“კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის“ „TV პირველისა“ და „არტარეის“ გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ განცხადება გაავრცელა:
Category: არქივი
-
მედიაკოალიცია ტვ პირველთან და არტარეასთან დაკავშირებულ მოვლენებს განცხადებას უძღვნის
“კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ ეხმიანება 2019 წლის 6 მარტს საქართველოს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული წერილის ერთ ნაწილს, სადაც საუბარია სამ მოთხოვნაზე, რომელიც ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა შესრულდეს. მათგან ორი მედიასაშუალებების: „TV პირველისა“ და „არტარეის“ სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას ეხება. კოალიცია მიიჩნევს, რომ წერილის ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, იგი წარმოადგენს მედიის საქმიანობაში ჩარევას და სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობას. აღნიშნული საქმე განსაკუთრებულ ყურადღებას იმის გამოც იმსახურებს, რომ ამ წერილის ადრესატის მიერ ავტორად ქვეყნის ვიცე-პრემიერი და შსს მინისტრი სახელდება.ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „TV პირველის“ სახელი ჩნდება სხვადასხვა ტიპის გარიგებებთან დაკავშირებულ საქმეებში, სადაც ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის სურვილი ჩანს. კვლევებით დასტურდება,რომ ეს არხი მიუკერძოებლად აშუქებს მიმდინარე მოვლენებს. მნიშვნელოვანია, როგორც ამ მაუწყებელმა, ისე ყველა სხვა მედიასაშუალებამ იცოდეს, რომ მათი სარედაქციო დამოუკიდებლობა დაცულია კანონით. ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ რწმენა, რომ მათ შეუძლიათ პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელება, რომ ისინი არ გახდებიან ინსტრუმენტი სხვადასხვა პირთა ინტერესების სასარგებლოდ. ამისათვის კი აუცილებელია, თითოეული ასეთი შემთხვევა გამოძიებული იყოს გამჭვირვალედ.კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები ყურადღებით დავაკვირდებით ტელეკომპანიების – „TV პირველისა“ და „არტარეის“ ირგვლივ მოვლენების შემდგომ განვითარებას. ამასთან, მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, განსაკუთრებული ყურადღებით გამოიძიოს მედიასაშუალებებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტები და გამოძიება მაქსიმალურად მოკლე ვადებში, ეფექტიანად წარმართოს იმგვარად, რომ საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას პასუხი ამომწურავად გაეცეს. ხუთშაბათი, 07 მარტი, 2019 -
საქართველო – ფიჯის შორის უვიზო მიმოსვლაზე ხელშეკრულება გაფორმდა
საქართველოსა და ფიჯის შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფიჯის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ხელშეკრულებას ხელი ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ინია სერუირატუმ, ფიჯის თავდაცვის, ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოაწერეს.
“უვიზო რეჟიმის შესახებ ხელშეკრულება მნიშვნელოვნად გაზრდის ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროებში არსებულ შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს დიმლომატიური კავშირების გაძლიერებას ორივე სახელმწიფოს პროგრესული განვითარებისთვის”, — ნათქვამია ფიჯის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ფიჯის მოქალაქეებს მოქმედი წესით საქართველოს ელექტრონული ვიზის მიღება შეუძლიათ. საქართველოს მოქალაქეებისთვის კი, საგარეო უწყების საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ვიზის მიღება ბრიუსელში, ფიჯის საელჩოს საკონსულო სამსახურში იყო შესაძლებელი.
-
“ალბათ მომავალში ენკი ბენკიზეც იქნება საუბარი” – კალაძე სკანდალურ წერილზე (ვიდეო)
ხაზარაძის საქმეზე და მუქარის წერილზე, რომელიც ხაზარაძის განცხადებით მას შინაგან საქმეთა მინისტრმა გაუგზავნა დღეს კომენტარი თბილისის მერმა გააკეთა.“არის კონკრეტული საქმე სამართლებრივად დაწყებული და გაეცმება პასუხები. თუ არის რაიმე კითხვები სამართლებრივ ჭრილში უნდა მოხდეს ამ ყველაფრის განხილვა და არა პოლიტიკურ ჭრილში. კატეგორიულად მიუღებელია პოლიტიკურ ჭრილში ამ თემის განხილვა. რა შუაშია მედია ჩემთვის ცოტა გაუგებარია. მე არ ვიცი ეს რა წერილია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააკეთოს ანალოგიური წერილი. ჩემთვის ყველაფერი ღიმილის მომგვრელი იყო რაც ეწერა. საერთოდ რა შუაშია ტვ პირველი, გაუგებარი იყო, რა შუაშია არტ არეა. მომავალში ალბათ ენკი ბენკიზეც იქნება საუბარი. დაველოდოთ და სამართლებრივ ჭრილში გავყვეთ ამ კონკრეტულ საქმეს.“ – ამბობს კალაძე{{VIDEO}}
-
ბათუმში მანქანა საცხოვრებელ სახლს დაეჯახა
ბათუმში, მოსკოვისა და სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, ერთ-ერთი მანქანა კი ტროტუარზე გადავიდა და საცოხვრებელ სახლს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი მოქალაქე დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს.შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
-
„ლიბერთი ბანკის” მანქანაზე თავდამსხმელები დააკავეს
ზუგდიდში „ლიბერთი ბანკის“ ინკასაციის მანქანაზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასმხის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს. თავდასხმა 2 მარტს მოხდა ბრალდებულებმა ინკასაციის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს.
შემთხვევის შედეგად დაიჭრა ინკასატორიც. სამართალდამცველების ინფორმაციით, ინკასაციის თანამშრომლის დაყაჩაღებამდე შენიღბულმა ბრალდებულებმა დანაშაული სოფელ ონორიაშიც ჩაიდინეს. მათ ელექტროსადგურის თანამშრომლებს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. სწორედ აქ გაიტაცეს მათ ავტომობილიც, რომლითაც მოხდა ინკასაციის მანქანაზე თავდასხმა. გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული კი 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
-
საკონსტიტუციო სასამართლო დაგროვებითი პენსიის შეჩერებაზე განხილვას იწყებს
საკონსტიტუციო სასამართლო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შეჩერებაზე მსჯელობას იწყებს. დღეს ბათუმში გამწესრიგებელი სხდომა გაიმართება.
“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” საპენსიო სისტემაში მოქალაქეთა იძულებით ჩართვის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. გამწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეები, არგუმენტებს არა მხოლოდ დასაქმებულთა, არამედ დამსაქმებელთა საკუთრების უფლების დარღვევებზე წარადგენენ.
სარჩელის ავტორები იმედოვნებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საქმეს არსებითი განხილვაში მიიღებს.
„სახელმწიფოს არ აქვს უფლება ჩვენს ნაცვლად გადაწყვიტოს თუ როგორ არის უკეთესი მოვექცეთ ჩვენს საკუთრებას. რაც შეეხება დამსაქმებელთა გასაჩივრებას, ჩვენ ვფიქრობთ,რომ ეს 2% არის დამსაქმებლებისთვის ტვირთი, რაც არღვევს ასევე დამსაქმებლის უფლებას“-აცხადებს ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” სტრატეგიული სამართალწარმოების პროგრამის დირექტორი, ედუარდ მარიკაშვილი.
-
“ივანიშვილი მართავს საქართველოს როგორც განგსტერი”- ფადი ასლი
საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, ბიზნესმენებს თიბისის მიმართ სოლიდარობის ღიად გამოხატვისკენ მოუწოდებს. ფადი ასლი თიბისი ბანკის მიმართ ივანიშვილის მიერ გამოცხადებულ ომზე მეტად “შოკის მომგვრელს” ქართული ბიზნესის წარმომადგენლების ჩუმ და დამყოლ დამოკიდებულებას მიიჩნევს. საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი დაწრმუნებულია იმაშიც, რომ წერილთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძე სრულ სიმართლეს ამბობს და აცხადებს, რომ ქვეყანაში ტერორის ნიშნებია.
“საქართველოში ბიზნესმენებს ხელისუფლების შურისძიების ეშინიათ. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში ტერორის ნიშნებს ვხედავ. შოკირებული ვარ იმით, რომ ქართველმა ბიზნესმენებმა ხმა არ ამოიღეს თიბისის დასაცავად, მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომელიც ქვეყნის მთავრობას იყენებდა ბანკისა და ანაკლიის პროექტისთვის ზიანის მისაყენებლად. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ეს წერილი მათ გაუგზავნეს მამუკა ხაზარაძეს ეს მაფიის მუშაობაა, ივანიშვილი მართავს საქართველოს როგორც განგსტერი, ქვეყნის მთავრობა ინსტრუმენტია მის ხელში, ველოდები როდის დაიწყებენ ქართველი ბიზნესმენები ხმამაღლა საუბარს არამხოლოდ თიბისის, არამედ სხვა კომპანიების შესახებაც. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოში ტერორი მუდმივად იქნება,”-აცხადებს ფადი ასლი.
-
თქვენ ხართ ფარისევლები, მშიშარა მლიქვნელები – გირჩის მიმართვა ქართველ ბიზნესმენებს
პოლიტიკური გაერთიანება გირჩი ხაზარაძის და თიბისის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს :
გირჩის მიმართვა ქართული ბიზნესის ცნობად და მეტნაკლებად ცნობად სახეებს“თიბისი-ს დამფუძნებლების გარშემო რაც ხდება, არის ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური, და არა სამართლებრივი პროცესი. საქმეში არ არსებობს მომჩივანი დაზარალებული და სრულიად გაუგებარია, რას და რატომ იძიებს 11 წლის წინანდელ საქმეში პროკურატურა. ამავე დროს, ცხადზე ცხადია, რომ ვითომ კონსტიტუციურად დამოუკიდებელი ინსტიტუტი, სახელწოდებით „ეროვნული ბანკი“, რომელსაც იმის უნარიც კი არ შესწევს, რომ საჯაროდ ახსნას საკუთარი გადაწყვეტილებების შინაარსი, ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური დევნის მორიგ ინსტრუმენტად იქცა. რა ცოდვებიც უნდა ჰქონდეთ თიბისი-ს დამფუძნებლებს, საღი აზრის მქონე ნებისმიერი ადამიანისთვის ნათელია, რომ ამ კონკრეტულ საქმეში სახელმწიფო მათთან მიმართებაში უსამართლოდ იქცევა.
ამ ფონზე თქვენი დუმილი არის უტყუარი დადასტურება იმისა, რომ სინამდვილეში:
თქვენ ხართ ჩვეულებრივი კრონი-ბიზნესმენები, რომლებმაც მოახერხეთ სიმდიდრის დაგროვება სახელმწიფოსთან, სხვადასხვა ხელისუფლებებთან ჩახუტებისა და პრეფერენციების მიღების გზით, იქნებოდა ეს ხელში იაფად ჩაგდებული ქონება, საჯარო კონტრაქტებით მიღებული საბიუჯეტო დაფინანსება თუ კანონით მონიჭებული და/ან რეგულაციებით გამყარებული მონოპოლიური მდგომარეობა. სახელმწიფოს, ხელისუფლებების მხარდაჭერის გარეშე, თქვენი, როგორც ბიზნესმენების ფასი არის – ნული.
თქვენ გაქვთ საბჭოთა „ცეხავიკის“ ფსიქოლოგია, რომელსაც არ გააჩნია საკუთრების განცდა და ღირსება და მიიჩნევს, რომ მისი კეთილდღეობა დღეს პირდაპირპროპორციულია ამჟამინდელი კომპარტიის პირველი მდივნის მისდამი კეთილგანწყობისა. სწორედ ასეთი მენტალიტეტის გამო, თქვენ ვერასდროს გახდებით მართლა თავისუფალი ბიზნესმენები.
თქვენ ხართ ფარისევლები, გაერთიანებული სხვადასხვა ბიზნეს-ასოციაცია-ფედერაციებში, ვითომ ბიზნესის ინტერესების დასაცავად, სინამდვილეში კი მათი რეალური დანიშნულება იმ პერიოდის ხელისუფლების ნებისმიერი იდიოტური, მათ შორის, თქვენთვისვე საზიანო წამოწყებების უტიფარი გაპრავება და მოქალაქეების ზურგსუკან პირადი ინტერესების ლობირებაა.
თქვენ ხართ მშიშარა მლიქვნელები, რომლებიც „პოლიტიკაში არ ვერევით“ გზავნილს ამოფარებულნი, 24/7-ზე ერთ ადგილს ათამაშებთ და ცდილობთ ურთიერთობა არ გაიფუჭოთ არავისთან, რადგან ხელისუფლებები იცვლებიან და თქვენ მუდმივად გჭირდებათ სახელმწიფოსგან ახალი, იაფი ქონება, ფული, დახმარება და/ან პრივილეგია.
გვესმის, რომ ისტორიული გამოცდილება და არსებული რეალობა გიბიძგებთ იყოთ ასეთები, მაგრამ ეს ვერ ამართლებს თქვენ ასეთ გულისამრევ ყოფას.
პ.ს. დიდი ხანია გვინდოდა თქვენთვის ამის თქმა“
-
ჰა, ჰა, ხუთასი მეტრი გადმოწიეს – ოცნების წევრი რუსულ მავთულხლართებზე
გადაცემა “ბარიერში“ დღეს ოპონენიტების მწვავე რეაქცია მოჰყვა ქართული ოცნების წევრის, ბენო ქაშაკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსებმა “ჰა, ჰა, ხუთასი მეტით გადმოწიეს საზღვარი.“ ეს ფრაზა ბენო ქაშაკავშილმა დებატების დროს თაკო ჩარკვიანის საპასუხოდ თქვა, რომელიც ამბობდა, რომ ოკუპაცია ისევ გრძელდება და რუსებმა ტერიტორიები კვლავ წაგვართვეს.
{{VIDEO}}