საპატრიარქო “ფსევდორელიგიური ორგანიზაციების“ სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების წინაღმდეგია

Written by

in

საქართველოს საპატრიარქო სასულიერო პირების სამხედრო სავალდბულო სამსახურიდან გათავისუფლების გაუქმებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ირგვლივ დაწყებულ დისკუსიას განცხადებით პასუხობს.

“სასულიერო პირების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლება საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა და ჩვენ მას მხარს ვუჭერთ. სახელმწიფოში ასევე გარანტირებული უნდა იყოს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური.

ამასთან უნდა გატარდეს შესაბამისი ზომები, რათა ეს პრაქტიკა არ იქნას გამოყენებული ფსევდორელიგიური იურიდიული პირების მიერ თავიანთი ვიწრო მერკანტილური ინტერესებისათვის, რაც რელიგიურობით მანიპულაციას და აშკარა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას წარმოადგენს.“

პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტი, რომლის მიხედვით უქმდება კანონის ის ნორმა, რომლის მიხედვით მღველმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ. პროექტი ეხება ყველა კონფესიას, თუმცა მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე ვერ გავრცელდება, რადგან მათ კონკორდატი სამხედრო სამსახურისგან კვლავ დაიცავს. პროექტს კრიტიკა მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა რელიგიური კონფესიების მხრიდან.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *