Category: არქივი

  • ოცნების შავი სია: ვის გარიცხვას სთხოვდა კობახიძე ივანიშვილს

    ზაზა პაპუაშვილი, ნუკრი ქანთარია, გედევან ფოფხაძე, რომან კაკულია, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე– ეს არის იმ დეპუტატების სია, რომელთა ოცნებიდან გარიცხვას გედევან ფოფხაძის ინფორმაციით პარლამენტის თვმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს სთოვდა. საბოლოოდ აქედან გარიცხული მხოლოდ დავით ჭიჭინაძე აღმოჩნდა, გედევან ფოფხაძემ კი ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ ქართული ოცნება თვითონ დატოვა.
    ე.წ. შავი სია გედევან ფოფხაძემ სატელევიზიო ეთერში გაასაჯაროვა. მისი თქმით, ვიდრე ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დაბრუნდებოდა, მასთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ზაზა პაპუაშვილი, ნუკრი ქანთარია და თავად გედევან ფოფხაძე. “ოცნების” ყოფილი დეპუტატი აცხადებს, რომ სწორედ ამ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას ირაკლი კობახიძე 6 დეპუტატის გარიცხვას სთხოვდა და მათ შორის იყვნენ როგორც შეხვედრის მონაწილეები, ასევე რომან კაკულია, ლევან კობერიძე და დავით ჭიჭინაძე.
    შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, ნუკრი ქანთარია დღეს ამ საუბარს ვერ იხსენებს, თუმცა აცხადებს, რომ გამორიცხული არ არის გედევან ფოფხაძეს მსგავსი ინფორმაცია სხვა წყაროებიდან ჰქონოდა, რადგან მაშინ დაპირისპირება უმრავლესობაში საკმაოდ მწვავე იყო.
    “ბატონ ბიძინას შევხვდით, მაშინ ის არ იყო მოსული პოლიტიკაში. შევხვდით წმინდა ახლობლური თვალსაზრისით, როგორც დამფუძნებელთან და ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. მაგრამ მე არ მახსენდება ახლა ნამდვილად რომ მან გვითხრა, რომ აი კობახიძე მეუბნება, რომ თქვენ გასარიცხ სიაში ხართო. არ არის გამორიცხული იმიტომ, რომ მახსოვს კობახიძე ტელევიზიით ამბობდა, რომ ამ ხალხს რაღაც პარტიული სასჯელი უნდა დაეკისროს თუ რაღაც ამდაგვარს. ახალ ზუსტად არ მახსოვს. მაგრამ იქ რომ ამაზე ყოფილიყო საუბარი ამას ვერ დავადასტურებ, იმიტომ რომ მართლა არ მახსენდება. შეიძლება გედიმ სხვა წყაროდან ეს იცის და ეს არ იყო მაშინ გამორიცხული იმდენად მწვავე იყო ურთიერთდაპირისპირება,“-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
    კიდევ ერთი დეპუტატი ვის გარიცხვასაც გედევან ფოფხაძის მტკიცებით ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილს სთხოვდა, რომან კაკულიაა. მან დღეს
  • “ისღა დაგვრჩენია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა სხვა ადამიანის პირადი ცხოვრება დავიცვათ”-თეა წულიკიანი

    “ისღა დაგვრჩენია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა სხვა ადამიანის პირადი ცხოვრება დავიცვათ” – თეა წულუკიანი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების თემას ეხმაურება, 

    იუსტიციის  მინისტრი ამბობს, რომ არ უნდა იწვევდეს საზოგადოების უკმაყოფილებას ის ფაქტი, რომ გამავრცელებლების დაკავება ხდება და ყველამ უნდა დავიცვათ სხვისი პირადი ცხოვრება.

    “პირი ვისზეც ეჭვი არსებობს, რომ ღამით მან გაავრცელა ეს კადრები დაკავებულია. ეს არის დანაშაული და საზოგადოებამაც გაკიცხოს ეს საქციელი იმიტომ, რომ პირადი ცხოვრება არის დაცული ღირებულება, ამას იცავს კონსტიტუცია, ამას იცავს ჩვენი კანონი. ისღა დაგვრჩენია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა სხვა ადამიანის პირადი ცხოვრება დავიცვათ. როდესაც არ ხდება ამის დაცვა ინდივიდების მიერ იქ უკვე ერევა საგამოძიებო ორგანო ხდება დაკავება, ხდება სისხლის სამართლებრივი დევნა და ეს არ უნდა იწვევდეს რაიმე სახის უკმაყოფილებას,”-განაცხადა თეა წულუკიანმა.

    პირი ,რომელიც სამართლდამცველებმა გუშინ გვიან ღამით აიყვანეს, სამართალდამცველი უწყების ინფორმაციით, კადრების გავრცელების პირველწყარო იყო. 19 წლის მირიან მჟავანაძე ბათუმთან ახლოს სოფელში აიყვანეს.

  • პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე დაკავებული პირი სრულწლოვანია

    გასულ ღამეს ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტში გავრცელებაზე დაკავებული პირი სრულწლოვანი აღმოჩნდა, ამის შესახებ ინფორმაციას კურიერი ავრცელებს.

    დაკავებული პირი მირიან მჟავანაძეა. ის  ბათუმში აიყვანეს. უცნობია, რა მოტივით გაავრცელა მან ფარული კადრები. დაკავებულის მამა ამბობს, რომ არ იცის, როგორ მოხვდა მის შვილთან დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა და  არც იმის შესახებ აქვს ინფორმაცია, როგორ, ან რა მიზნით გავრცელდა მისი შვილის IP მისამართიდან ფარული ვიდეოკადრები.

    დაკავებულის მამა ამბობს, რომ მათ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი თქმით, დაკავებული სრულწლოვანია.

    „ჩხრეკა მიმდინარეობდა ჩემს სახლში, მაგრამ ბავშვი იყო ბათუმის ახლომდებარე სოფელში და იქიდან აიყვანეს. ჩვენთან მოვიდნენ, მაგრამ იქ გადავამისამართეთ. რატომ გაავრცელა არ ვიცი, ან საიდან შევიდა მასთან, არ ვიცი. 19 წლისაა ჩემი შვილი, “-ამბობს დაკავებული მჟავანაძის მამა.

    როგორც ცნობილია, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში ორი კვირის წინ მირიან მჟავანაძის სახელით აიტვირთა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია მას შემდეგ მიიღო, რაც ამის შესახებ ჟურნალისტმა ელისო კილაძემ პოლიციას მიმართა. დღეს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა  განაცხადა, რომ კადრების გავრცელების  საქმეზე დაკავებული მოზარდი იყო.

  • კომპანია “ყაზბეგი 3.65 მილიონ დოლარად გაიყიდა

    კომპანია „ყაზბეგი“ რომელიც საქართველოს უძველესი  ლუდის სავაჭრო ნიშანია  “Georgia Capital“-მა  3.65 მილიონ დოლარად იყიდა.  ინფორმაცია  “Global Beer Georgia”-ს გენერალურმა დირექტორმა თორნიკე ნიკოლაიშვილმა დაუდასტურა.

    კომპანია “ყაზბეგი 1881 წლიდან არსებობს და საქართველოს ლუდისა და ლიმონათის ბაზარზე 4-5% -იან წილს იკავებს.

    “Georgia Capital” -მა ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა:„”Georgia Capital” აცხადებს, რომ საქართველოში, ლუდის მწარმოებელი ყველზე ძველი ქართული კომპანიის „ყაზბეგის“სავაჭრო ნიშანი და კომერციული აქტივები შეიძინა. გარიგების საერთო ღირებულება $3,65 მილიონია. „ყაზბეგი” ბიზნესზე ორიენტირებული სიდიდით მეხუთე მოთამაშეა და ლუდისა და ლიმონათის ბაზრის 4% – 5%-ს ფლობს“, – ნათქვამია “Georgia Capital”-ის განცხადებაში.

  • აკარძალული მეთოდი ორივეჯერ ჩემი გააქტიურების ფონზე გამოიყენეს–ეკა ბესელია კადრების გავრცელებაზე

    ეკა ბესელია პირადი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით კომენტარს ტვ პირველის ეთერში აკეთებს. ის თვლის, რომ მთავარია კონტექსტი, როცა ამ კადრების გავრცელება ხდებახოლმე. 

    “თუ შევხჩედავთ კონტექსტს, კონტექსტი არის ის, რომ ორივე შემთხვევაში ბრძლის ეს აკრძალული მეთოდი გამოყენებული იყო ჩემი გააქტიურების ფონზე.

