Category: არქივი

  • თბილისი აუცილებლად იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი–კალაძე თბილისელებს გენგემის მიღებას ულოცავს

    ამ წუთებში თბილისის საკრებულოში ხმაურიანი სხდომა მიმდინარეობს, სადაც დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მსჯელობენ, გეგმას  ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს. საკრებულოს სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საათიოთ ადრე, თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისელებს დედაქალაქის ახალი გენგეგმის დამტკიცება მიულოცა და განაცხადა, რომ ეს გენერალური გეგმა ათვლის წერტილია, საიდანაც დაიწყება თბილისის განვითარების ახალი გზა.

  • მსხვილი ნარკორეალიზატორები დავაკავეთ – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზატორების ორგანიზებული ჯგუფის 29 წევრი დააკავა. თბილისის, ქვემო ქართლის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები მასშტაბურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებებს რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდნენ. შედეგად, თბილისში – ფონიჭალის დასახლებაში დაკავებულია მსხვილი ნარკორეალიზატორები, რომლებიც ნარკოტიკებს სისტემატურად ასაღებდნენ. ასევე, ნარკოდანაშაულისთვის, დედაქალაქის სხვა უბნებში, რუსთავში, მარნეულში, გარდაბანში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში დაკავებულია 9 პირი. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    {{VIDEO}}

  • “არ არის საზღვრის გადმოწევის ახალი ნიშნები” – საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი

    საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი, ერიკ ჰოეგი ტვიტერზე აქვეყნებს სტატუსს იმის შესახებ, რომ ხურვალეთში საზღვრის გადმოწევის ნიშნები არ აღმოჩნდა. 

    “ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები ამჟამად მონიტორინგს აწარმოებენ დიდი ხურვალეთის ტერიტორიაზე. ახალი ბორდერიზაციის ნიშნები არ შეიმჩნევა. ტერიტორიაზე უსაფრთხოების ძალები იმყოფებიან, თუმცა ინციდენტები არ დაფიქსირებულა. კომუნიკაციისთვის გამოყენებულია ყველა  მექანიზმი, მათ შორის ცხელი ხაზი.“ – წერს ჰოეგი.

    ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხურვალეთში რუსი სამხედროები ქართული მოსახლეობის ბაღებში შევიდნენ დღეს ადგილობრივმა მოსახლეობამ გაავრცელა. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები ადგილზე გაემგზავრნენ, თუმცა  პოლიციას დაკეტილი აქვს ხურვალეთში შესასვლელი გზა და გადაადგილების საშუალებას არავის აძლევს. მათი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების გამო მიიღეს.სიტუაციაში გასარკვევად ხურვალეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შევიდა.  

    “ევროკავშირის სადამვკრივებლო მისია ამ დროისთვის აკვირდება დიდი ხურვალეთის მიმდებარე ტერირტორიას. არ არის საზღვრის გადმოწევის ახალი ნიშნები. ძალოვანი სტურქუტრების წარმოამდგენლები აქ არიან, თუმცა, ჩვენ ჯერჯერობით არც ერთი ინციდენტი არ დაგვიფიქსირებია. ყველა მექანიზმი, მათ შორის ცხელი ხაზი, მოქმედებს, რათა უკეთესი კომუნიკაცია უზრუნველყოს,” – წერს ერიკ ჰოეგი საკუთარ თვითერის გვერდზე.

  • სუს-ი არ ადასტურებს რუსი სამხედროების შემოსვლას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსი სამხედროების   სოფელ ხურვალეთში, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლას არ ადასტურებს.

    “ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან. საოკუპაციო ძალების მხრიდან განხირციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

    ადგილობრივების ინფორმციით სოფელ ხურვალეთში ქართული მხარის მიერ  კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოიჭრნენ. ადგილზე იმყოფება ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერი დავით ქაცარავა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ხურვალეთში ჩასვლას მოუწოდებს. ხურვალეთის საგუშაგოსთან პოლიციას გზა აქვს ჩაკეტილი და სოფლის მიმართულებით არავის უშვებს. ადგილობრივი მოსახლეობა იტყობინება, რომ რუსი ჯარისკაცები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არიან შესული, მოსახლეობის ეზოებში და ბაღებში. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები და მოქალაქეები ხურვალეთის საგუშაგოსთან იმყოფებიან, თუმცა მათ პოლიცია არ ატარებს.

  • ხურვალეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შევიდა

    ხურვალეთში რუსი სამხედროების გადაადგილება შეიმჩნევა. ვითარების გასარკვევად ხურვალეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შევიდა.  პოლიციას დაკეტილი აქვს ხურვალეთში შესასვლელი გზა და გადაადგილების საშუალებას არავის აძლევს. მათი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების გამო მიიღეს.

  • ხურვალეთის შესასვლელი პოლიციამ ჩაკეტა

    ხურვალეთის საგუშაგოსთან პოლიციას გზა აქვს ჩაკეტილი და სოფლის მიმართულებით არავის უშვებს. ადგილობრივი მოსახლეობა იტყობინება, რომ რუსი ჯარისკაცები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არიან შესული, მოსახლეობის ეზოებში და ბაღებში. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები და მოქალაქეები ხურვალეთის საგუშაგოსთან იმყოფებიან, თუმცა მათ პოლიცია არ ატარებს.

  • რუსი ჯარისკაცები ხურვალეთში. მოსახლეობა შველას ითხოვს

    ხურვალეთის მცხოვრები, ლუდა სალია ფეისბუქ სტატუსში შველას ითხოვს და ამბობს, რომ ხურვალეთში რუსი ჯარისკაცები შევიდნენ:

    “SOS ვითხოვთ შველას! ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ და სოფლის ბოლო დაიკავეს.მოგვხედეთ, გვიშველეთ.!ხურვალეთში რუსი ოკუპანტები დგანან. მოსახლეების ეზოებში.“ წერს ლუდა სალია ფეისბუქ გვერდზე და ფოტოს აქვეყნებს.

  • SOS! რუსები ხურვალეთში შემოვიდნენ–ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები განცხადებას ავრცელებენ

    რამდენიმე წუთის წინ მოძრაობა “ძალა ერთობაშია“–ს ლიდერმა, დავით ქაცარავამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა სტატუსი:

    “SOS!!!!!!
    ხურვალეთიდან გვატყობინებენ რომ რუსები შემოვიდნენ სოფელში!!!
    ჩვენ მივდივართ ხურვალეთში!!!!
    სასწრაფოდ გაავრცელეთ!!!!“

    რამდენიმე საათით ადრე კი ამავე მოძრაობის წევრმა, ლაშა ბერულავამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა სტატუსი, ფოტო და ვიდეო:

    “SOS!:
    რამდწნიმე წუთის წინ, ჩვენი საპატრულო ჯგუფის მიერ ატოცში გადაღებული ეს კადრები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ატოცის საოკუპაციო ზოლზე ოკუპანტთა დამატებითი ჯგუფი გადაისროლეს.

    განგიმარტავთ, რომ ოკუპანტების ძაღლთან ერთად გამოჩენა, როგორც წესი, საქართველოს მოქალაქეზე “სანადიროდ” გამოსვლაძე მიანიშნებს.

    ეს ორი ტყის ზოლზე პატრულირებს, ორიც ჯიხურშია.

    აქვე ვაქვეყნებთ გუშინწინ ატოცში გამოჩენილი საინჟინრო ბატალიონის კუთვნილი საბჭოთა სატვირთო მანქანის ფოტოს(დაზუმეთ და დააკვირდით ძარას).

    P. S. სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ მედიასაშუალებას შეუძლია უკითხავად გამოიყენოს ეს და ჩვენი სხვა ფოტო-ვიდეომასალები.“ – წერს ლაშა ბერულავა.

  • ქართული წარწერები ტერორისტების იარაღზე. ახალ ზელანდიაში ტერაქტის მხსვერპლთა რიცხვი 49–მდე გაიზარდა

    ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისჩარჩში შეიარაღებული პირები 2 სხვადასხვა სალოცავში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. შემთხვევას 49 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა კი 20- ს აჭარბებს.ინტერნეტში თავდამსხმელის მიერ გადაღებული ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს როგორ ესვრის ის ხალხს. გამოძიებამ ჯერ არ იცის რამდენი ადამიანი მონაწილებდა თავდასხმებში.ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, დახურულია ყველა სკოლა. დაკავებულია 4 ეჭვმიტანილი, მათ შორის ერთი ქალია. ეჭვმიტანილების ავტომობილებში ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს.
    პოლიციის ოპერაციის დროს კონფისკირებულია თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები. ექსპერტების თქმით აღმოჩენილი იარაღის რაოდენობის გათვალისწინებით მეჩეთებზე თავდასხმა საგულდაგულად იყო მომზადებული.
    „აშკარაა, რომ მომხდარს მხოლოდ ტერორისტული თავდასხმა შეიძლება ვუწოდოთ. იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც გვაქვს თავდასხმა კარგად ორგანიზებული იყო. ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლებიც მიმაგრებული იყო ეჭვმიტანილთა მანქანებზე, ნაპოვნია. ამ ხალხს ექსტრემისტული შეხედულებები ჰქონდათ და მათი ადგილი არც ახალ ზელანდიაში და არც მსოფლიოშია. მუშაობს დაზვერვის სამსახურის ჯგუფი, პოლიცია. საფრთხის დონე უმაღლეს ნიშნულამდე გავზარდეთ,“-განაცხადა ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრმა, ჯანსინდა არდენმა. დღევანდელ დღეს მან ახალი ზელანდიის ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე შავი დღე უწოდა, მომხდარ ტერაქტს კი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო ძალადობის აქტი.

    Daily Mail კი ავრცელებს ფოტო მასალას, რომლის მიხედვითაც ტერორისტებს ავტომატის მჭიდებზე ქართულენოვანი წარწერები ჰქონდათ. მჭიდებზე, რომელიც ტერაქტის შემდეგ სამართალდამცველებმა ტრაგედიის ადგილიდან ამოიღეს დავით სოსლანი და დავით აღმაშენებელი ქართულ ენაზე წერია. 
    ქართულის გარდა ავტომატებზე კიდევ რამდენიმე ენაზე გაკეთებული წარწერაა. ჯერჯერობით უცნობია, რას ნიშნავს ეს წარწერები, თუმცა სამართალდამცავებს სავარაუდოდ  იარაღის წარმომავლობის დადგენას გაუადვილებს. 

    ახალი ზელანდიის ტერაქტის შემდეგ ნაპოვნ იარაღზე ქართული წარწერების აღმოჩენის შესახებ განცხადება გააკეთა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა: 

    „უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდების ფოტოსურათები. მათზე დატანილი იყო სიმბოლოები და წარწერები სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულ ენაზეც.

    საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს ახალი ზელანდიის მოსახლეობას მომხდარი ტერორისტული აქტის გამო“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

  • კლანი უნდა წავიდეს – არასამთავრობოების პროტესტი პარლამენტში

    “კლანი უნდა წავიდეს“ ამ წარწერიანი მაისურებით მივიდნენ საპროცედურო კომიტეტის სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სხდომაზე დღეს პირველი მოსმენით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვა დაიწყეს. კომიტეტში სამი საკანონმდებლო ინიციატივაა წარდგენილი. ერთი ეკა ბესელიას ეკუთვნის, მეორე ირაკლი კობახიძეს და მესამე ევროპულ საქართველოს.

    არასამთავრობოები თვლიან, რომ არცერთ წარმოდგენილ კანონპროექტს არ ექნება შედეგი, თუ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი სასამართლო სისტემას არ დატოვებს.
    ”მნიშვნელოვანია ხელისუფლებას, პარლამენტს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ამ ცვლილებებს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ ის გავლენიანი ჯგუფი, როგორც ჩვენ ვუწოდებთ კლანი სასამართლო სისტემიდან წავა. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი მცდელობა ეს არის შელამაზება და ის ვერ აზღვევს იმ პრობლემებს, რომელიც სასამართლოს წინაშე არის. ამიტომ თუ ვინმე იკითხავს, რომელ კანონპროექტს ვუჭერთ მხარს, კიდევ ერთხელ ვამბობ კანონპროექტებს კი არა, ჩვენ მხარს ვუჭერთ კლანის სასამართლო სისტემიდან წასვლას” – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცისს ხელმძღვანელი, სულხან სალაძე.