Category: არქივი

  • თქვენ ავადმყოფები ხართ, გოგონებო- სერგეი ლავროვი ქართველ ჟურნალისტებს (ვიდეო)

    ,,თქვენ ავადმყოფები ხართ, გოგონებო”,- ასე მიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ქართველი ჟურნალისტების მას შემდეგ, რაც ევროსაბჭოს მინისტერიალის შესახებ კითხვა დაუსვეს.

    ტელეკომპანია იმედის და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები ლავროვს ეკითხებოდნენ, ჩამოვა თუ არა ევროსაბჭოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოში იმის გათვალისწინებით, რომ მას ოკუპაციის კანონი აქვს დარღვეული. პასუხის ნაცვლად, მან ჟურნალისტებს ავადმყოფები უწოდა.

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, ხვალ მიიღებენ გადაწყვეტილებას მინისტერიალის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით. 

    ,,ვიცი, რომ ქართული საზოგადოების ძალიან დიდი მოლოდინი არის, ხვალინდელი გადაწყვეტილების შემდეგ მექნება შესაძლებლობა, განვუმარტო ყველაფერი იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილებაც იქნება სტრასბურგში მიღებული” ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

    {{VIDEO}}

  • ქუთაისში ზებრა გადასასვლელზე ქალს ავტომანქანა დაეჯახა

    ქუთაისში, ე.წ. ზებრა გადასასვლელზე ქვეითს ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევა მერიის შენობის წინ მოხდა.

    სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა დაშავებული ქალი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა.

    ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

  • „ნაცმოძრაობამ“ მოისყიდა სარალიძე და ხელისუფლებაზე ზეწოლა განახორციელეს – მიხეილ კალანდიას ბაბუა

    „ნაცმოძრაობამ“ მოისყიდა სარალიძე და ხელისუფლებაზე ზეწოლა განახორციელეს,-ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდიას ბაბუამ, ბორის კაკუბავამ განაცხადა.

    „ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად არ ველოდი. ეს არ არის მართლმსაჯულება, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამ მიმართულებით მიჰყავდათ მთელი ეს ბრძოლა, სარალიძეს უნდა დაემხო ხელისუფლება. „ნაცმოძრაობამ“ მოისყიდა სარალიძე და ხელისუფლებაზე ზეწოლა განახორციელეს. ხელისუფლება უნიათოა. ალბათ, საერთოდ არ არსებობს საქართველოში ხელისუფლება. საქართველოს „ოცნება“ არ არის ეს, ვისი „ოცნებაა“, თავად ვერ გაურკვევიათ საცოდავებს. ამ ქვეყანაში სამართალს არავინ ემსახურება, თქვენ ამას ვერ ატყობთ?!ეს ხელისუფლება უვარგისი და მშიშარაა. „ნაცებმა“ ქვეყანას ანახეს, რომ ეს ხელისუფლება ნამდვილად არ არის ღირსი, საქართველოს სათავეში იყოს“ – აცხადებს კაკუბავა.

    სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.

  • იტალიიდან ჩამოსული 20 წლის გოგონა ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

    ქუთაისში, მილანიდან ჩამოფრენილი საქართველოს მოქალაქე  20 წლის გოგონა, ამ დრომდე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში რჩება.

    ექიმის ინფორმაციით, პაციენტს დილით დაუფიქსირდა ტემპერატურა 38,5.

    პაციენტს მწვავე ვირუსული ინფექცია აქვს და სავარაუდოდ, კორონავირუსი არ აღენიშნება.

    თუმცა ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილია და სამედიცინო დაწესებულებაში პასუხს ხვალ დილამდე ელოდებიან. პაციენტი ამ დრომდე  ბოქსირებულ პალატაში რჩება.

  • “საქართველოში სამართალი არ არსებობს – ეჭიდაონ სტრასბურგს!”- ლუკა კალანდია

    საქართველოში სამართალი არ არსებობს- ეჭიდაონ სტრასბურგს! – ეს განცხადება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაჩენის გამოცხადების შემდეგ გააკეთა.

    როგორც ლუკა კალანდიამ აღნიშნა, მოსამართლემ პოლიტიკური დავალება შეასრულა.

    „ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს მოსამართლე არის არაობიექტური, მიკერძოებული, პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი მოსამართლე. ეს დადასტურდა დღეს. ეს არის პოლიტიკური დავალება და მეტი არაფერი. ეჭიდაონ სტრასბურგს! საქართველოში სამართალი არ არსებობს“, – განაცხადა მიხეილ კალანდიას ძმამ.

    როოგორც ლუკა კალანდიამ აღნიშნა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში და შემდეგ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

    „იმედი დიდად არ გვაქვს, რომ რამე შეიცვლება, უბრალოდ სტრასბურგამდე როდესაც მივალთ, ევროპაში ძალიან მკაფიოდ გაიგებენ, რა მოხდა, როგორ მოხდა და რატომ ზის 20 წლის ბიჭი უდანაშაულოდ ციხეში და კიდევ რატომ უნდა იჯდეს მანამ, ვიდრე სტრასბურგიდან გადაწყვეტილებას ჩამოვიტანთ”, – განაცხადა ლუკა კალანდიამ.

    სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.

    აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა ამ წუთებში გამოაცხადა.

