Category: არქივი

  • თბილისში მოპედის ქურდობისთვის 1 პირი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ. პ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

    დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩიდან, მოქალაქის კუთვნილი მოპედი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ მოპარული მოპედი ნივთმტკიცებად ამოიღო.

    დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

    გამოძიება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

  • ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

    ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

    „ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა,“- აღნიშნულია განცხადებაში.

    მათივე ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

  • ბოლო 24 საათში ჩინეთში კორონავირუსით 52 ადამიანი გარდაიცვალა

    ჩინეთში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 715-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვისა და ჰიგიენის კომიტეტი ავრცელებს. ბოლო 24 საათში ჩინეთში  კორონავირუსით ინფიცირების 406 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 52 პაციენტი.

    ოფიციალური ცნობით, ბოლო 24 საათში ჩინეთის 31 რეგიონიდან 26-ში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა.

  • თბილისში, სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

    თბილისში, გაფრინდაშვილის სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე, შუა ხნის ქალს დაეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მეექვსე ნაწილით დაიწყო.

  • თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 26 თებერვალს,ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

    მათივე ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

    ნაძალადევის რაიონში,ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, რკინიგზის, მახალადიანის და ეროსი მანჯგალაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ნაძალადევი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ცოტნე დადიანის II კვარტლის, ცოტნე დადიანის, ხევსურეთის, ჯანელიძის, მეჯვრისხევის, კავთისხევის, ჭყონდიდელის, სვანეთის, ალექსანდრე მრევლიშვილის, წიკლაურის, ჩაქვის, მანჯგალაძის, დეპოს, საყვირის, კოხრეიძის, წმინდა მელქისედეკ I, თამარაშვილის, ქართლელიშვილის, ნიკო მარის, კამალოვის, ქებურიას, კისისხევის, ძმობის, წაღვერის, ურიდიას, წრომის, ბიჩინაშვილის, სააკაძის, საჭილაოს, გომბორის, ლიკანის, მესხიშვილის, სუმბათაშვილ-იუჟინის, გულრიფშის და ქართველიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების IV მიკრორაიონის და ვიქტორ კუპრაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, ზემო ალექსეევკის დასახლების და ქართველიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ორხევის დასახლების, ფიროსმანის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარაკონის და ჯორჯაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ივანე ჯავახიშვილის, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, მარჯანიშვილის, კლდიაშვილის, წინამძღვრიშვილის და ხუდადოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რობაქიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების და დავით კვაჭანტირაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მცხოვრებლებს.

    მთაწმინდის რაიონში,ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რჩეულიშვილის, ზემო ვაკის, რევაზ ჯაფარიძის და გალის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ძმები კაკაბაძეების ქუჩის მცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის, ირაკლი აბაშიძის, კეკელიძის, შატბერაშვილის, ჟვანიას, მარაბდის, ქობულეთის, მარუხის გმირთა, ბარნოვის, ჯანაშვილის, იოველ ქუთათელაძის, შროშის, რაფიელ ერისთავის, თაქთაქიშვილის, ბაზალეთის, მცხეთის და ღოღობერიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონი-გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის ქუჩის მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, გამსახურდიას I, II კვარტლების, ყაზბეგის გამზირის, პეკინის გამზირის, ხვიჩიას, ბროლოსანის, შორსის, საბურთალოს, შარტავას, ანაგის, კალისტრატე ქუთათელაძის, ჭაბუკიანის, ანა კალანდაძის, იოსებიძის, პეტრე იბერის, პეტრიწის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მცხოვრებლებს.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

  • ბერა ივანიშვილი ბერუკას პირველ ვიდეოს აქვეყნებს

    ბერა ივანიშვილი პატარა ბერუკას პირველ ვიდეოს აქვეყნებს. პატარა ბერუკა საზოგადოების ყურადღების ცენტრში დაბადების დღიდან მოექცა.

    სოციალურ ქსელში წერენ, რომ პატარა ძალიან გავს დედას. ამასთან დაკავშირებით ბერამ ინსტაგრამზე მომხმარებლებს კითხვითაც მიმართა, თუ რომელ მშობელს ჰგავს პატარა.

    {{VIDEO}}

  • მარიანა ჩოლიანი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს

    15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა თეონა გვაზავამ განუცხადა.

    როგორც გვაზავა განმარტავს, პენიტენციური დეპარტამენტი პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილებას მაშინ იღებს, როცა მდგომარეობა მძიმდება და ადგილზე არსებულ მედპერსონალს არ შეუძლია დახმარების აღმოჩენა.

    ადვოკატი ვარაუდობს, რომ მარიანა ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში გაუარესდა.

    ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

  • მიტევების კვირაა და არ მინდა რადიკალური განცხადებები გავაკეთო- ვოლსკი ოპოზიციაზე

    ,,ქართული ოცნების” დეპუტატი, გია ვოლსკი ოპოზიციის საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმებას ეხმაურება და ამბობს, რომ მიტევების კვირაში მძიმე განცხადებების გაკეთება არ სურს.

    ,,დღეს მიტევების კვირაა და არ მინდა რადიკალური განცხადებები გავაკეთო, მაგრამ კი ბატონო, შეთანხმდნენ და არჩევნებმა გვაჩვენოს ვის უჭერს საზოგადოება მხარს”,- ამბობს ვოლსკი.

    ცნობისთვის, ,,მთავარმა არხმა” გაასაჯაროვა ინფორმაცია დეპუტატების შესახებ, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებზე გაერთიანებული ოპოზიციის სახელით თბილისში იყრიან კენჭს.

    ამ ინფორმაციას გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილიც და განაცხადა, რომ მაჟორიტარობის კანდიდატებზე ,,მცირე აზრთა გაცვლა გამოცვლის მიღმა არანაირი სხვა კომუნიკაცია არ ყოფილა”.

  • “რატომ გადაწყვიტა ნაციონალურმა მოძრაობამ რომ უნდა მიგვითითოს სად ვინ დავაყენოთ კანდიდატურები“–ელისაშვილი მაჟორიტარებზე შეთანხმებას უარყოფს

    სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მაჟორიტარებთან დაკავშირებით მას და მის მოძრაობას ოპოზიციურ პარტიებთან არავითარი შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ. ინფორმაციას ამის შესახებ ელისაშვილი ფეისბუქ გვერდზე წერს მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმ კანდიდატების ნაწილის შესახებ, რომლებსაც ოპოზიცია სავარაუდოდ მაჟორიტარებად წარადგენს და რომლებიც საერთო ოპოზიციური კანდიდატები იქნებიან:

    “ისეიგი ახლახანს წავიკითხე რომ თურმე ოპოზიცია შეთანხმებულა თბილისში საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე და მათ შორის მეც თურმე დასტური მითქვამს. არ ვიცი ვინ რატომ მისცა თავის თავს უფლება მე და სამოქალაქო მოძრაობას პოლიტიკური ბედი გადაგვიწყვიტოს?! რატომ გადაწყვიტა ნაციონალურმა მოძრაობამ რომ უნდა მიგვითითოს სად ვინ დავაყენოთ კანდიდატურები, ან სად ვის კონკრეტულად უნდა დავუჭიროთ მხარი? სრული პასუხისმგებლობით ვამბობ რომ მცირე აზრთა გაცვლა გამოცვლის მიღმა არანაირი სხვა კომუნიკაცია არ ყოფილა. არანაირ კანდიდატებზე ჩვენ თანხმობა არ გვითქვამს. ეს ხარბი ზნე როგორც ჩანს ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ მოიშალა. ჯერ იყო და პროპორციული არჩევნების მოპოვება დაიბრალეს და ახლა საკუთარი ჭკუით და გემოვნებით გაგვანაწილეს თბილისში. კარგად დაიმახსოვროს ყველამ – ჩვენ საერთო ოპოზიციურ ფორმატში ვართ მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული არჩევნების და პატიოსანი საარჩევნო სისტემის მოპოვების მიზნისთვის! რომელი კანდიდატი სად დავდგებით და ვის დავუჭერთ ან არ დავუჭერთ მხარს ამას გადავწყვეტ ჩვენ თვითონ და არავითარ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის, ან მეორე ნაციონალური მოძრაობის კარნახით.“ – წერს ელისაშვილი.

    ოპოზიცია აცხადებს, რომ საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე მუშაობა მიმდინარეობს და საბოლოო სია 4 აპრილს გახდება ცნობილი, თუმცა მანამდე არაოფიციალურად დასახელდა რამდენიმე საერთო ოპოზიციური კანდიდატი.

  • ირანთან და ჩინეთთან ფრენების შეჩერების გამო ტურიზმი თვეში მინიმუმ 30 მილიონის ზარალს განიცდის- ნათია თურნავა

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ჩინეთთან და ირანთან პირდაპირი ფრენების შეზღუდვით და შეჩერებით ტურიზმი თვეში მინიმუმ 30 მილიონის ზარალს განიცდის.

    მისი თქმით, მთავრობა ამ ,,არაპოპულარულ ნაბიჯზე” მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით წავიდა.

    „კორონავირუსი არის გლობალური გამოწვევა, რომლის წინაშეც მთლიანად მსოფლიო დადგა. დღეს უკვე მიმდინარეობს საუბარი მსოფლიოში იმის თაობაზე, რომ გლობალური ეკონომიკა, გლობალური ვაჭრობა სერიოზულად ზარალდება, ზარალდება ავიაციის სფერო, ზარალდება ტურიზმის ბიზნესი და არამხოლოდ. საქართველოში ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა დაცული იყოს. ამას აბსოლუტურად მომზადებული ვხვდებით, ამიტომ ჩვენთვის ყველა სხვა ინტერესთან შედარებით, უპირატესია ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა. ამიტომ წავედით იმ არაპოპულარულ ზომებზე, რაც პირდაპირი ფრენების შეზღუდვა და შეჩერებაა ირნთან, ჩინეთთან.

    რა თქმა უნდა, თქვენ იცით, რომ ჩვენ ყოველთვის ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენი ტურიზმის განვითარებას. პირდაპირი ზიანი მხოლოდ ირანის და ჩინეთის მიმართულებიდან, რასაც ტურიზმში ველოდებით, სულ მცირე 30 მილიონი ლარია თვეში. იქიდან გამომდინარე, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს, ზარალი მოიმატებს, მაგრამ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მსოფლიო სწრაფად გაუმკლავდება ამ გამოწვევას, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ მარტო ამ სიტუაციაში“, – განაცხადა თურნავამ.

    შეგახსენებთ, რომ ჩინეთთან და ირანთან ფრენები მთავრობამ კორონავირუსის საფრთხის გამო შეზღუდა. ირანთან მიმოსვლა მხოლოდ სახმელეთო გზით არის შესაძლებელი.

    მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის შემთხვევები ევროპის ქვეყნებშიც დაფიქსირდა, ხელისუფლება მათთან ფრენების შეჩერებას ჯერჯერობით არ გეგმავს.