Category: არქივი

  • დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე

    ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება  კულტურის პალატისთვის ყოფილი ქარხნის შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის უსასყიდლოდ გადაცემის საკითხის განხილვას მოჰყვა. ქუთაისის ხელისუფლების განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ქალაქში კულტურული ცხოვრების გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს. ოპოზიციამ კი საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა მოითხოვა.

    “სირცხვილია, ფალიაშვილის ქალაქში ოქიტაშვილი ავითარებდეს კულტურას,”-განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ.

    შუშანიას განცხადებას სხდომაზე დამსწრე დავით ოქიტაშვილის გაღიზიანება მოჰყვა. ოქიტაშვილსა და შუშანიას შორის დაწყებული დაპირისპირების განმუხტვა საკრებულოს სხდომათა დარბაზში მყოფმა პირებმა სცადეს.

  • გვაქვს პირდაპირი იერიში „ბოტების“ და „ტროლების“ გამოყენებით – კახიძე „თიბისის“ საქმეზე

    „ევროპული საქართველოს” წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, იმ წერილთან დაკავშირებით, რომელიც მამუკა ხაზარაძემ პროკურატურაში წარადგინა, დასტურდება, რომ ამ ყველაფრის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. „რა უნდა ჰქონდეთ საგამოძიებო კომისიის საწინააღმდეგო, თუ ეს მართლა ერთი ფარატინა ფურცელია“? – კითხულობს კახიძე. მისივე თქმით, დასადგენია წერილის წარმომავლობა, შუამავალი პირი და დასაკითხია შს მინისტრი. „საერთოდ გვერდზე რომ გადავდოთ ეს წერილი, რომელიც სერიოზული მტკიცებულებაა, ჩვენ სახეზე გვაქვს პროკურატურის, ეროვნული ბანკის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, შემოსავლების სამსახურის პირდაპირი შეტევა “თიბისი ბანკსა” და მის დამფუძნებლებზე, ამავე დროს სამთავრობო მედიის პირდაპირი იერიში „ბოტების“ და „ტროლების“ გამოყენებით, ჰაკერული შეტევა – ეს არის დარღვევების, სისტემური დანაშაულების მთელი კასკადი, რომელსაც სჩადის უმაღლესი სახელმწიფო ინსტიტუტები და ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება საგამოძიებო კომისია“ -აცხადება ოთარ კახიძე.
    {{VIDEO}}
  • ქადაგიძემ შეკითხვებს პასუხები ვერ გასცა – „თიბისის“ საქმის პროკურორი

    „თიბისი ბანკის“ შესაძლო ფულის გათეთრების საქმეზე ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო წესით დაკითხვის შემდეგ, საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი ქადაგიძემ გამოძიების შეკითხვებს პასუხი ვერ გასცა. პროკურორის მტკიცებით, ქადაგიძემ გამოძიებას ვერანაირი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვერ მიაწოდა. „მასთან კითხვები იყო როგორც „თიბისი ბანკის“ შემოწმების პროცესთან დაკავშირებით, ასევე შემოწმების შედეგთანაც. ქადაგიძემ ყველაფერზე განაცხადა, რომ ეს დეტალები არ ახსოვს. გიორგი ქადაგიძე 2008 წელს იყო საფინანსო ზედამხედველობის საგენტოს უფროსი, აღნიშნულ პერიოდში, ამ სააგენტოს ჩატარებული აქვს „თიბისი ბანკის“ შემოწმება და გიორგი ქადაგიძე როგორც ხელმძღვანელი, იყო ამ პერიოდში ამ სააგენტოში. სხვა დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პასუხებს ვერ გაგცემთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა.
  • აუცილებელია მაქსიმალური საჯაროობის უზრუნველყოფა – გიორგი ქადაგიძე თიბისის საქმეზე

    საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმღვანელი გიორგი ქადაგიძე გამოიკითხა. როგორც გამოკითხვის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა განაცხადა, „თიბისი ბანკის“ საქმე თავის მასშტაბებიდან, მოცულობიდან და მასში ჩართული მხარეებიდან გამომდინარე მკაფიო პასუხებს საჭიროებს. გიორგი ქადაგიძე სასამართლო წესით ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობისთვის მზად არის. ეროვნული ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ საზოგადოებას ძალიან ეპიზოდური ინფორმაცია მიეწოდება იმასთან დაკავშირებით, რა ტრანზაქციაზეა საუბარი, სად გადაირიცხა ფული, მართლა გადაირიცხა თუ არა ეს ფული. „სწორედ ამიტომ არის აუცილებელი მაქსიმალური საჯაროობის უზრუნველყოფა, ასევე იმ ძალიან ხმაურიან განცხადებებზე პასუხები, რომლებსაც საფინანსო საბიუჯეტო-კომიტეტზე მოვისმინეთ. ყველაფერი დანარჩენი, გარდა 100%-იანი საჯაროობისა, მხოლოდ და მხოლოდ უფრო მეტ კითხვას გააჩენს. საუბარი არის საქართველოში ყველაზე მსხვილ ფინანსურ ჯგუფზე, ყველაზე მსხვილი ფინანსური ჯგუფის დამფუძნებლებზე, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ ხორციელდება ორკესტრირებული პოლიტიკური შეტევა“ – განაცხადა ქადაგიძემ. მისივე თქმით, ის სრულიად იღებს პასუხისმგებლობას იმ საკითხზე, რომელიც ეროვნული ბანკის თუ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ მისი მმართველობისას განხორციელდა.

    „ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში მზად ვარ ვუპასუხო კითხვებს, განსაკუთრებით, თუ ეს ეხება 2008-2009 წლის მოვლენებს და როგორ მოხდა რეაგირება ძალიან რთულ ვითარებაზე, რომელიც საქართველოში შეიქმნა იმ დროს. ეს გამოცდილება ნამდვილად არის გასაზიარებელი და ეს გამოცდილება აღნიშნულია უამრავ საერთაშორისო დასკვნაში“ – განაცხადა ქადაგიძემ.

  • “გატყავებულ–ნაწამებ ცხოველში გამოწყობილი პრეზიდენტი“ – სალომე ზურაბიშვილის ბეწვის ქურქი და კრიტიკა სოციალურ ქსელებში

    სალომე ზურაბიშვილის ლიეტუვაში ვიზიტი არა მისი შინაარსის, არამედ სალომე ზურაბიშვილის ბეწვის ქურქის გამო გახდა განხილვის თემა, რომელიც მას აეროპორტში ჩასვლისას და დახვედრის ცერემონიალისას ეცვა. ნატურალური ბეწვის ქურქი პოლიტიკოსისთვის ერთ–ერთ ყველაზე შეუფერებელ ჩაცმულობად ითვლება და იშვიათად თუ ნახავთ ცივილიზებულ მსოფლიოში პოლიტიკოსს, რომელიც ამ სამოსს ირჩევს, განსაკუთრებით ოფიციალური შეხვედრებისა და ცერემონიალებისთვის. და თუ ვინმემ ეს მაინც გადაწყვიტა, მომენტალურად ხდება თავდასხმის ობიექტი ცხოველთა უფლებების დამცველების და სხვადასხვა სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან. გამონაკლისი არც საქართველო აღმოჩნდა. ქართულ სოციალურ ქსელებში სალომე ზურაბიშვილის ჩაცმულობას არაკორექტულს უწოდებენ და აკრიტიკებენ.

    ნატურალური ბეწვის სამოსზე მსოფლიოს მაშტაბით სულ უფრო მეტი ადამიანი ამბობს უარს. ცხოველების დაცვის მოძრაობა მსოფლიოში გასული საუკუნის 60–იან წლებში გაჩნდა. თავიდან ის ნაკლებად ცნობილი იყო, თუმცა თანდათანობით სულ უფრო გავლენიანი გახდა. 80–იან წლებში უკვე რამდენიმე ასეული ორგანიზაცია მოქმედებდა, რომლებიც ნატურალური ბეწვის მოხმარების წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ყველაზე მსხვილი კი მათ შორის იყო და დღემდე რჩება РЕТА (People for the Ethical Treatment of Animals – ადამიანები ცხოველების მიმართ ეთიკური მოპყრობისთვის). ამ ორგანიზაციის სათავეებთან ბევრი ცნობილი ადამიანი იდგა. მათ შორის ვარასკვლავები, რომლებიც დღემდე ორგანიზაციის აქტივისტები არიან.
    ჰოლივუდის ვარსკვლავი, შარლიზ ტერონი ამ მოძრაობის აქტივისტია და აცხადებს, რომ ცხოველები ადამიანების ახირებების და მოდის გამო არ უნდა იტანჯებოდნენ. ის ცხოველების დაცვის სარეკლამო კამპანიებში აქტიურად მონაწილეობს.
    “თუ თქვენ არ შეგიძლიათ თქვენი ძაღლის ქურქი ატაროთ, საერთოდ ნუ ატარებთ ნურანაირ ბეწვს თუ შეიძლება“ ამ მოწოდებით გამოვიდა მსახიობი ერთ–ერთი კამპანიის ფარგლებში.

    მოდელი და მსახიობი პამელა ანდერსონი ასევე РЕТА –ს აქტივისტია. ის არა მხოლოდ ნატურალურ ბეწვს არ ატარებს, სხვებსაც ამისკენ მოუწოდებს. ის არაერთხელ გაშიშვლდა РЕТА –ს კამპანიისთვის ლოზუნგით “ჯობს შიშველმა იარო, ვიდრე ბეწვი ატარო.“

    იგივე სახელწოდების კამპანიაში მიიღო მონაწილეობა ევა მენდესმა, რომელიც კარიერის გარიჟრაჟზე ერთ–ერთ ღონისძიებაზე ნატურალური ბეწვის ქურქით გამოჩნდა და РЕТА–სგან სერიოზული თავდასხმა მიიღო. ორგანიზაციის არგუმენტები მსახიობისთვის საბოლოოდ იმდენად დამაჯერებელი აღმოჩნდა, რომ სამუდამოდ უარი თქვა ბუნებრივ ბეწვზე და ორგანიზაციის აქტივისტი გახდა.

    ბუნებრივი ბეწვის სამოსის აქტიური მოწინააღმდეგეა კრისტინა აგილერა. მომღერალი ცხოველთა უფლებების აქტიური დამცველია. მას საკუთარი იდეალების ერთგულების საქმით დამტკიცებაც მოუწია. როცა დიზაინერმა რობერტო კავალიმ მისი საგასტროლო ტურისთვის სამოსი შექმნა ბეწვის გამოყენებით, მიუხედავად იმისა რომ წინასწარ ქონდა გაფრთხილება, ბეწვი არ გამოეყენებინა. მომღერალი აღშფოთდა და მოითხოვა ნატურალური ბეწვი ხელოვნურით შეეცვალათ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიდა სცენაზე რობერტო კავალის მიერ შექმნილი კოსტუმებით.

    РЕТА–ს აქტივისტია მსახიობი პენელოპა კრუსიც, რომელიც ბევრი სხვა ვარსკვლავის მსგავსად ორგანიზაციის კამპანიისთვის გაშიშვლდა. ორგანიზაცია მას იმის ნიმუშად ასახელებს, როგორ შეიძლება იყო გლამურულობის განსახიერება ნატურალური ბეწვის გარეშე.

