Category: არქივი

  • ქართველი მებრძოლი ქალი ლიანა ჯოჯუა, UFC-ში იასპარეზებს

    23 წლის ქართველი მებრძოლი ქალი ლიანა ჯოჯუა, UFC-ში იასპარეზებს. ამის შესახებ მან საკუთარ გულშემატკივრებს სოციალური ქსელის მეშვეობით აცნობა.

    “UFC-სთან კონტრაქტი გავაფორმე. მადლობა ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა. ახლო მომავალში, ცნობილი გახდება ჩემი პირველი ასპარეზობისა და პირველი ოპონენტის შესახებ”, – წერს Instagram-ის გვერდზე.

    გასული წლის 22 თებერვალს, ჯოჯუამ მოსკოვში, FIGHT NIGHTS GLOBAL-ის ეგიდით გამართულ ბრძოლაში, 29 წლის რუსი მებრძოლი, მარინა მოხნატკინა დაამარცხა.

    ლიანა ჯოჯუა რუსეთში ცხოვრობს და კლუბ “ახმატ”-ის წევრია, რომელიც გროზნოშია დაფუძნებული და რომლის საპატიო პრეზიდენტი რამზან კადიროვია.

  • სამეფო ტახტის ახალი პრეტენდენტი–გირჩი მეფედ ხოსროიდების დინასტიის შთამომავალს გვთავაზობს

    გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ფეისბუქზე ვიდეოს აქვეყნებს და ბაგრატიონთა ორივე შტოს მიმართავს, გაარკვიონ ხომ არ არის სამეფო ტახტისთვის უფრო შესაფერისი კანდიდატურა ჰერმან საბო, რომელიც გირჩის თანამშრომელია. ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ჰერმან საბო ხოსროიდების დინასტიის შთამომავალია, რომლებიც ქართლს ბაგრატიონების დინასტიამდე მართავდნენ.

  • ყაზბეგის გამზირზე ორი მანქანა დაიწვა

    გვიან ღამით ყაზბეგის გამზირზე ორი მანქანა დაიწვა. ცეცხლი თავდაპირველად მინივენის ტიპის ავტომობილს გაუჩნდა, რომელიც მოგვიანებით ახლოს მდგარ მეორე მანქანაზეც გავრცელდა. ადგილზე მისულმა სახანძრო ეკიპაჟმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე შეძლო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. აალების მიზეზად მინივენის მფლობელი სავარაუდოდ, ავტომობილის გაუმართაობას ასახელებს – რის გამოც დღის ბოლოს მან მანქანა პარკინგზე დატოვა. მიმდიანრეობს გამოძიება მუხლით, რომელიც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
  • რას წერდა ხაზარაძე გახარიას. შსს–სთვის გაგზავნილი თიბისის წერილები გასაჯაროვდა

    ტელეკომპანია პირველმა ექსკლუზიურად მოიპოვა და გაასაჯაროვა მამუკა ხაზარაძისა და თიბისი ბანკის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილები, რომლებიც გასულ წელს ბანკზე განხორციელებულ კიბერშეტევას ეხება.

    როგორც წერილებიდან ირკვევა, თიბისი ბანკზე კიბერშეტევის მცდელობას ადგილი 2018 წლის 16 ივლისს ჰქონდა, რის შესახებაც ბანკმა შსს-ს 17 ივლისს აცნობა.პირველი წერილით ბანკი შსს–ს სწორედ ვირუსების შემცველი კორესპოდენციის
    მიღების შესახებ ატყობინებს.

    მეორე წერილი 15 აგვისტოთია დათარიღებული და თუ პირველ წერილს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი აწერს ხელს, ამჯერად უკვე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა ხელისმომწერი. მამუკა ხაზარაძე შს მინისტრს უკვე თავად აწვდის ინფორმაციას რა დაადგინეს კვალიფიციურმა სპეციალისტებმა კიბერშეტევის შესახებ. უსახელებს მისამართს, საიდანაც შეტევა წამოვიდა – რუსთაველის 12–ს , ასევე შპს “გრევითის“ , რომელსაც წერლის მიხედვით “მავნე სერვერის“ IP მისამართი ეკუთვნის. თიბისი ამ წერილში მაქსიმალურად ამომწურავ ინფორმაციას აწვდის შსს–ს და დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს.

    მესამე წერილი 25 სექტემბრით თარიღდება და მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას წერს, რომ შეტყობინების გაგზავნიდან 2 თვე გავიდა, თუმცა გამოძიების ფარგლებში პროგრესი არ შეინიშნება.

    მეოთხე წერილი უკვე 2019 წლის 24 იანვრით თარიღდება და მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას წერს, რომ პირველი შეტყობინების გაგზავნიდან საკმაო დრო გავიდა, თუმცა გამოძიების მსვლელობის შესახებ ბანკისთვის არაფერია ცნობილი.

  • გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს (ვიდეო)

    რა მოხდა ოკუპირებულ აფხაზეთში – რუსეთის სამხედრო ბაზაზე საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მორიგი მკვლელობა თუ თვითმკვლელობა. 29 წლის ირაკლი კვარაცხელია გალის რაიონში რუსულ სამხედრო ბაზაზე საეჭვო ვითარებაში გარადაიცვალა. სიკვდილის ოფიციალური მიზეზი მას შემდეგ დადგინდება, რაც ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება. ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი კი
    საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს. ენგურის ხიდთან მას ნათესავები და ახლობლები, ასევე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე რუსლან დაბაშიძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები დახვდნენ.

    თვითმხილველები ამბობენ, რომ კვარაცხელია ოკუპანტებმა სოფელ თაგილონისა და ნაბაკევის საოკუპაციო საზღვართან დააკავეს, რა დროსაც შელაპარაკება მოხდა. ქართველი ახალგაზრდა რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, ამის შემდეგ კი მისი საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს. იყო თუ არა ირაკლი კვარაცხელია ნაცემი, ამაზე საგარეო საქმეთა მინისტრს ინფორმაცია არ აქვს.

  • ცხინვალის რეჟიმი დავით ქაცარავას და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს ემუქრება

    ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებს, რომ აქვს ინფორმაცია, თითქოს ქართული საზოგადოებრივი მოძრაობის, “ძალა ერთობიაშია“ წევრები 15 მარტისთვის “სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს ე.წ. საზღვარზე, დიდი ხურვალეთის რაიონში “ პროვოკაციას გეგმავენ.

    ამ უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით “პროვოკატორების მიზანია სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო კანონმდებლობის დარღვევით შექმნან მათი დაკავების წინაპირობები, არასტაბილურობის კერა სახელმწიფო საზღვარზე. მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა ცდილობს პოლიტიკური ქულები დააგროვოს და შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში კენჭი იყაროს დეპუტატად, ამიტომაც ის შეგნებულად წირავს აქციის მონაწილეებს, რომლებიც შესაძლოა დაზარალდნენ იმ შმთხვევაში, თუ სიტუაცია კონტროლიდან გამოვა “ – ნათქვამია განცხადებაში.

    ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებს, რომ თუ აქციის მონაწილეები საზღვარს დაარღვევენ, მათ დაიჭერენ და სახრეთოსეთის კანლნმდებლობის შესაბამისად დასჯიან.

    წყარო

  • ”ბორჯღალოსნები” რუსეთთან მატჩისთვის აქტიურად ემზადებიან

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო მატჩს რუსეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 17 მარტს, კრასნოდარში გაიმართება. ”ბორჯღალოსნები” მატჩისთვის აქტიურად ემზადებიან.

    იმის მიუხედავად, რომ ქართველმა მორაგბეებმა ჩემპიონის ტიტული გერმანიასთან გამარჯვებისას გაინაღდეს ამ მატჩს პრინციპული დატვირთვა აქვს. მილტონ ჰეიგის განცხადებით, ჩემპიონობის მიუხედავად ქართველ მორაგბეებს მოტივაცია არ აკლიათ.

    მილტონ ჰეიგი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
    “ვარჯიშით კმაყოფილი ვარ. მოთამაშეებს მცირე ტრავმები აწუხებთ. რუსეთის ნაკრები ახლა უფრო მეტად არის მზად წინააღმდეგობის გასაწევად, ვიდრე ადრე. მიუხედავად მოპოვებული ჩემპიონობისა, ეს მატჩი ძალიან პრინციპულია და ამ შეხვედრის მნიშვნელობა კარგად გვესმის.”

  • საერთოდ, გესმით სად იმყოფებით?-სამადაშვილის და ციხელაშვილის დაპირისპირება პარლამენტში

    რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში ქეთევან ცილელაშვილს უსმენენ, დაპირისპირება მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი დაინტერესდა, სტატისტიკის წარმოება მაინც თუ შეუძლია ციხელაშვილის უწყებას, რამდენ ადამიანს იტაცებენ და აკავებენ ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა ტერიტორიებიდან. სამადაშვილმა ციხელაშვილს განუცხადა, რომ ირაკლი კვარაცხელია, უფრო მეტად, მსხვერპლია საქართველოს ხელისუფლების იმ პოლიტიკის, რასაც რუსეთის მიმართ ატარებს. სალომე სამადაშვილი იმ ხელშეკრულებების პირობებითაც დაინტერესდა, რომლებიც „ინტერ-რაოსთან“ დაიდო და რაშიც 7 მილიონი დაიხარჯა.
    ქეთევან ციხელაშვილმა ოპიოზიციონერი დეპუტატი მძიმე თემებით სპეკულირებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ხელისფლებისკენ ხელის გაშვერას ვერ მიიღებს. „თქვენ ხართ პარლამენტარი და მე მინისტრი“ – განუცხადა ციხელაშვილმა სამადაშვილს.

  • მარნეულის ყოფილი მერი ციხეში ყოფნისას განაცდური ხელფასის – 32 000 ლარის ანაზღაურებას ითხოვს

    მარნეულის რადიოს ინფორმაციით მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი განაცდური ხელფასის აღებას ითხოვს, რომელიც 32 000 ლარს შეადგენს. ამ მოთხოვნით მარნეულის საკრებულოს მან დღეს მიმართა. საკრებულომ მისი წერილი დღევანდელ სხდომაზე ცნობად მიიღო. თემურ აბაზოვი 7 თვის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. ის 2018 წლის 13 ივნიის მარნეულელი ელჩინ ალახვეერდიევის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ აბაზოვი 13 დეკემბერს გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა. ხოლო 13 თებერვალს მარნეულის საკრებულომ, აბაზოვის განცხადების საფუძველზე, მას მერის მოვალეობა შეუწყვიტა. აბაზოვი იმ 7 თვის განაცდურის აღებას ითხოვს, რომელიც წინასწარი პატიმრობისას, უფლებამოსილების შეჩერების გამო, ვერ აიღო. სასამართლო საქმის განხილვა აბაზოვის საქმეზე ჯერ არ დასრულებულა, შესაბამისად უცნობია, ცნობს თუ არა მას დამნაშავედ სასამართლო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 5–დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 2018 წლის 12 ივნისს, სტუდია მონიტორმა გაავრცელა ვიდეო, რომლის მიხედვით, მარნეულში მცხოვრები მოქალაქე, რომელმაც ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილის და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის მისამართით შეიგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა. გინების შემდეგ, რამდენიმე დღეში მოქალაქემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ის ბოდიშს იხდის და სახეზე, სავარაუდოდ, შარდს ისვამს. სხვა ადამიანი, ვისაც კამერა უჭირავს, მას ეუბნება: “შენ ღირსება არ გაქვს”. თემურ აბაზოვს გამოძიება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჯგუფურად დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას ედავება. პროკურორ ჯარჯი წიკლაურის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ელჩინ ალახვერდიევმა სოციალურ ქსელში სიტყვიერად შეურაცხყო თემურ აბაზოვის ცოლი, მარნეულის მერმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მუქარით აიძულა ჭიქაში მოეშარდა  და შარდით მოებანა სახე.
    პროკურატურის ინფორმაციით ინციდენტში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი პარტია ქართული ოცნებიდან რამინ ალახვერდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავი და სხვა პირები.

  • თბილისის გენგეგმა თუ კალაძის ბიზნესგეგმა. ოპოზიცია ხმაურიანი სხდომისთვის ემზადება

    დედაქალაქის საკრებულო ხმაურიანი სხდომისთვის ემზადება. 15 მარტს რამდენჯერმე დაწუნებული და შეცვლილი თბილისის გენერალური გეგმა უნდა დაამტკიცონ. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცია დოკუმენტის საბოლოო ვერსიას მხარს არ დაუჭერს. ოპოზიციაში თლიან, რომ ეს გენგეგმა  არა თბილისის სამოქმედო გეგმა, არამედ კალაძის ბიზნესგეგმაა. ოპონენტების ამ განცხადებას თბილისის მერი პასუხობს. როგორც კალაზე ამბობს, დარწმუნებულია, რომ ამ კრიტიკის ავტორებიდან არც ერთს არ აქვს წაკითხული გენგეგმის დოკუმენტი. კახა კალაძე აცხადებს, რომ გენგეგმას ის ოპოზიციონერი დეპუტატები აკრიტიკებენ, რომლებიც წარსულში დოკუმენტის მიღებისკენ მერიას თავად მოუწოდებდნენ. მისი თქმით, გენერალური გეგმა დახვეწილია და თბილისის სწორ განვითარებას ემსახურება. მასში ასახული ხედვები კი განხორციელებადია.