Category: არქივი

  • “ვინმე მაინც ჩავიდეს ამ ხალხთან, სერგეენკო გაყინული სახით რომ ლაპარაკობს” -ელენე ხოშტარია

    პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია სოციალური მუშაკების გაფიცვას გამოეხმაურა და ხელისუფლებას აქციის მონაწილეებთან კომუნიკაციისკენ მოუწოდა.  ხოშტარიას თქმით, პარლამენტი უნდა ჩაერიოს ამ პროცესში , რათა მოხდეს ამ ადამიანების კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან.

    “ეს ადამიანები არ იმსახურებენ ამ იგნორირებას, ისინი მთელი დღეა ითხოვენ,ვინმე ჩავიდეს დაელაპარაკოს,ჯერჯერობით რეაგირება არ ყოფილა, ეგებ მიმართოთ მთავრობას, რომ კომუნიკაცია მოხდეს, ვიღაცა დაელაპარაკოს.

    კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ხოშტარიას უპასუხა, რომ სოციალური მუშაკების მოთხოვნები სამართლიანია, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები ამ სფეროში პრობლემების მოსაგვარებლად 2020 წლიდან გადაიდგმება.

  • ხანძარს თბილისში მსხვერპლი მოჰყვა

    თბილისში, გორგასლის ქუჩაზე ხანძარს, მსხვერპლი მოჰყვა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. გაჩენილ ხანძარს ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა.

    უწყების ცნობით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 30 მ² ფართობი.

    ადგილზე მუშაობს 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

  • “სანამ გადაწვავს პარლამენტს, ეგებ უშველოს მისმა პატრონმა”-ბესელია კობახიძეზე

    “სანამ გადაწვავს პარლამენტს, ეგებ უშველოს მისმა პატრონმა და ივანიშვილმა ისევ ჩაკიდოს ხელი და ასე ხელჩაკიდებულმა იარონ, ოღონდ “ნაციონალურ მოძრაობასაც” და მასთან ხელჩაკიდებულ კობახიძესაც ძალიან მალე დავასრულებ”- ასე პასუხობს დეპუტატი ეკა ბესელია, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ეკა ბესელიას დახმარების ხელი უნდა გაუწოდოს.
    ეკა ბესელიას თქმით, კობახიძე ცდილობს შეინარჩუნოს პარლამენტის თავმჯდომარის  პოსტი, საკითხი მწვავედ დგას და ამ მიზნით გაურიგდა, როგორც ყოფილ ხელისუფლებას, ასევე წინა რეჟიმის ჯალათებს.
    “კობახიძემ სწორედ იმიტომ, რომ შეენარჩუნებინა თანამდებობა, რაც ფაქტობრივად ისედაც დაკარგული აქვს, არამარტო “ნაციონალურ მოძრაობას” და “ევროპულ საქართველოს”გაუწოდა ხელი, არამედ ადეიშვილის და სააკაშვილის ჯალათებსაც ბოლომდე გაუწოდა ხელი. ჯალათებისა და მოძალადეებისთვის გაწვდილ ხელს მე არასდროს მივიღებ. დავასრულე კობახიძე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე. დავასრულე იმ სხდომაზე, როდესაც ხელჩაკიდებული მოიყვანა პარტიის თავმჯდომარემ და არ მივიღე მისი ბოდიში, რომელიც იმიტომ მოიხადა, რომ თანამდებობა არ დაეტოვებინა. ახლა დარჩენილია მისი ფორმალური წასვლის საკითხი და სანამ გადაწვავს პარლამენტს, ეგებ უშველოს მისმა პატრონმა და ივანიშვილმა ისევ ჩაკიდოს ხელი და ასე ხელჩაკიდებულმა იარონ, ოღონდ “ნაციონალურ მოძრაობასთან” და მასთან ხელჩაკიდებულ კობახიძესაც ძალიან მალე დავასრულებ”, – განაცხადა ბესელიამ.
  • ნათია მეზვრიშვილი – “დანაშაული ხდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორია პოლიციის რეაგირება”

    “ყველაფერი შესანიშნავად არ არის, დანაშაული ხდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორია პოლიციის რეაგირება”-  ამიოს შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ქვეყანაში დანაშაულის ზრდის სტატისტიკასთან დაკავშირებით განაცხადა.

    მეზვრიშვილის თქმით,  აქცენტი ხშირად კეთდება, რომ დანაშაული მოხდა, თუმცა პოლიციის მხრიდან მასზე რეაგირება, ყურადღების მიღმა რჩება, სინამდვილეში კი გახსნის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.

