Category: არქივი

  • საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩებისთვის მზადება დაიწყო

    ვლადიმირ ვაისის გუნდმა ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის პირველი ორი ტურის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. დღეს გუნდმა თბილისის ზღვაზე ზესტაფონის ბაზაზე პირველი ვარჯიში ჩაატარა. ეროვნული ნაკრები ჯერ-ჯერობით არასრული შემადგენლობითაა, სლოვაკი თავკაცის განკარგულებაში 13 ფეხბურთელია.

    ნაკრები სრული შემადგენლობით პირველ ვარჯიშს 19 მარტს ჩაატარებს. წარმოგიდგენთ შემადგენლობას:

    მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი, გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

    ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ჯანო ანანიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი) თორნიკე ოქრიაშვილი.

    თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ).

    ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩში საქართველო 23 მარტს 18:00 საათზე “დინამო არენაზე” შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებს მიიღებს.

  • Tbilisi Open Air 2019 წლის ჰედლაინერები უკვე ცნობილია

    Tbilisi Open Air 2019  წლის ჰედლაინერები უკვე ცნობილია . ფესტივალი 21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება. შემსრულებლებს შორის, არიან Franz Ferdinand, Unkle და Mogwai.

    წელს Tbilisi Open Air 10 წლის იუბილე აქვს და საფესტივალო სივრცე ტრადიციულად რამდენიმე სცენას მოიცავს.

    ფესტივალის ჰედლაინერებს შორის ასევე არიან : Rhye; David August; The Subways; Michelle Gurevich; 1200 Micrograms და “მწვანე ოთახი”

    ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. 7 აპრილის ჩათვლით 3-დღიანი აბონემენტის ღირებულება 125 ლარს შადგენს. საწყის ეტაპზე გაიყიდება შეზღუდული რაოდენობის, კერძოდ კი 1500 ბილეთი. 8 აპრილიდან აბონემენტის ღირებულება 180 ლარამდე გაიზრდება.

  • საქართველო–ინვესტორთა სასაფლაო. ამერიკელი ინვესტორის ბრალდებები საქართველოს ხელისუფლებას

    საქართველო- ინვესტორთა სასაფლაო, რომელიც ბიზნეს-უტოპიის ნიღაბსაა ამოფარებული


    ამ სათაურით ქვეყნდება სტატია გამოცემა New Europe–ში, რომლის ავტორი თბილისში მდებარე ამერიკული დეველოპერული კომპანია Iconia Capital LLC-ის გენერალური დირექტორია.სეტ ედვარდ ჩარი ჩამოსულია ჰავაიდან და 2015 წლიდან ცხოვრობს თბილისში, არის ასქართველოში კომპანიის პირველ პროექტის Hippodrome Skytowers-ის კურატორი.

    წერილში საქართველოს ბიზნესგარემო, სასამართლო სისტემა და ხელისუფლება უმწვავესად არის გაკრიტიკებული. 4 წლის განმავლობაში, ჩვენი, ამერიკელი ინვესტორების სამშენებლო ბიზნესი გაჩერებული იყო საქართველოში მძლავრი არალეგალური და კორუმპირებული გავლენების გამო. 2015 წელს, ჩვენი პირველი პროექტის ჩაშვებისთანავე, ჩვენ შევეჩეხეთ მცირე, მაგრამ მძლავრ მოწინააღმდეგეთა ჯგუფს. – წერს ამერიკელი ბიზნესმენი.
    “ვიდრე კანონის უზენაესობა არ აღდგება, იქნებ, თქვენი საქმე, სადმე, სხვა ადგილას წამოიწყოთ.“ – მიმართავს ბიზნესმენი ამერიკელ და ევროპელ ინვესტორებს.

    ჩვენ 13 000 კილომეტრი გამოვიარეთ, რათა ინვესტირება მოგვეხდინა საქართველოს მომავლისთვის, მაგრამ ამის ნაცვლად იძულებულები გავხდით 4-წლიანი ომი გვეწარმოებინა ოფიციალური კორუფციის წინააღმდეგ, რათა ჩვენი ბიზნესი გადაგვერჩინა.
    4 წელზე მეტია, ჩვენ – Iconia Capital LLC-ს ამერიკელმა ინვესტორებმა, არალეგალური და კორუმპირებული გავლენების გამო საქართველოში ჩვენი სამშენებლო ბიზნესი გავაჩერეთ. თბილისში, ჩვენი პირველი პროექტის დაწყებისთანავე 2015 წელს ჩვენ შევეჩეხეთ მოწინააღმდეგეთა მცირე, მაგრამ მძლავრ ჯგუფს, რომელიც ცდილობდა უკანონოდ დაუფლებოდა ჩვენს მიწის ნაკვეთს.
    ეს კონფლიქტი, რომელმაც თითქმის გაანადგურა ჩვენი ინვესტიციები საქართველოში, გამოიწვია ჩვენი მოწინააღმდეგეების ზეწოლამ მერიაზე. 4 წლის მანძილზე ვხედავდით, როგორ გადაიზარდა ეს კონფლიქტი მრავალწლიან წინააღმდეგობაში, მათ შორის სიცოცხლის მოსპობის მუქარით, პოლიტიკური ინტრიგებით, შეუსრულებელი დაპირებების გრძელი სიით, მათ შორის ხელისუფლების მხრიდან; ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მხრიდან დაშინებით, ხოლო პარლამენტის ყოფილი წევრის მიერ დევნითა და ძალადობის მუქარით, საკრებულოს წევრის სიცრუითა და ჩვენი საკუთრების უკანონო ექსპროპრიაციით, რამაც საბოლოოდ ჩვენი ბიზნესი გაანადგურა.
    საქართველო აშშ-ის მოკავშირე იყო და დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან მილიარდობით დოლარი აქვს აღებული ამერიკელი გადასახადების გადამხდელებისგან. საქართველომ 2008 წელს აშშ-სგან სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭრა მიიღო – რუსეთის თავდასხმის გამო. მიუხედავად ამ ურთიერთიობებისა, ისეთმა ამერიკელმა ინვესტორებმა, როგორებიც ჩვენ ვართ, უდიდესი ფინანსური დანაკარგები, ზარალი და მუქარაც კი განიცადეს იმის გამო, რომ ახლანდელ ხელისუფლებას არ სურს დაიცვას ჩვენი უფლებები. უფრო შემაშფოთებელია ხელისუფლების პასუხები ჩვენს მოთხოვნებზე იმის შესახებ, რომ მათ დაეცვათ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ნორმები და შეთანხმებები.
    1994 წელს აშშ-სა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებას, რომელიც საქართველოში მომუშავე ამერიკელ ინვესტორებს გარანტიებს აძლევს. ამ საერთაშორისო შეთანხმების თანახმად, საქართველო ვალდებულია – თუ ხელს არ შუწყობს, სამართლიანად მოეკიდოს ამერიკელ ინვესტორებს, ასევე უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და მათი პროექტები. თუ ეს გარანტიები უგულებელყოფილი იქნება საქართველოს მხრიდან, შეთანხმებაში ცალსახადაა გათვალისწინებული საერთაშორისო არბიტრაჟის საშუალებით საქართველოსგან ფინანსური კომპენსაციის მოთხოვნა
    ჩვენს შემთხვევაში თავიდან, საქართველომ უარი თქვა შეესრულებინა თავისი ვალდებულებები – დაეცვა ჩვენი უსაფრთხოება და ჩვენი ინვესტიციები. ჩვენ ვერ ვიპოვეთ სამართალი მათ სასამართლოში და შედეგად, ჩვენი ბიზნესი გაიყინა წლების განმავლობაში, ისე, რომ არც აგვიხსნეს, რა გავაკეთეთ არასწორად და სად დავარღვიეთ კანონი. ვიყავით დისკრიმინირებულები, რადგან ხელისუფლება იცავდა ჩვენს მოწინააღმდეგეებს, რომლებსაც პოლიტიკური კავშირები ქონდათ, არ გვაძლევდა საშუალებას თავი დაგვეცვა მათგან და მათი იურიდიული და ფიზიკური თავდასხმებისგან.

    დამანგრეველი ფინანსური ზარალის გამო, ინვესტორებმა, რომლებიც რისკავდნენ თავისი ცხოვრების ფინანსური დანაზოგით – როცა ფულს ასქართველოში დებდნენ და იმედიც არ ქონდათ, რომ ადგილობრივ დონეზე სამართალს იპოვიდნენ, ჩვენ იძულებულები გავხდით გადაგვედგა ბოლო ნაბიჯი თავის დასაცავად. ამიტომ 2018 წლის 5 ნოემბერს ოფიციალურად დავიწყეთ სასამართლო დავა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, ვაცნობეთ არბიტრაჟის შესახებ – გაეროს საერთაშორისიო ვაჭრობის კომისიის საარბიტრაჟო რეგლამენტის შესაბამისად.

