Category: არქივი

  • მაიამის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილი მიხეილ ზვერევს დაუპირისპირდება

    მაიამის მასტერსის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე გერმანელი მიშა ზვერევი იქნება.

    ამ უკანასკნელმა 1/8 ფინალში ესპანელ ნიკოლა კუნს 3 სეტში აჯობა: 4:6, 7:5, 2:2 (ესპანელმა თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა). წარმოშობით რუსი ზვერევი ATP რეიტინგში 75 ადგილს იკავებს, ხოლო ბასილაშვილი 19.

    ისინი მესამედ ხვდებიან ერთმანეთს. პირველი მატჩი 2013 წელს ტელესიში (აშშ) გაიმართა, ხოლო მეორედ 2016 წელს მარბურგში (გერმანია). ორივე შეხვედრა გერმანელი ჩოგბურთელის გამარჯვებით დასრულდა.

    შეხვედრა 21 მარტს თბილისის დროით 19:00 სათზე დაიწყება.

  • “სააკაშვილი თვითმფრინავშიც კი ვერ ავა”- უკრაინის შს მინისტრი

    უკრაინის შს მინისტრის, არსენ ავაკოვის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გეგმები უკრაინაში ჩასვლასთან დაკავშირებით საპირველაპრილო – 300 დოლარის ღირებულების პიარია. მინისტრის თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თვითმფრინავშიც კი ვერ ავა, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით უკრაინაში შესვლა აკრძალული აქვს.

    შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთ ტელე-ეთერში მიხეილ სააკაშვილმა ელექტრონული ბილეთი წარადგინა და აღნიშნა, რომ 1-ელ აპრილს უკრაინაში ჩასვლას აპირებს, რომლის  ბილეთიც უკვე აქვს.

    “დარწმუნებული ვარ, რომ პოროშენკო მეორე ტურში ვერ გავა და არც ერთი მესაზღვრე არ შეასრულებს მის ბრძანებას, რომელიც უკრაინაში ჩასვლას მიკრძალავს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

    {{VIDEO}}

  • სააკაშვილი უხამსია, თქვენი სიმბოლო ცოცხია- წულუკიანი ოპოზიციას

    „მეგონა, გუშინდელი მარცხის შემდეგ, რამეს მაინც იმეცადინებდით ღამე, მაგრამ როგორც ჩანს, ვერ იმეცადინეთ. თქვენი გამოსვლები არის ძალიან სუსტი, თქვენ ხართ ჩემს თავლში სუსტნი“ – განუცხადა თეა წულუკიანმა საპარლამენტო ოპოზიციას. მისი განცხადებით, ოპოზიციას არ მოსწონს წარმატებული იუსტიციის სამინისტრო, რადგან მათ დროს იუსტიციის სამინისტრო ასოცირდებოდა შიშთან და ტერორტან. „ისე გაიპარეთ დარბაზიდან, როგორც გაიპარა თქვენი მინისტრი 2 ოქტომრის დილას. თქვენ დროს სამინისტროში არსებობდა კეთილი ბიძიების სია, ბიზნესმენთა სია, ზოგს პრინტერის ქაღალდი უნდა ეჩუქებინა სამინისტროსთვის, ზოგს კარტრიჯები, ეს იყო კეთილი ბიძიების ინსტიტუტი“- განაცხადა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, ოპოზიციას პასუხობს ისე, როგორც იმსახურებს და ივანიშვილი მათაგან ასე ადვილად სახსენებელი არ არის. თქვენ მე ვერ მნახავთ თქვენს წინაშე დაბეჩავებულს, ხმააკანკალებულს, თავის მართლების რეჟიმში. თქვენი მატრაკვეცობით დააკარგინეთ ყველას ქვეყნის ტერიტორიები. როგორ შეიძლება,თავს ვგრძობდე იმ კაცის ჩრდილქვეშ, რემელმაც მოცოცხა, დიახ ცოცხი არის თქვენი სიმბოლო. იუსტიციის სამინისტრო ახლა ტერორით კი არ არის დაკავებული, კანონებს წერს“- განუცხადა .თეა წულუკიანმა „ევროპულ საქართველოს“ და ნაციონალურ მოძრაობას“

  • “ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები” გაერთიანდნენ

    „ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ბლოკი შექმნეს და მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის საერთო კანდიდატად შალვა შავგულიძე წარადგინეს. განცხადება პარტიის ლიდერებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს. როგორც შალვა შავგულიძე ამბობს, ორმა პარტიამ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე უარი თქვა და მათი მიზანი დღეს ავტორიტარული მმართველობის დასრულებაა. განცხადება გააკეთა გიგი უგულავამაც, რომელიც ამბობს, რომ შავგულიძის შუალედურ არჩევნებში გამარჯვება „ქართული ოცნების“ -ხელისუფლებიდან წასვლის დასაწყისი იქნება.

    მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნები 31 საარჩევნო უბანზე გაიმართება, სადაც სულ 43 868 ამომრჩეველია რეგისტრირებული

    „ჩვენ ორმა პოლიტიკურმა პარტიამ გადავწყვიტეთ შევქმნათ საარჩევნო ბლოკი რომლითაც წარვდგებით ამომრჩევლის წინაშე შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მთაწმინდაზე. ეს იქნება ჩვენი პოლიტიკური სტრატეგიული თანამშრომლობის დასაწყისი, რომელიც დაეფუძნება ქვეყნის განვითარების საერთო ხედვას, საერთო ღირებულებებს და მიზნებს როგორებიც არის ავტორიტარული მმართველობის დაუშვებლობა, სამართლიანობის უზენაესობის დამკვიდრდება. ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლისა და ბალანსის რეალური ბალანსის ამოქმედება. ქვეყნის მართვა კონსტიტუციურ კონტროლს დაქვემდებარებული მცირე მაგრამ ეფექტური მთავრობის მეშვეობით,“-განაცხადა შალვა შავგულიძემ.

    მთაწმინდის ოლქში შალვა შავგულიძის გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება „ევროპული საქართველოს” ხოლო გიგი უგულავას განცხადებით ეს გამარჯვება იქნება დასაწყისი იმის რომ “ქართული ოცნება” ხელისუფლებიდან წავიდეს.

    „ჩვენი ქვეყანა შევიდა ძალიან მძიმე ცვლილებების ეპოქაში. შალვა შავგულიძე იქნება ამ ცვლილებების პირველი მერცხალი. ჩვენი თანამშრომლობა არის გრძელვადიანი. ჩვენი თანამშრომლობა არის სტრატეგიულ. ჩვენ, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ სხვადასხვა პოლიტიკური ნაპირიდან მოვდივართ. ჩვენ არ გვაკავშირებს საერთო პოლიტიკური წარსული მაგრამ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები, ფასეულობები, აწმყოს ანალიზი და მომავლის ხედვა. ის შუღლი გაუტანლობა, რომელსაც თესავს „ქართულ ოცნება“ უნდა დასრულდეს,“- განაცხადა გიგი უგულავამ.

    {{VIDEO}}

  • რა გეშველებათ, თქვე უბადრუკებო, თქვე საცოდავებო- ადა მარშანიას ემოციური გამოსვლა პარლამენტში

    {{VIDEO}}„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ემოციური გამოსვლა პარლამენტში. ადა მარშანიამ საკანონმდებლო ორგანო უსაქმურობაში და უნამუსობაში დაადანაშაულა. მარშანიამ კოახიძეს გუშინდელი დღე შეახსენა, როდესაც კობახიძემ ის „ნაციონალური მოძრაბისთვის“ თვალის ჩაპაჭუნებაში დაადანაშაულა.

