კიევმა მხატვრულ ტანვარჯიშში ორ საერთაშორისო ტურნირს – კიევის გრან პრისა და სენიორებსა და იუნიორებს შორის „ირინა დერიგინას თასის“ გათამაშებას უმასპინძლა. ქართველმა სპორტსმენებმა სამივე ტურნირზე იასპარეზეს. გრან პრიზე, რომელიც რანგით ერთ–ერთი პრესტიჟული შეჯიბრებაა, სალომე ფაჟავამ ბურთითა და გურზებით ვარჟიშში ფინალში იასაპარეზა. გურზებში სალომემ ყველას აჯობა და 19,700 ქულით ოქროს მედალი მოიპოვა. ბაფთით ვარჯიშში კი, ბრინჯაოს მედლამდე ცოტა დააკლდა და მეოთხე ადგილს დასჯერდა. 
„ირინა დერიგინას თასზე“ სენიორთა შორის წარმატებული გამოდგა საქართველოს ნაკრების მეორე ნომრის, ნათელა ბოლატაევას ასპარეზობა. ბოლატაევა ოთხივე საგნით ვარჯიშში ფინალში გავიდა – ბაფთით ვარჯიშში მეორე, ხოლო რგოლით ვარჯიშში მესამე ადგილი დაიკავა. ბურთით ვარჯიშში ნათელა მეოთხე, ხოლო გურზებით ვარჯიშში მეხუთე ადგილზე გავიდა. 
იუნიორებს შორის ასპარეზობდა კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი. ნუცა ჯანაშვილმა ბაფთით ვარჯიშში მეხუთე ადგილი დაიკავა, ბურთით ვარჯიშში კი მეშვიდე ადგილს დასჯერდა. 
Category: არქივი
-
სალომე ფაჟავას ტრიუმფი კიევის გრანპრიზე
-
რაზე ისაუბრა ოცნებამ დახურულ შეხვედრაზე
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძეს ბექა ოდიშარია შეცვლის. გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის დახურულ სხდომაზე მიიღეს. დეპუტატების განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშვნის კრიტერიუმებთან დაკავშირებულ უმრავლსების კანონპროექტზე იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ სესიაზე მას უმრავლესობის სრული მხადაჭერა ექნება. ასევე სხდომაზე მსჯელობა მიმდინარე სასესიო კვირასაც შეეხო, პარლამენტში პრემიერმინისტრისა და სამი მინისტრის მოსმენა იგეგმება.
-
სანდრა რულოვსი თუ ნიკა მელია–ვინ იქნება ზუგდიდის მერობის კანდიდატი
ნაციონალურ მოძრაობას ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის დაასახელებს ზუგდიდის მერობის კანდიდატად. დღევანდელ შეკრებაზე ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭომ ეს საკითხიც განიხილა, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.განიხილება ორი კანდიდატურა – სანდრა რულოვსი და ნიკა მელია. საბოლოო გადაწყვეტილებას პარტია სავარაუდოდ 24 მარტს ყრილობაზე მიიღებს, რომელზეც პარტიის ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. ამ პოსტზე მიხეილ სააკაშვილმა მხარი გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა.ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები მაისში გაიმართება. ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება გასული წლის სექტემბერში დაწერა.
მანამდე რუსთავი2–მა გამოაქვეყნა ჩანაწერი, სადაც ლაშა გოგია ბიზნესმენთან კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, „კურიერის“ ხელთ აღმოჩნდა ფარული ჩანაწერი, სადაც ერთ-ერთი ბიზნესმენი მერს კორუფციაში ამხელს და მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვდა. „შაბათის კურიერის” მიერ მოპოვებულ ჩანაწერში ისმის თავად გოგიას საუბარიც, რომელიც თანხის აღებას არ უარყოფს. ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338 -ე მუხლით, ქრთამის აღების ფაქტზე დაიწყო.