    ჩვენ საჩივრით ვითხოვთ სრულ ფინანსურ კომპენსაციას ჩვენი პროექტის ჩაგდების, 4 წლის მანძილზე გაწეული ხარჯებისა და განცდილი დევნის გამო. საქართველო, ერთის მხრივ, აგრძელებს დასავლეთის ფინანსური დახმარების და მხარდაჭრის მიღებას და ამ სახსრებს იყენებს იმ მთავრობის დასაფინანსებლად, რომლის პირობებშიც ხდება ამერიკელი და ევროპელი მეწარმეების განადგურება და რომელიც ატერორებს მათ. უფრო აუტანელი რომ გახადოს არსებული ვითარება, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის დამძიმებას და პოტენციურ ინვესტორებს სამართლიანი და საქმიანი გარემოს ცრუ დაპირებებით კვებავს.
    პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სიტყვებით, საქართველო პოზიციონირებს როგორც „კორუფციასთან ბრძოლის ლიდერი“ და „საერთაშორისო ბიზნეს-ჰაბი“. პოლიტიკური თანამდებობის პირების ამ განცახდებების კვალდაკვალ ნაციონალური საინვესტიციო სააგენტო აგრძელებენ ინვესტიციების მოზიდვას დასავლეთიდან, მაგრამ ის ჩუმად არის ისეთ შემთხვევებში, როგორიც არის ჩვენთან დაპირისპირების შემთხვევა. ასეთი შემთხვევები კი საგანგაშოდ ხშირდება.
    დაე, ჩვენი ისტორია იყოს გაფრთხილება ამერიკელი ინვესტორებისთვის ან ნებისმიერი უცხოელი ინვესტორისთვის, რომელიც საქართველოში აპირებენ ინვესტირებას იქამდე, ვიდრე ხელისუფლება და სასამართლოები არ დაამტკიცებენ, რომ მათ შეუძლიათ საერთაშორისო შეთანხმებების დაცვა. ვიდრე კანონის უზენაესობა არ აღდგება, იქნებ, თქვენი საქმე, სადმე, სხვა ადგილას წამოიწყოთ.
  • ცეცხლს ეთამაშებით – ბობოხიძე სასულიერო პირების ჯარში გაწვევის კანონპროექტზე

    პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ ირაკლი სესიაშვილის სახელით დარეგისტრირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვით, მართლმადიდებელი მღვდლების გარდა, სხვა რელიგიების წარმომადგენელ სასულიერო პირებს ჯარში გაიწვევენ, თაღლითობა უწოდა. ბობოხიძის განცხადებით, ეს არის სახიფათო ინიციატივა, რადგან, რელიგიური ნიშნით განსხვავებას ეყრება საფუძველი. ბობოხიძის განმარტებით, ამ ინიციატივით რელიგიურ ექსრემიზმს ჩაეყრება საფუძველი. „თქვენ რელიგიებს აიძულებთ, იყვნენ განსხვავებულ მდგომარეობაში კანონთან, ცეცხლს ეთამაშებით, ბატონო ირაკლი“ – განაცხადა ბობოხიძემ.

  • საპატრიარქო “ფსევდორელიგიური ორგანიზაციების“ სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების წინაღმდეგია

    საქართველოს საპატრიარქო სასულიერო პირების სამხედრო სავალდბულო სამსახურიდან გათავისუფლების გაუქმებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ირგვლივ დაწყებულ დისკუსიას განცხადებით პასუხობს.

    “სასულიერო პირების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლება საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა და ჩვენ მას მხარს ვუჭერთ. სახელმწიფოში ასევე გარანტირებული უნდა იყოს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური.