    „აბსოლუტურად ყველა გახმაურებული ფაქტი გაიხსნა, დამნაშავეები დაკავებულნი არიან და მათ სასჯელი ელოდებათ. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ დაუსჯელი არც ერთი ქმედება არ რჩება, ამიტომ, დანაშაულს თუ ჩაიდენთ, შს სამინისტროს მხრიდან რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

    „ციფრებში ზრდა გვაქვს, ამის მიზეზებზე არაერთხელ ვისაუბრეთ, ზოგ შემთხვევაში მიზეზი არის აღრიცხვიანობის გაუმჯობესება, ზოგ შემთხვევაში მართლა პრობლემაა. საკანონმდებლო დონეზე ბევრი რამ გავასწორეთ, პრაქტიკაში ამის აღსრულება ხდება”,- აღნიშნა მეზვრიშვილმა.

    მინისტრის მოადგილე  მიიჩნევს, რომ საგანგაშო არაფერი ხდება.

    „ჩვენ თუ ამ ისტერიკაზე დავაფუძნებთ სისხლის სამართლის პოლიტიკას, გამოვვარდებით და ვიტყვით, რომ კატასტროფული მდგომარეობაა და მოდი ახლა ნულოვანი ტოლერანტობა იყოს ყველა დანაშაულთან მიმართებით, ვიტრიალებთ იგივე წრეზე და გავა წლები და პრობლემა იგივე იქნება. ამიტომ, არ გვინდა ეს გავაკეთოთ, ნაბიჯ-ნაბიჯ რეფორმებით, საქმიანობის ხარისხობრივი გაუმჯობესებით, ახალი კანონების მიღებით, სანქციების გამკაცრებით ვცდილობთ ამ პრობლემის მოგვარებას”,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

  • სკოლების შემოწმება პოლიტიკური ნიშნით-ISFED კერზაიას საქმეზე

    26 მარტს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) სპეციალური ანგარიში წარადგინა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პერიოდში განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის ინსპექტირების სამსახურის მიერ ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში განხორციელებული ინსპექტირების შესახებ.
    ანგარიშის მიხედვით, ზუგდიდის მე-6 სკოლის ინსპექტირება ია კერზაიას მიმართ განხორციელებული  პოლიტიკური დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავდა.
    ორგანიზაცია ინსპექტირების ბუნდოვან კრიტერიუმებსა და შემოწმების წინასაარჩევნო გარემოში განხორციელებაზე ამახვილებს ყურადღებას.

    საქმის ირგვლივ არსებული გარემოებების შემოწმებისა და მათი შეფასებიდან გამომდინარე „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ სამინისტროს მიერ ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში განხორციელებულ ინსპექტირებაში, სავარაუდოდ, იკვეთება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნები. მოქალაქის განცხადების განხილვისა და შემოწმების დაწყების შემჭიდროებული ვადები, ინსპექტირების ფორმა, გამოცემული დასკვნა და გაცემული რეკომენდაციები აჩენს ეჭვებს ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული და შერჩევითი მიდგომის თაობაზე.ანგარიშში ISFED ყურადღებას ამახვილებს ინსპექტირების მარეგულირებელ აქტებში ბუნდოვან კრიტერიუმებზე, ინსპექტირების დაწყების ბუნდოვან საფუძველზე, ინსპექტირების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საეჭვო ვადებზე, ინსპექტირების პროცესუალურ დაღრვევებზე. გარდა ამისა, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ინსპექტირების დაკსვნაში მოყვანილი შეფასებები გადაჭარბებულია, ხოლო გაცემული რეკომენდაციები ვერ პასუხობს სკოლის წინაშე მდგარი რეალური გამოწვევების გადაწყვეტას.

    „სამართლიანი არჩევნები“ აღნიშნავს, რომ 2018 წელს სამინისტრომ ჯამში 7ინსპექტირება განახორციელა, რომელთაგან 6 ნოემბრის თვეში – საპრეზიდენტო არჩევნების პირველსა და მეორე ტურს შორის პერიოდში ჩატარდა. სამინისტროში ნოემბრის თვეში ჩატარებული ინსპექტირებებიდან – 3 სამეგრელოს რეგიონში მდებარე სკოლებში განხორციელდა. ამასთან, 8 ნოემბერს სამინისტროში განცხადებები ერთდროულად 3 სკოლის შესახებ შევიდა, რომელთა შორის ერთ-ერთი ზუგდიდის #6 საჯარო სკოლა იყო. სამივე მათგანთან დაკავშირებით, განათლების სამინისტრომ ინსპექტირების დაწყებაზე გადაწყვეტილება იმავე დღეს – 8 ნოემბერს მიიღო. იმ ფონზე, როდესაც განათლების სამინისტროს 2018 წლის თებერვლის შემდეგ ინსპექტირების ჩატარების არცერთი გადაწყვეტილება არ მიუღია, გაუგებარია, როგორ მოხდა სამი სხვადასხვა სკოლის ინსპექტირების შესახებ გადაწყვეტილების ერთ დღეში მიღება, რაც ძალიან მცირე დროს წარმოადგენს სამინისტროს მსგავსი დაწესებულებისთვის განცხადების შესასწავლად და მინისტრის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად.

    საეჭვო ვადების გარდა, ბუნდოვანია ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში ინსპექტირების დაწყების საფუძველიც. არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ არ არსებობს მოქალაქე, რომლის სახელით,გვარითა და მისამართით სამინისტროში შევიდა განცხადება ზუგდიდის #6 სკოლის დირექტორის წინააღმდეგ. იმ შემთხვევაში, თუ სამინისტრომ ჩაიბარა და ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო განცხადებაზე, რომელიც არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით სავალდებულოდ დადგენილ რეკვიზიტებს, იკვეთება სამსახურებრივი გულგრილობის ნიშნები. მეორე მხრივ, თუ განმცხადებელი მოქმედებდა სხვისი სახელითა და გვარით და განცხადებაზე გააყალბა ხელმოწერა, მისი ქმედება წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. თუ სამინისტრომ ანონიმური განცხადების საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და მის საფუძველზე ჩაატარა სკოლაში ინსპექტირება, ეს ქმედება ეწინააღმდეგება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრულ იმპერატიულ მოთხოვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს ჩატარებული ინსპექტირების კანონიერებას.

    ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი დარღვევების, მათ შესახებ ია კერზაიას მიერ ინსპექტირების დაწყებამდე შესაბამის უწყებებთან გაგზავნილი წერილების და ინსპექტირების შემდეგ სამინისტროში წარდგენილი ახსნა-განმარტების ბარათის შესწავლა ცხადყოფს, რომ გამოვლენილი დარღვევებიდან: სანიტარულ-ჰიგიენური პრობლემების შესახებ ინსპექტირების დაწყებამდე თავად სკოლის დირექტორი ითხოვდა დახმარებას; ქონების განკარგვის საკითხში იჯარის ხელშეკრულებებთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრა უკვე დაწყებული იყო; ლიცენზიის მოქმედების ვადაგასულ აუდიტორულ ფირმასთან თანამშრომლობის საკითხი კი არ წარმოადგენდა უნიკალურ პრობლემას მხოლოდ ზუგდიდის #6 სკოლისთვის, რადგან სამეგრელოს რეგიონის სკოლების დიდი ნაწილი იმავე ფირმის აუდიტის მოსმსახურებით სარგებლობდა, მათ შორის ზუგდიდის #6 სკოლაში ინსპექტირების შემდეგაც – 2019 წლის იანვარში. ამასთან, ინსპექტირების სამსახურის დასკვნაში გათვალისწინებული არ არის სკოლის დირექტორის ახსნა-განმარტება ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად სკოლის მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებებისა და სამომავლო ნაბიჯების თაობაზე.

    ინსპექტირების დასკვნასთან დაკავშირებით, „სამართლიანი არჩევნები“ აღნიშნავს, რომ დოკუმენტის ტონი და გაცემული რეკომენდაციები ორიენტირებულია სკოლაში აღმოჩენილი დარღვევების დრამატულად წარმოჩენაზე. საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად ცალსახად იკვეთება, რომ სამინისტროს შიდა აუდიტის ინსპექტირების სამსახურის დასკვნა და მის საფუძველზე გაცემული რეკომენდაციები ორიენტირებული არ არის სკოლის, როგორც სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესრულების გაუმჯობესებაზე, რაც შიდა აუდიტის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს არ შეესაბამება. შიდა აუდიტმა აღმოჩენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით საკუთარი რეკომედაციებით შესაბამის თანამდებობის პირებს დახმარება უნდა გაუწიოს ეფექტური კონტროლის გაძლიერების მექანიზმების დანერგვაში, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა. ამის სანაცვლოდ, ინსპექტირების დასკვნის მიხედვით, დაფიქსირებული დარღვევების საფუძველზე სამეურვეო საბჭოს უნდა ემსჯელა სკოლის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვის შესახებ. აღნიშნული რეკომენდაცია მიმართული არ არის დარღვევების გამომწვევი მიზეზების მოგვარებისკენ და ის ორიენტირებულია მხოლოდ სკოლის და მისი დირექტორის დასჯაზე.

    „სამართლიანმა არჩევნებმა“ შეისწავლა ასევე ის სამართლებრივი აქტები, რომლითაც საჯარო სკოლებში ინსპექტირების პროცესი რეგულირდება. აღმოჩნდა, რომ შიდა აუდიტის დებულებით არ არის დადგენილი ის ძირითადი სტანდარტები, მეთოდოლოგია და ვადები, რომლითაც შიდა აუდიტის დეპარტამენტი ხელმძღვანელობს ინსპექტირების პროცესში. ანალიზის შედეგად იკვეთება, რომ საჯარო სკოლების ინსპექტირება ბუნდოვან კრიტერიუმებზეა დაფუძნებული, რაც ფართო დისკრეციას უტოვებს ინსპექტირების განმახორციელებელ პირებს.

    #6 სკოლაში სამინისტროს მიერ ჩატარებული საეჭვო ინსპექტირების გარდა #7 საჯარო სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელზე, ნათელა ხორგუანზე სავარაუდოდ ზუგდიდის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის მიერ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა და მისი სამსახურიდან გათავისუფლება, სოფელ კორცხელის საჯარო სკოლაში პედაგოგებზე განხორციელებული ზეწოლა და „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მიერ ამავე მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებაში აღმოჩენილი ე.წ. “მხარდამჭერთა სიების“ შეგროვების პროცესი ნათლად მიუთითებს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტურების წინასაარჩევნო პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო დაწესებულებებში პოლიტიკური ნიშნით ზეწოლას და მუქარას სისტემური ხასიათი ჰქონდა.

    აღნიშნული გარემოებების შესწავლის შედეგად, „სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს:

    მთავარ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიებაზუგდიდისსაგანმანათლებლო რესურს ცენტრის, კახაბერ ფარცვანიას მიერ 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში დისკრიმინაციის ნიშნით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე;
    დროულად, სრულყოფილად და საფუძვლიანად გამოიძიოს ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში განხორციელებული ინსპექტირების ფაქტი და სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სამოხელეო დანაშაული.
    საქართველოსგანათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს:

    შეიმუშავოს ინსპექტირების სტანდარტები და მეთოდოლოგია, რომლითაც შიდა აუდიტის დეპარტამენტი საჯარო სკოლებში სავარაუდო დარღვევის ფაქტების შესწავლისას ისარგებლებს. აღნიშნული აუცილებელია ინსპექტირების კანონიერად და ობიექტურად განსახორციელებლად, რაც გაზრდის ინსპექტირების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ ნდობას და ასევე მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხს;
    წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, თავი შეიკავოს სკოლებში ინსპექტირების განხორციელებისგან.
    სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ ზუგდიდის #6 სკოლაში განხორციელებული ინსპექტირების შესახებ ანგარიში მოამზადა საქართველოს განათლების, მეცნეიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან საჯარო ინფრომაციის გამოთხოვის, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და ინსპექტირების პროცესში არსებული წარმოების მასალების ანალიზის, ასევე, ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის თანამშრომლებთან ინტერვიუების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სამინისტრომ „სამართლიან არჩევნებს“ საჯარო ინფრორმაცია კანონით დადგენილი ვადების დარღვევით მიაწოდა და ნაწილი ინფორმაციის მიღება შესაძლებელი გახდა მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის შემდეგ.

  • “სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დასაშვები იქნება მხოლოდ მშობლის თანხმობით”-სოფო კილაძე

    “სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დასაშვები იქნება მხოლოდ და მხოლოდ მშობლის თანხმობით” – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ კომიტეტის სხდომაზე “ბავშვის უფლებათა კოდექსზე”საუბრისას განაცხადა.

    კილაძის თქმით, ამ კოდექსის ანტიეროვნულობასთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა დარჩეს.

    „ჩვენ პირველად შემოგვაქვს საკანონმდებლო დონეზე, რომ ჩვენი შვილები მაღალი ზნეობრივი ღირებულებებით უნდა აღვზარდოთ. ასევე, სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დასაშვები იქნება მხოლოდ და მხოლოდ მშობლის თანხმობით. ასევე, თუ ოჯახი მოითხოვს კონკრეტულ შემთხვევაში, მართლმადიდებლურ ეკლესიას და სხვა კონფესიებს, ვისაც მოითხოვს კონკრეტული ოჯახი, მათ უფლება ექნებათ ჩაერთონ და კონსულტაციები გაიარონ ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით. უბრალოდ მინდა ვკითხო საზოგადოებას – ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ანტიეროვნული? – რა თქმა უნდა, არ შეიძლება. აქ არის კონკრეტული გარანტიები ჩადებული იმისა, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რაც სჭირდება ოჯახების გაძლიერებას, ჩვენი ბავშვების კეთილდღეობას.

