2012 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ჰილარი კლინტონს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას უმზადებდნენ. ამერიკულმა ორგანიზაცია Judicial Watch-მა ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ახალი გასაიდუმლოებული იმეილები მოიპოვა, რომლებიც 756 გვერდს მოიცავს. ეს არის უკანასკნელი ნაწილი იმეილებისა, რომლებიც FBI-მ რამდნეიმე წლის წინ გამოააშკარავა. სწორედ ამ იმეილებს შორისააა საუბარი ჰილარი კლინტონისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზეც. Judicial Watch-ი ივანიშვილს პუტინისტ ქართველ მილიარდელად მოიხსენიებს, რომელიც დაკავშირებული იყო რუსეთის მიერ გაყალბებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან საქართველოში. გასაჯაროებული იმეილები შეიცავს მიმოწერას კლინტონის თანაშემწე კრეიგ სმითსა და შერილ მილს შორის, რომელიც 2012 წლის მაისში გაიმართა. კლინტონის გუნდის წევრთა მიმოწერიდან ჩანს, რომ სახელმწიფო მდივანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა შედიოდა კლინტონის შეხვედრების გეგმაში საქართველოში ვიტის დროს, თუმცა შედგა თუ არა ეს შეხვედრა დადასტურებული არ არის.
Category: არქივი
-
კახა კალაძე ლივერპულში ლეგენდების მატჩში ითამაშებს
ლივერპულში, ენფილდის სტადიონზე საფეხბურთო კლუბების “ლივერპულისა” და “მილანის” ვეტერან ფებურთელებს შორის დღეს ამხანაგური მატჩი გაიმართება. ლეგენდების მატჩში თბილისის მერი და „მილანის“ ყოფილი მცველი კახა კალაძეც ითამაშებს. თამაში ჩვენი დროის 17:30 საათზე დაიწყება.
გუნდების შემადგენლობა ასეთი იქნება:
ლივერპული: ირჟი დუდეკი, სენდერ ვესტერველდი, ლუის გარსია, სტივ მაკმანამანი, ვლადიმირ შმიცერი, ჯიბრილ სისე, რობი ფაულერი, დანიელ აგერი, ჯეიმი კარაგერი, სამი ჰიიპია, გლენ ჯონსონი, ალან კენედი, ბიორნ ტორ კიარმი, ჯეისონ მაკატიერი, ჯიმი ტრაორე, პატრიკ ბერგერი, სალიფ დიაო, ჯონ ოლდრიჯი, დირკ კუიტი, მაიკლ ოუენი, იან რაში.
მილანი: კახა კალაძე, პაოლო მალდინი, ნესტა, ანდრეა პირლო, მანუელ რუი კოშტა, ნელსონ დიდა, კრისტიან აბიატი, ვალერიო ფიორი, მარკო სტორარი, მასიმო ამბროზინი, დანიელე ბონერა, მარკო ბორიელო, კაფუ, ანჯელო კარბონე, ალესანდრო კოსტაკურტა, ჯუზეპე ფავალი, ჯენარო გატუზო, ალბერტო ჯილარდინო, რიკარდო კაკა, მარეკ იანკულოვსკი, ფილიპო ინძაგი, მასიმო ოდო, ჯუზეპე პანკარო, სერჟინიო, დარიო შიმიჩი, იაპ სტამი.
“ძალიან სასიამოვნოა, რომ მაქვს შესაძლებლობა, წლების შემდეგ, კიდევ ერთხელ განვიცადო ის გრძნობა, როდესაც საპასუხისმგებლო, მნიშვნელოვანი თამაშისთვის ემზადები. მიხარია, რომ ვხვდები ჩემს თანაგუნდელებს, მეგობრებს, რომლებთან ერთადაც 10 წელი გავატარე. ჩემს კარიერას “მილანში” წარმატებულს დავარქმევდი. რისი მოგებაც შესაძლებელი იყო კლუბის დონეზე, ერთად ყველაფერი მოვიგეთ, თუმცა იყო ჩემპიონთა ლიგის ერთი რთული ფინალი, როდესაც 3:0 ვიგებდით. მეორე ტაიმში სამი ბურთი გაგვიტანეს, გაგვითანაბრეს და შემდეგ მცირედით დავმარცხდით. ეს შეხვედრა ზუსტად “ლივერპულთან” იყო და თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან მძიმედ გადავიტანეთ. დღეს იმართება საქველმოქმედო მატჩი იგივე შემადგენლობით, როგორც 2007 წლის მატჩში. ძალიან კარგი განწყობაა, ყველა ბილეთი გაყიდულია და ვფიქრობ, გულშემატკივარი ისიამოვნებს”, – განაცხადა კახა კალაძემ
-
ივანიშვილის ენერგოომი მოსახლეობის წინააღმდეგ–თბილისში მაშტაბური აქცია დაანონსდა
თბილისში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ – მაშტაბური აქცია გაიმართება. საპროტესტო გამოსვლებს ლეიბორისტული პარტია აანონსებს. პარტია მოსახლეობას, რომლებიც ჰესების მშენებლობას აპროტესტებს სოლიდარობას უცხადებს. ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ენერგოომი დაიწყო. პარტიაში ამბობენ,რომ ლენტეხის, ქვემო და ზემო სვანეთის და რაჭის მოსახლეობის მიმართ სოლიდარულები არიან და დიდი ჰიდროელექტროსადგურების აკრძალვას იტხოვენ.
