Category: არქივი

  • არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობა დასჯადი ხდება

    პარლამენტში უკვე ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვით საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის ხელშეწყობა დასჯადი ხდება. მას ვინც წინასწარ იცის, რომ პირი არალეგალურად გეგმავს ცხოვრებას და მას მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ დახმარებას უწევს, თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თუ დანაშაულს ტურისტული ან სხვა კომპანია ჩაიდენს მას საქმიანობის უფლება ჩამოერთმევა და დაჯარიმდება. პარლამენტში ფიქრობენ, რომ რეგულაციების გამკაცრებით უკანონო მიგრაცია შემცირდება.
    უკანონო მიგრანტების ხელშეწყობისთვის სასჯელი უფრო მძიმეა თუ დანაშაულს ორგანიზებული ჯგუფი ჩაიდენს. ამ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა ოთხიდან შვიდ წლამდეა. სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლის ავტორი უმრავლესობის 12 დეპუტატია ბიუროს წარედგინა, ამის შემდეგ საკითხის განხილვა კომიტეტებსა და პლენარულ სხდომაზე მოხდება.
    ბოლო ათი წლის განმავლობაში ქვეყნიდან მილიონ ნახევრამდე ადამიანი გაემგზავრა და აღარ დაბრუნებულა. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ ქართველი მიგრანტების რაოდენობა ევროპაში მკვეთრად გაიზარდა, რის გამოც საქართველოს ხელისუფლებამ გაფრთხილება მიიღო. გაზრდილია თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობაც. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხელისუფლებამ ევროპელი კოლეგებისგან რამდენიმე შენიშვნა მიიღო. მათ შორის სკანდინავიის ქვეყნებიდან, სადაც ქართველ ემიგრანტთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. “ქართულ ოცნებაში” იმედოვნებენ რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილებები ევროკავშირისთვის იმის ნიშანი იქნება, რომ ხელისუფლება უკანონო მიგრაციას ებრძვის.
  • ფინანსთა სამინისტრო “ფრესკოს“ დამფუძნებელს პასუხობს

    ფინანსთა სამინისტრო ფრესკოს დამფუძნებლის, ვასილ სოფრომაძის ბრალდებებს განცხადებით პასუხობს. გუშინ გავრცელებულ მიმართვაში სოფრომაძე აცხადებდა:

    “უკვე ერთი წელია ჰაერში ვყავარ დაკიდებული ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სტრუტურებს. რომლებმაც ყველა რეგლამენტის დარღვევით ვერ დადეს საგადასახადო დასკვნა, ვინაიდან იციან რომ არ შეეფერება სინამდვილეს. არც იმან უშველა, რომ ჩვენ მოვიწვიეთ მსოფლიოში ცნობილი აუდიტორული კომპანიების დიდი ოთხეულიდან ერთ ერთი და მან დადო დასკვნა, რომელმაც ქვა ქვაზე არ დატოვა იმ შენიშვნებიდან, რომლებიც საგადასახადო სტრუქტურებმა ჩვენ წაგვიყენეს. მერე რა, რომ მე ამის შესხაებ ღიად ვილაპარაკე, პროკურატურაში შევიტანე ჩემი საჩივარი, ფინანსთა მინისტრს წერილი მივწერე. მერე რა, რომ ღიად ვილაპარაკე, რამე მოხდა? რამეშეიცვალა. “

    საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საპასუხო განცხადება დღეს გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია:  

    “2018 წლის 20 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა კანონმდებლობის დაცვით, დაიწყო შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება.

    შემოწმების შედეგად, შემდგარია შესაბამისი საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი, რომელსაც არ ეთანხმება გადამხდელი. ამ ეტაპზე, დავას განიხილავს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო, რომლის გადაწყვეტილებაც საჭიროების შემთხვევაში, გადამხდელს, ასევე, შეუძლია გაასაჩივროს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს ფორმატში, სადაც წარმოდგენილნი არიან, როგორც სხვადასხვა უწყების, ისე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

    შესაბამისად, დავის გარშემო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მიგვაჩნია, რომ „შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ დამფუძნებლის მიერ გამოთქმული ბრალდებები სახელმწიფოს მხრიდან მის ბიზნესზე ზეწოლასთან დაკავშირებით, არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.

    რაც შეეხება ბატონი ვასილ სოფრომაძის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელთა მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულის ფაქტებზე.

    პირველ რიგში, გვსურს განვაცხადოთ, რომ ფინანსთა სამინისტროსთვის, როგორც პასუხისმგებლიანი საჯარო უწყებისთვის, ცალსახად მიუღებელია ისეთი ქმედება, რომელიც ნებისმიერი ფორმით შელახავს სისტემისა და იქ მომუშავე ათასობით მოხელის რეპუტაციასა და პროფესიულ საქმიანობას.

