25 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა მექსიკაში უბედური შემთხვევის შედეგად. სატვირთო ავტომობილი, რომელსაც 60 ადამიანი გადაჰყავდა, გზიდან გადავიდა და ხევში გადაიჩხა. უბედური შემთხვევა გვატემალას საზღვართან ჩიაპას შტატის მთავარ მაგისტრალზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით სატვირთო ავტომობილს არალეგალი მიგრანტები გადაჰყავდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
Category: არქივი
-
ალჟირში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქციები გრძელდება
ალჟირში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქციები გრძელდება. მათ მილიონები აქვთ, ჩვენ კი მილიონი ვართ – ამ ლოზუნგით ალჟირის დედაქალაქში მილიონზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები ახლა უკვე არა მარტო პრეზიდენტის არამედ მთლიანად ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ. ალჟირის მოქალაქეები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ 82 წლის აბდელ აზიზ ბუტეფლიკამ პრეზიდენტის პოსტზე კენჭი მეხუთედ იყაროს, მით უმეტეს, იმ ფონზე როცა ის ავადმყოფობის გამო პრეზიდენტის მოვალეობას ვეღარ ასრულებს. ფართომასშტაბიან აქციაზე დაპირისპირებაც მოხდა. დემონსტრანტები პრეზიდენტის სასახლისკენ დაიძრნენ, თუმცა პოლიციის კორდონმა მათ გზა გადაუკეტა. აქციის მონაიწლეები კორდონის გარღვევას ცდილობდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა.
“ეს კორუმპირებული სისტემა ბუტეფლიკამ შექმნა. ჩვენ მოვედით ვუთხრათ -არა კორუმპირებულ სისტემას. “
“ამ სისტემამ დაგვღალა. გვინდა დავასრულოთ. მე ვუსურვებ პრეზიდენტს გამოჯანმრთელებას, მაგრამ ადამიანები გამოვედით ქუჩაში, რადგან აღარ შეგვიძლია მეტის მოთმენა.”
-
ერთ ღამეში, ერთ ეზოში ოთხი მანქანა გაქურდეს
ვარკეთილის მესამე მასივში წუხელ მხოლოდ ერთი კორპუსის ეზოში 4 ავტომობილი გაქურდეს. მესამე მასივის მე-8 კვარტლის მე-13 კორპუსის მცხოვრებლებს მანქანის მინები ჩამსხვრეული, პირადი ნივთები კი წაღებული დახვდათ. ქურდებმა ოთხივე მანქანაში უკანა კარის მინის ჩამსხვრევის გზით შეაღწიეს.ადგილობრივები ყვებიან, რომ ანალოგიური მეთოდით მიმდებარე კორპუსების კიდევ რამდენიმე მანქანაა გაძარცვული.„90-იანები ბრუნდება ჩვენს ქვეყანაში… მიდის საქმე ძალიან ცუდად. კრიმინალი ძალიან გაიზარდა საქართველოში. მთავრობას უნდა ვთხოვოთ, რომ ყურადღება მიაქციონ კრიმინალის გაზრდას. ასეთი რამე არ ხდებოდა თბილისში. ტაქსისტებს ძარცვავენ,“ – ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული. დილიდან ეზოში ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობდნენ. შსს–მ საქმეზე გამოძიება დაიწყო.სავარაუდო ბრალდებულების შესახებ სამართალდამცველები ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებენ, ვარკეთილის მოსახლეობა კი ამბობს, რომ ყაჩაღობის სერია რამდენიმე დღის წინ ტაქსის მძღოლების დაყაჩაღებით დაიწყო. -
მსოფლიო შოკშია – რა ელის მაიკლ ჯექსონის მემკვიდრეობას, რომლის პედოფილობაში ეჭვი აღარავის ეპარება
მიუხედავად ოჯახის წევრებისა და მემკვიდრეების აღშფოთებისა და მთელ მსოფლიოში მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლების პროტესტისა ბრიტანეთის და აშშ–ს ტელევიზიებით ნაჩვენები დოკუმენტური ფილმი “ნევერლენდის დატოვება“ მსოფლიოში უმრავლესობისთვის პასუხი აღმოჩნდა კითხვაზე, რომელიც ნახევარი საუკუნეა არსებობს: იყო თუ არა მაიკლ ჯექსონი პედოფილი.ჯეიმს სეიფჩაკი და უეიდ რობსონი, რომლებიც ახლა უკვე ზრდასრული მამაკაცები არიან, ფილმში ყვებიან, როგორ აიძულებდა მათ მაიკლ ჯექსონი წლების მანძილზე გარყვნილ ქმედებებს. ეს მაშინ დაიწყო, როცა ბიჭები ძალიან პატარები იყვნენ.ორი ადამიანის ჩვენება, რომელთათვისაც ბავშვობაში მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავი სათაყვანო კუმირი იყო, და რომლებსაც ეს კუმირი ფრთხილად, ნაზად, თუმცა მიზანდასახულად და ჯიუტად საკუთარი ვნებების დაკმაყოფილებას აიძულებდა, ნამდვილ ტრაგედიას გადმოსცემს.
ტრაგიკულია არა მხოლოდ მოტყუებული პატარა ბიჭების ხვედრი, არამედ თავად ჯექსონისაც, რომელმაც მძიმე ბავშვობის შემდეგ წარმოუდგენელ სიმაღლეებს მიაღწია, სიმდიდრემ და გავლენამ კი გაუჩინა განცდა, რომ მისთვის ყველაფერი ნებადართული იყო.პოპ ვარსკვლავი ათი წლის წინ გარდაიცვალა, რამაც ის იმ სასჯელისგან გაათავისუფლა, რაც ჩადენილის გამო რეალურად ელოდა, თუმცა მის სახელს უკვე გამოუსწორებელი დარტყმა მიადგა.შოკში არიან ისინი, ვინც ათწლეულების მანძილზე აღმერთებდა მომღერალს და მისი საოცარი კარიერის განვითარებას ადევნებდა თვალს.დადგა საკითხი: რა ბედი უნდა ეწიოს უმდიდრეს კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც პოპ მუსიკის მეფემ დატოვა? უნდა დარჩეს თუ არა მისი როლი ხელოვნებაში და კულტურაში ხელშეუხებელი, თუ მისი საქციელის დაგმობის კვალდაკვალ თაყვანისმცემლებმა ყველაფერი უნდა უარყონ, რაც მის სახელს უკავშირდება და რასაც მსოფლიოში მილიონობით ადამიანი წლების მანძილზე ეთაყვანებოდა.“ოთხსაათიანი დოკუმენური ფილმის უკვე მესამე წუთზე ნათელი გახდა, რომ მაიკლ ჯექსონის მემკვიდრეობა ამ დღის შემდეგ ისეთად ვეღარ დარჩებოდა, როგორც მანამდე იყო“ – წერდა ბრიტანული Guardian –ის კორესპონდენტი დამოუკიდებელი კინოს ფესტივალ Sundance–ზე ფილმის პრემიერის მეორე დღეს. პრემიერია ამ წლის 24 იანვარს ამერიკაში, იუტას შტატში გაიმართა.ამერიკულ HBO–ს ტელეარხზე ფილმის ტრანსლაციიდან ბუკვალურად მეორე დღეს კი კანადასა და ახალ ზელანდიაში რამდენიმე რადიოარხმა განაცხადა, რომ ჯექსონის სიმღერებს საკუთარი რეპერტუარიდან ხსნიან. მედიამ ისიც შენიშნა, რომ 24 თებერვლიდან მაიკლ ჯექსონის სიმღერები ბიბისის ერთ–ერთი რადიოარხის – რადიო 2–ის ფლეილისტიდანაც გაქრა, თუმცა კორპორაციამ ეს იმით ახსნა, რომ ფლეილისტი ახალი რელიზებისთვის არის განკუთვნილი.
შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში მთავარი დილემა ახლა სწორედ ის არის, რა მოუხერხონ მაიკლ ჯექსონის მემკვიდრეობას და უახლოეს მომავალში ამ დილემაზე რეაქცია მთავარი თავისტკივილია.
საქმე მხოლოდ მორალს არ ეხება. ამ დილემაზე პასუხზეა დამოკიდებული მილიარდობით დოლარად შეფასებული მაიკლ ჯექსონის მემკვიდრეობის კომერციული ბედი.#MeToo–ს ეპოქა
ხელოვანების პირადი ცხოვრების, გარყვნილებისა და მათ მიერ შექმნილი ფასეული ნამუშევრების დილემა მსოფლიოსთვის ახალი არ არის. ზოგჯერ მწერლები, მხატვრები თუ რეჟისორები სულაც არ არიან იდეალური ადამიანები და დანაშაულსაც ჩადიან. ზოგ შემთხვევაში მათი პიროვნული ბედი მათ შემოქმედებაზე გავლენას არ ახდენს, თუმცა არსებობს შემთხვევები, როცა მათ მიერ ჩადენილი დანაშაული მათი შემოქმედებითი ცხოვრებისთვისაც განაჩენია.ფილმ “ნევერლენდის დატოვების“ რეზონანსი ხანგრძლივი და ძლიერი იქნება. ფილმის ტრანსლაცია 2019 წელს დაემთხვა, რომელსაც წინ სექსუალურ სკანდალებთან დაკავშირებული რამდენიმე საქმე და კამპანიები #MeToo და Time’s Up უძღვოდა.
ყველას ახსოვს ჰარვი ვაინშტეინის და კევინ სპეისის სკანდალი, რომლებსაც მათთვის უმძიმესი შედეგები მოჰყვა. კევინ სპეისი ჯერ კიდევ სასამართლომდე მოხსნეს ყველა როლიდან. შეჩერდა მუშაობა პრაქტიკულად ბოლომდე გადაღებულ ფილმზე „მსოფლიოს მთელი ფული“ და ფილმი პრაქტიკულად ახლიდან გადაიღეს, კეთროვანად ქცეული კევინ სპეისი კი კრისტოფერ პლამერმა ჩაანაცავლა. მსახიობი პოპულარული სერიალიდან – “ბანქოს სახლიდანაც“ გაიყვანეს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სერიალის წინა სეზონებს ან მისი მონაწილეობით გადაღებულ ფილმებს ვიდეოთეკებიდან და ონლაინ საიტებიდან ამოიღებენ.სპეისის და ვაინშტეინის შემთხვევაში მათი პროფესიული კარიერა დასრულდა.
თუმცა გაუმართლა რეჟისორ ვუდი ალენს, რომელიც შელახული რეპუტაციის მიუხედავად კვლავ ერთ–ერთი დიდ რეჟისორად რჩება და მუშაობას განაგრძობს.“ბოჰემური რაფოსდიის“ რეჟისორის, ბრაიან სინგერის მიმართ ბრალდებებმა კი სულაც ვერ იმოქმედა მისი ფილმის ცოტა ხნის წიპნანდელ ტრიუმფზე და მრავალი ჯილდოს მიღებაზე.მაიკლ ჯექსონის ბრენდის პოპულარობა, მიმზიდველობა და კომერციული ძალა ბევრად დიდია, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი პერსონებისა ერთად აღებული.მისი ამოშანთვა და წაშლა შეუძლებელია. თუნდაც მსოფლიოს ყველა რადიოსადგურმა უარი თქვას ჯექსონის მუსიკაზე, ის ვერსად გაქრება. თუნდაც მისი სიმღერები ონლაინ სივრციდან გააქრონ, მისი ალბომები მსოფლიოში ათეულობით მილიონი ტირაჟით არის გაყიდული.ყველაზე მძიმე მისი თაყვანისმცემლებისთვის ინდივიდუალური დილემაა – რა მოუხერხონ იმ სიყვარულს და პატივისცემას, რაც წლების მანძილზე ჰქონდათ, ყველამ ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს. ზოგი ფანი მის დისკებს და პლაკატებს ნაგავში ყრის, ზოგი კი ბრალდებებს არ იმჩნევს და კვლავ ჯექსონის თაყვანისმცემლად დარჩება.
იმაზე საუბარი, რომ ხელოვანის პირადი ცხოვრება მის შემოქმედებას არ უკავშირდება ალბათ ფარისევლობაა. თუმცა თაყვანისმცემლებს მოუწევთ საკუთარ ცნობიერებაში ერთმანეთს შეუთავსონ ჯექსონის ნიჭით აღფრთოვანება და მისი საქციელის მიმართ გულისრევა.თაყვანისმცემლების ნაწილი კი ალბათ მაინც არასდროს დაიჯერებს მათი კუმირის პედოფილობის შესახებ პრაქტიკულად დადასტურებულ ინფორმაციას.
