Category: არქივი

  • მოსამართლეებისგან პოლიტიკური განცხადებები მიუღებელია – სალომე ზურაბიშვილი

    სალომე ზურაბისვილი აცხადებს, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესს დიდი ყურადღებით აკვირდება. როგორც პრეზიდენტმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, მოსამართლეებს პროფესიის შესაფერისი თავშეკავება მართებთ და მათგან პოლიტიკური განცხადებების გაკეთება მიუღებელია,რადგან ეს უარყოფითად აისახება სასამართლოს ნდობაზე.
    „მოსამრთლეების უვადოდ დანიშვნის პრაქტიკა არსებობს რიგ ქვეყნებში, თუმცა ეს პროცესი უმაღლესი კრიტერიუმებით ხასიათდება. ამ საკითხის სიფაქიზიდან გამომდინარე, ნაჩქარევი გადაწყვეტიოლების მიღება არ ივარგებს. საბოლოოდ, საკანონმდებლო ორგანო პასუხისმგებელია, მიიღოს ისეთი გადაწყვეტიოება, რომელიც გაითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტებს და ყველაზე უკეთ მოერგება ქართულ რეალობას. მე ამ პროცესს დიდი უყურადღებით ვაკვირდები“ – განაცხადა პრეზიდენტმა 

    {{VIDEO}}

  • შეწყალების პრაქტიკა ამნისტიას ემსგავსებოდა, კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა – ზურაბიშვილი

    სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა. როგორც პრეზიდენტმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, შეწყალების ის პრაქტიკა, რომელიც წინა პრეზიდენტების დროს არსებობდა, ზოგჯერ უფრო ამნისტიას ემსგავსებოდა, ვიდრე იმ კონცეფციას, რომელიც საფუძვლად უდევს პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებას. „ შეწყალების დისკრეციული უფლება ნიშნავს პრეზიდენტის მიერ განსაკუთრებული და გამორჩეული ინდივიდუალური საქმის შერჩევას, სადაც უპირატესობა ჰუმანურ პრინციპებს ენიჭება. ამ პრინციპების ზედმიწევნით დაცვა ნიშნავს იმას, რომ შეწყალების აქტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება. ეს ასევე შეამცირებს რისკებს საზოგადოებისთვის, რომლებიც ყოველთვის თან ახლდა მასობრივ შეწყალებას. გათვალისწინებულია შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლა“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

  • ცილისწამების, სიძულვილის ენა უნდა შევაჩეროთ – სალომე ზურაბიშვილი

    ჩემმა ინიციატივამ ორმაგი დამოკიდებულება გამოიწვია – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას. მისი თქმით, რაღაც ფორმით, ცივილურ ჩარჩოებში უნდა მოექცეს საინფორმაციო და სოციალურ ქსელებში განვითარებული პროცესები. „ქვეყანაში ძალადობრივი გარემო თოთოელის ცხოვრებაშია აღწევს. საზოგადოება ელოდება ვითარების ჩაცხრობას. ცილისწამების, სიძილვილის ენა უნდა შევაჩეროთ. როდესაც მედია დამახინჯებული, ყალბი ცნობებით არის გაჯერებული, ჩნდება უნდობლობა ყველანაირი ინფორმაციის მიმართ. დაცული და ობიექტუირი ინფორაციის გარეშე ვერც დემოკრატიული სისტემა და ვერც სახელმწიფოს სტაბილურობა ვერ შენარჩუნდება . ვერ დავხუჭავთ თვალს, რაც საზოგადოებას ცრუ ინფორმაციისა და ცილისწამებით ემუქრება“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

    {{VIDEO}}

  • საქართველო არ შეეგუება ტერიტორიების ოკუპაციას, გატაცებებს და მცოცავ ხაზებს – სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში (ვიდეო)

    {{VIDEO}}სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიში საგარეო პოლიტიკაზე საუბრით და მისი საგარეო ვიზიტების მიმოხილვით დაიწყო. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი პარლამენტში ანგარიშით დღეს პირველად წარსდგა.

  • ევროპულმა საქართველომ ბოიკოტის ნიშნად დარბაზი დატოვა(ვიდეო)

    “იმის გამო, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ივანიშვილის ხელისუფლებამ მიმართა ამომრჩევლების მასობრივ ცინიკურ მოსყიდვას, ძალადობას და კრიმინალური სამყაროს დახმარებას. ხმის მიცემის ფარულობის მასობრივ დარღვევას, რიგ შემთხვევაში პირდაპირ ჩაყრას ბიულეტენების, იმის გამო, რომ ამის შედეგად არავინ დასჯილი არ არის მაშინაც კი, როცა მტკიცებულებები სახეზეა და ვიდეოზეა აღბეჭდილი, იმის გამო, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ განსაკუთრებით მეორე ტურისას წინ წამოწია შავრაზმული პროპუტინური ძალები და აწარმოა სიძულვილის და დაშინების კამპანია, იმის გამო რომ ამ ყველაფერმა შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს ამომრჩეველს და საზოგადოებას და შელახა ჩვენი კონსტიტუციის ფუნდამენტური პრინციპები და დააზიანა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტი.
    იმის გამო, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი დღევანდელ თანამდებობაზე სწორედ ამ პროცესის შედეგად არის მოხვედრილი და თავად იქცა ამ ყველაფრის სიმბოლოდ.
    იმის გამო, რომ მისი პირველივე ნაბიჯები ამ თანამდებობაზე იყო საზოგადოების უგულებელყოფის და შეურაცხყოფის, შავრაზმულ, პროპუტინურ ძალებთან კოლაბორაციის და ნეპოტიზმის გაგრძელება. ამ ყველაფრის გამო ევროპული საქართველო იყენებს საკუთარ უფლებას პოლიტიკური ბოიკოტისა, არ დაესწრება ამ სხდომას და ტოვებს დარბაზს. “
    ბოკერიას ამ განცხადების შემდეგ ევროპულმა საქართველომ სხდომათა დარბაზი დატოვა.

    {{VIDEO}}

  • თბილისის საქალაქო სასამართლო ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული საქმის განხილვას იწყებს

    9 წლის გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის საქმის არსებითი განხილვის სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართება.

    მასზე დაცვისა და ბრალდების მხარეები შესავალი სიტყვით წარსდგებიან. ადვოკატი ეჭვქვეშ აყენებს ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც საქმეში დევს და რომლის მიხედვით, იაგო ნებიერიძის დნმ-ის კვალი გორში მოკლული 9 წლის ბავშვის ცხედარზეა აღმოჩენილი. ბოლო დროის ყველაზე სასტიკ და გახმაურებულ მკვლელობაშია ბრალდებულმა საქმის ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით სასამართლო განხილვებზე უარი თქვა.

  • სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის წინაშე ანგარიში საგარეო ვიზიტების მიმოხილვით დაწყო

    პარლამენტში პრეზიდენტის ტრადიციული წლიური ანგარიშის მოსმენა დაიწყო. სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოში თორმეტი საათისთვის მივიდა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებთან ერთად იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრები, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დედაქალაქის მერი, სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. პრეზიდენტის მოსასმენად პარლამენტში მივიდნენ უმაღლესი სასულიერო პირებიც.

    პრეზიდენტმა საკუთარი სიტყვა მისი უცხოური ვიზიტების შესახებ ინფორმაციით დაიწყო. 

    სხდომას არ ესწრებიან ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს წარმომადგენლები. ისინი სალომე ზურაბიშვილს ბოიკოტს უცხადებენ. 

  • ევროპულმა საქართველომ სალომე ზურაბიშვილს ბოიკოტი გამოუცხადა და სხდომა დატოვა

    პარლამენტის დარბაზში სხდომის დაწყებისთანავე განცხადება გააკეთა ევროპული საქართველოს ერთ–ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ: “იმის გამო, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ივანიშვილის ხელისუფლებამ მიმართა ამომრჩევლების მასობრივ ცინიკურ მოსყიდვას, ძალადობას და კრიმინალური სამყაროს დახმარებას. ხმის მიცემის ფარულობის მასობრივ დარღვევას, რიგ შემთხვევაში პირდაპირ ჩაყრას ბიულეტენების;

    იმის გამო, რომ ამის შედეგად არავინ დასჯილი არ არის მაშინაც კი, როცა მტკიცებულებები სახეზეა და ვიდეოზეა აღბეჭდილი, იმის გამო, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ განსაკუთრებით მეორე ტურისას წინ წამოწია შავრაზმული პროპუტინური ძალები და აწარმოა სიძულვილის და დაშინების კამპანია;

    იმის გამო რომ ამ ყველაფერმა შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს ამომრჩეველს და საზოგადოებას და შელახა ჩვენი კონსტიტუციის ფუნდამენტური პრინციპები და დააზიანა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტი;

    იმის გამო, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი დღევანდელ თანამდებობაზე სწორედ ამ პროცესის შედეგად არის მოხვედრილი და თავად იქცა ამ ყველაფრის სიმბოლოდ;

    იმის გამო, რომ მისი პირველივე ნაბიჯები ამ თანამდებობაზე იყო საზოგადოების უგულებელყოფის და შეურაცხყოფის, შავრაზმულ, პროპუტინურ ძალებთან კოლაბორაციის და ნეპოტიზმის გაგრძელება.

    ამ ყველაფრის გამო ევროპული საქართველო იყენებს საკუთარ უფლებას პოლიტიკური ბოიკოტისა, არ დაესწრება ამ სხდომას და ტოვებს დარბაზს. “

    ბოკერიას ამ განცხადების შემდეგ ევროპულმა საქართველომ სხდომათა დარბაზი დატოვა.

  • მამაკაცი რომელმაც თავის დაწვა სცადა რეანიმაციაშია

    ახალგაზრდა მამაკაცის ჯანრთელობის მდგომარეობა, რომელმაც წუხელ თემქის პოლიციასთან თავის დაწვა სცადა, სტაბილურად მძიმეა. დავით კობახიძე მესამე ხარისხის დამწვრობითა და სასუნთქი გზების დაზიანებით რეანიმაციაში იმყოფება. მამაკაცმა პროტესტის უკიდურეს ზომას – მისი განმარტებით, პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული ზეწოლის გამო მიიმართა; მან ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა “კურიერის” კამერის წინ სცადა. მანამდე მამაკაცი განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მომხდარზე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გამოძიება მიმდინარეობს.
  • დააკავეს ყალბი ფულის გამსაღებლები

    სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს, რომლებიც საქართველოს რეგიონებში ყალბ ფულს ასაღებდნენ.
    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებისგან 4 150 ლარის ოდენობის, სხვადასხვა ნომინალის ყალბი კუპიურა ამოიღეს.
    გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები ყალბი ფულით სავაჭრო ობიექტებში პროდუქციას ყიდულობდნენ. ამ ეტაპზე გამოძიება ორ ფაქტზე მიმდინარეობს.
    ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.