პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ პარლამენტარებს ყურსასმენებს უგზავნის. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, დეპუტატები ორი თვეა უკვე თბილისში მუშაობენ და როგორც აღმოჩნდა, სასესიო დარბაზის უკანა რიგებში მსხდომებს კოლეგების განცხადებები არ ესმით, რის გამოც კენჭისყრისას, ღილაკებს გაუზრებლად აჭერენ თითს. „გირჩი“ ირაკლი კობახიძეს მიმართავს, რომ მათი გაგზავნილი ყურსასმენები იმ დეპუატებს დაურიგოს, ვინც დარბაზში სმენადობის პრობლემაზე წუხს. ჯაფარიძეის თქმით, ეს არის გირჩის საჩუქარი ერთ-ერთი გაჭირვებული ორგანიზიციისთვის პარლამენტისთვის. გირჩმა ყურასამენები საკანონმდებლო ორგანოს ფოსტით უკვე გაგზავნა.
Category: არქივი
-
“არსად, არც ერთ ქვეყანაში, პრეზიდენტი არასოდეს მისულა პირდაპირ ეთერში” – ბონდო მძინარაშვილი
ჟურნალისტი, ბონდო მძინარაშვილი, სალომე ზურაბიშვილის პირდაპირ ეთერზე უარის თქმის მიზეზად პროტოკოლის დასახელებას, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტით გამოეხმაურა.
“მეგობრებო! კოლეგებო! ძვირფასებო! ❤️
დაიმახსოვრეთ!
არსად, არც ერთ ქვეყანაში, პრეზიდენტი არასოდეს მისულა პირდაპირ ეთერში რომელიმე ტელევიზიის ან რადიოს სტუდიაში.
ვიმეორებ: არსად! არასოდეს!
ერთადერთი გამონაკლისი არის გიორგი მარგველაშვილი.
მაგალითები, რომლებსაც თქვენ იმოწმებთ, ნახევარსიმართლეა:
ეგ პერსონები სტუდიებში იყვნენ ან პრეზიდენტობის შემდეგ ან პრეზიდენტობამდე (პრემიერობამდე, კანცლერობამდე), წინასაარჩევნო კამპანიიის ფარგლებში, როცა ამომრჩევლების გულის მოგებას ცდილობდნენ.
წინასაარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილსაც არ უთქვამს უარი პირდაპირ ეთერში სტუდიაში მისვლაზე. (მხოლოდ ჩემთვის ვერ მოიცალა, მაგრამ არაუშავს, – კარგად მახსოვს, რა მძიმე პერიოდი იყო. -
ამყარებთ ეჭვს, რომ „თიბისის“ და ანაკლიის საქმეები გადაბმული პრობლემებია – ნადირაშვილი ცქიტიშვილს
ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის საკითხზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაკეთებული ანგარიშის შემდეგ, ოპოზიციამ განაცხადა, რომ ძალიან საეჭვოდ ჩანს სახელმწიფო სტრუქტურების ინტერესი ამ პროექტის წინააღმდეგ. „ევროპული საქართველოს წევრმა ირმა ნადირაშვილმა, მინისტრს განუცხადა, რომ ხელისუფლებას სურს, ერთმაენთისგან გამიჯნოს ანაკლიის პროექტი და „თიბისის საქმე“. „შეიძლება თქვენ მიჯნვათ, მაგრამ ინვესტორებისთვის ეს ერთი საკითხია“ – განუცხადა ირმა ნადირაშვილმა მაია ცქიტიშვილს.
-
სრულიად უსაფუძვლო, პოლიტიკური სპეკულაციებია- ინფრასტრუქტირის მინისტრი ანაკლიის პროექტზე
ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის საკითხზე, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
„ბოლო დროს მედიაშიც, საზოგადოებაშიც, პარლამენტშიც ანაკლიის პროექტი იქცა ერთ-ერთ მთავარ თემად. ერთი თვის წინ, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოვდიოდი ამავე ტრიბუნასთან და მაშინ სულ რამდენიმე შეკითხვა დაისვა ამ საკითხზე, თუმცა მას შემდეგ ანაკლიის პორტის თემაზე ძალიან ბევრი ვერსია, სრულიად უსაფუძვლო პოლიტიკური სპეკულაცია და პირველ რიგში, უშუალოდ ანაკლიის პორტის მშენებლობის დამაზიანებელი მოსაზრებებიც გაჩნდა“, – განაცხადა მინისტრმა.