-
დეკანოზ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა
დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ დამძიმდა. მსჯავრდებულის ძმის, თორნიკე მამალაძის, ინფორმაციით, დღეს, დილით, დეკანოზი ციხის საავადმყოფოში ისევ ცუდად გახდა, თუმცა, მისი სხვა კლინიკაში ტრანსპორტირება არ მომხდარა.„მას აქვს მაღალი ტემპერატურა, ხან უვარდება 35-ზე. მას არ ეძლევა მედიკამენტები გამომდინარე იქიდან, რომ არა აქვთ. მას მოუწია მედიკამენტის ყიდვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ მედიკამენტით მისი მკურნალობა ვერ მოხერხდა. ექიმიც ფიზიკურად არ არის დღეს, რომ უთხრას, რა მედიკამენტი მიიღოს. იმასაც ვერ ეუბნებიან, თუ რას სჭირს. როგორც თვითონ ამბობს, სავარაუდოდ, ვირუსი აქვს, მაგრამ ეს ვირუსი რას უკავშირდება, ვერ ამბობს თვითონ, რადგან გასინჯული არ არის ჯერჯერობით ექიმისგან,“ – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
მსჯავრდებულის მონახულებას ცოტა ხანში სახალხო დამცველის წარმომდგენლები გეგმავენ. უკვე რამდენიმე კვირაა, გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები დეკანოზის ჯანმრთელობის რთულ მდგომარეობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მას სათანადო მკურნალობა არ უტარდება. სასულიერო პირის სავადმყოფოში გადაყვანის აუცილებლობაზე ისაუბრა რამდენიმე დღის წინ სახალხო დამცველმაც, რომელმაც მამალაძის სამედიცინო დასკვნა შეისწავლა.
-
“ჩვენ მოვიგებთ ომს” – სტუდენტების აქცია საოკუპაციო ხაზთან
“ჩვენ მოვიგებთ ომს”, “აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა” – ამ ტრანსფარანტებით ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები ატოცში ჩავიდნენ და რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს. აქციის გამართვის იდეა სტუდენტებს ეკუთვნის. მათი თქმით, მშვიდობიანი აქციის მიზანია, მივიდნენ იქ, სადაც რუსი ოკუპანტები ამ დრომდე მიწების მიტაცებას ცდილობენ. მათ სხვა სტუდენტებსაც აქციაში ჩართვისკენ მოუწოდეს.
-
2 თვის წინ დაკარგული შოთა სამხარაძის ცხედარი იპოვეს
მამაკაცი რომელიც ონის მუნიციპალიტეტში 2 თვის წინ დაიკარგა, შოვთან ახლოს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.
23 წლის შოთა სამხარაძეს 14 იანვრიდან ეძებდნენ. ადგილობრივების თქმით მამაკაცი ბოლოს სასტუმროების მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ თოვლის ფესტივალზე ნახეს, ფესტივალის შემდეგ კი ის აღარავის უნახავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცხედარი სამართალდამცავებმა კურორტ შოვთან ახლოს ნახეს. გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
-
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აღიარებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით. ადამიანის უფლებათა საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარების გამო და ხაზს უსვამს ამ რეგიონებში მონიტორინგის მექანიზმების შესვლის აუცილებლობას. საბჭო ასევე ავალებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, წარადგინოს ანგარიშები რეზოლუციაში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით. ჟენევაში გამართულ სხდომაზე რეზოლუცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ წარადგინა, რომელმაც დელეგატებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლის უკანასკნელი ტრაგიკული მაგალითი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტია.
“რეზოლუცია ეხება ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ საზარელ ვითარებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების კონტროლს გარეთ რჩება.მწუხარებით უნდა აღვნიშნო საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებისა და სიცოცხლის ხელყოფის შემაშფოთებელი ტენდენციები, რაც მიუთითებს ეთნიკური ნიშნით ძალადობისწახალისებაზე ორივე რეგიონში. ამის ბოლო მაგალითია საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილი, რომელიც უკანონოდ დააკავეს მიმდინარე წლის 10 მარტს და გადაიყვანეს ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ განთავსებულ სამხედრო ბაზაზე, სადაც ის გარდაიცვალა. ეს ტრაგიკული ინციდენტი ცხადყოფს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის, ასევე სხვა საერთაშორისო და რეგიონალური ადამიანის უფლებათა მექანიზმების გადაუდებელი შესვლის აუცილებლობას“. – ლაშა დარსალია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
„ავსტრალია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ძლიერი და მუდმივი მხარდამჭერია. ჩვენ შეშფოთებულები ვრჩებით იმ ფაქტით, რომ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს კვლავ არ აქვს შესაძლებლობა შევიდეს საქართველოს ამ რეგიონებში. ეს რეზოლუცია ადასტურებს ადამიანის უფლებათა მექანიზმების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუფერხებელი შესვლის საჭიროებას. გალის რეგიონში მომხდარმა ბოლო ტრაგიკულმა ინციდენტმა დაგვანახა, თუ რა მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ჰქონდეს საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების მიერ უზრუნველყოფილ გამჭვირვალობას. ადამიანის უფლებათა კუთხით შემდგომ საერთაშორისო ჩართულობას და ანგარიშვალდებულებას შეუძლია ხელი შეუწყოს სიტუაციის შემდგომი გაუარესების თავიდან აცილებას“. – სალი მენსფილდი, ავსტრალიის ელჩი გაეროს ჟენევის ოფისში
„ძალზედ შემაშფოთებელი მოხსენებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილი დარღვევების შესახებ, ხაზს უსვამს ადამიანის უფლებათა სიტუაციის გამოსწორებისთვის დამოუკიდებელი მონიტორინგისა და ანგარიშგების საჭიროებას ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების მხრიდან, როგორიცაა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი. ამის საჭიროებაზე მეტყველებს ასევე ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში სიკვდილი”.- ჯულიან ბრეისვეითი, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი გაეროს ჟენევის ოფისში
-
ჩინეთში ქიმიური ქარხნის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ჩინეთში ქიმიური ქარხნის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა. დაშავებულია რამდენიმე ასეული ადამიანი. მათგან 94 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აფეთქებამ საცხოვრებელი სახლებიც დააზიანა. ადგილობრივი ხელისუფლების თქმიღთ, ეს საცხოვრებელი სახლები აღდგენას არ ექვემდებარება. ძიანსუს პროვინციაში მდებარე ქიმიურ ქარხანაში აფეთქება 20 მარტს მოხდა. ტრაგედიის დროს შენობაში თანამშრომლები იმყოფებოდნენ. აფეთქება იმდენად მძლავრი იყო, რომ სეისმოლოგებმა რეგიონში აფეთქებით გამოწვეული 2,2 მაგნიტუდის მიწისძვრა დააფიქსირეს.
-
ყაზახეთის დედაქალაქს ოფიციალურად ნურსულთანი ეწოდა
ყაზახეთის დედაქალაქს ოფიციალურად ნურსულთანი ეწოდა. ყაზახეთის პრეზიდენტმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ განკარგულება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა. შეგახსენებთ, რომ 20 მარტს ყაზახეთის ახალი პრეზიდენტი ინიციატივით გამოვიდა, ქვეყნის დედაქალაქ ასტანას სახელი გადაერქვას და ნაზარბაევის პატივსაცემად ნურსულთანი დაერქვას. ინიციატივას მხარი ქვეყნის პარლამენტმაც დაუჭირა .
-
ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში ჩამოდის
საქართველოში ნატოს გენერალურ მდივანი ჩამოდის. იენს სტოლტენბერგთან ერთად თბილისში მისი სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაიც ჩამოვა.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტოლტენბერგი თბილისში 24 მარტს ჩამოვა. ოფიციალურ შეხვედრებს კი 25 მარტს დაიწყებს.25 მარტს ნატო-ს გენერალური მდივანი მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.დაგეგმილია იენს სტოლტენბერგის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.ვიზიტის ფარგლებში, იენს სტოლტენბერგი „ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრსაც“ ეწვევა და ნატო–საქართველოს სწავლებას დაესწრება. ეს ნატოს გენერალური მდივნის მესამე ვიზიტია საქართველოში.