    სწორედ ამ პრინციპებიდან გამომდინარე, ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ ხელმძღვანელის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე რეაგირების მიზნით, შესაბამისი მოკვლევა უკვე დაიწყო სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა.

    შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელები მზად არიან გაეცნონ იმ ვიდეომასალას, რომელზედაც საჯარო გამოსვლაში ისაუბრა „ფრესკოს“ დამფუძნებელმა და იმ შემთხვევაში, თუკი მოხდება აღნიშნული ბრალდების დადასტურება, სამინისტრო მოახდენს კანონით დადგენილ რეაგირებას.

    აქვე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებით, რომ ფინანსთა სამინისტროს სისტემის მოხელეებს, გარდა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისა, არ აქვთ იარაღის ტარების უფლება, ხოლო სამინისტროს როგორც გარე, ისე შიდა პერიმეტრის დაცვა, არ ხორციელდება სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ.

    შესაბამისად, მოკვლევის პერიოდში, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი მზადაა, კონკრეტული ინციდენტების არსებობის შემთხვევაში, გაეცნოს შესაბამის ვიდეომასალას და მასალები რეაგირებისთვის გადასცეს ძალოვან უწყებებს.

    ამასთან, თუკი სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მასალის გამოკვლევის შედეგად, არ დადასტურდა შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ დამფუძნებლის მიერ სამინისტროს თანამშრომელთა წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები, სამინისტრო იტოვებს უფლებას, მიმართოს სამართლებრივ გზას, ასევე, ბატონი სოფრომაძის მხრიდან მოითხოვოს საჯარო ბოდიში საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და სისტემის რეპუტაციის შეგნებულად შელახვის გამო.“ – ნათქვამია განცხადებაში.

  • სისხლიანი დაპირისპირება არასრულწლოვნებს შორის

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა, რომელმაც ასევე 2 არასრულწლოვანს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები იარაღით მიაყენა.
    შსს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 2 მარტს, თბილისში ჭყონდიდელის ქუჩაზე არასრულწლოვანებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. კონფლიქტის დროს 2002 წელს დაბადებულმა ბ.მ.-მ ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა არასრულწლოვნებს: ნ.ჭ.-ს ლ.ფ.-ს და ნ.ყ.-ს. სამივე დაზარალებული საავადმყოფოში იქნენ გადაყვანილი, სადაც სამედიცინო მკურნალობას აგრძელებს ერთ-ერთი მათგანი, ხოლო ორი არასრულწლოვანი პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ კლინიკიდან გაეწერა.
    პოლიციის მიერ დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა არასრულწლოვანი ბ. მ. მან აღიარა ჩადენილი დანაშაული. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
    ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების და ძალადობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 120-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს. – ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
  • აშშ-ს კონგრესმა ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარების ამკრძალავი კანონპროექტი მიიღო

    აშშ–ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტიმა ერთხმად მოიწონა კანონპროექტი, რომელიც ამერიკის მთავრობას უკრძალავს ყირიმი რუსეთის შემადგენელ ნაწილად აღიაროს.
    დოკუმნეტით იკრძალება ყველა სახელმწიფო სტრუქტურის მიერ ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებსაც შესაძლოა ნახევარკუნძულზე რუსეთის იურისდიქციის დე იურე  ან დე ფაქტო აღიარება მოჰყვეს. კანონპროექტში გაწერილია აშშ–ს პრეზიდენტის საგამონაკლისო უფლება იმ შემთხვევისთვის, თუ სახელმწიფოს მეთაური გადაწყვეტს, რომ ეს აშშ–ს სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებში შედის.
    წარმომადგენელთა პალატაში და სენატში დამტკიცების შემდეგ დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გაეგზავნება. მას უფლება აქვს ინიციატივა უარყოს ან კონგრესს თავისი შენიშვნებით დაუბრუნოს. თუმცა კონგრესს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა შეუძლია, თუ ორივე პალატის ხმათა ორი მესამედი მას მხარს დაუჭერს. სავარაუდოდ ამ შემთხვევაში მას ვეტოს დაძლევა არ დასჭირდება.

  • გუდაურში პირველი ევროპის თასის ეტაპი გაიმართა

    საქართველოს სათხილამურო სპორტის ისტორიაში პირველად საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS-ის) ეგიდით ქალთა და ვაჟთა შორის ”სნოუბორდ კროსის” ევროპის თასის ეტაპი გაიმართა. შეჯიბრში 14 ქვეყნის 57 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. ეტაპი 3 დღეს 8, 9, 10 მარტს გაგრძელდება და დღეს პირველი სატურნირო დღე ჩატარდა.

    შეჯიბრი კუდების ფერდობზე სპეციალურად მომზადებულ ტრასაზე გაიმართა.

    ქალთა შორის გამარჯვებული გერმანელი სნოუბორდისტი ჰანა იედიოჰა (Hanna Ihedioha) გახდა, მეორე ადგილზე ცნობილი შვეიცარელი ლარა კაზანოვა (Lara Casanova) გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ფრანგმა სნოუბორდისტმა ქლოე პასერატიმ (Chloe Passeratt)  დაიკავა.

    ვაჟთა შორის კი გამარჯვება ავსტრიელმა სპორტსმენმა ჯაკობ დუსეკი (Jakob Dusek) მოიპოვა.

    შეჯიბრების დასრულების შემდეგ სპორტსმენებს ფულად პრიზებთან ერთად სიგელები და თასები გადაეცათ. ხვალ, 9 მარტს FIS-ის ევროპის თასის მეორე ეტაპები გაიმართება. 10 მარტს კი სარეიტინგო შეჯიბრებაა დაგეგმილი.

  • გამოვიდნენ და თქვან,რომ სახელმწიფი ხაზარაძესთან არ არის მართალი–გირჩის პასუხის პასუხი ბიზნესმენებს

    „გამოვიდნენ და ხმამაღლა თქვან, რომ სახელმწიფო ხაზარაზესთან არ არის მართალი, თქვან რომ ეს არ არის სამართლებრივი დავა და არის ცალსახად პოლიტიკური დავა“ – „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ამ მიმართვის ადრესატები ბიზნესემენები არიან. გირჩის ორი დღის წინანდელმა მიმართვამ ბიზნესმენებისადმი ბიზნესმენების უარყოფითი რეაქცია და უკმაყოფილება გამოიწვია. თუმცა გირჩის ლიდერი აზრს არ იცვლის.

    ზურაბ ჯაფარიძე თვლის, რომ „თიბისისთან“ და მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით რაც ხდება, არის დავალებით ჩატარებული გამოძიება. „ამ რეალობაში, როდესაც ე.წ. ბიზნესემენები, ცნობილი სახეები, რომლებიც ხშირად გამოდიან ხოლმე ტელევიზიებში და ქართული ბიზნესის სახელით საუბრობენ, გაყურსულები არიან. ისინი არ არიან ნამდვილი ბინესემენები, ისინი არიან „კრომნი“ ბიზნესემენები, ხალხი, რომელიც ჩახუტებულია ყველა ხელისუფლებასთან. დღესაც, მათი კეთილდღეობა“,როგორც საბჭოთა კავშირის დროს, ცეხავიკების კეთილდრეობა იყო პირდაპირ კავშირში, ექნებოდათ თუ არა კარგი ურთიერთობა მაშინდელ კომპარტიის პირველ მდივანთან, ასე არიან ეხლა ესენიც. როგორც საბჭოთა კავშირის დროს, ცეხავიკების კეთილდრეობა იყო პირდაპირ კავშირში, ექნებოდათ თუ არა კარგი ურთიერთობა მაშინდელ კომპარტიის პირველ მდივანთან“ .
    {{VIDEO}}
  • გია ვოლსკი თვლის, რომ გახარიაზე ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს

    პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრი, აცხადებს, რომ შს მინისტრ გიორგი გახარიაზე ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს და ამ შეტევის წყაროს დიდი ძებნაც არ უნდა. ვოლსკის განცხადებით, გახარიას წინააღმდეგ შეტევის მიტანა, საგამოძიებო კომისიის მოთხოვნა, საპარლამენტო განცხადებები პოლიტიკური პარტიებიდან არის მცდელობა, გადაფარონ ძირითადი. „ცალკეულმა პირებმა ააფრიალეს და ამ ფურცელს დაარქვეს წერილი, რომელიც თითქოსდა გახარიას მიერ არის შედგენილი. რასაკვირველია, არც წყაროს დიდი ძებნა არ სჭირდება, საიდან მომდინარეობს ორკესტრირებული შეტევა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, აქ „თიბისი ბანკზე” არ არის საუბარი, ეს არის ძალიან კომპეტენტური, საინტერესო ორგანიზაცია დიდი მსოფლიო ავტორიტეტით. აქ არის ლაპარაკი ცალკეულ ფიზიკურ პირებზე, რომლებმაც განიზრახეს და გარკვეულ პოლიტიკურ ძალებთან ერთად პროცესი წარმართეს პოლიტიკური კალაპოტით, მაშინ როდესაც არსებობს გარკვეული შეკითხვები, მნიშვნელოვანი ფინანსური საეჭვო ტრანზაქციები, რომლის მიმართაც მიმდინარეობს გამოძიება, ეს არის მთავარი თემა“, – აცხადებს გია ვოლსკი ხაზარაძის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას.

    {{VIDEO}}

  • ნანკა კალატოზიშვილი ხელოვანებს ხაზარაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

    მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ფეისბუის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და ხელოვანებს უსვამს კითხვას, რატომ არ უჩნდებათ სურვილი ასეთ რთულ დროს მამუკა ხაზარაძის მიმართ მხარდაჭერა გამოხატონ.
    ”მამუკა ხაზარაძე და მისი ბანკი, თუკი რამე არსებობს ხელოვნების სფეროში, იქნება ეს საბა, გამოფენები, ფესტივალები, ელექტრონული მუსიკის ფესტივალებიც კი, საოცარი არხი ”არტარეა” და ასე შემდეგ, – შორს წავალ ალბათ ჩამონათვალით… ყველაფერს მხარს უჭერდა. ამდენ ხელოვან ადამიანს არ გვაქვს სურვილი, რომ ამ რთულ დროს, ახლა უკვე ჩვენ გამოვხატოთ მხარდაჭერა რამე ფორმით მაინც? არტ მხარდაჭერა”, – წერს ნანკა კალატოზიშვილი.
  • საქართველოს ბანკზე თავდასხმის ახალი დეტალები

    ცნობილი ხდება გლდანში, საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალზე მომხდარი თავდასხმის დეტალები. სამი ნიღბიანი ბანკში 10:30 საათზე შევიდა. ორ წუთში კი ბანკის დატოვება მოუწიათ, რადგან ადგილზე დაცვის პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. თავდამსხმელებმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს.
    ირკვევა, რომ თავდამსხმელებმა სუბარის მარკის ავტომანქანა გუშინ საღამოს გაიტაცეს და ორი ადამიანი – ორი სუბარუს მარკის ავტომანქანის პატრონი ახალგაზრდა ქალი და 30 წლის მამაკაცი მძევლად აიყვანეს. ბანკის გასაძარცვადაც სწორედ ამ მანქანით მივიდნენ. მამაკაცის ახლობლების ინფორმაციით გამტაცებლებს ის მთელი ღამე ტყეში ყავდათ. სადაც ხელფეხშეკრულმა ღამე მანქანის საბარგულში გაატარა. ქალმა კი მანქანის სალონში. თავდამსხმელებმა მამაკაცი გლდანის მეოთხე მიკრორაიონში ჩამოსვეს, ბანკის შენობასთან კი მეორე მძევალთან, ახალგაზრდა ქალთან ერთად მივიდნენ. სწორედ მისი გამოყენებით დატოვეს ბანკის მიმდებარე ტერიტორიაც პოლიციასთან ორმხრივი სროლის შემდეგ. შემდეგ კი გოგონა ქერჩის ქუჩაზე დატოვეს.მძევლები პოლიციამ უკვე გამოკითხა.
    მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის მუხლებით დაიწყო.პოლიციას თავდამსხმელები ჯერ არ დაუკავებია.
  • დანა უაითი კონორისა და ხაბიბის რემატჩს არ გამორიცხავს

    UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა მსუბუქი წონითი კატეგორიის მომავალზე და ყველასთვის საინტერესო ორთაბრძოლის რემატჩზე ისაუბრა.

    “დონალდ სერონის წინააღმდეგ ორთაბრძოლა არ იქნება. ეს არავის დაუდასტურებია. კონორს ერთი რამ ნამდვილად სურს – ხაბიბთან ბრძოლა. მივცეთ მას საშუალება, თვითონ აირჩიოს მომდევნო მეტოქე. რაც შეეხება კოვბოის, ის ოფისში იყო მოსული. სურს, რომ ახალი ბრძოლა მალე გამართოს”, – განაცხადა დანა უაითმა.

    დონალდ კოვბოი სერონიმ ირლანდიელი მებრძოლი არაერთგზის გამოიწვია. იანვარში UFC Brooklyn-ის ფარგლებში კოვბოის გამარჯვების შემდეგ კონორმა Twitter-ზე დაწერა, რომ მზად იყო გამოწვევის მისაღებად. თუმცა ბოლო განცხადებაში კოვბოიმ კონორ მაკგრეგორი მშიშარად მოიხსენია და მისი და კონორის არ შემდგარი ორთაბრძოლა ირლანდიელს დააბრალა.