-
მოზარდი პოლიციას გაუპატიურების მუქარასა და ცემაში ადანაშაულებს
ბოლნისის პოლიციის განყოფილებაში 15 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური ძალადობის მუქარა 8 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ქურდობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი „კურიერთან“ ამბობს, რომ სამართალდამცველები ბოთლით გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. მისი თქმით, სექსუალური ძალადობის მცდელობის შემდეგ პოლიციელები ფიზიკურადაც გაუსწორდნენ, ჯერ ქამრით სცემეს, შემდეგ კი ხელი მოტეხეს.არასრუწლოვანი ბოლნისში პოლიციამ ოქროს მაღაზიის ქურდობის ბრალდებით დააკავა. მიუხედავად იმისა, რომ მოზარდმა ბრალი დაკავებისთანავე აღიარა, მოპარული ნივთები კი პოლიციას გადასცა, არასრულწლოვნის თქმით, სამართალდამცველებმა მასზე ზეწოლა განახორციელეს. მოზარდი “კურიერთან“ აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებაში 15 წლის ბიჭს ქურდობის თანამონაწილის დასახელებას აიძულებდნენ. პოლიციისთვის სასურველ ჩვენებაზე უარს კი მოზარდის სასტიკად ცემა მოჰყვა.პოლიციის განყოფილებაში მიყენებული დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ სკოლის მოსწავლე საგამოძიებო უწყებიდან ჟვანიას კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ ოჯახს ინფორმაცია შესაბამისი უწყებებისთვის არ მიუწოდებია. მოზარდის მტკიცებით, სამართალდამცველები მის ოჯახს ინციდენტის გახმაურების შემთხვევაში მეორე შვილის დაკავებით ემუქრებოდნენ.ბოლნისის პოლიციის თანამშრომლებმა არასრულწლოვნის და მისი ოჯახის მიმართ მუქარა, სავარაუდოდ, გუშინ უკვე შუამავლების მეშვეობით გააგრძელეს. ”კურიერს” არასრულწლოვნის ოჯახში ყოფილი პოლიციელი შოთა ჯავახიშვილი დახვდა. ის მოზარდს ჟურნალისტებთან ინციდენტის შესახებ საუბარს უკრძალავდა, მის მშობლებს კი ჩაკეტილ კარს მიღმა არწმუნებდა, რომ პოლიციაში განხორციელებული ძალადობის შესახებ ხმა არ უნდა ამოეღოთ.მოზარდის დედა ადასტურებს, რომ ადგილზე ”რუსთავი2″-ის მისვლის შემდეგ ოჯახზე ფსიქოლოგიური ზეწოლა დაიწყო, გუშინ კი შუამავლები მიუგზავნეს.„კურიერის“ კითხვებმა, თუ რატომ ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას ყოფილი პოლიციელი ოჯახზე და მოქმედებდა თუ არა ბოლნისის პოლიციის თანამშრომლების დავალებით, შოთა ჯავახიშვილის აგრესია გამოიწვია.არასრულწლოვნის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ”კურიერში” გასული სიუჟეტის შემდეგ დაიწყო. საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ბოლნისში არასრულწლოვანი გამოკითხეს. საგამოძიებო მოქმედებას შოთა ჯავახიშვილიც ესწრებოდა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლნისის პოლიციაში მომხდარი ძალადობის საქმეზე ერთ პოლიციელს უფლებამოსილება მხოლოდ შეუჩერდა. თუმცა არასრულწლოვანი ამტკიცებს, რომ მის წამებაში რაიონის პოლიციის უფროსი და განყოფილების კიდევ ოთხი თანამშრომელი მონაწილეობდა. -
ოცნების დეპუტატებს მეტყველებაში და კამერასთან საუბარში ამეცადინებენ. წამოსულები კულუარებზე ალაპარაკდნენ
უმრავლესობიდან წამოსული გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტირაძე ქართული ოცნების კულუარებზე საუბრობენ. ტვ პირველის ეთერში მათ ოცნების შიგნით გამართული “წვრთნები“ გაიხსენეს, რომლებიც პარტიის წევრებს უტარდებათ. ეს ეპიზოდი მათ პარტიის ახალი წევრების მოძიებისთვის დაწყებული კამპანიის კომენტირებისას გაიხსენეს. ზვიად კვაჭანტირაძე ადასტურებს, რომ ოცნების წევრებს ამეცადინებდნენ იმაში, თუ “როგორ უნდა დაიყენო მეტყველება, როგორ უნდა დაჯდე კამერის წინ.“ ზვიად კვაჭანტირაძე ამბობს, რომ რამდენიმე შეხვედრაში ისიც მონაწილეობდა.
“მე სულ ორ თუ სამ შეხვედრაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. მითხრეს ტყუილად იკავებ ადგილს, გადი აქედანო და გავედი. მაგრამ იმართებოდა ჯგუფურად ასეთი შეხვედრები. ამაში განსაკუთრებული არაფერია. ამას მგონი ყველა აკეთებს.“ – “ცოტა სასაცილო თემად მეჩვენა და თავიდან რომ მითხრეს მეგონა კომედიურ შოუს იწერენ და ალბათ იმისთვის უნდათმეთქი ეს ყველაფერი. ჩვენ ეს გამოვიარეთ რა. ჩვენ დავინახეთ როგორ უნდა პარტიას ტრენინგებით შექმნას პოლიტიკოსები. პრობლემა არის არა იმაში რომ ტრენინგებს უტარებენ პოლიტიკოსებს, პრობლემა ის არის რომ ამ ტრენინგებით აპირებენ ცალკეული პიროვნებებისგან პოლიტიკოსების შექმნას.
თუ პოლიტიკოსი რომელიც შეიქმნა ქუჩაში, საზოგადოებასთან ურთიერთობაში, თავისი ბიოგრაფიით, საჭიროებს რაღაცის დახვეწას, ამაში ლოგიკა არის. მაგრამ როდესაც ქმნი ლაბორატორიას, სადაც ხელოვნურად გინდა გამოიყვანო შარიკოვები და მათ დაარქვა პოლიტიკოსები, ეს სხვაა.“ – ამბობს გედი ფოფხაძე.
-
პუტინმა და მედვედევმა ე. წ. სამზრეთ ოსეთის პრეზიდენტის ცოლს 8 მარტს თაიგული გაუგზავნეს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ცოლს სარვამარტოდ ვარდების თაიგული და მისალოცი ბარათები გაუგზავნეს.ლინდა კუმარიტოვას საჩუქარი რუსეთის ეგრეთწოდებულმა ელჩმა სამხრეთ ოსეთში, მარატ კულახმეტოვმა გადასცა. ბიბილოვის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულია თაიგულთან ერთად გადაღებული ფოტო და პუტინის და მედვედევის მილოცვების ტექსტი:“სულით და გულით გისურვებთ რომ ამ შესანიშნავმა დღესასწაულმა დამდეგი გაზაფხულის სითბოთი, ახლობლების და მეგობრების ზრუნვით და ყურადღებით გაგათბოთ. დაე ცხოვრების გზაზე თან გდევდეთ წარმატება, სახლში კი ჰარმონიული და სიყვარულით სავსე ატმოსფერო გქონოდეთ. ჯანმრთელობა და ყველაფერი საუკეთესო თქვენ“. –წერს პუტინი.რუსეთის მთავრობის მეთაურის, მედვედევის წერილი ცოტა განსხვავებულია. რა თქმა უნდა, ე.წ. პრეზიდენტის მეუღლეს ისიც ჯანმრთელობას, ბედნიერებას და კეთილდღეობას უსურვებს, თუმცა ამავე დროს ქალის როლზეც წერს: “ქალები ჩვენს სამყაროს ალამაზებენ და აკეთილშობილებენ. სათუთად ინახავენ ოჯახურ კერას, ქმნიან ჰარმონიას და სიმყუდროვეს სახლში, ჩუქნიან ახლობლებს სულიერ სითბოს, მზრუნველობას და ყურადღებას “ – წერს მედვედევი. -
ბაქოში ქართველები ბინის ქურდობისთვის დააკავეს
საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს ბაქოს ბინაგადინსკის რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა. ამ ინფორმაციას სპუტნიკ აზერბაიჯანი პოლიციის სამმართველოს ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.სააგენტოს ცნობით დაკავებულები არიან საქართველოს მოქალაქეები: 40 წლის ლაშა აბრამიშვილი, 45 წლის შმაგი გაფრინდაშვილი, 50 წლის რამაზ მაჭარაშვილი და აგდამსკის რაიონის მაცხოვრებელი 31 წლის ვიუსალ მაგერამოვი. ბინის ქურდების კვალზე პოლიცია 28 თებერვალს ბინაგადინსკის რაიონში ჩადენილი ბინის ქურდობის გამოძიებისას გავიდა.ქურდებმა ბინიდან 5 ათასი აზერბაიჯანული მანათის ღირებულების ოქროული მოიპოვეს. დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ, თუმცა გამოძიებამ მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები მოიპოვა. ეჭვმიტანილები კორპუსთან დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ დააფიქსირა. დაკავების შემდეგ პოლიციამ მოპარული ოქროს ნივთებიც ამოიღო.გამოძიება ვარაუდობს, რომ ეს ერთადერთი ბინა არ არის, რომელიც დაკავებულებმა გაქურდეს. ამჟამად აზერბაიჯანელი სამართალდამცავები იმას არკვევენ, რამდენი იმყოფებოდნენ ქართველი ქურდები აზერბაიჯანში. -
კახა კალაძემ ჟურნალისტებს ყვავილები აჩუქა
კახეთის გზატკეცილზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასათვალიერებლად მისულმა თბილისის მერმა გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტ ქალებს ყვავილები აჩუქა. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო მერიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.