    მზად ვარ, ნებისმიერ ადამიანთან გავიარო კონსულტაციები, აქაც შეუძლიათ მობრძანდნენ კომიტეტის სხდომაზე, რომ არ დარჩეს კითხვები ამ კოდექსის ანტიეროვნულობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კილაძემ.

  • NASA-მ ქალი ასტრონავტებით დაკომპლექტებული ჯგუფის კოსმოსში გამგზავრება გადადო

    NASA-მ ასტრონავტებით დაკომპლექტებული ჯგუფის კოსმოსში გამგზავრება გადადო

    ღია კოსმოსში ასტრონავტი ქალების, ენი მაკლეინის და კრისტინა კოჰის ფრენა გადაიდო. მიზეზი კი ის გახდა, რომ  კოსმოსში გასაშვები  შესაბამისი სკაფანდრის მომზადება ვერ მოხერხდა, ამის შესახებ ნასამ გუშინ განაცხადა.

    როგორც NASA-ში აღნიშნავენ, კოსმოსში პირველი ფრენის შემდეგ, ენი მაკლეინმა გადაწყვიტა, რომ მას საშუალო ზომის სკაფანდრი ერგება, მაგრამ 29 მარტამდე მხოლოდ ერთი საჭირო ზომის სკაფანდრი შემუშავდა, რომელიც მხოლოდ კრისტინა კოჰისთვის იყო განკუთვნილი.

    უპრეცედენტო მოვლენა 29 მარტს იგეგმებოდა, ღია კოსმოსში პირველად უნდა გაფრენილიყვნენ მხოლოდ ქალი კოსმონავტები.როდემდე გადაიდო ისტორიული ფრენა ჯერჯერობით უცნობია.
    პირველი ქალი კოსმონავტი სვეტლანა სავიტსკაია იყო. როიტერის ინფორმაციით, კოსმოსში 500-ზე მეტი ადამიანია ნამყოფი, აქედან ქალების რაოდენობა მხოლოდ 11 %-ია.

  • “ბიძინა ივანიშვილი კი არ დგას ჩვენს გვერდით, ჩვენ ვდგავართ ბიძინა ივანიშვილის გვერდით”-ირაკლი კობახიძე

    ბიძინა ივანიშვილი კი არ დგას ჩვენს გვერდით, ჩვენ ვდგავართ ბიძინა ივანიშვილის გვერდით -ასე უპასუხა  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, გუნდში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. ჟურნალისტებმა კობახიძეს ჰკითხეს, შექმნილ ვითარებაში დგას თუ არა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მის გვერდით.

    „ბიძინა ივანიშვილი კი არ დგას ჩვენს გვერდით, ჩვენ ვდგავართ ბიძინა ივანიშვილის გვერდით, იმიტომ რომ ის არის პარტიის ლიდერი. აქ არის ძალიან მარტივად ყველაფერი და სხვა ალტერნატივა ბუნებრივია ამას არ აქვს. როცა გუნდს ჰყავს ლიდერი, ბუნებრივია, გუნდის წევრები უნდა დადგნენ გუნდის ლიდერთან ერთად. ეს არის რეალური სურათი და ამას ბუნებრივია, შეტრიალება არ სჭირდება და არასწორია ამ სურათის შეტრიალება, იმიტომ რომ რეალური სურათი არის ის, რომ გუნდის წევრები უნდა დადგნენ გუნდის ლიდერის გვერდით, იმიტომ რომ ის არის ლიდერი გუნდში,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • დეკანოზი გიორგი მამალაძე სამარხვო საკვებს მოითხოვს

    დეკანოზი მამალაძე ციხის საავადმყოფოში საკვების მიღებაზე უარს ამბობს, რადგან ციხის პერსონალი მას მხოლოდ არასამარხვო საკვებს აწვდის, მსჯავრდებული დიდი მარხვის გამო, სამარხვო საჭმელს ითხოვს. დეკანოზის ძმა  თორნიკე მამალაძე კი მსჯავრდებულის სხვა დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვს, სადაც პატიმარს სათანადო პირობები ექნება შექმნილი სამკურნალოდ და სიცოცხლის შესანარჩუნებლად.
    დეკანოზი მამალაძე გუშინ მისმა ადვოკატმა დავით ჯანდიერმა მოინახულა.ადვოკატის  თქმით, მას მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება მაგალითად, მას არ აქვს გათბობა, ცხელი წყალი. ჯერჯერობით უცნობია, შეიწყალებენ თუ არა ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა.