Category: არქივი

  • კალაძე „ოცნებაში“ ცვლილებებზე და ბიზნესზე ზეწოლაზე(ვიდეო)

    “არ ვიცი რატომ გაჩნდა ეს თემა მედიაში. ეს პროცესი დიდი ხანია მიდის. პარტიაში ყოველთვის ხდება განახლება, ახალი სახეების მიღება. ჩვენ არასდროს არ შეგვიჩერებია პარტიაში ახალი სახეების მიღება და გუშინ რატომ გახდა აქტუალური ეს ინფორმაცია გუგებარია ჩემთვის. არ ვიცი ვინ მოიგონა ეს ტყუილი, თითქოს რომელიმე კერძო კომპანია არჩევდეს ადამიანებს პარტიისთვის. ცოტა ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი და სიმართლეს არ შეეფერება. ასეთი კომენტარი გააკეთა კახა კალაძემ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს ქართული ოცნებისთვის ახალ კადრებს უცხოური კომპანია არჩევს. 

    თბილისის მერს ჟურნალისტებმა ბიზნესზე ზეწოლასთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვები. კონკრეტულად კი ფრესკოს დამფუძნებლის, ვასილ სოფრომაძის მიმართვასთან დაკავშირებით:
    “2012 წლიდან ვერ დამისახელებთ ვერცერთ ფაქტს, რომ სახელმწიფო ბიზნესს ატერორებდეს, ან ზეწოლაში ყავდეს. არ ვიცი ამ ფაქტებთან დაკავშირებით, რასთან გვაქვს საქმე. თუ ვიღაც რაღაც კონკრეტული პიროვნება არასწორს და კანონსაწინააღმდეგოს აკეთებს შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან და ყველას მოეთხოვება პასუხი თუ ეს სინამდვილეს შეესაბამება. “– აცხადებს კალაძე.

  • ემზარ კვიციანი “ფეისბუქს სწავლობს“

    პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი, ემზარ კვიციანი როგორც ჩანს ფეისბუქის ფუნქციების შესწავლას სერიოზულად მიუდგა მას შემდეგ, რაც გუშინ შეცდომით საკუთარი საწოლიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში იყო ჩართული. კვიციანის საწოლიდან ჩართვის ვიდეო გუშინ სოციალური ქსელების ჰიტი გახდა. დღეს კი კვიციანი მეგობრებს მიმართავს კითხვით, რას ნიშნავს, როცა ფეისბუქ აპლიკაციაზე 101 შეტყობინებას უჩვენებს, აპლიკაციაში შესვლის შემდეგ კი მხოლოდ ცხრა ხვდება. კვიციანის ფეისბუქ მეგობრები მის დასახმარებლად დისკუსიაში აქტიურად  ჩაერთნენ.

  • “შეუძლებელია ქართული ავიაციის ფუნქციონირება“ – “ჯორჯიან ეარვეისის“ საგანგებო განცხადება

    ქართული ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს თბილისის და ბათუმის მმართველი აეროპორტების მმართველი კომპანიის, “ტავ ურბან ჯორჯიას“ წინააღმდეგ და 12 მარტისთვის აქციას აანონსებს. გთვაზობთ განცხადების ტექსტს სრულად:
    “თურქული კომპანია “ტავ ურბან ჯორჯია” ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისს” თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენების განხორციელების საშუალებას არ აძლევს და ითხოვს არარეალური ვალების დაფარვას, რისი ერთადერთი მიზანიც ავიაკომპანიის და მისი მგზავრების გაძარცვაა.
    ისეთი გადასახადები, როგორიც “ტავ ურბან ჯორჯიას” აქვს დაწესებული, არ არსებობს ევროპის თითქმის არცერთ აეროპორტში. “ჯორჯიან ეარვეისის” ხელმძღვანელობა თვლის რომ “ტავ ურბან” ჯორჯიას მმართველობის პირობებში, შეუძლებელია ქართული ავიაციის ფუნქციონირება და შემდგომი განვითარება.
    “ტავ ურბან ჯორჯიას” წელიწადში სუფთა მოგების სახით 400 მილიონ ლარზე მეტი გააქვს საქართველოდან, სანაცვლოდ კი თბილისში, რეგიონში ყველაზე ცუდი აეროპორტი გვაქვს, ხოლო ბათუმის აეროპორტში გაუსაძლისი პირობებია. “ტავ ურბან ჯორჯია” უარს ამბობს მოსაკრებლის შემცირებაზე, ქართული ავიაცია კი სულ უფრო და უფრო ზარალდება.
    “ტავ ურბან ჯორჯიას” ტაქსის ფასებიც კი კაბალური აქვს. მაგალითად, თუ თბილისის აეროპორტში ჩამოსული მგზავრი მოინდომებს თბილისის ცენტრამდე ტაქსით წასვლას, მოუწევს ისარგებლოს “ტავის” ტაქსით, რაც სულ მცირე 45 ლარი დაუჯდება. (აეროპორტის ტერიტორიაზე სხვა ტაქსის დგომის/დალოდების უფლებას არ აძლევენ)
    მივმართავთ თხოვნით საზოგადოებას, ჩვენს როგორც არსებულ, ისე პოტენციურ მგზავრებს, ყველას ვინც თვლის რომ “ტავ ურბან ჯორჯია” არ უნდა მართავდეს საქართველოს აეროპორტებს, დაგვიდექით გვერდში და სამშაბათს, 12 მარტს, 15:00 საათზე, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთად გავაპროტესტოთ “ტავ ურბან ჯორჯიას” კაბალური მმართველობა ჩვენს ქვეყანაში.“ – ნათქვამია განცხადებაში
  • ეს არის იაფფასიანი პოლიტიკური სპეკულაცია–პრემიერის კომენტარი თიბისის საქმისა და ანაკლიის პორტის კავშირზე

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სპეკულაციას უწოდებს განცხადებებს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობას არ სურს ანაკლიის პროექტის რეალიზაცია. მისი თქმით ხდება აქცენტების არასწორი დასმა და არის მცდელობა, რომ თიბისის საკითხი სტრატეგიულად მნიშვნელოვან, ანაკლიის პორტის პროექტსაც დაუკავშირონ.
    პრემიერის აზრით, TBC ბანკის საქმეზე სამართლებრივი დავა არსებობს, მისი პოლიტიზირება და მით უმეტეს ანაკლიის პორტის პროექტთან ამ საქმის დაკავშირება თემების აღრევაა.მამუკა ბახტაძისთვის გაუგებარია, რა კავშირი შეიძლება იყოს, TBC ბანკის საქმეზე სადაო ერთ კონკრეტულ ტრანზაქციასა და ანაკლიის პროექტს შორის.
    „ის საქმე, რა საქმეზეც მიმდინარეობდა და მიმდინარეობს გამოძიება, ეს არის კონკრეტული საკითხი, იქ არის ძალიან ბევრი პროფესიული ნიუანსი, რომელიც უკავშირდება მათ შორის საბანკო საქმიანობას. იმ პრინციპებს, როგორითაც უნდა ხდებოდეს კორპორატიული მართვა და ა.შ. და მას არანაირი კავშირი არ აქვს ანაკლიის პორტთან და იმ პერსპექტივასთან, რაც ამ პროექტს უკავშირდება.
    ხდება სრულიად არასწორი აქცენტების დასმა. უფრო მეტიც, ჩვენ ვიხილეთ რომ აქვთ მცდელობა ანაკლიის პროექტიც კი მიაბან ამ საკითხს. რაც შეეხება ანაკლიას, მინდა გულწრფელად და გარკვეული ემოციებით გითხრათ, რომ ისეთი ხალხი აკეთებს განცხადებას, ჩემთვის მართლაც ძალიან რთულია ემოციების გარეშე შევაფასო ეს ყველაფერი, ვინაიდან არ ვფიქრობ, ბევრი ადამიანი არსებობდეს ისეთი, რომელსაც იმდენი ენერგია და დრო აქვს ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტირებული, როგორიც მაქვს მე, პრემიერ-მინისტრის, ფინანსთა მინისტრის თანამდებობებზე თუ საქართველოს რკინიგზაში მუშაობის პერიოდში. ანაკლიის პროექტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის ჩვენნი ქვეყნისთვის და ის გახლავთ ჩემი ხედვის და სტრატეგიის ნაწილი, რომ საქართველო გავხადოთ რეგიონალური ჰაბი, მათ შორის ტრანსპორტის ლოგისტიკის მიმართულებით. ჩვენ ყველა დონეზე ვეცადეთ და მივიღეთ ძალიან ძლიერი შედეგი, რომ ყველა წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი ანაკლიას იხილავს პრიორიტეტულ პროექტად. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ ის, რომ ევროკავშირმა ანაკლია ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის პრიორიტეტულ ნუსხაში შეიყვანა.