    “რაღაცა თვალის ჩაპაჭუებაზე ბრძანეთ, მე ყურადღებაა არ მიმქცევია, მაგრამ ეს რა გითქვამთ გუშინ? ღმერთმა დაგიფაროთ, რომ გაგიჟდეს „პატრიოტთა ალიანსი“, შეუერთდეს ნაცმოძრაობას, მერე რა გეშველებათ თქვე უბადრუკებო, თქვე, საცოდავებო“? ”

    ადა მარშანიას მწვავე კრიტიკის ობიექტი, გარდა პარლამენტის თავმჯდომარისა, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც აღმოჩნდა. „ქალბატონო მინისტრო, თქვენც გგონიათ, რომ მართლა დაიმსახურეთ ეს თანამდბობა?. უნდა შეგახსენოთ, რომ მინისტრის რანგში ბრძანდებით აქ და ყველას უნდა უპასუხოთ ნურმალურად, ზედმეტი კეკლუციბის და უზრდელობის, თავხედობის, უტაქტო ტონალობის გარეშე. თქვენი ნარცისობა ვიხილეთ აქ. უნამუსოდ და უსინდისოდ თავს იქნევთ სამთავრობო ლოჯდან. ეს ადაიანი მინისტრი უნდა იყოს“? – განაცხადა ადა მარშანიამ.

  • ხაბეიშვილი თბილისის მერს ორ თვეში 73 მილიონი ლარის გაფლანგვაში ადანაშაულებს

    ოპოზიცია თბილისის მერს ორ თვეში 73 მილიონი ლარის გაფლანგვაში ადანაშაულებს.  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თანხა თბილისის მერიამ სამშენებლო სამუშაოებისთვის სხვადასახვა კომპანიებს გადაურიცხა, ამ კომპანიებში არიან “ქართული ოცნების” შემომწირველები და ის ფირმები, ვინც პარტიულ აქტივობებს აფინანსებენ. იყო თუ არა თანხა არამიზნობრივად დახარჯული – საკითხის გასარკვევად ოპოზიციური პარტია პროკურატურას მიმართავს.

    “ეს კომპანიებია “ჯეოგრუპი” “ენსისი” “ინსი” და “ანაგი,” რომლებიც პირდაპირ დაკავშირებული არიან ქართულ ოცნებასთან. პარტიულ აქტივობებს აფინანსებენ პირდაპირ ბიუჯეტის ხარჯზე, 2018 წელს რომ გაამარჯვებინეს და ფული შესწირეს, ბიძინა ივანიშვილის ხეებს რომ დაატარებენ და ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ პირებს რომ სახლებს უშენებენ, ამ კომპანიებს ათობით მილიონ ლარს უხდის კახი კალაძე,”-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

    ბრალდებას და კომპანიების “ქართულ ოცნებასთან” კავშირს უარყოფენ მერიაში. კალაძის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი ხაბეიშვილს უსაფუძვლო ბრალდებებში ადანაშაულებს და მტკიცებულებების წარმოდგენას სთხოვს.

    “როდესაც ადამიანი გამოდის და ამხელა გრანდიოზულ ზღაპრებს იგონებს, მინიმუმ ტენდერებში მაინც უნდა იყოს შესული გადამოწმებული უნდა ჰქონდეს და მინიმუმ 1 უმნიშვნელო სახის დარღვევას მაინც უნდა გვეუბნებოდეს,”-აცხადებს თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი.

  • არ გაქვთ უფლება, უმანკოების მანტიამოსხმულმა ვინმეს მორალი წაუკითხოთ – სამადაშვილი წულუკიანს