{{VIDEO}}
მისივე თქმით, მიმდინარეობს არასწორი საზოგადოებრივი აზრის შექმნა, რომ ეს თემა უკავშირდება კონსორციუმის ცალკეული დამფუძნებლების მიმართ გაჩენილ კითხვას და თითქოს ანაკლიის პორტის აშენებით, საქართველოს მთავრობა არ არის დაინტერესებული.
„აქედან გამომდინარე, მე ვისარგებლე ჩემი უფლებით, მიმემართა საქართველოს პარლამენტისთვის თხოვნით ამ თემასთან დაკავშირებით მოსმენის თაობაზე. მადლობელი ვარ, რომ თქვენ ეს თხოვნა გაითვალისწინეთ. ვეცდები ყველა თქვენს შეკითხვას გავცე პასუხი და ერთად ამოვწუროთ ეს საკითხი“, – მიმართა მაია ცქიტისვილმა დეპუტატებს. -
თქვენ ჩაშალეთ ანაკლიის პროექტი, ეხლა ხელს აწმენდთ ინვესტორს- გოცირიძე ცქიტიშვილს
ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის საკითხზე, ინფრასტრუქტურის მინისტრის ანგარიშის მოსმენის შემდეგ, “ნაცინალური მორაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ უკიდურესად საგანგაშო ინფორმაცია მოისმინეს მაია ცქიტიშვიისგან და ამ ინფორმაციით, ანაკლიის პორტის პროექტი ჩაფლავდა. „თქვენ გინდათ, გადააბრალოთ ინვესტორს, ხელი შეახოცოთ ინვესტორს, მაშინ, როდესაც ინვესტორიც თქვენი შერჩეულია“ – განუცხადა მინისტრს გოცირიძემ.
-
ჩხარტიშვილისთვის მნიშვნელოვანია ანაკლიის პროექტის ჩაშლა – სამადაშვილი ცქიტიშვილს
ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის საკითხზე, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. „ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი დაინტერესდა, ვინ არის ალტერნატიული ინვესტორი, ვისაც ხელისუფლება ესაუბრება, იმ შემთხვევაში, თუკი დღევანდელი კონსორციუმი ვერ მოახერხებს პირობების შეასრულებას. სამადაშვილის განცხადებით, ბიზხნესმენ ვანო ჩხარტიშვილისთვის არის მნიშვნელოვანი ანაკლიის პროექტის ჩაშლა.
{{VIDEO}}
-
თეა წულუკიანი არის არარაობა, ნამუსგარეცხილი ადამიანი, ერთ დღეს გავუხსენებ ყველაფერს -მაჩალიკაშილი
პანკისში ჩატარებული სპეაცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის საპარლამენტო ტრიბუნიდან გაკეტებულ განცხადებას ეხმაურება. როგორც წულუკიანმა განაცხადა, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ სახელმწიფოს არ თვლის.
{{VIDEO}}
-
რაც ხდება, კავშირში არ აქვს არც ბანკთან და არც ჯაფარიძესთან -ხაზარაძე
მამუკა ხაზარაზე აცხადებს, რომ მისთვის ცნობილი არ არის, ვინ დაიკითხება „თიბისის“ საქმეზე. ხაზარაზე იმედს გამოთვქამს, რომ „თიბისი ბანკის“ საქმეზე დაწყებული გამოძიება ჩქარა დამთავრდება, რადგან ის არც ბანკთან არის კავშირში, არც ბანკის თანამშრომლებთან, არც მენეჯმენტთან და არც ჯაფარიძე-ხაზარაძესთან. რაც შეეხება შუამავალს, რომელმაც მას გახარიასგან მუქარის წერილი მიუტანა, ხაზარაზე ამბობს, რომ ჯაფარიძის შუამავლობაზე საუბარი ზედმეტია, რადგან, ისინი რა მხოლოდ ბიზნესპარტნიორები არიან, ერთ მხარეს წარმოადგენენ.