    ამასთან უნდა გატარდეს შესაბამისი ზომები, რათა ეს პრაქტიკა არ იქნას გამოყენებული ფსევდორელიგიური იურიდიული პირების მიერ თავიანთი ვიწრო მერკანტილური ინტერესებისათვის, რაც რელიგიურობით მანიპულაციას და აშკარა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას წარმოადგენს.“

    პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტი, რომლის მიხედვით უქმდება კანონის ის ნორმა, რომლის მიხედვით მღველმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ. პროექტი ეხება ყველა კონფესიას, თუმცა მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე ვერ გავრცელდება, რადგან მათ კონკორდატი სამხედრო სამსახურისგან კვლავ დაიცავს. პროექტს კრიტიკა მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა რელიგიური კონფესიების მხრიდან.

  • ყაჩაღური თავდასხმა თბილისში,”გირო კრედიტის” ფილიალს თავს დაესხნენ

    ყაჩაღური თავდასხმა თბილისში – საბურთალოზე მდებარე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “გირო კრედიტის” ფილიალს თავს დაესხნენ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფანჯრებს, ნატყვიარი ეტყობა.

    ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ასევე მუშაობენ ექსპერტ კრიმინალისტები. თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელებს ნიღბები ეკეთათ.

    ამ დროისთვის უცნობია, შეძლეს თუ არა დამნაშავეებმა თანხის წაღება. “გირო კრედიტი” ერთ-ერთი მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, ის თბილისში რამდენიმე ფილიალს ფლობს. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 2010 წლიდან მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის მომსახურებას სთავაზობს.

  • “არა მონობას!“. სუპერმარკეტის კონსულტანტი გოგონას სკანდალური ვიდეომიმართვა

    მარიამ გვალია, რომელიც სუპერმარკეტ “სპარში“ ექვსი თვის მანძილზე მუშაობდა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვიდეო მიმართვას ავრცელებს, რომელშიც ყვება რა მძიმე პირობებში უწევთ კონსულტანტებს მაღაზიაში მუშაობა და როგორ არ იცავს მათ არანაირი კანონი. მარიამ გვალიას მიერ მოყოლილი ისტორია ერთადერთი არ არის. მძიმე შრომის პირობებზე და მიზერულ ანაზღაურებაზე სხვადასხვა დროს არაერთი სუპერმარკეტების ქსელის თანამშრომლები საუბრობდნენ.

    “გიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას
    სპარის მარკეტში მუშაობისას
    და მაინტერესებს, არსებობს თუ არა იმაზე მეტი პრობლემა საქართველოში, ვიდრე
    შრომის კოდექსია!!!
    #არამონობას
    #არასპარს“ – ასეთი კომენტარი დაურთო მარიამ გვალიამ საკუთარ ვიდეოს.

  • დაიხურება თუ არა რადიო თავისუფლების ქართული სამსახური.ტრამპის პროექტი მაუწყებლობის ბიუჯეტის შემცირებას ითვალისწინებს

    აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი კონგრესს საერთაშორისო მაუწყებლობის ბიუჯეტის 22 პროცენტიან შემცირებასა და სამი სამსახურის გაუქმებას სთავაზობს. პროექტის მიხედვით 2020 წელს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ბიუჯეტის 124 მილიონიდან 87 მილიონამდე შემცირებაა შეთავაზებული.

    ეს შემცირება ითვალისწინებს მათ შორის ქართული, თათარ-ბაშკირული და ჩრდილო-კავკასიური სამსახურების დახურვას 2020 ფინანსური წლისთვის. პროექტის მიხედვით ბალკანეთის სამსახურში უნდა გაუქმდეს მონტენეგროს და მაკედონიის მიმართულებები.

    რადიო თავისუფლება 22 ქვეყანაში 26 ენაზე მაუწყებლობს. მისი მისიაა ობიექტური და პროფესიული ახალი ამბებისა და ინფორმაციის მიწოდება ქვეყნებში, სადაც თავისუფალი მედია შეზღუდულია.

    მთლიანობაში ტრამპის ბიუჯეტის 2020 წლის პროექტი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ფედერალური ბიუჯეტია, 4.7 ტრილიონი ხარჯვითი ნაწილით, რაც თავდაცვისთვის გაწეული ხარჯების 750 მილიარდით გაზრდას ითვალისწინებს. 8.6 მილიარდი აშშ დოლარი აშშ-მექსიკის საზღვარზე ფიზიკური ბარიერების აღსამართად არის გათვალისწინებული. ამავე დროს ბიუჯეტი 1.9 მილიარდის შეკვეცას და დანაზოგს ითხოვს სოციალური პროგრამების ხარჯზე.