    აქედან გამომდინარე, მინდა, ძალიან ლოგიკური კითხვა დავსვა, როგორ შეიძლება, ვინმეს ამის მერე ენა მოუბრუნდეს და განაცხადოს, რომ საქართველოს მთავრობას არ სურს ანაკლიის პროექტის რეალიზაცია, ეს არის ყველაზე იაფი პოლიტიკური სპეკულაცია, რაც კი მე ბოლო პერიოდში მომისმენია, ამავე დროს სრულიად უპასუხისმგებლო. თუ ვინმეს აქვს გათვითცნობიერებული რა მნიშვნელობა აქვს საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას და ამავე დროს, ის არის პასუხისმგებლობით სავსე მოქალაქე, ის ამის უფლებას თავის თავს ნამდვილად არ მისცემს. შესაბამისად, მრჩება მხოლოდ ერთი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით – ეს არის ძალიან იაფფასიანი პოლიტიკური სპეკულაცია და მცდელობა იმისა, რომ საკითხიდან, რომელიც, რა თქმა უნდა, უნდა იყოს პროფესიული მსჯელობის საგანი, აქცენტის გადატანა ქვეყნისთვის ასეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტზე ხდება“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

  • ანტისაოკუპაციო მოძრაობამ ბენო ქაშაკაშვილს სასტუმროსთან მავთულხლართი გაუბა

    ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლებმა ქართული ოცნების წევრს, ბენო ქაშაკაშვილს მის კერძო სასტუმროსთან მავთულხლართები მიუტანეს ამით მათ პროტესტი გამოხატეს ტელეკომპანია კავკაიის გადაცემა “ბარიერში“ ბენო ქაშაკაშვილის მიერ ნათქვამ ფრაზასთან დაკავშირებით. გადაცემაშივე ოპონენტების მწვავე რეაქცია მოჰყვა ქართული ბენო ქაშაკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსებმა “ჰა, ჰა, ხუთასი მეტით გადმოწიეს საზღვარი.“ ეს ფრაზა ბენო ქაშაკავშილმა დებატების დროს თაკო ჩარკვიანის საპასუხოდ თქვა, რომელიც ამბობდა, რომ ოკუპაცია ისევ გრძელდება და რუსებმა ტერიტორიები კვლავ წაგვართვეს.

    ქაშაკაშვილის ამ განცხადებას მწვავე რეაქცია მოჰყვა სოციალურ ქსელებში. ბენო ქაშაკაშვილი სასტუმრო “ვინოტელის “ მფლობელია. სწორედ ამ სასტუმროსთან გაუბეს დღეს მას მავთულხლართები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლებმა, რომლებმაც საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვიდეო დადეს:

    “ჰაჰა ასი მეტრით შემოვიჭერით მის ბაღში და ველოდებით ახლა როდის გამოვა ხაზზე დაგვიპასხუოს, თუ აქვს რამე პრობლემა ეს მავთულხლართი რომ დავტოვოთ მის საკუთრებაში. ბოდიშის მოხდას ვითხოვთ საოკუპაციო ზოლზე მყოფი ადამიანების მიმართ, ვინც ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ არიან და ინარჩუნებენ ტერიტორიებს. მსგავსი მავნებლური განცხადებები არავის არ შერჩება. ეს არის არასახელმწიფოებრივი განცხადება და ასეთი ადამიანები არ უნდა მოიწვიოთ ეთერში. ჰა, ჰა ასი მეტრით შეიძლება შევიჭრათ კიდევ იქით– აქეთ და ვნახოთ როგორი განცდაა საკუთრების ხელყოფა. “ – ამბობენ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები

    გუშინ გამოცემა on.ge -სთან საუბრისას ქართულმა ოცნებამ უარყო რომ ბენო ქაშაკაშვილი მათი წევრია, თუმცა ქაშაკაშვილი 2016 წელს ქართული ოცნების საპარლამენტო სიაში იყო და დღემდე ყველა თოქ–შოუში ქართული ოცნების წარმომადგენლის სახელით მონაწილეობს, რაზეც ქართულ ოცნებას აქამდე უარყოფა არ გაუკეთებია. 

  • პრემიერი ქართულ ოცნებაში ახალი კადრების მოზიდვის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს

    საქართველოს პრემიერ მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პარტია ახალი კადრების შერჩევის პროცესშია, თუმცა არ ადასტურებს, რომ ამაზე უცხოური კომპანია მუშაობს.
    “დღესაც მიმდინარეობს ის პროცესი, რომელიც შეეხება პარტიაში ნიჭიერი და მოტივირებული ადამიანების მოზიდვას, მათ შორის რამდენიმე ჩემი მეგობარია ამ საქმით დაკავებული. სოზარ სუბარი თუ უცხოური კომპანია გახდა, მე ამას ვერ დაგიდასტურებთ.“ – განაცხადა ბახტაძემ
    პრემიერ მინისტრი ღარიბაშვილის პარტიაში დაბრუნებაზეც აკეთებს კომენტარს და ამბობს, რომ ეს ქართული ოცნებისთვის პოზიტიური ნაბიჯია.
    “ირაკლი ყოველთვის იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი და ბუნებრივია მე ეს კომუნიკაცია მასთან მქონდა და ზოგადად ჩვენ პოლიტიკურ გუნდში ყველა მივესალმებით, რომ ირაკლი დაბრუნდა პარტიაში ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე. ყველას გვახსოვს, რომ პარტიაში ირაკლი ღარიბაშვილი მისი შექმნის დღიდან ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა.მე ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით ეს არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი ქართული ოცნებისთვის , ვინაიდან ჩვენ ამით შევძლებთ, რომ ჩვენი პარტიული სტრუქტურების მუშაობა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ,“ – განაცხადა ბახტაძემ.

  • შეიარაღებული თავდასხმა საქართველოს ბანკზე

    გლდანში მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდასხმა მოხდა.თვითმხილველების თქმით სამივე თავდამსხმელს ნიღაბი ეკეთა და მათ დაცვის პოლიციის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს. საპასუხო ცეცხლი გახსნეს პოლიციელებმაც.
    ორმხრივი სროლის შემდეგ კი მძევლად გოგონა აიყვანეს, მანქანაში ჩაისვეს და ტერიტორია დატოვეს. სროლა დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.   დაუზუსტებელი ინფორმაციით მძევალი თავდამსხმელებმა ტერიტორიიდან მოშორების შემდეგ გაათავისუფლეს. თავდასხმა დაახლოებით დილის თერთმეტი საათისთვის მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად ნატყვიარები ეტყობა გარშემო მდებარე მაღაზიებს და რამდენიმე ავტომანქანას. ჯერჯერობით უცნობლია, მოახერხეს თუ არა თავდამსხმელებმა თანხის წაღება. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
    ადგილზე პოლიცია მუშაობს. ისინი შემთხვევის ადგილზე განლაგებული ვიდეოკამერების ჩანაწერებს სწავლობენ და სხვა საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
  • არჩილ თალაკვაძე გახარიასთან დაკავშირებით კითხვის დასმის საფუძველს ვერ ხედავს

    „მაგ მსჯელობას არც ვიყიდი და არც ვიჩუქებ“ – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში გადაცემა „ბარიერში“ თიბის ბანკის საქმეზე მსჯელობისას გააკეთა. არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტს განუცხადა, რომ არ აქვს საფუძველი დასვას შეკითხვა აქვს თუ არა კავშირი ხაზარაძის საქმეს ანაკლიის პორტის პროექტთან.
    „თიბისი ბანკის“ საქმეს თალაკვაძე ორ შემადგენელ ნაწილად ყოფს და აცხადებს, რომ პირველი ნაწილი დიდი ოდენობით თანხის ტრანზაქცია და გამოძიებაა, მეორე კი ამ საქმის გარშემო ხელოვნურად შექმნილი ამბებია. გადაცემა „ბარიერში“ არჩილ თალაკვაძე ირწმუნება, რომ „ თიბისი ბანკის“ საქმის გამოძიებას ანაკლკიის პორტის პროექტთან არანაირი კავშირი არ აქვს და ანაკლიის პორტს სახლმწიფოს მხრიდან არანაირი პრობლემა არ ემუქრება.
    რაც შეეხება მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ მუქარის წერილს და შინაგან საქმეთა მინისტრის ამ წერილთან კავშირს. არჩილ თალაკვაძე გადაცემის წამყვანს უსვამს შეკითხვას: „როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანები, რომლებიც მილიონიან ბანკს მართავენ, შეასრულებენ ისეთ მოთხოვნებს, რაც იმ არაიდენტიფიცირებულ და ხელმოუწერელ წერილშია ჩამოწერილი“?
    თალაკვაძე ჟურნალისტს პასუხობს, რომ ხაზარაძემ ვერ დაადასტურა საკუთარი განცხადება, რადგან რაც „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელმა წარმოადგინა მტკიცებულებად, არ არის ის, რაც კომიტეტის სხდომაზე მისგან მოისმინა საზოგადოებამ.
    „მე გეკითხებით, გახარიაზე რომ მიკეთებთ აქცენტს, რისი საფუძველიც არ გაქვთ, გახარია არის ყოფილი ბიზნესომბუდსმენი, ეკონომისტი, რომელიც წლების განმავლობაში იცავდა ბიზნესის ინტერესებს. თქვენ დღეს რას მეუბნებით, რას, რომ შს მისნისტრის რანგში შესაძლოა დაკავშირებული იყოს ამ ამბავთან? ეს ამბები იყო შექმნილი ხელოვნურად , რომ გადაეფარათ მსჯელობა ფაქტობრივ ამბავზე“ – განუცხადა ჟურნალისტს თალაკვაძემ.
    რაც შეეხება შეკითხვას, რატომ გაახსენდა გამოძიებას ახლა 11 წლის წინ განხორციელებული ტრანზაქცია და როგორ მოხვდა საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია წინასწარ kvira.ge -ზე, თალაკვაძე პასუხობს, რომ როდესაც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი შეიცვალა და ფინანსური მონიტორინგის სამსახური გამოეყო ეროვნულ ბანკს, ათვლა იქიდან უნდა დავიწყოთ.
    პროკურატურიდან წინასწარ გაჟონილ ინფორმაციაზე და წინმსრებად ერთ-ერთ მედიასაშუალებაში საქმის მასალებს დაბეჭდვაზე, თალაკვაძე ამბობს, რომ როდესაც საქმე აღიძვრება, ინფორმნაცია აქვს არა მხოლოდ პროკურატურას, არამედ დაცვის მხარესაც და დაზარალებულსაც.
    „ეს არ არის დახურული საქმე და არც საიდუმლო გრიფი ადევს. რატომ გამორიცხავთ, რომ არ იყო ამ საქმეზე შეხვედრები მხარის მიერ გამართული და არ განიხილავდნენ საკითხს“- განაცხადა „ბარიერში“ არჩილ თალაკვაძემ.
  • ველური დასავლეთია? ვინჩესტერი ავიღოთ ხელში? –ფრესკოს დამფუძნებლის ემოციური ვიდეომიმართვა პოლიტიკოსებს

    გირჩის მიმართვამ ბიზნესმენებისადმი ფრესკოს ქსელის დამფუძნებლის და მფლობელის, ვასილ სოფრომაძის აღშფოთება გამოიწვია. სოფრომაძის ემოციური ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

    “ მე არ ვარ არცერთი ასოციაციის, არცერთი ფედერაციის წევრი. არაფრის პრივატიზება არ გამითკეთებია ცხოვრებაში. არადროს არ ვყოფილვარ შემჩნეული რომელიმე მთავრობასთან მეგობრობაში. მე ვასო სოფრომაძე არ ვარ გაჩერებული. მე ხმას ვიღებ, ვლაპარაკობ და ვიბრძვი და მერე რა? უკვე ერთი წელია ჰაერში ვყავარ დაკიდებული ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სტრუტურებს. რომლებმაც ყველა რეგლამენტის დარღვევით ვერ დადეს საგადასახადო დასკვნა, ვინაიდან იციან რომ არ შეეფერება სინამდვილეს. არც იმან უშველა, რომ ჩვენ მოვიწვიეთ მსოფლიოში ცნობილი აუდიტორული კომპანიების დიდი ოთხეულიდან ერთ ერთი და მან დადო დასკვნა, რომელმაც ქვა ქვაზე არ დატოვა იმ შენიშვნებიდან, რომლებიც საგადასახადო სტრუქტურებმა ჩვენ წაგვიყენეს. მერე რა, რომ მე ამის შესხაებ ღიად ვილაპარაკე, პროკურატურაში შევიტანე ჩემი საჩივარი, ფინანსთა მინისტრს წერილი მივწერე. მერე რა, რომ ღიად ვილაპარაკე, რამე მოხდა? რამეშეიცვალა. თქვენ მოგმართავთ პოლიტიკოსებო. ჩვენი გადასახადებით, ჩვენი თანხებით დაფინანსებულები დადიხართ ჩვენს ავტოგასამართ სადგშურებში და ასხამთ ბენზინს დადიხართ ჩვენს მარკეტებში და ყიდულობთ პროდუქციას, დადიხართ ჩვენს ბანკებში და იღებთ მომსხურებას. თქვენ ჩვენ გვეუბნებით ამას? თქვენ მიიყვანეთ ეს ქვეყანა აქამდე, ყველა თქვენთაგანმა, გინდა ოპოზიციამ და გინდა პოზიციამ. რა გინდათ, რომ ამ მშიერმა ხალხმა , რომელსაც უჭირს ღერღილზე და სიმინდის ფქვილზე და ხუთ და ათ ლარზე მოგცეთ ხმა? არ იცით როგორი პოლიტიკოსები ხართ და საიდან მოხვედით და როგორ მოხვდით პარლამენტში არ იცით? რა გინდათ ჩვენგან? რა გავაკეთოთ? გეკითხებით, გვეუბნებით საკუთარი თავი დაიცავითო. ველური დასავლეთია? ვინჩესტერი ავიღოთ ხელში? რა გინდათ რომ გავაკეთოთ? თქვენ გგონიათ მე თქვენი მეშინია და თქვენ მე გამაჩერებთ? თქვენ მე მართლა ცხვარი გგონივართ? თქვენ უმეტესობა მგლები ცხვრების ტყავში გადაცმულები ნოტაციებს რომ გვიკითხავთ. ნუ ექცევით ბიზნესს როგორც ქუჩის ქალს.ბიზნესი საკადრის პასუხს გაგცემთ. “