Category: არქივი

  • შსს–მ ძმის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

    ბაკურიანში ძმის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 20 წლის ადამიანი დააკავეს. გამოძიების თანახმად, ბაკურიანში “ოჯახური კონფლიქტის და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე” ბრალდებულმა 10 წლით უფროს ძმა ცივი იარაღით რამდენჯერმე დაჭრა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

    „ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ დაბა ბაკურიანში ოჯახური კონფლიქტის და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა ძმას 1989 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ბაკურიანში დააკავეს. სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა“, – აცხადებენ შსს-ში.

    უწყების ინფორმაციით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
    დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა 13-იდან 17 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

  • “სასამართლოში, ადვოკატების გარეშე მივცემ ჩვენებას” – ქადაგიძე თიბისის საქმეზე

    ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აცხადებს, რომ აპირებს, ჩვენება პირდაპირ სასამართლოში, ადვოკატების გარეშე მისცეს და არა პროკურატურაში. ის ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს. ქადაგიძეს პროკურატურაში გამოკითხვაზე თიბისი ბანკის 2008 წლის საქმის გარშემო მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იბარებენ.

  • რა უნდა ჩავთვალოთ მტკიცებულებად? ვნახეთ ამობეჭდილი ქაღალდი -თალაკვაძე სკანდალურ წერილზე

    პროკურატურის მიერ დღეს გასაჯაროებულ წერილზე, რომლითაც მამუკა ხაზარაძის თქმით, მას შს მინისტრი დაემუქრა, განცახდება „ქართულ ოცნებაშიც“ გაკეთდა. ისევე, როგორც პროკურატურაში, მმართველ პარტიაშიც ამბობენ, რომ ეს ქაღალდის ფურცელზე ამობეჭდილი ტექსტია, რომელსაც არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ გააჩნია და არც იმას ადასტურებს, რომ ხაზარაძეს ის გიორგი გახარიამ გაუგზავნა.
    არჩილ თალაკვაძე მამუკა ხაზარაძის იმ ვარაუდებსაც გამოეხმაურა, რომელშიც ბიზნესმენმა თქვა, რომ მასზე შეტევ,ა შესაძლოა, სწორედ ანაკლიის პორტის პროექტის გამო დაიწყო. უმრავლესობის ლდიერმა ეს ბრალდება გამორიცხა და განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი უმნიშვნელოვნესია და ამ მისი გნხორციელებისთვის სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს.
    „ნურავინ შეეცდება ამ პროცესის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა სცადოს. აშკარაა, რომ საქმე გვაქვს საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის და სამართლებრივი დავის ნაცვლად მისი პოლიტიკურად გადაწყვეტის მცდელობასთან, რაც ჩვენთვის მურებელია, ჩვენი მთავარი მოლოდინი არის, რომ ეს საკითხი სამართლებრივ ჭრილში იყოს გადაჭრილი“ – განაცხადა არჩილ თალაკვაზემ

  • აღმოაჩენს თუ არა გახარიას თითის ანაბეჭდს მუქარის წერილზე ექსპერტიზა. თანამედროვე კრიმინალისტიკა შს მინისტრის წინააღმდეგ

    ხაზარაძის მიერ გახარიას მხრიდან მუქარის წერილის გაგზავნის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ სახელისუფლო გუნდის წევრები აცხადებდნენ, რომ მსგავსი ისტორიის მოგონება ყველას შეუძლია და ხაზარაძემ მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს. სასამართლოში 5 მარტს დაკითხვისას მამუკა ხაზარაძემ წერილის ასლი მიიტანა, რომელიც მისი განცხადებით შსს მინისტრის შუამავალმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გადასცა.

