Category: არქივი

  • „ეს არის ყოფილი გონგოები, „ნაციონალური მოძრაობის“ გონგოები – კობახიძე არასამთავრობოებზე

    პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და მატ „ნაციონალური მოძრაობის“ გონგოებს უწოდებს.

  • ცდილობთ, პოლიტიკური დღის წესრიგი ორიენტირებული იყოს წასრულზე, ეს ცუდია – ბახტაძე ოპოზიციას

    საპარლამენტო ოპოპზიციური პარტიების ორ-ორ წუთიანი მწვავე გამოსვლების შემედგ, პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრი დასკვნითი სიტყვით გამოვიდა.
    „ჩვენ გვსურს, რომ დღის წესრიგი იყოს მომავალზე ორიენტირებული, ორიენტირებული იმაზე თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები და დავძლიოთ ის გამოწვევები, რომელზეც ვსაუბრობთ. მაგრამ თქვენ თქვენივე პოზიციით ცდილობთ, პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოში იყოს წარსულზე ორიენტირებული და ეს არის ძალიან ცუდი“, -განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციას.
    შეგახსენებთ, ქვეყანაში კრიმინიგენურ სიტუაციასთან დაკავშირებით, მამუკა ბახტაძე, ინტერპელაციის წესით, ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა. ინტერპელაცია ახალი კონსტიტუციით და ახალი რეგლამენტით წარდგენილი წესია და ამ ფრომატში მინისტრების მოსმენა დღეს პირველად გაიმართა.
    მამუკა ბახტაძის გამოსვლას პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაც ესწრებოდა.

  • ჩვენ არჩევნებს ვერ ვატარებთ, არადა, უნდა ჩავატაროთ- უსუფაშვილი

    „შენების მოძრაობის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, რაც კი ცუდი ახასიათებს ქართულ საარჩევნო ინდუსტრიას, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მოიყარა თავი. „ჩვენ გვაქვს არა საარჩევნო ხარვეზები, არამედ არჩევნებს ვერ ვატარებთ, – აცხადებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე

  • ზუგდიდის მერობის კანდიდატად გაერთიანებულმა ოპოზიციამ სანდრა რულოვსი დაასახელა

    გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანრა რულოვსი იქნება. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, რულოვს თავად სურდა გაერთიანებული ოპოზიციის მანდატით ყოფილიყო ზუგდიდში წარდგენილი. თავდაპირველად განიხილებოდა სანდრა რულოვსის და ნიკა მელიას კანდიდატურები, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სანდრა რულოვსზე შეჩერდა.
    ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

  • არ შეეფერება რეალობას, რომ ქვეყანაში კატასტროფული კრიმინოგენული ვითარებაა-პრემიერის გამოსვლა პარლამენტში

    „ჩვენთვის მთავარია სიმართლე და პასუხისმგებლობა, ხარისხიანი კონტროლი და ანგარიშვალდებულება. როგორ არასასიამოვნოდაც არ უნდა მოგეჩვენოთ სიმართლე, მისი მოსმენა მაინც მოგიწევთ” – ასე უპსუხა პრტემიერ-მინისტრმა „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში პლენარულულ სხდომაზე, სად ის ქვეყანაში კრიმინოგენულ სიტუაციასთან დაკავშირებით, ინტერპელაციის წესით სწორედ ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა. ინტერპელაცია ახალი კონსტიტუციით და ახალი რეგლამენტით წარდგენილი წესია და ამ ფრომატში მინისტრების მოსმენა დღეს პირველად იმართება.
    „ჩვენი ხელისუფლების პირობებში დავიწყეთ ფუნდამენტური რეფორმების გატარება, რომლებიც 2012 წლიდან მოყოლებული მიმდინარეობდა თანმიმდევრულად, მათ შორის, ყველა იმ უწყებაში, რომელიც პასუხისმგებელია დანაშაულის პრევენციაზე, გამოძიებაზე, მასზე ზედამხედველობასა და სასჯელის აღსრულებაზე. მათ შორის, ზოგადად, შეიცვალა სტატისტიკის აღრიცხვის მიმართ დამოკიდებულება და მიდგომა, გახდა უფრო კონკრეტული, ზუსტი და გამჭვირვალე“,- განაცხადა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური ვითარება 10 წუთში შეაფასა.
    „სიმართლე არის ის, რომ დანაშაულის მთელ რიგ კატეგორიებში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებამ, გატარებულმა რეფორმებმა, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის გაზრდამ გამოიწვია პოლიციისადმი მიმართვიანობის ზრდა. ასეთ კატეგორიებს მიეკუთვნება, მაგალითად, ოჯახში ძალადობა და მუქარა. ამავე დროს, ზრდა ძირითადად მოდის საკუთრებისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე. საუბარია ძირითადად, ქურდობასა და ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებებზე, ანუ იმ კატეგორიის დანაშაულზე, რომელზეც პირდაპირ ახდენს გავლენას აღრიცხვიანობის გაუმჯობესება“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
  • საპრეზიდენტო არჩევნები იყო ყველაზე ცუდი არჩევნები 2012 წლის შემდეგ – ირაკლი კობახიძე

