Category: არქივი

  • პარლამენტში დღეს კიდევ ერთი მინისტრი მივა

    პარლამენტში დღეს მთავრობის კიდევ ერთი წევრი – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მივა . მაია ცქიტიშვილთან მთავარი შეკითხვები ოპოზიციას  ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ექნება.

    საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე ამ საკითხზე სასაუბროდ მინისტრი პარლამენტში საკუთარი ინიციატივით მიდის. ოპოზიცია ანაკლიის პორტთან დაკავშირებით რუსულ ინტერესზე საუბრობს და თვლის, რომ ხელისუფლებას პროექტის ჩაშლა უნდა.

    “სახელმწიფო ნაცვლად იმისა, რომ ერთობლივად გამოხატულიყო ინტერესი ამ პროექტის განხორციელების, მიმართულია ამ პროექტის ხელის შესაშლელად, ამის უამრავი მტკიცებულება არსებობს,”-აცხადებს ევროპული საქართველოს წევრი,  ოთარ კახიძე.

    ანაკლიის პორტის პროექტი განსაკუთრებული ყურადღების საგანი მას შემდეგ გახდა, რაც ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძისა და თიბისის საქმის კონტექსტშიც გაჩნდა კითხვები. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ანაკლიის პროექტი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და სახელმწიფომ ძალიან ბევრი გააკეთა ამ პროექტის განხორციელებისთვის. თუმცა კითხვები მინისტრთან უმრავლესობის წევრებსაც ექნებათ.

  • საქართველო მსოფლიოს ყველაზე უბედური ქვეყნების რიცხვშია

    გამოქვეყნდა “ბედნიერების  მსოფლიო ინდექსის“(World Happiness Report) –ის ახალი ანგარიში. სიაში 156 ქვეყანა შედის. მათ შორის საქართველო 119–ე ადგილზეა. სოციოლოგები ბედნიერების ინდექსს 2012 წლიდან ითვლიან ქვეყნებში კეთილდღეობის დონის და ცხოვრების ხარისხით მოქალაქეების კმაყოფილების გათვალისწინებით. გასული წლიდან კი ახალი მიგრანტების (რეპატრიანტების), აზრის გათვალისწინებაც დაიწყეს.
    უკვე მეორე წელია მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ ქვეყნად ფინეთი ითვლება. რეიტინგის პირველ ათეულში შედიან ასევე დანია, ნორვეგია, ისლანდია, ნიდერლანდები, შვეიცარია, შვედეთი, ახალი ზელანდია, კანადა და ავსტრია.
    ავსტრალია რეიტინგის 12–ე ადგილზე დაეშვა აშშ კი 19–ე ადგილზეა.
    ისრაელი რეიტინგის 13–ე ადგილს იკავებს და აშშ–ს გარდა ისეთ მდიდარ და განვითარებულ ქვეყნებს უსწრებს, როგორებიც არიან ლუქსემბურგი, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, გერმანია, ბელგია, ჩეხეთი. წინა ინდექსების მსგავსად, ბოლო კვლევის მიხედვითაც ისრაელი კვლავ აღიარებულია აზიისა და კერძოდ, ახლო აღმოსავლვეთის ყველაზე ბედნიერ ქვეყნად. ამ რეგიონის ქვეყნებიდან ისრაელთან ყველაზე ახლოს არიან 21 ადგილზე არაბეთის გაერთიანებული საემიროები, 28 ადგილზე კი საუდის არაბეთი.
    ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის ყველაზე ბედნიერი უზბეკეთია – რეიტინგის 41–ე ადგილი. ამ ქვეყნის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ კმაყოფილები არიან ცხოვრების დონით და ხარისხით. შემდეგ კი საბჭოთა რესპუბლიკებს შორის მოდიან:
    ლიტვა – 42, ლატვია – 53, ესტონეთი – 55,ყაზახეთი – 60,რუსეთი – 68 , მოლდოვა – 71, ტაჯიკეთი –74 , ბელორუსი – 81, ყირგიზეთი – 86, თურქმენეთი –87, აზერბაიჯანი – 90, სომხეთი – 116, საქართველო – 119. ჩვენზე უბედურად საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან თავს მხოლოდ უკრაინელები გრძნობენ. ისინი სიის 133–ე ადგილზე არიან.
    მსოფლიოს ყველაზე უბედური ქვეყნები კი არიან: სამხრეთ სუდანი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა და ავღანეთი.
    მსოფლიო ბედნიერების რეიტინგი სხვადასხვა ქვეყნებში კვლევის და გამოკითხვების შედეგად შედგა.