    ამის შემდეგ პროკურატურა აცხადებდა, რომ წერილს არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვს, რაც დაადასტურებს, რომ ის გიორგი გახარიას დაწერილია. პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძემ წერილი შუამავლის მეშვეობით მიიღო და მას პირადად გიორგი გახარიასგან დოკუმენტი არ ჩაბარებია, რის გამოც, წერილის ავთენტურობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს.მამუკა ხაზარაძემ ქართულ სასამართლოს და პროკურატურას მხოლოდ წერილის ასლი გადასცა. წერილის ორიგინალი კი ლონდონში ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

    დღეს მისმა ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ დაადასტურა, რომ წერილის ასლი ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი იმის დასადგენად, არის თუ არა წერილზე რაიმე თითის ანაბეჭდი. კორძაძის თქმით, თუ ლონდონში დადგინდება წერილზე თითის ანაბეჭდების არსებობა, ამ ინფორმაცაის საგამოძიებო უწყებებს მიაწვდიან და შემდეგ ის გაარკვევს ანაბეჭდი ვის ეკუთვნის.
    ბუნებრივია, მუქარის წერილი სატიტულო ბლანკიან ფურცელზე არ იწერება. მას არც ხელით წერენ. თუმცა არის ალბათობა, რომ ავტორმა წერილზე თითის ანაბეჭდები დატოვოს. სწორედ ამის გარკვევას შეეცდება ბრიტანული ექსპერტიზა.
    მამუკა ხაზარაძის განცხადებით მან მუქარის წერილი შუამავლის ხელით არჩევნების მეორე ტურამდე მიიღო. შესაბამისად, თუნდაც მათზე თითის ანაბეჭდები დარჩენილიყო, მათი ხანდახმულობა მინიმუმ ოთხი თვეა. რა შანსები არსებობს, რომ ექსპერტიზამ ოთხი თვის წინანდელი თითის ანაბეჭდი აღადგინოს:
    იმაზე, თუ რამდენ ხანს შენარჩუნდება თითის ანაბეჭდი საგანზე დიდ გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორი: ტენიანობა, ტემპერატურა, ქარი და სხვა მოვლენები. როგორც წესი თითის ანაბეჭდები საგნიდან რამდენიმე დღის ვადაში ქრება. თუმცა თანამედროვე კრიმინალისტიკის შესაძლებლობები თანდათან ამოუწურავი ხდება. ოპტიმალურ პირობებში ზოგიერთი თითის ანაბეჭდი შესაძლოა დიდხანს შენარჩუნდეს. შესაძლოა ის მკაფიო არ იყოს და ალაგ–ალაგ წყდებოდეს, თუმცა მისი აღდგენა აპარატურის საშუალებით შესაძლებელია.
    სხვადასხვა მეთოდებით 7 დღიდან 3 თვემდე სიძველის ანაბეჭდის აღდგენაა შესაძლებელი.
    მაგალითად, პორტატიული და სტაციონარული ლაზერულ–ლუმისენცენტიური დანადგარები 30 დღის სიძველის ანაბეჭდების აღდგენის შესაძლებლობას იძლევა.
    იოდის ორთქლის საშუალებით 7–90 დღის სიძველის ანაბეჭდების აღდგენაა შესაძლებელი.
    თუმცა არსებობს ახალი ტექნოლოგიაც, რომელსაც სიძვირის გამო იშვიათად იყენებენ – მეტალებით ვაკუუმური დამტვერვა. საგანი რომელზეც თითის ანაბეჭდია სპეციალურ ვაკუუმის კონტეინერში იდება, რის შემდეგაც მასში მეტალები გამოიფრქვევა. დროთა განმავლობაში ეს მეტალები საგანზე და ანაბეჭდის ნარჩენებზე ილექება. ამ მეთოდის დახმარებით 8 წლის წინანდელი ანაბეჭდის გამოვლენაც კი შესაძლებელია. აპარატი საშუალებას იძლევა პაპილარული ხაზების კვალი გამოვლინდეს ქაღალდზე, შუშაზე, პლასტმასზე, პოლიეთილენზე და სხვა ტიპის ნივთებზე.
    ჯერჯერობით უცნობია რა ტიპის ექსპერტიზა აირჩია თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, თუმცა შანსი რომ ქაღალდის ფურცელზე თითის ანაბეჭდები აღდგეს რეალურია.
  • ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლა პარტია ქართული ოცნებიდან უნდა დაიწყოს – ბესელია ღარიბაშვილს

    “მე ყოველთვის თავისუფალი ვიყავი და ყოველთვის თავისუფალი ვარ, როდესაც გადაწყვეტილებებს ვიღებ. იმას ვამბობ რაც მწამს და მჯერა. ნამდვილად არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გუშინ ეთერში ირაკლი ღარიბაშვილი იყო თავისუფალი. განცდა დამრჩა რომ ის იმ გზავნილებს ახმოვანებდა, რაც უნდა გაეხმოვანებინა. მისი განცხადებები ძალიან წინააღმდეგობრივი იყო.“ – ასე უპასუხა უმრალესობიდან წასულმა ეკა ბესელიამ ქართულ ოცნებაში დაბრუნებულ ირაკლი ღარიბაშვილს ჟურნალისტებთან საუბრისას.
    “ მე მას მინდა ვუთხრა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ ბრძოლა მან პირველ რიგში პარტია “ქართული ოცნებიდან” უნდა დაიწყოს, სადაც საკმაოდ დიდი დოზით არიან “ნაციონალური მოძრაობის” სულიერი მხარდამჭერები, ჯერ კიდევ ნოსტალგიაში მყოფი ადამიანები, ზონდერებიც და ის ადამიანები, ვისთანაც ჩვენ თანაცხოვრებას ვერაფრით ვერ მოვახერხებდით. სწორედ იმ სასტიკი ძალადობრივი რეჟიმის გაგრძელება არიან ის მოსამართლეები, რომელთა მიმართ ჩვენ უნდობლობა გამოვხატეთ. თუ წარსულის ძალადობრივ სისტემას ემიჯნები, მაშინ ამ ყველაფრის გაგრძელება არის სწორედ იმ ძალადობრივი სისტემის მთავარი შემსრულებლები, არა მხოლოდ პოლიტიკური პირები, არამედ ის მოსამართლეები, რომელთა ხელით არაერთი ჩვენი მოქალაქე იტანჯებოდა. ლოგიკა წყდება იქ, როდესაც ამბობ, რომ მე წარსულს და ძალადობრივ სისტემას ვემიჯნები, მაგრამ თუ დღეს ისინი ჩემთან არიან, მათ ყველაფერს პატიობ, რასაც წარსულში ჩადიოდნენ. საზოგადოების დიდმა ნაწილმა, რომელიც იმ ძალადობრივი სისტემის მსხვერპლი იყო, მათ არ აპატია. ამიტომ, პერსონალური ინდულგენციებს ვერავინ ვერ გასცემს.“ – განაცხადა ბესელიამ.
    შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელია ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას მიესალმა. ამის მიუხედავად, გუშინ სატელევიზიო გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა ეკა ბესელიას პარტიიდან წასვლის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ რჩება განცდა, თითქოს ეკა ბესელია მთლად თავისუფალი არ არის. ღარიბაშვილი თვლის, რომ ბესელია შეიძლება იყოს ვიღაცის ბრმა იარაღი.
    “არ ვიცი, მე ასეთი განცდა მაქვს, იმიტომ რომ შენ როცა აყენებ მოთხოვნას და გინდა რომ იდეალური იყოს ყველაფერი, არ იქნება იდეალური.
    არცერთი პარტია, არცერთი მთავრობა და არცერთი ხელისუფლება არ იქნება იდეალური თუ გაქვს შეკითხვა რაც ხდება პარტიაში უნდა დარჩეს პარტიაში. არ შეიძლება პარტიაში განხილული თემები გამოიტანო საჯაროდ და შენი მტრის წისქვილზე დაასხა წყალი.“ –განაცხადა ღარიბაშვილმა
  • მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა

    სამეფო კლუბი ჰოლანდიურ ”აიაქსთან” ორმატჩიანი დაპირისპირების შედეგად 2 მატჩის ჯამში 5:3 დამარცხდა და ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ ჩემპიონატს გამოეთიშა.

    პირველ მატჩში მოპოვებული უპირატესობის (2:1) მიუხედავად ესპანელებმა ვერ მოახერხეს საკუთარ მოედანზე ღირსეულად გამოსვლა და 4:1 დამარცხდნენ.

    საერთო ჯამში, მადრიდული კლუბი წლევანდელ სეზონში კარგად ვერ გამოიყურება, ცოტა ხნის წინ ისინი ესპანეთის თასზეც დამარცხდნენ. 2006 წლის შემდეგ პირველად მოხდა ესეთი რამ, რომ ”რეალი” ჩემპიონთა ლიგიდანაც და ესპანეთის თასიდანაც ასე ნაადრევად გამოვარდნილიყვნენ.

  • კლასიკური ოლიგარქიული ხელწერა – სააკაშვილი მუქარის წერილზე

    მიხეილ სააკაშვილი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ მუქარის წერილს, რომელიც მამუკა ხაზარაძის თქმით მას შს მინსტრმა გიორგი გახარიამ შუამავლის ხელით გაუგზავნა, ფეისბუქ გვერდზე პასუხობს და თან წერილის ფოტოს აქვეყნებს.

    “კლასიკური ოლიგარქიული ხელწერა.უკრაინაში და რუსეთში ზუსტად ასე წერენ წერილებს.ზუსტად ასე ეს ბოლო წლები შეიქმნა “9 სისხლიანი წლის “მითი ისე რომ,ზოგიერთი ჩვენიანიც კი ეჭვმა შეიპყრო და თავის პასუხს იწყებს ხოლმე შემდეგი სიტყვებით-“სააკაშვილის ხელისუფლებასკი არ ვიცავ,მაგრამ…” არადა,ამით სუფთად ჯდებიან ივანიშვილის რუსულ ნარატივში“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.

  • ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვეს

    საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23 წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ ფინალურ დღეს.4 ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.

    55 კილოგრამში ნუგზარ წურწუმიამ ფინალში რუმინელი ფლორინ ტიტა პირველივე პერიოდში აშკარა უპირატესობით 9-0 დაამარცხა და შეინარჩუნა შარშან მოპოვებული ევროპის ჩემპიონის ტიტული. გამარჯვება მოიპოვა 63 კილოში ლევან ქავჟარაძემ, ქართველმა ფინალში სომეხ სლავიკ გალსტიანს 10-8 მოუგო. 87 კილოგრამით წონით კატეგორიაში გურამ ხეცურიანმა ფინალში რუსეთის წარმომადგენელ გაზი ხალილოვი დაამარცხა. მძიმეწონოსანმა ზვიად პატარიძემ საქართველოს ნაკრებს მეოთხე ოქროს მედალი მოუტანა, თავის კარიერაში კი მეექვსედ მოიპოვა ასაკობრივი ევროპის ჩემპიონის ტიტული.

    ბრინჯაოს მედალი 77 კილოში ბექა მამუკაშვილმა დაისაკუთრა. ქართველმა გადამწყვეტ შეხვედრაში 3-0 სძლია აზერბაიჯანელ ნასირ ჰასანოვს. საქართველოს 23 წლამდე ნაკრები ამ დროისთვის საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზეა და დიდი უპირატესობით უსწრებს რუსეთისა და თურქეთის ნაკრებებს.

  • სანამ განცხადებას გავაკეთებთ, გვევალება სასაცილოდ არ ავიგდოთ თავი – წულუკიანი ხაზარაძეზე

    იუსტიციის მინისტრი თეა წულიკიანი თვლის, რომ ხაზარაძის ხმაურიანმა განცხადებამ მამუკა ხაზარაძეს კიდევ მეტი არასერიოზულობა შესძინა.
    “ამ განცხადებას მე შევხვდი ღიმილით, რადგან მახსოვს წარსულში, პოლიტიზირებული მოსმართლის ბატონი გიორგი პაპუაშვილის განცხადება, თითქოს მე მას ვემუქრებოდი, და შემდეგ აღმოჩნდა, რომ მის სახლთან მომუშავე მემწვანილე ემუქრებოდა. ეს გამახსენდა, გამეღმა და მერე კიდევ უფრო გამეღიმა, რომ მას არ აქვს წერილი, რაღაც ნაბეჭდი მოიტანა. თუმცა, რა თქმა უნდა, როცა განცხადება კეთდება, საჭიროა შესწავლა, რეაგირება, მაგრამ სანამ განცხადებას გავაკეთებთ, გევვალება, რომ სასაცილოდ არ ავიგდოთ თავი” – აცხადებს წულუკიანი.
    {{VIDEO}}