  • “ჯოჯოხეთში რომ მომიწიოს წასვლა წავალ და ბევრს გავიყოლებ” – მიხეილ კალანდიას მამა

    „ჯოჯოხეთში რომ მომიწიოს წასვლა წავალ და ბევრს გავიყოლებ“,- ამის შესახებ მიხეილ კალანდიას მამამ, განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

    „ჯოჯოხეთში რომ მომიწიოს წასვლა წავალ და ბევრს გავიყოლებ. ყველაზე დაბალი დონე ჩვენ გვნახეს, რომელსაც არც ფული აქვს და არც შესაძლებლობა. ჩვენ გაგვწირეს“,- განაცხადა მიხეილ კალანდიას მამამ.

    თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას განაჩენი ცნობილია.  მიხეილ კალანდია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.  განაჩენი რამდენიმე წუთის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნიკოლოზ მარსაგიშვილმა გამოაცხადა.

  • “ველოდებით უალტერნატივოდ გამამართლებელ განაჩენს”- ლუკა კალანდია სასამართლოში მივიდა

    თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება.

    ბრალდებულის ძმა, ლუკა კალანდია სასამართლოში ცოტა ხნის წინ მივიდა.

    „ველოდებით უალტერნატივოდ გამამართლებელ განაჩენს. ეს იქნება სამართლებრივი განაჩენი“,- თქვა ლუკა კალანდიამ სასამართლოს დაწყებამდე.

    სასამართლოში მივიდა ზაზა სარალიძეც, თუმცა სასამართლოს დაწყებამდე კომენტარი არ გაუკეთებია.

    „დღეს არის სასამართლო განაჩენის გამოცხადების სხდომა. ჩვენ, ბუნებრივია, გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლოს სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მხრიდან იქნება მიღებული ერთადერთი სამართლიანი, კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება“,- ამის შესახებ მიხეილ კალანდიას საქმის პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ განაცხადა.

    შეგახსენებთ, რომ მიხეილ კალანდია სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

  • “დადგა დრო, ნატო-მ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას ალიანსში გაწევრიანებაზე”- გიორგი გახარია

    რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს სრულფასოვან წევრობას ნატოში; სწორედ ახლა დადგა დრო, ნატომ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ცნობილ ამერიკულ გამოცემა The Washington Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომლის სათაურია – „საქართველო იმსახურებს ნატოს წევრობას – ქვეყანას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის გეოპოლიტიკური უსაფრთხოებისთვის“.

    მთავრობის მეთაური ასევე საუბრობს თურქეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენელთა მტკიცე მხარდაჭერაზე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების კუთხით.

    „დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ მოუწოდა ნატო-ში საქართველოს დაუყოვნებლივ მიღებისკენ სრულუფლებიანი წევრის სტატუსით, მიუთითა რა შავ ზღვაზე უსაფრთოების და ნატო-ს მხრიდან შესაბამის გამოწვევებზე პასუხის გაცემის მზარდ საჭიროებაზე. უკრაინაში ვიზიტის დროს კი თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთისა და ნატო-ს მტკიცე დამოკიდებულება შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ. გარდა ამისა, თურქეთი უკვე დიდი ხანია აღიარებს, რომ შავი ზღვა წარმოადგენს რეგიონის სტრატეგიული კონტექსტის გეოპოლიტიკურ ცენტრს. რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს სრულფასოვან წევრობას ნატო-ში. სწორედ ახლა დადგა დრო, ნატო-მ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ნატო-ს ლიდერებმა არაერთხელ აღუთქვეს საქართველოს ნატო-ს სრული წევრობა და ჩვენ გვჯერა, რომ ნატო-ში ჩვენი შესვლის წინაშე არსებული გამოწვევები უახლოეს მომავალში გადაიჭრება“, – აცხადებს პრემიერი.

  • თბილისში 19 წლის ბიჭმა დედა და ბებია ნაჯახით მოკლა

    თბილისში 19 წლის ბიჭმა დედა და ბებია მოკლა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბებია – 1946 წელს დაბადებული ზ.დ. და დედა – 1974 წელს დაბადებული თ.ზ., მათსავე საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მძინარე მდგომარეობაში ნაჯახით მოკლა.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული – მ.ზ. ცხელ კვალზე დააკავეს.

    დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

    პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

    გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

  • “მსოფლიო პანდემიისთვის მზად უნდა იყოს”- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

    მსოფლიო მზად უნდა იყოს კორონავირუსის შესაძლო პანდემიასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა თედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

    „ამ დროისთვის სიტყვა „პანდემიის“ გამოყენება ეწინააღმდეგება ფაქტებს, მაგრამ რა თქმა უნდა, ვითარება შიშს უნდა ნერგავდეს. ყურადღება უნდა გავამახვილოთ შეკავებაზე და ამასთანავე, ყველაფერი გავაკეთოთ, შეძლებისდაგვარად, რათა მოვემზადოთ პოტენციური პანდემიისთვის“ , – განაცხადა ორგანიზაციის დირექტორმა.

    მისი თქმით, კორონავირუსთან ბრძოლის უნივერსალური მეთოდი არ არსებობს და თითოეულმა ქვეყანამ უნდა შეაფასოს მისი რისკები საკუთარი კონტენტიდან გამომდინარე.

    ცნობისთვის, ჩინეთში ვირუსით დაავადებულთა რიცხვმა 77 ათასს უკვე გადააჭარბა. გარდაცვლილია 2592 ადამიანი, განიკურნა 24 ათასზე მეტი.

    ჩინეთის გარეთ დაინფიცირების 1769 შემთხვევაა, გარდაცვლილია 17 ადამიანი.