    შეუძლებელია ყველა ვარსკვლავის ჩამოთვლა, ვინც ნატურალური ბეწვის ტანსაცმელში გამოყენების წინააღმდეგ გამოდის. მათი სია ძალიან გრძელია. გასული საუკუნის ბოლოდან დაწყებული კამპანია ამ საუკუნეში უფრო დიდი ძალით გაგრძელდა და საბოლოოდ შედეგი გამოიღო. დღეს ნატურალური ბეწვით საზოგადოებაში გამოჩენა ე. წ. სელებრითებისთვის ცუდ ტონად ითვლება, რომ აღარაფერი ვთქვათ პოლიტიკოსებზე. ბოლო წლებში ელიტარული მოდის  სახლები რიგრიგობით ამბობენ უარს ნატურალური ბეწვის გამოყენებაზე. მათ შორის არიან გუჩი, ბარბერი, ტომ ფორდი, ჯონ გალიანო, მეისონ მარჯიელა, ჯიმი ჩუ, ვერსაჩე.. სტელა მკარტნი კი ე.წ. “მწვანე მოდის“ პიონერია და ნატურალური ბეწვი არასოდეს გამოუყენებია.

    სახელოვანი ბრენდები ცდილობენ სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითი აჩვენონ და საზოგადოებრივი განწყობების ტენდენციებს აუწყონ ფეხი.ნატურალური ბეწვის ქურქი საკუთარ თავზე შეყვარებულობის და დაბალი გემოვნების სიმბოლოდ იქცა, მისი გამოყენება კი სარისკოდ.
  • ბიზნესი გასუსულია, ეშინიათ – რომან გოცირიძე

    {{VIDEO}}

    მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ მუქარის წერილში ჩამოთვლილ მოთხოვნებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე, გარდა ბიზნესის ტერორის გარდა, დამოუკიდებელი მედია საშუალებების კონტროლის მცდელობასაც უწოდებს. რომან გოცირიძე მამუკა ხაზარაძის მიერ გასაჯაროვებული წერილის შინაარსს საგანგაშოს უწოდებეს და თვლის, რომ თავისუფალი მედია, ისევე როგორც ბიზნესი, შეტევის ობიექტია. გოცირიძის თქმით, ბიზნესი გასუსულია, შეშინებულია.

    „ერთადერთი, ვინც ხმას იღებს, ეს არის ფადი ასლი, რომელსაც აქვს უცხოური პასპორტი და მისი რეპრესირება არცთუ ისე ადვილია. დანარჩენებმა იციან, რომ იქ, სადაც „თიბისი ბანკს“ ასე გადაუარეს, ფაქტიურად, ხეისლუფლების ხელში ჭიაღუები არიან.
  • ლებრონ ჯეიმსმა ჩაგდებული ქულებით მაიკლ ჯორდანს გადაასწრო

    ლებრონ ჯეიმსმა ყველა დროის მექულეთა სიაში ლეგენდარული მაიკლ ჯორდანი ჩამოიტოვა და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. მის ანგარიშზე ამ წუთისთვის 32 292 ქულაა.

    ჯორდანის ჩამოტოვება მისთვის საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა. ამ შედეგის მიღწევა მან დღეს გამთენიისას ”დენვერ ნაგეთსის” წინააღმდეგ შეძლო. წარმოგიდგენთ აღნიშნული მატჩის მიმოხილვას. 

    ამ წუთისთვის ლებრონ ჯეიმსი მეოთხე ადგილზე იმყოფება და მის წინ კობი ბრაიანტია 33 643 ქულით. გთავაზობთ საუკეთესო მექულეთა ხუთეულს. 

    1. Kareem Abdul-Jabbar (38,387 points)

    2. Karl Malone (36,928 points)

    3. Kobe Bryant (33,643 points)

    4. LeBron James (32,311 points)

    5. Michael Jordan (32,292 points)

  • საპატრიარქო სასამართლოს ციანიდის საქმის გასაჯაროებას თხოვს

    უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, მზია თოდუას პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიხეილ ბოტკოველის ხელმოწერით გაეგზავნა წერილი, რომელშიც წერილის ავტორი კათოლიკოს–პატრიარქის კურთხევით უზენაეს სასამართლოს თხოვს ე.წ. ციანიდის საქმის მასალები გაასაჯაროვოს.
    “მოგეხსენებათ ე.წ. “ციანიდის საქმეს “ ადევს “გრიფით საიდუმლო“, რაც ზოგიერთ პირვონებას საშუალებას აძლევს სხვადასხვა ინტერპრეტაციის გაკეთებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა.
    მართალია კანონი კრძალავს აღნიშნული სახის მასალების გასაჯაროებას, მაგრამ შექმნილი ვითარების ფონზე იქნებ იქნას გამონაკლისი დაშვებული, გასაჯაროვდეს ეს დოკუმენტები და ყველას მიეცეს საშუალება გაეცნოს საქმის რეალურ მდგომარეობას. მითუმეტეს, რომ ამის მოსურნეა როგორც ბრალდებულის, ისე დაზარალებულისა და მოწმის მხარე, ამის მოსურნეა საქართველოს საპატრიარქო და საზოგადოება.“ – ნათქვამია წერილში.
    საპატრიარქო წერილს საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
  • არ შევხედავდი ასე იუმორით ამ მუქრის წერილს – ეკა ბესელია ხაზარაძის საქმეზე

    საპარლამენტო უმრავლესობიდან და პარტიიდან პროტესტით წასული ეკა ბესელია საჭიროდ თვლის „თიბისი ბანკის“ საქმეზე და ხაზარაძისთვის გაგზავნილი მუქარის წერილზე, საგამოძიებო კონტროლი განხორციელდეს. დეპუტატი ამბობს, რომ აუცილებელია ამ საკითხით პარლამენტი დაინტერესდეს და დაიწყოს დეტალური და სიღრმისეული შესწავლა.
    „ვერ დავამტკიცებთ და ვერ ვიტყვით უტყუარი სტანდარტით, სარწმუნოა ბრალდებები ხაზარაძის მხრიდან თუ არ არის სერიოზული. ყველა შემთხვევაში, საკითხი რომ არ დარჩეს ღიად და არ დარჩეს კითხვები, ასევე არ გამოიწვიოს ეჭვები, რომელიც მიმართულია მაღალი პოლიტიკური პირების მიმართ, სჭირდება საპარლამენტო კონტროლი და ზედამხედველობა. გამოძიება აბსოლუტური მიუკერძოებლობითაც რომ ჩატარდეს, ადამიანებს მაინც გაუჩნდებათ ეჭვები, რადგან საქმე ეხება სახელმწიფიოს მაღალ პოლიტიკურ პირს“. ასე იუმორით არ შევხედავდი ამ წერილს. საჭიროა საზოგადოებას მიეწოდოს პასუხი“ – აცხადებს ეკა ბესელია.
  • ბიზნესი ვერ იქნება ინდულგენცია–კობახიძე ხაზარაძეზე და მუქარის წერილზე

    {{VIDEO}}პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თვლის, რომ გარკვეული ძალები „თიბისი“ ბანკის საქმის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას ცდილობენ. გამოქვეყნებულ მუქარის წერილს ირაკლი კობახიძე არასერიოზულად აღიქვამს და ამბობს, რომ მტკიცებულების ნაცვლად საზოგადოებამ მიიღო პრინტერზე ამობეჭდილი ფურცელი, რომლის შინაარსიც არასერიოზულია.
    „საუბარია მარტივ საქმეზე, სადაც ჩართული არიან საგამოძიებო ორგანოები. ეს საქმე სამართლებრივ ჩარჩოში უნდა განვიხილოთ. პრინტერზე ამობეჭდილი ფურცელი ტოვებს არასერიოზულ შთაბეჭდილებას. ვერც პოლიტიკა და ვერც ბიზნესი ვერ იქნება ინდულგენცია ვერავისთვის. სამართალდამცველები ამ ყველაფერს გამოიძიებენ და ძალიან გამჭვირვალედ გადაწყდება ეს საკითხი. როცა სუბრობ წერილზე და აქვეყნებ ამოჭდელი ფურცელს, არასერიოზულია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამობეჭდოს ფურცელზე და გამოაქვეყნოს.