    რაზე ფოკუსირდება მსოფლიო ბედნიერების ანგარიში 2019

    • კავშირი ხელისუფლებასა და ბედნიერებას შორის. ემპირიულად განიხილება კავშირი სახელმწიფო მმართველობის ხარისხისა და ბედნიერების საშუალო ერვოვნულ მაჩვენებელს შორის. ასევე განიხილება, როგორ მოქმედებს მოქალაქეების ბედნიერება პოლიტიკურ პროცესში მათ მონაწილეობაზე.
    • გულუხვობა და სარგებლიანობა სხვა ადამიანებისთვის და მთლიანად, საზგადოებისთვის, რასაც შეუძლია ისეთი გარემოს და საზოგადოების შექმნა, სადაც ბედნიერად ცხოვრებაა შესაძლებელი.
    • ცვლილებები საინფორმაციო ტექნოლოგიებში. როგორ მოქმედებს საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება ბედნიერების შეგრძნებაზე.

    ბედნიერების ინდექსი შემდეგი მაჩვენებლების მიხედვით გამოითვლება:

    1. მშპ ერთ სულ მოსახლეზე შიდა ფასების გათვალისწინებით .
    2. ჯანმრთელი ცხოვრების სავარაუდო ხანგრძლივობა.
    3. სოციალური მხარდაჭერა , ანუ როგორია პასუხი დასმულ კითხვაზე: “პრობლემა რომ შეგექმნათ, გაქვთ თუ არა ნათესავების ან მეგობრების დახმარების იმედი აუცილებლობის შემთხვევაში.“
    4. ცხოვრებისეული არჩევანის თავისუფლება . ანუ პასუხი კითხვაზე:კმაყოფილი ხართ თუ არა არჩევანის თავისუფლების ხარისხით საკუთარი ცხოვრების განკარგვისას?
    5. გულუხვობა , ანუ პასუხი კითხვაზე: დაგიხარჯავთ თუ არა ფული ქველმოქმედებაზე წინა თვეს?
    6. კორუფციის აღქმა – არის თუ არა გავრცელებული კორუფცია მთავრობაში.
    ამ კითხვების გარდა შედეგებზე გავლენა მოახდინე ბედნიერების თუ უბედურების სუბიექტურმა აღქმამ, მაგალითად გათვალისწინებულ იქნა პასუხები კითხვებზე წინა დღის შესახებ: იცინეთ? გქონდათ ბედნიერების შეგრძნება? შფოთვას გრძნობდით? მრისხანებას?
  • იკადრეთ უკადრებელი,არ ვაპირებ თავის მართლებას, გრცხვენოდეთ – წულუკიანი სამადაშვილს

    პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თეა წულუკიანმა დეუტატების დასმულ შეკითხვებს გასცა პასუხი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს სალომე სამადაშვილს წულუკინმა განუცხადა, რომ მან იკადრა უკადრებელი, როდესაც მინისტრს ბრალი დასდო, ჰააგის სასამართლოსთან ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ თანამშრომლობაში. „ქართველმა ჯარისკეცებმა ყველაზე კარგად იციან, ვინ მუშაობს მათ ინტერესებზე. ჯარისკაცებს ახსოვთ, როგორ მიატოვეთ ცხედრები და ისე გამოიქეცით, რომ წიხლებს ირტყავდით კეფაში. კითხვას მისვმათ, მე გპასუხობთ., მომისმინეთ. ჩემი პასუხის დროს რაც არ უნდა გემთქნარებოდეთ, სამთქნარებლად არ გაქვთ საქმე, ქალბატონო სალომე“ -თქვა წულუკიანმა. თეა წულუკიანი პარლამენტში “სამთავრობო საათის“ ფორმატში მივიდა და მოხსენებით გამოვლის შემდეგ დეპუტატების კითხვები მოისმინა. შესვენების შემდეგ კი კითხვებზე პასუხის გაცემა დაიწყო.
  • მერია ბლოგერების ჩამოყვანაში 150 000–ს იხდის. ოპოზიცია აპროტესტებს

    საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მერიას საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, მერია ტურიზმის განვითარებისთვის ბლოგერების ჩამოყვანას და ამისთვის ბიუჯეტიდან 150 000 ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც მისი თქმით, არსებული სოციალური მდგომარეობის ფონზე არაადეკვატური ქმედებაა. ხაბეიშვილი ამბობს, რომ მერიამ ბრძანება ბლოგერების ჩამოყვანის შესახებ თებერვლის ბოლოს გამოსცა, თუმცა დეტალები უცნობია. ხაბეიშვილი საკითხის დაყენებას სარევიზიო კომისიის და საკრებულოს სხდომებზე აპირებს. მერიისგან კი ბრძანების უკან გაწვევას მოითხოვს.
  • საქართველომ ევრობასკეტ 2021-ის მასპინძლობაზე განაცხადი ოფიციალურად შეიტანა

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ფედერაციამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძელი ყოფილიყო. 15 მარტს კი ეს სურვილი ფიბა ევროპის ოფისში ოფიციალურად დააფიქსირა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

    აღნიშნულ თემას უკავშირდება კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, პაატა გურასპაულის ვიზიტი ლიეტუვაში, სადაც ფედერაციის ხელმძღვანელობა ოფიციალურად შეხვდა ლიეტუვის ფედერაციის პრეზიდენტს და მსოფლიო კალათბურთის გამორჩეულ ფიგურას არვიდას საბონისს.

    ამ საკითხთან დაკავშირებით ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა საკუთარი კომენტარიც გააკეთა:

    კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ გააკეთა ოფიციალური განაცხადი, 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძლობის თაობაზე. განაცხადის მიღების ვადა 15 მარტამდე იყო და ამ დროისთვის ოფიციალურად დავაფიქსირეთ განაცხადი. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით სახელმწიფოსთან ერთად და ამ პროცესში ყველა სამთავრობო უწყება იღებდა მონაწილეობას. ჩვენ შევხვდით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც სრული მხარდაჭერა და მზადყოფნა აღგვითქვა. განაცხადთან ერთად წარმოდგენილი იქნა საგარანტიო წერილები ინფრასტრუქტურულ უზრუნვეყოფასა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მზადყოფნის შესახებ. შესაბამისად, განაცხადი, ჩვენი მხრიდან სრულყოფილად და უნაკლოდ იქნა წარმოდგენილი. 

    შეძლებს თუ არა საქართველო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მასპინძლობას, ეს ზაფხულში გაირკვევა. 25 მაისს ჩატარდება ფიბა ევროპის პრეზიდენტის არჩევნები, ახალ პრეზიდენტთან ერთად შეიკრიბება ბორდი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას თუ ვინ უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს.

  • უგზო–უკვლოდ დაკარგული 7 მოქალაქის ცხედარი ოჯახებს დაუბრუნდა

    ერგნეთის გამშვები პუნქტიდან საქართველოს 7 მოქალაქის ცხედარი გადმოასვენეს. ისინი უგზო-უკვლოდ დაკარგულად იყვნენ მიჩნეულნი. ცხედრების გადმოცემისა და ექსგუმაციის პროცესი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამდგომლობით განხორციელდა.
    შვიდივე მოქალაქე 2008 წელს ოკუპაციის ზოლს მიღმა მოქცეული ქართული სოფლის, თამარაშენის ტერიტორიაზე სამარხშია ნაპოვნი. მათთან ერთად ნაპოვნია კიდევ ერთი მოქალაქის ცხედარიც, რომლის ოჯახი ამჟამად ცხინვალში ცხოვრობს, ამდენად 8 ექსგუმირებული ნეშტიდან ერთი ცხინვალში გადაასვენეს, შვიდი კი თბილისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.გარდაცვლილი ადამიანების ვინაობას წითელი ჯვარი არ ასახელებს.
    „1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 პირის ოჯახის წევრებს აცნობეს, რომ მათი ახლობლების ნეშტები ამოცნობილია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად. ეს შესაძლებელი გახდა იმ ორი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, რომლებიც კომიტეტის ეგიდით შეიქმნა და აღნიშნული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებაზე მუშაობს.
    „ქართული აგრესიის დროს 2008 წლის აგვისტოში“ გარდაცვლილი ადამიანების ცხედრების ქართული მხარისთვის გადაცემის თაობაზე დე-ფაქტო ადმინისტრაციის საიტიც ავრცელებს ინფორმაციას. ეგრეთ წოდებული, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებების საკითხებში ინალ ტასოევი ამბობს: “2008 წელს ქართული მხარე მზად არ იყო ნეშტების მიღებაზე და მათი ოჯახებისთვის გადაცემაზე, მაგრამ 2016 წელს, როცა წითელმა ჯვარმა გააქტიურა სამუშაოები საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, მიიღწა შეთანხმება ექსგუმაციის ჩატარების თაობაზე იმ ადგილებზე, სადაც არსებობდა სავარაუდო სამარხები, მათ შორის, სოფელ თამარაშენში. 2017 წელს ჩატარდა ექსგუმაცია საქართველოს ქალაქებში, გორსა და კასპში, სადაც აღმოჩენილ იქნა 50 ამოუცნობი პირის ნარჩენი. ეს შვიდი ადამიანი, სამოქალაქო პირია და ისინი სამხრეთ ოსური მხარის წარმომადგენლების მიერ არიან დაკრძალულები 2008 წელს.“
    ოსური მხარის განცხადებით, ამ დროისთვის აუცილებელი გენეტიკური მასალის 60 პროცენტია შეკრებილი, დარჩენილი 40 პროცენტი კი შეგროვების სტადიაშია და ლაბორატორიისთვის მზადდება. „ამოცნობის პროცესი გაიწელა იმის გამო, რომ დონორები სამხრეთ ოსეთის ფარგლებს გარეთ არიან, სხვები კი უბრალოდ უარს ამბობენ ბიომასალის ნიმუშების ჩაბარებაზე“,- ამბობს ტასოევი. ოსურ მხარეს სამუშაოები განხორციელდა წითლი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და ადგილობრივი, ოსური არასამთავრობო ორგანიზაციის „ხსოვნა და იმედის“ თანამშრომლობით. ეს უკანასკნელი უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიების მიმართულებით მუშაობს.
    ოსური მხარე აცხადებს, რომ ცხედრების მოძიებისა და ექსგუმაციის პროცესი გაგრძელდება და გაითხრება ის ადგილები, სადაც ადრე ქართული დასახლებული პუნქტები იყო. „სამრეთ ოსეთი გამოხატავს კეთილ ნებას, ესმის რა იმ თითოეული ოჯახის ტკივილი და მოლოდინის მრავალწლანი რეჟიმი ახლობელი ადამიანის დაკარგვის გამო. ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ყოველმა ოჯახმა მიიღოს პასუხი ახლობლების ბედის თაობაზე და იმედი გვაქვს, ქართული მხარეც გამოიჩენს კეთილ ნებას, რათა ჩვენც დაგვეხმაროს გავარკვიოთ 1990-2008 წლებში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ადგილსამყოფელი“, აცხადებს ტასოევი.
    დე-ფაქტო ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, ოსური მხრიდან 1989-2008 წლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეულია 140 მოქალაქე. მათ შორის არიან სოსლან პლიევი, ალან ხაჩიროვი და ალან ხუგაევი, რომელთა გაუჩინარებაში ოსური მხარე ქართულ პოლიციას ადანაშაულებს. მათი დაკარგვის თაობაზე 2008 წელს აგვისტოს ომის შემდგომ გახდა ცნობილი. ოსური მხარე აწესებდა ჯილდოსაც 1 მილიონი რუბლის ოდენობით მათთვის, ვინც ამ სამი ადამიანის ადგილმდებარეობის შესახებ გასცემდა ინფორმაციას. ქართული მხარე ამ სამი ახალგაზრდის სიცოცხლის თაობაზე პასუხისმგებლობას არ იღებს.
    მიმდინარე თვის განმავლობაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა 23 ცხედრის ექსგუმაცია დააორგანიზა.გუშინ თბილისში გადმოსვენებული 7 ქართველი და ერთი ერთნიკურად ოსი ცხინვალში გადაცემული მოქალაქის ნეშტის გარდა, გასულ კვირას, აფხაზეთიდან უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ცხედრებიც დაუბრუნდათ ოჯახებს. „აფხაზეთიდან 15 ადამიანის ექსგუმაცია მოხდა. მათგან 12 ეთნიკურად ქართველია სამი კი აფხაზი. ისინი 1991-93 წლებში კონფლიქტის დროიდან გაუჩინარებულად მიიჩნეოდნენ. გასულ შაბათს ოჯახის წევრებმა ახლობლების ნეშტი სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს და დაკრძალეს. იმ შვიდი მოქალაქის ცხედარი ამჟამად სამხარეულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადატანილი და დამატებითი პროცედურა მიმდინარეობს. ვვარაუდობთ, რომ მათი გადაცემა ოჯახებისთვის მომავალ კვირას, სამშაბათს, 26 მარტს მოხერხდება“,-ამბობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის კომუნიკაციის განყოფილების უფროსი, მაია ქარდავა,
    წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მონაცემებით, 1990 – 2008 წლებში საომარი მოქმედებების შედეგად, 2300-მდე ადამიანი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად, მათ შორის არიან როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო პირები. კომიტეტმა 2013 წლიდან დღემდე 500-მდე ადამიანის ნეშტი მოიძია, რომელთაგან 200 მოქალაქის ცხედარი ამოცნობილი და ოჯახებისთვისაა გადაცემული.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • რით აშანტაჟებდით ივანიშვილს?განუმარტეთ საზოგადოებას – ნადირაშვილი წულუკიანს

