Category: არქივი

  • თქვენ ხართ ყველაზე აგრესიული დეპუტატი პარლამენტში-ზარდიაშვილი ხოშტარიას

    პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა იმის გამო, რომ კომიტეტის სხდომაზე გამოცხადებული შესვნეების დროს ვანო ზარდიაშვილმა არასამთავრობი სექტორის წარმომადგენელს შეურაცხყოფა მიაყენა. ზარდიაშვილმა ხოშტარიას ბოდიში ირონიულად მოუხადა და განუცხადა, რომ ის არის პარლამენტში ყველაზე აგრესიული დპუტატი.
  • “მომიწევს რაღაცეები შეგახსენო.“ ბესელია–მათიკაშვილის დაპირისპირება პარლამენტში

    სიტყვიერი დაპირისპირება იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების გამწესებისა და შერჩევის შესახებ ირაკლი კობახიძისა და ექვსი დეპუტატის მიერ შემუშავებულ კანონპროექტის განხილვის პროცესში ეკა ბესელიასა და  დავით მათიკაშვილს შორის მოხდა. ბესელიამ მათიკაშვილს  მეტი სიდინჯისა და ნებისყოფის გამოჩენისკენ მოუწოდა.
    კამათი ბესელიასა და მათიკაშვილს შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლების შერჩევის კრიტერიუმების საკითხმა გამოიწვია. იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელია უმრავლესობის წევრების მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვებს სვამდა. დავით მათიკაშვილმა ბესელიას მოუწოდა, რეგლამენტით გათვალისწინებულ დროში ჩატეულიყო და კითხვები მოკლედ დაესვა.
    „ თუ კიდევ გააგრძელებ ხელის შეშლას მერე კიდევ მომიწევს რაღაცები შეგახსენო. დავანებოთ თავი ამ ჭკუის სწავლებას. მაგ როლიდან ლაპარაკს ცოტა წინდახედულება უნდა“ – განუცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ამავე კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარის მოადგილეს.
    ბესელიას განცხადებით, მას უმრავლესობის კანონპროექტთან დაკავშირებით 10 კითხვა აქვს ყოფილ თანაგუნდელებთან. ბესელია ამბობს, რომ კობახიძის მიერ ინიცირებულ კანონპროექტში მოსამართლეთა შერჩევის პროცესში პარლამენტის როლი დაკნინებულია და მას უფლებაც კი არ აქვს კანდიდატი მოსამართლეების შესახებ ბიოგრაფიული ცნობები მოიძიოს.ბესელიას სიტყვა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა შეაწყვეტინა. მათიკაშვილმა მოუწოდა ეკა ბესელიას ლაკონურად გადმოეცა სათქმელი, რაზეც მას ბესელიამ უპასუხა, რომ საქმიანად საუბრობს და დროსაც ზოგავს. ბესელიამ სთხოვა ყოფილ თანაგუნდელს სიტყვა აღარ გაეწყვეტინებინა.
  • დელფინის მოკვლის გამო თურქეთის გემის კაპიტანი 40 900 ლარით დაჯარიმდა

    10 მარტს ბათუმის სანაპიროსთან მოკლული დელფინი იპოვეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოსა და შსს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, დადგინდა სამართალდამრღვევი – თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის კაპიტანი. სამართალდამრღვევმა აღიარა ჩადენილი ქმედება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ დამნაშავის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

    ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩადენილი დანაშაულისთვის სამართალდამრღვევს 40 900 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. თანხის გადახდის შემდეგ, გემი საქართველოს საზღვაო წყლებს დატოვებს.

  • “თუ ჩინჩალაძე და იუდა ისკარიოტელი იქნებიან, იძულებული გავხდები, იუდას არ მივცე ხმა“–გედევან ფოფხაძე

    რამდენიმე დღეა პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტებს ხმაურის ფონზე განიხილავს. ამ თემაზე სამი კანონპროექტია წარდგენილი, რომელთაგან ერთ-ერთი ირაკლი კობახიძეს და უმრავლესობის წევრებს ეკუთვნის, ერთი ეკა ბესალიას და მის თანაგუნდელებს,  მესამე – „ევროპულ საქართველოს“.
    ირაკლი კობახიძის კანონპროექტის სახელით ცნობილ უმრავლესობის კანონპროექტს ოპოზიცია და „ქართული ოცნებიდან“ გასული ეკა ბესელია და მისი გუნდი თავიდან ბოლომდე იწუნებს. დღეს ამ პროექტს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განიხილავდნენ. როგორც გედევან ფოფხაძემ დღეს კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობას განუცხადა, ირაკლი კობახიძის კანონპროექტით, მოსამართლეთა თანამდებობებზე ჩინჩალაძეზე უარესი კანდიდატურები შევა და არჩევანი ცუდსა და უარესს შორის იქნება.
  • სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს

    მიხეილ სააკაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. ვიდეომიმართვა, რომელშიც ამ გაადაწყვეტილებაზე საუბრობს საქართველოს ექსპრეზიდენტმა დღეს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.
    მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მას არ ეძლევა ქვეყანაში შემოსვლის საშუალება, რაც დამაბრკოლებელი ფაქტორია პარტიულ საქმიანობაში დამაბრკოლებელი ფაქტორია.
    “ივანიშვილმა გააკეთა ყველაფერი, მე არ მიშვებს ქვეყანაში, ზოგიერთი ჩვენი ლიდერი არის ციხეში, სულ ახლახან დავით კირკიტაძე დააპატიმრეს და ეს რა თქმა უნდა, ართულებს ორგანიზაციის მუშაობას, მაგრამ იმისთვის, რომ ეს გადაილახოს, ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივად მოქნილები და ვაკეთოთ ისეთი რამე, რაც არ შეაჩერებს არც ერთი დღით ჩვენს ბრძოლას. ამიტომ ამ სიტუაციაში ჩემი აზრით მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევა. იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება ადგილზე ლიდერი, რომელიც ამ დროშას აიტაცებს თქვენთან ერთად. მე ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძემ ძალიან მაგრად ჩაატარა საპრეზიდენტო კამპანია და მე პირადად მას დავუჭერდი მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე.
    ისევე როგორც ჩვენ გვჭირდება ახალი ხალხის ჩართვა პოლიტიკურ საბჭოში, მაგრამ როგორ უნდა შეირჩეს ეს ხალხი, ვინ უნდა შეარჩიოს – ჩვენ გვყავს 400 ათასი რეგისტრირებული აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტი. ამ ხალხმა, თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები, არა ვიღაცების მეშვეობით, არა კულისებში, არა ვიღაცების ერთმანეთში მოლაპარაკებით, თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება და ელექტრონული კენჭისყრის მექანიზმები, რომელიც არსებობს, ამის საშუალებას იძლევა. შეგვეძლება ხმა მივცეთ ჩვენი „აიფონით“, აპლიკაციით, რომელიც გექნებათ „აიფონში“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

  • ხელჩართული ჩხუბი პარლამენტში (ვიდეო)

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ევროპული საქართველოს წევრი ოთარ კახიძე და ქართული ოცნების წევრი ირაკლი ბერაია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული კანონპროექტის განიხილვისას კამათი პროცედურებთან დაკავშირებით დაიწყო და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. დეპუტატები მანდატურებმა გააშველეს.

  • უამინდობა საქართველოში ორი დღე გაგრძელდება

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით უამინდობა – ქარი და ნალექი ქვეყნის მაშტაბით შემდგომი ორი დღის განმავლობაშიც გაგრძელდება. თოვა შენარჩუნდება მაღალმთიან რეგიონებშიც. ამინდის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას თქმით, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე 20 მარტიდან ელოდებიან, რომ ტემპერატურა 18 გრადუსამდე აიწევს.
    სააგენტოს ინფორმაციით დასავლეთ საქართველოში ქარის ძალა შესუსტდა, რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს და დედაქალაქს, თუ ღამის საათებში იყო ძალიან ძლიერი დაქროლვები ქარის, ამჟამად ქარი თანდათანობით წყნარდება და მთლიანი ჩადგომა ქარის მოსალოდნელია ამ საღამოს. დასავლეთ საქართველოში უკვე 19-დან 21 მარტის დღის პირველ ნახევრამდე გამოიდარებს.
  • არამართლმადიდებელ სასულიერო პირებს ჯარში გაიწვევენ. კანონპროექტი ოფიციალურად რეგისტრირდება

    პარლამენტის ბიუროზე დღეს ოფიციალურად დარეგისტრირდება ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტი, რომლის თანახმად სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებას მხოლოდ მართლმადიდებელი მღვდელმსახურები შეძლებენ.

    პროექტის მიხედვით კანონში მთლიანად უქმდება ის ნორმა, რომლითაც მღვდელთმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ. თუმცა, კონკორდატის თანახმად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები კვლავ შეძლებენ სამხედრო ვალდებულებისგან გათავისუფლებას. ირაკლი სესიაშვილი არ მალავს, რომ პროექტის მიზანი იმ ხარვეზის აღმოფხვრაა, რომელმაც “გირის“ მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას, “ბიბლიურ თავისუფლებას“ საშუალება მისცა 15 000–მდე ახალგაზრდისთვის სასულიერო პირის სტატუსი მიენიჭებინა და ამგვარად სამხედრო სამსახურიდან გაეთავისუფლებინა. ეს ორგანიზაცია უკვე ორი წელია არსებობს.

    თუმცა კანონპროექტი პრობლემებს არა მხოლოდ გირჩის ბიბლიურ თავისუფლებას შეუქმნის.ცვლილებების შემდეგ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ყველა სხვა რელიგიური კონფესია მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა.
    გირჩის ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს იმედი აქვს, რომ პარლამენტში საღი აზრი გაიმარჯვებს და კანონპროექტს არ მიიღებენ, წინაღმდეგ შემთხვევაში, სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ.
    კანონს დისკრიმინაციულად აფასებს საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძეც და ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.
    “ინიციატივა იმდენად დისკრიმინაციულია, რომ საუბარიც კი მეუხერხულება, როგორ ავხსნა, რამდენად შეუსაბამოა ქვეყნისათვის, რომელიც დემოკრატიის შენებაზე დებს თავს, შეუსაბამოა კონსტიტუციისთვისაც, რომლის თანახმად, რელიგიის მიუხედავად, კანონის წინაშე ყველა თანაბარი ვართ.“– ამბობს გოცირიძე
    არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ კანონპროექტი პარლამენტმა რომც მიიღოს, საკონსტიტუციო სასამართლო მას არაკონსტიტუციურად ცნობს, რადგან ის დისკრიმინაციულია და სხვადასხვა აღმსარებლობის პირებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს და მხოლოდ ერთ, დომინანტურ რელიგიას აღიარებს.
    კანონპროექტის ავტორი განმარტავს, რომ ყველას დარჩება უფლება და ვალდებულება, რომ თუ რელიგიური მოტივით არ სურს სამხედრო სამსახური, ალტერნატიულ სამსახურში მოიხადოს ვალი.
  • მეხანძრეებმა ცეცხლმოკიდებული საწყობიდან ლეკვები გამოიყვანეს

    ხანძარი რომელიც დიღომში ჰიპერმარკეტ გუდვილის მიმდებარედ ტექნიკის საწყობს გაუჩნდა ამჟამად ნაწილობრივ ლიკვიდირებულია.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცეცხლი 1800 კვ. მ. ფართობზე გავრცელდა. ხანძრის ჩასაქრობად კი 23 სახანძრო ბრიგადის მობილიზება მოხდა.  მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული საწყობიდან ლეკვები გამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გადაწყვეტილებით, ლეკვებს მეხანძრე-მაშველები სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში წაიყვანენ და უპატრონებენ.

  • როგორ აღნიშნავენ გამარჯვებას ქართველი მორაგბეები (ვიდეო)

    სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს რომ ქართველო მორაგბეები დღევანდელ გამარჯვებას აღნიშნავენ.

    საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში, რუსეთის ფედერაციის ნაკრები ანგარიშით 22:6 დაამარცხა. წლევანდელ „რაგბი ევროპაზე“ “ბორჯღალოსნებმა” ხუთივე მატჩი მოიგეს რაგბი ევროპის გამარჯვებულებიც გახდნენ. მატჩი კრასნოდარში, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყო და პირველი ტაიმი „ბორჯღალოსნებმა“ 10:3 მოიგეს. მეორე ტაიმში ქართველმა მორაგბეებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და საბოლოო ანგარიშით 22:6 მოიგეს. ამ მატჩს ბორჯღალოსნები ჩემპიონის სტატუსით შეხვდნენ და შედეგი სატურნირო მდგომარეობაზე გავლენას ვერ მოახდენდა. თუმცა რუსეთის ნაკრებთან თამაში ქართველი მორაგბეებისთვის ყოველთვის პრინციპულია და სპორტზე უფრო მეტ დატვირთვას ატარებს.