    შეიძლება ითქვას, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყო ყველაზე ცუდი არჩევნები 2012 წლის შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონფერენციაზე განაცხადა, სადაც 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე მიღებულ გამოცდილებასა და სამომავლო ნაბიჯებზე საუბრობდნენ. ირაკლი კობახიძემ ჩატარებული არჩევნები ნეგატიურად შეაფასა და მიზეზებზეც ისაუბრა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი.
    პარლამენტის თავმჯდომარემ საპრეზიდენტო არჩევნების ცუდად ჩატარების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად არასამთავრობოები დაასახელა და კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ისინი. მისი შეფასებით, სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში ძალიან სუსტია. კობახიძემ კონკრეტული ორგანიზაციებიც დაასახელა, რომლებიც მისი თქმით, ნეგატიურ კამპანიაში მონაწილეობდნენ და თავადვე ახდენდნენ არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციას. ასევე ამ კამპანიის მონაწილედ დაასახელა ტელეკომპანია რუსთავი2 .
  • დენის დარტყმის შედეგად ჰოსპიტალიზებული 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა

    8 წლის ბავშვი, რომელმაც დენის დარტყმის შედეგად 11 მარტს სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა ფოთში, ერთ–ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მდებარე სატრანსფორმატორო ქვესადგურში მოხდა, სადაც მაღალი ძაბვა გადის. ბავშვი ჯერ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, შემდეგ კი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე თბილისში დამწვრობის ცენტრში, სადაც ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იყო. ბავშვს სხეულის 70%–ის დამწვრობა ჰქონდა. კლინიკის ინფორმაციით ექიმების მცდელობის მიუხედავად ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

  • ჩინეთში ქიმიური ქარხნის აფეთქებას 47 ადამიანი ემსხვერპლა

    ჩინეთში, ქალაქ იანჩენგში ქიმიურ ქარხანა აფეთქდა. დარუპულია 47 ადამიანი, სეისმოლოგიურმა სამსახურმა ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე 2.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დააფიქსირა.საავადმყოფოებში 640 დაშავებული გადაიყვანეს. 90 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია. სამაშველო ოპერაცია შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს. აფეთქების ტალღამ ახლოს მდებარე შენობებიც დააზიანა. ქარხნის ტერიტორიაზე ცეცხლი ამჟამად უკვე ლოკალიზებულია.

    ადგილობრივი მედიის ცნობით ქარხანა, ძირითადად ქიმიურ ნედლეულსა და ქიმიკატებს აწარმოებდა. 

  • ბათუმში ორი მაღაზია გაქურდეს

    ბათუმში  ცენტრალურ პარკთან სათამაშოების 2 მაღაზია გაქურდეს. ერთ-ერთი მაღაზიიდან წაღებულია თანხა 600 ლარის ოდენობით.

    მაღაზიის თანამშრომლები კომენტარს არ აკეთებენ. პირად საუბარში კი ამბობენ, რომ ქურდობა  სავარაუდოდ არასრულწლოვანმა ჩაიდინა.

    რაც შეეხება მეორე მაღაზია “პეპელას” უცნობია, რა არის წაღებული. შინაგან საქმეთა სამინისტომ გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე.

  • კრიმინალური ცნობიერების დაბრუნება ხელისუფლების კრიმინალური შეგნების და ქმედების ბრალია – გოცირიძე

    პალამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში კრიმინიგენურ სიტუაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს უპასუხებს. მამუკა ბახტაძე პარლამენტში ინტერპელაციის წესით ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა. ინტერპელაცია ახალი კონსტიტუციით და ახალი რეგლამენტით წარდგენილი წესია და ამ ფრომატში მინისტრების მოსმენა დღეს პირველად იმართება.

    ვიდრე პრემიერ-მინისტრი მოხსენებას წარადგენდა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებდა, სხდომაზე კამათი გამოიწვია იმ რეგლამენტმა და მცირე დრომ, რომელიც დეპუტატებმა პრეიერისთვის შეკითხვის დასმისას უნდა გამოიყენონ. მცირე დროსთან დაკავშირებით, პრეტენზიები გამოთქვეს არა მარტო ოპოზიციის, არამედგ უმრავლსეობის წევრებმა და პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმაც. რის შემდეგაც პრემიერის ინტერპელაციის წესით მიმწვევმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური ვითარება შეაფასა. რომან გოცირიძის განცხადებით, როდესაც კრიმინალური ცნობიერება ბრუდება, ეს არის ხელისუფლებაში გამაფებული კრიმინოგენური შეგნების და ქმედების ბრალი.