-
ნაციონალური მოძრაობის ახალ თავმჯდომარეს 24 მარტს ყრილობაზე აირჩევენ
ასეთი დალაგებული, მშვიდი, წყნარი, პოლიტსაბჭოს სხდომა მე არ მინახავს“ – განაცხადა „გაერთინებული ოპოზიციის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში რამდენიმე საათიანი პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. ვაშაძის განცხადებით, სხდომაზე ყრილობის მოსამზადებელ საკითხებზე ისაუბრეს; რომელიც 24 მარტს ჩატარდება. გრიგოლ ვაშაძის განმარტებითვე, დღევანდელ სხდომაზე პარტიაში ვერ შეთანხმდნენ, რა ფორმით „ნაციონალური მოძრაობა“ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას.სავარაუდიოდ 24 მარტს, “ნაცონალური მოძრაობის” ყრილობაზე, პარტიის თავმჯდომარედ მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად გრიგოლ ვაშაძე დასახელდება. -
“შოკი გაქვს ემოციური,სულ დაკარგე სახე“– ბესელიას და ყოფილი თანაგუნდელების დაპირისპირების მორიგი სერია
ურთიერთბრალდებების, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების რეჟიმში, თითქმის 7 საათი მიმდინარეობდა იურიდიული კომიტეტის სხდომა, რომელზეც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის კრიტერიუმების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავდნენ. პროექტის კატეგორიულად მოწინააღმდეგეთა ბანაკი – ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე ამტკიცებენ, რომ მათი ყოფილი თანაგუნდელების კანონპროექტი, მოსამართლეების დანიშვნისას პარლამენტის როლის დაკნინებისა და სასამართლო სისტემაში ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის პოზიციების გამყარების გეგმაა. „იმაზე პატარა, ხარ, ვიდრე რეალურად ჩანხარ“,- ასე მიმართა ეკა ბესელიამ კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე მის შემცვლელს ანრი ოხანაშვილს, რის გამოც, სხდომის წამყვანს დავით მათიკასვილს კიდევ ერთხელ მოუწია ოხანაშვილის დაცვა. „დამშვიდდით, ბიჭებო, დამშვიდდით, დაიწყნარეთ ნერვები, ამიტომ გამეცადინე, რომ ასე წაგეყვანა სხდომა“, – უთზპა ეკა ბესელიამ დავით მათიკაშვილს. -
1 აპრილიდან მძღოლებს ნარკოტესტირებას ადგილზე ჩაუტარებენ
1 აპრილიდან სპეციალური ტესტების მეშვეობითაც მძღოლები ნარკოტესტირებას ადგილზე გაივლიან და მათი გადაყვანა ნარკოლოგიურ ცენტრში საჭირო აღარ გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.ტესტი ვიზუალურად ალკოტესტის მსგავსია და ის პოლიციის თანამშრომლებს დაურიგდებათ. ნარკოტიკული თრობის დადგენა ნერწყვის მეშვეობით მოხდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარებაზე რეგულაციების დაწესებას ითვალისწინებდა, პარლამენტმა გასული წლის ნოემბერში მიიღეს. ერთდროულად რამდენიმე კანონში განხორციელებული ცვლილებებით, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცა. სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის მარიხუანას კლინიკური ზემოქმედების ქვეშ.თუმცა კანონის ამოქმედება აქამდე ვერ მოხერხდა რადგან შსს–ს შესაბამისი მოწყობილობა არ გააჩნდა. პორტატიული ნარკოტესტების შესაძენად შსს–ს ტენდერის ჩატარება და ტესტების შეძენა მოუწია. ამისათვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 550 000 ლარი გამოიყო.ნარკოტესტი ნერწყვის საშუალებით შემდეგი ნარკოტიკული საშუალებების კვალს გამოავლენს: მარიხუანა, კოკაინი, ოპიატები, მეტამფეტამინის და ამფეტამინის ჯგუფის ნარკოტიკები. -
უმრავლესობის სხდომა ივანიშვილის ხელმძღვანელობით
“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. რაზე იმსჯელებენ სხდომაზე, უცნობია, თუმცა როგორც როგორც უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, შეხვედრაზე მიმდინარე კვირის სესიაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელებენ. სხდომას პარტიის პოლიტიკურ მდივანტან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, პარტიის თავმჯდომნარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება. შეხვედრის უხმო კადრები ქართული ოცნების პრესსამსახურმა გაავრცელა.
-
შენ ხარ „ოცნების“მესაფლავე – მწვავე დაპირისპირება პარლამენტში ყოფილ თანაგუდელებს შორის
მორიგი დაპირისპირება პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირევით უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავდნენ. ამჯერად, შელაპარაკება ისევ ყოფლ თანაგუნდელებს, იურიდიული კომიტეტის ყოფილ და ამაჟამინდელ თავმჯდომარეებს, ეკა ბესელიასა და ანრი ოხანაშვილს შორის დაიწყო, რაშიც სხდომის წამყვანი დავით მათიკაშვილი ანრი ოხანაშვილის მხარდასაჭერად ჩაერია. მათიკაშვილმა და ოხანაშვილმა ბესელიას ის კანინპროექტები შეახსენეს, რომლებსაც მხარს უჭერდა. „იურიდიული კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს არ ახსოვს, რომელ კანონპროექტებს უჭერდა მხარას და აქ ჩვენ გვედავება“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. მათიკაშვილმა კი ეკა ბესელიას ურჩია, დაგუგლოს და ნახოს, ვინ სად იყო 2012 წელს.მოგვიანებით, ბესელია-ოხანაშვილი-მათიკაშვილის დაპირისპირებაში უმრავლესობიდან წასული გედევან ფოფხაძე და უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი ჩაერთნენ. ზარდიაშვილმა ბესლია-ფოფხაძეს პროფესიონალიზმი და წარსული საქმიანობა დაუწუნა და განაცხადა,რომ მათი განცხადებები ფარსია. „მართალი ვარ, წესიერი ვარ, პატიოსანი ვარ, კომპეტენტური ვარ და თქვენს პატიოსნებას მიხედეთ, – განუცხადა ზარდიაშვილმა ბესელია-ფოფხაძეს. „მაგ სიმართლიც გაცხოვროს ღმერთმა, ქართული ოცნების მესაფლავე ხარ“ – ასე უპასუხა გედევან ფოფხაძემ ზარდიაშვილს და პირდაპირ ეთერში გამოიწვია, სადაც როგორც თავად თქვა, ზარდიაშვილს პირში ეტყვის ყველაფერს. ამ დაპირისპირების დროს კომიეტეტის სხდომის წამყვანი დავით მათიკაშვილი ტექნიკური პერსონალისგან მოითხოვდა, მიკროფონები გამოერთოთ და მხოლოდ მისი ნებართვის შემთხევაში ჩაერთოთ. „ეს არ არის საჭორაო ადგილი, ეს კომიტეტია“ – აცხადებდა მათიკაშვილი, რომერლსაც სხდომის გაგრძელების საშუალება აღარ ეძლეოდა. -
ქურდობის და ყაჩაღობის მაჩვენებლის ზრდა მძიმე სოცილურ ფონს უკავშირდება
პარლამენტში მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა დღეს აღიარა, რომ ქვეყანაში გაუარესებული კრიმინოგენული ვითარება ძირითადად საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს – ქურდობას და ყაჩაღობას უკავშირდება. ამის ერთ–ერთი მიზეზი კი მინისტრის მოდაგილის თქმით მძიმე სოციალური ფონია. შს მინისტრის მოადგილის თქმით, 80%-იანი ზრდა საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე მოდის.მეზვრიშვილი მოუწოდებს მედიას და პოლიტიკოსებს, არ მოახდინონ ამ პრობლემით სპეკულირება.„საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული გაზრდილია, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. 80% ზრდის, სწორედ საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებებზე მოდის და ძირითადად ეს არის ქურდობა, მათ შორის ეს არის წვრილმანი ქურდობა ჩადენილი არასრულწლოვნების მიერ. მიზეზები სხვადასხვაა, მათ შორის არის სოციალური ფონი. ზოგიერთ შემთხვევაში ეს არის სოციალური ფონი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით გააზრებული იყოს სისხლის სამართლის პოლიტიკა.ზოგადად ამ დანაშაულის გახსნა არც ისე მარტივია, დანაშაული ფარული ხასიათისაა, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ გახსნისთვის პრაქტიკული მექანიზმები დავნერგოთ, მაგალითად, როგორიცაა კამერების დამონტაჟება მთელი საქართველოს მასშტაბით,”-განაცხადა მეზვრიშვილმა. -
ჰოლანდიაში ხალხით სავსე ტრამვაის ცეცხლი გაუხსნეს
ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტში უცნობმა მამაკაცმა ტრამვაის ცეცხლი გაუხსნა. სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. უკვე დადასტურდა ინფორმაცია ერთი გარდაცვლილის შესახებ.ინციდენტი ადგილობრივი დროით 10:45 წუთზე მროხდა, ქალაქის ცენტრის მიღმა , ტრამვაის ერთ–ერთ გაჩერებაზე. შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ გავიდნენ ავარიული სამსახურები, პოლიცია და სამი ვერტმფრენი. ადგილზე გაიგზავნა ნიდერლანდების პოლიციის ანტიტერორისტული ქვედანაყოფიც. ტრამვაის გაჩერების გარშემო ტერიტორია პოლიციამ დაიკავა. ქალაქში ტრამვაის მოძრაობა დროებით შეწყდა.პოლიციის განცხადებით დამნაშავემ მიმალვა მოახერხა. დაუზუსტებელი ინფორმაციით მან ტერიტორია ავტომობილით დატოვა. ჯერჯერობით უცნობია ზუსტად რამდენი ადამიანი მონაწილეობდა სროლაში. ზოგიერთი მედიასაშუალების ინფორმაციით თავდამსხმელი რამდენიმე იყო.პოლიცია ამბობს, რომ “შესაძლო ტერორისტულ მოტივსაც “ განიხილავს. უტრეხტში ტერორისტული საფრთხის მაქსიმუმი გამოცხადდა.თვითმხილველების თქმით მამაკაცმა მოულოდნელად განუწყვეტელი სროლა დაიწყო.ნიდერლანდების პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ მომხდარით ძალიან შეშფოთებულია და უტრეხტში მომხდარს “საგანგაშო სიტუაცია უწოდა.“