Category: არქივი

  • რუსეთს მოვუწოდებ გაიყვანოს ჯარები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან–ნატოს გენმდივანი

    ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ  დაუჭირა მხარი საქართველოს სუვერენტიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო რუსეთს მოუწოდებს უკან გაიყვანოს ჯარები  აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან, რომელიც საქართველოს რეგიონებია. 

    “ეს ორივე რეგიონი არის საქართველოს ნაწილი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ჩვენ არასოდეს სხვანაირად არ ვაღიარებთ მათ. პოლიტიკურ დიალოგში რუსეთთან მარტივი არა არის და დიდი პროგრესი არ არის ამ მიმართულებით. ნატო მხარს უჭერს მშვიდობიან მოლაპარაკებებს და კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომელიც არის საქართველოს რეგიონები”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

    კითხვაზე, შეიძლება თუ არა, საქართველო აფხაზეთის და ცხინვალის რეგინების გარეშე გახდეს ნატო-ს წევრი,  ის ასე პასუხობს:

    “ნატო-ს წევრებმა ცხადად თქვეს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით საქართველოს ჩვენი სტანდარტების დაკმაყოფილებაში, რეფორმების განხორციელბაში და იმაში, რომ მოემზადოს ალიანსის წევრობისთვის. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ნაწილზე დეტალერუად არ ვისაუბრებ ახლა, თუმცაღა ჩვენ გავაგრძელებთ დახმარებას საქართველოადმი ამ მიმართლებით”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს მის მიერ 2008 წელს აღებული ვალდებულება და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.

    “რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას. ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე სურათი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით. ჩვენ ვართ ერთგული ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის. ერთგული ვართ, რომ ეს კონფლიქტი უნდა გადაიჭრას მსოფლიო თანამეგორბობის ჩართულობით. მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ დავიწყოთ რეალიზცია იმ სამშვიდობო ინიციატივების, რომლებიც მომზადებულია საქართველსო მთავრობსი მიერ, რომ როგორმე შევაჩეროთ ის ჰუმანიტარული კატასტროფა, რაც ორივე რეგიონში არის”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

  • ქართულმა ოცნებამ შუალედურ არჩევნებში კანდიდატები დაასახელა

    ქართულმა ოცნებამ 19 მაისისთვის დანიშნულ მთაწმინდის მაჟორიტარულ არჩევნებში საკუთარ კანდიდატად ექიმი ლადო კახაძე დაასახელა. კახაძე წარსულში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეც იყო. დღესვე ქართულმა ოცნებამ 5 ქალაქის შუალედურ არჩევნებში მერობის კანდიდატები დაასახელა:
    ზუგდიდი – გიორგი შენგელია
    მარნეული – ზაურ დარგალი
    ზესტაფონი – გიორგი გოგლიჩიძე
    ხულო – ვახტანგ ბერიძე
    ჭიათურა – გივი მოდებაძე
    კანდიდატები ქართულმა ოცნებამ სპეციალურ ბრიფინგზე დაასახელა, რომელსაც წინ უძღვოდა ქართული ოცენების პოლიტსაბჭოს სხდომა ცენტრალურ ოფისში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.
  • ვინ არის მასწავლებლის გლობალური პრიზის გამარჯვებული, რომლის ფინალისტთა შორის ქართველი ლადო აფხაზავაც იყო

    მასწავლებელმა კენიის ერთ–ერთი სოფლიდან, რომელიც საკუთარი ხელფასის დიდ ნაწილს ღარიბი მოსწავლეების დასახმარებლად გასცემს, მასწავლებლის გლობალური ჯილდო (Global Teacher Prize) და ამ ჯილდოსთვის შესაბამისი პრემია – მილიონი დოლარი მიიღო, როგორც მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელმა.
    პიტერ ტაბიჩი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელი და ფრანცისკანელების ორდენის წევრია. ტაბიჩი ყოველთვიურად საკუთარი ხელფასის 80%–ს ყველაზე ხელმოკლე მოსწავლეების წიგნებსა და სასკოლო ფორმაში ხარჯავს. ამ ბავშვებიდან ბევრი ობოლია. მისი სკოლა სოფელ ნარუკუში მუდმივად საარსებო თანხების სიმცირეს განიცდის.
    ტაბიჩი ამბობს, რომ სკოლაში მასწავლებლები და სასკოლო ინვენტარი არ ყოფნით. თითო კლასში აქ საშუალოდ 70–80 ბავშვია. ბევრი ბავშვი ყოველ დილით სკოლამდე ფეხით ექვს კილომეტრს ან უფრო დიდ მანძილს გადის.“ფული ყვველაფერი არ არის“ – ამბობს პიტერი. მას იმედი აქვს, რომ ბავშვებს მეცნიერებას შეაყვარებს.

    ტაბიჩი იმ ოჯახებსაც ხშირად სტუმრობს, რომელთა ბავშვები გაკვეთილებზე არ დადიან და მშობლებს, რომლებიც არასრულწლოვანი გოგოების გათხოვებას აპირებენ, არწმუნებს, რომ მათ სკოლის დამთავრების უფლება მისცენ.
    მის მოსწავლეებს არაერთი ჯილდო აქვთ მიღებული ნაციონალურ და საერთაშორისო სამეცნიერო კონკურსებში.

    მასწავლებლის გლობალური პრიზის ფონდ Varkey Foundation – ის მიერ ყოველწლიურად გაიცემა.ჟიური 150 ადამიანისგან შედგება.

    პრიზის მიზანი მისი დამფუძნებლის, ინდოელი ბიზნესმენის სანი ვარკის თქმით მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის გაზრდა და იმ ადამიანების შთაგონებაა, ვისაც მასწავლებლობა უნდა.

    წელს გამარჯვებული ათი ათასზე მეტი პრეტენდენტიდან აირჩიეს, რომლებიც 179 ქვეყნიდან იყვნენ წარმოდგენილი. ათ ფინალისტს შორის ქართველი მასწავლებელი, სოფელ ჩიბათის საშუალო სკოლის პედაგოგი ლადო აფხაზავაც იყო.

  • ნატოს გენერალური მდივანი საქართველოშია

    ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოში 24 მარტს ჩამოვიდა. გენერალურ მდივანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე,საქართველოში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი და პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი.
    ნატო-ს გენერალური მდივანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს: საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან პარლამენტის თავმჯდომარეთნ და პარლამენტის წევრებთან.
    იენს სტოლტენბერგი ასევე ეწვევა ნატო-ს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს და დაესწრება მის მიერ ორგანიზებულ ნატო-საქართველოს სწავლებას.
    სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოში 25 მარტს დასრულდება.
  • ფილიპინების სანაპიროზე გამორიყული ვეშაპის მუცელში 40 კგ პოლიეთილენის პარკი აღმოჩნდა

    ფილიპინების სანაპიროზე ზღვამ მკვდარი ვეშაპი გამორიყა. მეცნიერებმა სიკვდილის მიზეზი მხოლოდ მისი გაკვეთის შემდეგ დაადგინეს. ვეშაპის მუცელში 40 კილოგრამი პოლიეთილენის პარკი აღმოჩნდა რაც მისი სიკვდილის მიზეზი გახდა.

    ბიოლოგი დერელ ბლეთჩლი ამბობს, რომ 10 წლის განმავლობაში მას და მის კოლეგებს დათვალიერებული აქვთ ზღვისგან გამორიყული დელფინები და ვეშაპები, 57 მათგანის სიკვდილის მიზეზი კი სწორედ პოლიეთილენის პარკი გახდა.

    გასულ წელს ტაილანდის სანაპიროზე ვეშაპის მუცელში 8 კილოგრამი პოლიეთილენის პარკი აღმოჩნდა. სტატისტიკის მიხედვით წლიურად 300 მდე ზღვის ბინადარი იღუპება პოლიეთილენის პარკებით.

  • ტვერელის ეკლესის ქვეშ დეველოპერი კლდეს თხრის. მორღვეულია ეკლესიის ჯებირი

    წმინდა მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესიის ქვეშ, მთაწმინდის ძირში, ზალდასტანიშვილის ქუჩის მიმდებარედ “მკ დეველოპმენტი“ კორპუსის მშენებლობას იწყებს. მშენებლობის დაწყებამდე დეველოპერმა ტვერელის ეკლესიის ქვეშ კლდის ნგრევა დაიწყო და ეკლესიის ქვედა მხარეს ჯებირიც მოანგრია. მშენებლობას აპროტესტებს ზალდასტანიშვილის ქუჩის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ მშენებლობის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სახლებს საფრთხე ემუქრება. მაღალსართულიანი კორპუსის ასაშენებლად პროექტი ნიადაგის 15 მეტრის სიღრმეზე გათხრას ითვალისწინებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამით მთაწმინდის მთის რელიეფი სრულად იცვლება და ამ ტიპის მშენებლობა ამ ტერიტორიაზე დაუშვებელია, რადგან რელიეფი მოძრავი ქანებისგან შედგება.

    მშენებლობა დაუშვებლად მიაჩნიათ ხელოვნებათმცოდნეებსა და ურბანისტებს, რადგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან ასეთ ახლო მანძილზე , ტურისტულ ზონაში ამ ტიპის მშენებლობა კანონით აკრძალულია, თუმცა მშენებლობაზე სამშენებლო ნებართვა 2018 წლის 17 ოქტომბერს არის გაცემული.


    ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციების გამართვას და მშენებლობის სასამართლოს გზით გაჩერებას გეგმავს.

    მშენებლობის მიმდებარედ, ზალდასტანიშვილის ქუჩაზე ცხოვრობს მწერალი ლაშა ბუღაძე, რომელიც ამ პროცესს ფეისბუქ სტატუსით ეხმაურება:

    “ვფიქრობ, აქციები უნდა დავიწყოთ ამ ბარბაროსების შესაჩერებლად, თორემ მთაწმინდა კლდიან-ტვერელიანად ჩამოგვემხობა თავზე! სად არიან მთაწმინდის დეპუტატობის კანდიდატები? მხოლოდ “წესიერებისა და პატიოსნების” გამო არჩევა უკვე წლებით გამოცდილი აბსტრაქციაა და პირადად ჩემთვის სულაც არ არის საკმარისი: კონკრეტულად როგორ და როდის დაიცავთ მთაწმინდას? სად ხართ? აი, ესაა თქვენი მთაწმინდა, რომელიც აღარც არსებობს რეალურად! ან ტვერელის წინამძღვარს რატომ ჩაუგუბებია პირში წყალი? – თუ უკვე გაურიგდა “ინვესტორს” გაყუჩების სანაცვლოდ?!“ – წერს ლაშა ბუღაძე.

  • “პრემიერი იდიოტი.პრეზიდენტი შუბაში ჩაცმული ნაფტალინიანი ქალი. აყროლდა ყველაფერი“–გვარამიას რადიკალური ვიდეომიმართვა

    რუსთავი ორის დირეტორი, ნიკა გვარამია, რომელიც ათი დღის მანძილზე არც ეთერში და არც საჯაროდო არ გამოჩენილა ფეისბუქის ლაივში ვიდეო–სელფით ჩაერთო და ამ პერიოდის მანძლზე ქართულ პოლიტიკაზე საკუთარი დაკვირვებები ჩამოაყალიბა:

    “არ ვყოფილვარ დიდი ხანია არც ეთერში, არც საერთოდ ქუჩაში და მინდა რომ რაღაც განაცხადები გავაკეთო.  ათი დღეა გადაბმულად არ ვწოლილვარ ბავშვობის მერე. გადაბმულად ვუყურებ ათი დღეა რა ხდება ქარულ პოლიტიკაში და უნდა ვთქვა, რომ უმურტლესი ამბავია. ეგეთი ჭაობი და გოიმობა, რაც ეხლა არი ქართული პოლიტიკა მე არასოდეს არ მინახავს არსად. რას ლაპარაკობდა საქართველეოს მთავრობა, რა ტექსტები გამოსიოდათ პირიდან იუსტიციის, შს მინისტრს, პრემიერ მინისტსრს.  საოცარი პრემიერ მინისტრი გვყავს. გარეგნობითაც კი აჩვენებს რომ იდიოტია. ადამიანი იქცევა როგორც სრული უმწიფარი იდიოტი, შემოულაწუნე ნატვრის ხიდან… რამდენი წლისაა, საიდან მოვიდა, ვისთან არის. საქართველოს პრემიერ მინისტრი არის საქართველოს სირცხვილი. ეგეთი ბანძი პრემიერ–მინისტრი არასოდეს არ გვყოლია. ეგეთი ბანძი, არაკვალიფიციური, არცერთ ენაზე ნორმალურად მოლაპარაკე. აი ესეთი ხალხი არის დღეს მთავრობაში. არ მაინტერესებს ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. ეს კონტექსტი გადავდოთ. ესენი როგორ უნდა წარმოადგენდნენ ჩემი შვილების ინტერესს სადმე. ეგეთი ფარჩაკობა არ მინახავს.

    დეპრესია დამემართა იმის გამო, რომ ქვეყანაში არის კანალიზაცია ჩვეულებრივი. სალომე ზურაბიშვილი საერთოდ ცალკე მდგომი მოვლენაა.წარმოუგენელი, შუბაში ჩაცმული ნაფტალინიანი ქალი. იდიოტი, არაფრისმცოდდნე.ჩვენი ბანძობა და საზოგადოების  ფარჩაკობაა, რომ რახან პარიზიდან ჩამოვიდა სვეტია. ჩვეულებრივი დებილია. ასე რადიკალურად ვილაპარაკებ აწი…

    გადავწყვიტე რომ რადიკალური შეფასებები უკვე საჭიროა, იმტომ რომ აყროლდა ყველაფერი დიდი ბოდიში. ვინმე სახლობანას რომ თამაშობს აქ და ამ დროს ქვეყანას ბოდიში და დედა რომ მოე..ნა მაწუხებს ეს. არადა ქვეყანას დედა მოე..ნა, ვაღიაროთ.

    ვერანაირი შთაბეჭდილება ვერც ოპოზიცია  მოახდინა. ის ოპოზიცია, როგორსაც პარლამენტში ვუყურე მე როგორც მინისტრს ვერ შემაშინებს, ანგარიშსაც არ გავუწევ. არასერიოულია. რომან გოცირიძის ამდენი ხუმრობა არასერიოზულია. რა არის სახუმარო წულუკიანის ჰააგასთან მიმართებით? რა სამინისტროს დავარქვათ თეა, რა ძაღლები იღიმებიან? რაზე ლაპარაკობთ, რისთვის აგირჩიეთ, ის ოპოზიცია ვისაც მე ხმა მივეცი? რომ ეს მოვისმინო?
    ან საზოგადოება გამოფხიზდება და იტყვის, რომ ასე არ შეიძლება გაგრძელება, ან საზოგადოება ვერასდროს ვერ გამოფხიზლდება , არის ტერმინალურ სტადიაში, კვდება.“–  ამბობს გვარამია.