    მეორე დღეა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრი იმყოფება. ვინაიდან, მინისტრის მოხსენების, დეპუტატების შეკითხვების და ამ შეკითხვებზე პასუხების გაცემის შემდეგ გუშინ ფრაქცების გამოსვლები ვერ მოესწრო, დღევანდელი სხდომა სწორედ ფრაქციების გამოსვლებით განახლდა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა თეა წულუკიანი „უმანკოების მანტიამოსხმული და მორალური უპირატესობის კვარცხლბეკზე ასულ“ მინისტრად მოიხსენია და განუცხადა, რომ სანამ იუსტიციის მინისტრად დარცება, ქვეყანაში არც კანონნის უზენაესობა იქნება, არც დამოუკიდებელი სასამართლო და ვერც სამართალს იპოვის ვინმე. „ტქვენს სახელს უკავშიედება სასამართლო კლანი, პოლიტიზირეული პროკურატურა, შეუცვლელი ხართ არა ღირსებით, არამედ, უღირსი გადაწყვეტილებების გამო“ – განუცხადა სამადაშვილმა წულუკიანს. 

  • აფხაზმა რუსეთის პასპორტი დაწვა

    ფეისბუქზე ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ბესლან ჭკადუას ვიდეო ვრცელდება, რომელიც თურქეთში იმყოფება და თავის რუსულ პასპორტს წვავს იმის გამო, რომ აფხაზეთში დაბრუნება შეძლოს. რატომ გახდა აფხაზეთში დასაბრუნებლად საჭირო რუსეთის მოქალაქის დოკუმენტის განადგურება, ვიდეოდან არ ჩანს, თუმცა ჭკადუა ამბობს, რომ მას არ აქვს რუსული პასპორტი, აქვს მხოლოდ მწვანე პასპორტი და მიმართავს ე.წ. საკონსულო სამსახურს, აფხაზეთში დააბრუნონ.

    ვიდეოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი ე.წ. რუსეთის საკონსულო გამოეხმაურა, სადაც განაცხადეს, რომ ჭკადუას საქციელი მასვე ვნებს და შეურაცხყოფს, – როგორც რუსეთის მოქალაქეს და არსებითად ართულებს მის სამართლებრივ სტატუსსა და გადაადგილებას, ხოლო მის მეორე ფეისბუქ-სტატუსზე, რომელშიც ჭკადუა წერს, რომ ის არცერთ სახელმწიფოს არ შეურაცხყოფს, ე.წ. საკონსულოში თქვეს, რომ როგორც გაარკვიეს, „აფხაზეთში მდებარე რუსეთის საკონსულოს ჭკადუაზე რუსეთის პასპორტი გაცემული არ აქვს, ხოლო მისი საქციელი გათვალისწინებული იქნება, როცა ის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისთვის რუსეთის დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებს მიმართავს“.

  • დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

    დეკანოზ, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მსჯავრდებულს დღეს ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ადვოკატი მოინახულებს. სამედიცინო ექსპერტების შეფასებით, რომლებიც საქმეში სახალხო დამცველის აპარატის მოთხოვნით ჩაერთვნენ, გიორგი მამალაძეს კომპლექსური მკურნალობა ესაჭიროება. ადვოკატები და მამალაძის ოჯახის წევრები იმედოვნებენ, რომ დასკვნის საფუძველზე დეკანოზს სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანენ, მოგვიანებით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსჯავრდებულის შეწყალების საფუძველი გახდება.

    “რამდენიმე ხნის უკან ვიყავი და მაშინაც ვიცოდი რომ ის მდგომარეობა იყო, რაც მანამდე ჰქონდა. ამის დასტური არის შესაბამისად სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. იმედი მაქვს რომ მას გადაიყვანენ საქალაქო საავადმყოფოში, დარწმუნებული ვარ დაჩქარებული წესით მიმართავს პატრიარქი, მისი უწმინდესობა პრეზიდენტს მამა გიორგის შეწყალების თაობაზე,”- ამბობს მამალაძის ადვოკატი.

    დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველის ექსპერტიზამ კიდევ ერთხელ დაადასტურა სასულიერო პირის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა.

    “ჩემი ძმის მდგომარეობა ისევ და ისევ მძიმე არის, ის რჩება პარალიზებული თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ აქვს,”-აცხადებს დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე.