰიგიენის წესები. არ არის ეხლა შიშის დრო, დარწმუნებული ვარ მობილიზაციით და მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობით თუ მოვეკიდებით ამ ვირუსს უმტკივნეულოდ გადავიტანთ ამ ყველაფერს.

    ✔ დღეს უკვე მეორე უარყოფითი პასუხი მივიღე ვირუსის ანალიზზე , რაც იმას ნიშნავს რომ ჯანმრთელი ვარ და ხვალიდან სახლში წასვლა შემეძლება, უნდა ვაღიარო რომ, ჩემზე მეტად მგონია რომ ექიმებს გაუხარდათ, ყველა ერთად მოვიდა და ძალიან ბედნიერი სახეებით გამაგებინეს რომ კარგი პასუხი გვაქვს. ალბათ ამ სიხარულს ხვალ გარეთ თავისუფლად გასვლის დროს შევიგრძნობ ბოლომდე. მნიშვნელოვანი დღეები იყო ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად, უფრო მეტად დავაფასებ სიცოცხლეს და ყოველ გათენებულ დღეს .

    ✔ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ინფექციური საავამდყოფოს ყველა ექიმს და თანამშრომელს, ძალიან ბედნიერი ვარ რომ მათ ხელში აღმოვჩნდი, მათ ყველაფერი გააკეთეს ჩემთვის და ჩემი სიცოცხლისთვის. გადაბმულად ათენებენ ღამეებს , რისკავენ საკუთარი ჯანმრთელობით , რომ ჩვენ ვიყოთ კარგად და მუდმივად გვამხნევებენ , დიდი მადლობა მათ კიდევ ერთხელ. ასევე სახელმწიფოს, ჯანდაცვის სამინისტროს, ყველა სტრუქტურას რომელიც ჩართულია ამ საკითხში, ეს პერიოდი არცერთი წუთი არ მიგრძვნია უყურადღებობა მათგან. განსაკუთრებული მადლობა ასევე ჩვენს დღევანდელ გმირებს ბ-ნ ამირანს, პაატას და თენგიზს, ფასდაუდებელია მათი შრომა და ღვაწლი საქართველოს წინაშე. “

  • გემუდარებით, ნუ დამალავთ თუკი გქონდათ კონტაქტი – ექიმის ემოციური მიმართვა მოქალაქეებს (ვიდეო)

    “გთხოვთ, გემუდარებით, ნუ დამალავთ თუკი გქონდათ კონტაქტი ” – ტელეკომპანია “პირველი” ავრცელებს ვიდეო სადაც ექიმი ემოციურად მიმართვას მოქალაქეებს.

    “მოქალაქეებს ვთხოვ უმორჩილესად.. ვემუდარები მოქალაქეებს ნუ დამალავენ, თუკი ქონდათ კოტნაქტი, პირდაპირი ან ირიბი. უმორჩილესად გთხოვთ აღიაროთ კონტაქტი ვისთანაც გქონდათ რომ გადარჩეს ეს ქვეყანა. იზოლაცია არის აუცილებელი” – აცხადებს ექიმი ტვ “პირველთან”