    სამთავრობო საათის ფარგლებში პარლამენტში მისულ თეა წულუკიანს ანგარიშით გამოსვლის შემდეგ შეკითხვები ოპოზიციამ დაუსვა. ევროპული საქართველოს წევრი, ირმა ნადირაშვილი დაინტერესდა, რა მოხდა იმ დღეები, როცა წულუკიანმა განაცხადა რომ თანამდებობას დატოვებდა, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა. “რატომ არ ჩათვალეთ საჭიროთ საზოგადოება ჩაგეყენებინათ საქმის კურსში, რატომ იმუქრებოდით ამ დემარშით?“– კითხა წულუკიანს ირმა ნადირაშვილმა.

  • პოლიციის განყოფილებიდან რამდენიმე ათეულ მეტრში მაღაზია დააყაჩაღეს

    ავჭალაში, ლიბანის ქუჩაზე, ღამით სუპერმარკეტების ქსელ “სპარის” მაღაზია დააყაჩაღეს, რომელიც პოლიციის შენობის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. არსებული ინფორმაციით “სპარში” რამდენიმე პირი შეიჭრა და დააყაჩაღა. სუპერმარკეტს 800 ლარის ზარალი მიადგა. ამ ეტაპზე არ კონკრეტდება წაღებულია 800 ლარის ღირებულების პროდუქტი თუ თანხა. ყაჩაღობის ფაქტი ისე მოხდა, რომ გზის მოპირდაპირე მხარეს მდებარე პოლიციას ამის შესახებ არ გაუგია.  შსს–ში აცხადებენ, რომ  “სპარში” მომხდარი ყაჩაღობა გახსნილია. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • იქნებ იმსჯელოს პარლამენტმა და იუსტიციის სამინისტროს დავარქვათ „თეა“- გოცირიძე წულუკიანს

    პარლამენტში იუსტიციის მინისტს უსმენენ. თეა წულუკიანი საკანონმდებლო ორგანოში “სამთავრობო საათის“ ფორმატში მივიდა. მინისტრის სიტყვით გამოსვლის შემდეგ მას კითხვები დეპუტატებმა დაუსვეს. მათ შორის იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე, რომელიც დაინტერსდა რატომ არ არის ჩართული რუსთავი 2  –ის მაუწყებლობა ციხეებში. გოცირიძის მეორე შეკითხვა ამნისტიას ეხებოდა.

  • ბატონო გიგა, ამორგეთ თავი და მომისმინეთ, რა გავაკეთეთ ჩვენ – წულუკიანი-ბოკერიას შელაპარაკება

    საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს უსმენენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგა ბოკერიამ, მინისტრს მიმართა, ცოტა ხმამაღლა ესაუბრა, რადგან დეპუტატის თქმით, მხოლოდ იმ მომომენტებში ისმოდა გარკვევით, როდესაც მინისტრი წინა ხელისუფლებას ლანძღავდა. „დაგიბრუნუნდებით, გაგცემთ, პასუხს, ეჭვი მაქვს, გგონიათ, არ გიპასუხებთ, განუცხადა წულუკიანმა ბოკერიას.