    საბოლოო გადაწყვეტილება ბიუჯეტის თაობაზე აშშ-ის კონგრესმა უნდა მიიღოს, რომელსაც ხშირად თეთრი სახლის პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაქვს. 2019 წელს კონგრესმა რთე/რთ-სთვის 124 მილიონიანი ბიუჯეტი დაამტკიცა, მაშინ როდესაც პრეზიდენტი მხოლოდ 91 მილიონის დამტკიცებას ითხოვდა.

    „2020 ბიუჯეტის პროექტის კონგრესში გაგზავნა გრძელი პროცესის პირველი ნაბიჯია“ – ამბობს რადიო თავისუფლების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დეიზი სინდელარი. „რამდენადაც არ უნდა სურდეთ ჩვენს კრიტიკოსებს ზოგიერთი ქვეყნიდან წასული გვიხილონ, ჩვენ მოველით რომ გავაგრძელებთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმიანობას აშშ-ის მხარდაჭერით“.

    როდესაც თეთრმა სახლმა ბიუჯეტის კონგრესს შესთავაზა, ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა პროექტი ცალსახად უარყვეს. „ის მტკივნეული და გაუაზრებელი შემცირებები, რომელსაც პრეზიდენტი ითხოვს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში, მოკლე გზაა ამერიკის დასასუსტებლად და დასაავადებლად“- განაცხადა სპიკერმა ნენსი პელოსიმ.

    წყარო: რადიო თავისუფლება

  • 2008 წელს საქართველო ნაწილებად დაიგლიჯა– საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი

    “ამერიკის ხმის“ ინფორმაციით საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, ფლორენს პარლი ვაშინგტონში, “ატლანტიკურ საბჭოში” ევროპის თავდაცვაზე საუბრისას საქართველო რუსეთის ომს შეეხო და თქვა, რომ 2008 წელს რუსეთმა საქართველო ნაწილებად დაჰყო. „ევროპელები უყურებენ უკანასკნელ მოვლენებს და ხედავენ, რომ ევროპის უსაფრთხოების გარემო მკაცრი გამოცდის წინაშე დადგა. 2008 წელს, საქართველო ნაწილებად დაიგლიჯა. 2014 წელს კი უკრაინის ჯერი დადგა“, – განაცხადა მან.

    პარლი ევროპის მიერ საფრთხეების გაანალიზებასა და საერთო თავდაცვის საჭიროებაზე საუბრობდა. ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნას პასუხობდა, რომ ნატოს ევროპელმა მოკავშირეებმა თავდაცვაზე საკუთარი ბიუჯეტის 2 პროცენტი უნდა დახარჯონ. პარლიმ აღნიშნა, რომ საფრანგეთი „ყველაფერს გააკეთებს, ევროპელებთან ერთად, რომ აიღოს უფრო მეტი პასუხისმგებლობა“. თუმცა იქვე დასძინა, რომ ამას ევროპელი მოკავშირეები „ავტონომიას“ დაარქმევენ და ეს არ უნდა იყოს აღქმული, როგორც „ამერიკის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი“.

    მისი თქმით ევროპის მიერ საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერება ვაშინგტონს ტვირთს შეუმსუბუქებს. „ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ დახმარებისთვის და არ დაველოდოთ, რომ საზღაურს ყოველთვის შეერთებული შტატები გადაიხდის“, – თქვა მან. ევროპული დედაქალაქების შეშფოთება პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან ვაშინგტონის ნატოს წევრად დარჩენის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებამ გამოიწვია. პარლის თქმით, ამის გამო, ევროპელებმა დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ ის რაც აქამდე „წარმოუდგენელი იყო შესაძლოა ნელ-ნელა ხდებოდეს“. პრეზიდენტი ტრამპი ევროპელი მოკავშირეებისგან ნატოში უფრო მეტ ფინანსურ თანაზიარობას ითხოვს.

    თუმცა მან ასევე გააკრიტიკა პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივა ევროპული საერთო ჯარის თაობაზე, როგორც ამერიკის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. საკუთარ გამოსვლაში პარლიმ შეერთებული შტატების მიერ, საბჭოთა კავშირთან დადებული საშუალო და მოკლე რადიუსის ბირთვული შეიარაღების შეზღუდვის შეთანხმებიდან (INF) გამოსვლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროა ნატოს მოკავშირეებს ერთიანი პოზიცია ქონდეთ.

    „ფაქტია, რუსეთი არ ასრულებს INF-ის ვალდებულებებს და ეს ქმნის უდიდეს საფრთხეს ევროპელებისთვის, რადგან რუსების მიერ შექმნილ ახალ სისტემას ევროპის ტერიტორიაზე ექნება გავლენა და არა სხვაგან”, – აღნიშნა მან და განაცხადა, რომ ნატომ შესაბამისი პასუხი უნდა შეიმუშავოს თუ რუსეთი, მიუხედავად განმეორებითი გაფრთხილებებისა, გააგრძელებს ბირთვული შეთანხმების დარღვევას. პარლიმ მოსკოვის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობებზეც ისაუბრა.

    „დეზინფორმაცია, როგორც მითხრეს (რუსულად არ ვსაუბრობ) რუსული სიტყვაა – ვინ იცის რატომ. თუმცა ეს არ არის ჩავლილი ფაქტი, ეს არის მომავლის კონფლიქტის მუდმივი თანამგზავრი და ჩვენ მას ერთად უნდა გავუმკლავდეთ… ზოგჯერ სასწორზე ჩვენი დემოკრატიაა და ჩვენ ის უნდა დავიცვათ“, – აღნიშნა მან. წყარო: ამერიკის ხმა

  • 30 ყველაზე მდუმარე პარლამენტარი წელიწადში 1 657 000 ლარი გვიჯდება

    “ფლანგვის დეტექტორი“ იმ 30 დეპუტატის სიას აქვეყნებს, რომლებიც პარლამენტში ხმას არ იღებენ და სხდომებს აცდენენ. ამ დეპუტატებს პარლამენტში არ უსარგებლიათ სიტყვის უფლებით, არ გაუკეთებიათ კომენტარი, არ დაუსვამთ კითხვა და შესაბამისად არ მიუღიათ მონაწილეობა საკანონმდებლო საქმიანობაში სრულფასოვნად. ამასთან, მდუმარე დეპუტატები გამოირჩევიან საპარლამენტო სხდომების გაცდენით. ამ მხრივ გამორჩეული კობა ნაყოფიაა. მან 49 პლენარული სხდომიდან 47 გააცდინა. ის წინა წლებშიც ყველაზე გამცდენი პარლამენტის წევრი იყო.წლის ყველაზე მდუმარე პარლამენტარების სიაში არიან ისეთებიც, რომლებსაც წინა წლებშიც არ უსარგებლიათ საკუთარი მიკროფონით. მაგალითად, ენზელ მკოიანი და გიორგი კოპაძე.

    მდუმარე პარლამენტარების შენახვა 2018 წლის განმავლობაში 1,657,000 დაჯდა.

    30 მდუმარე დეპუტატიდან 24 ქართული ოცნებიდანაა.

    სია და ანაზღაურება:

    ლევან ბეჟანიძე – 55485
    რუსლან გაჯიევი – 43788
    ელგუჯა გოცირიძე – 55485
    მახირ დარზიევი – 60285
    მუხრან ვახტანგაძე – 56865
    ცოტნე ზურაბიანი – 56958
    გიორგი თოთლაძე – 44660
    ედიშერ თოლორაია – 43200
    შალვა კიკნაველიძე 56865
    გიორგი კოპაძე – 50364
    თეიმურაზ კოხრეიძე – 60285
    იოსებ მაკრახიძე – 55485
    სამველ მანუკიანი – 55485
    სავალან მირზოევი – 45132
    ენზელ მკონიანი – 55485
    რომან მუჩიაშვილი – 55485
    თამაზ ნავერიანი – 55485
    დიმიტრი სამხარაძე – 61665
    გოდერძი ჩანქსელიანი – 55485
    არჩილ ხაბაძე – 60285
    ფატი ხალვაში – 55485
    ირაკლი ხახუბია – 55485
    ვიქტორ ჯაფარიძე – 42000
    თენგიზ ხუბულური – 56865
    კობა ნაყოფია – 60285
    აზერ სულეიმანოვი – 60285
    ზაზა კედელაშვილი – 61665
    გიორგი ღვინიაშვილი – 65039
    გელა მიქაძე – 55271
    რამაზ ნიკოლაიშვილი – 60285