    ვხედავ პერსონალურ შეტევებს უკვე საკუთარი თანაპარტიელების მხრიდან და ეს შემზარავი სურათია. ამ ორ კადრს ახლა რომ ვუყურებ, რა მეთდებით მებრძოდა წინა ხელისუფლება, რომელიც დავასრულეთ 2012 წლის 1 ოქტომბერს და ახლა უკვე ეს პარტია, რომელიც უნდა ყოფილიყო ამ ყველაფრის აღმკვეთი და ყველა დარღვეული უფლების რეაბილიტაციის საფუძველი, ახლა ვხედავ რომ ადამიანები გამოდიან და ასეთ კომენტარებს აკეთებენ და არავინ არის ამის მთქმელი, რომ ეს ადამიანები გააჩუმონ მაინც. “ – ამბობს ბესელია.

  • ამაზრზენი,მიუღებელი კამპანია–ირმა ინაშვილი ბესელიას კადრების გავრცელებაზე

    პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი ეკა ბესელიას პირადი კადრების გავრცელებას და მისი ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან ბესელიას მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ამაზრზენ კამპანიას უწოდებს და ფეისბუქ სტატუსს უძღვნის.

    “კიდევ ერთხელ ვწერ: ამაზრზენი, მიუღებელი, ზნეობასა და მორალთან სრულ წინააღმდეგობაშია ჩემთვის ის კამპანია, რასაც ადგილი აქვს ეკა ბესელიას მიმართ! (ადამიანურობის საზღვრებს ცდება ეს ყველაფერი. ბრძოლასაც აქვს წესები, ომსაც აქვს წესები, ამ წესს ცხოველიც კი იცავს).

    აქ ვგულისხმობ არა მარტო ფარული კადრების პერიოდულად გავრცელებას, არამედ ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის, ზარდიაშვილის და უმრავლესობის ზოგიერთი სხვა წევრის გაუწონასწორებელ, ცინიკურ, ცილისმწამებლურ, თავხედურ… არაკაცურ განცხადებებს, რამაც მიზანმიმართული შეტევის ხასიათი მიიღო.

    ნუ დაეცემით ბოლომდე. კიდევ ვიმეორებ: ბრძოლას, ომს, მტრობასაც კი აქვს წესები და სახე არ უნდა დავკარგოთ, არც მამაკაცმა და არც ქალმა პოლიტიკოსებმა. პირველ რიგში, ადამიანები ვართ და მერე ვართ პოლიტიკოსები, ექიმები, ჟურნალისტები, თუ მუსიკოსები.

    ისე, ეს ფარული კადრები ძალზედ საეჭვო დროსა და ვითარებაში ვრცელდება ხოლმე… საშინელი საყურებელია, რაც ხდება. ანგარიშსწორების უფრო სასტიკ მეთოდს ძერჟინსკიც ვერ მოიფიქრებდა.
    მორიგჯერ მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს: დადეთ გამოძიების რეალური შედეგი და ნუ დასდევთ პატარა ბავშვებს, გამოავლინეთ დანაშაულის ორგანიზატორები.“– წერს ირმა ინაშვილი
  • ნაციონალური მოძრაობა წარსულს უარყოფს,ოცნებამ კი მომავალი უარყო–დავით მაღრაძე თანამოაზრეებს ფილარმონიაში იწვევს

    მოძრაობა “დაიცავი საქართველოს“ ლიდერმა დღეს მედიისთვის სპეციალური განცხადება გააკეთა. მოძრაობა 13 აპრილს 14 საათზე ფილარმონიაში იკრიბება და თანამოაზრეებს იწვევს.
    “მათ ვისაც მიაჩნია რომ საქარველოს ვალინდელი დღე გასათავისუფლებელია ივანიშვილ–სააკაშვილის უკვე უსფუძვლო და უსაგნო დაპირისპირებისგან, რომელიც მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლის ველად გადაიქცა და დაცლილია ზნეობრივი შინაარსისგან, შემოგვიერთდით 13 აპრილს ორ საათზე ფილარმონიაში დაიცავი საქართველოს საგანგებო შეკრებაზე.
    მათ, ვისაც მიაჩნია რომ ოცნებასა და ნაციონალებს შორის მორალური ზღვარი წაიშალა და დაპირისპირებას აღარ აქვს ღირებულებითი საფუძველი, შემოგვიერთდით.
    მათ, ვინც განსაცდელში ინარჩუნებდით ღირსებას და მომავალში ღირსებით ცხოვრებას აპირებთ, შემოგვიერთდით.
    ნაციონალური მოძრაობა წარსულს უარყოფს, ოცნებამ კი მომავალი უარყო.
    შევეცადოთ შევქმნათ ასპარეზი ახალი ქართული მომავლის თვის რომელსაც მეხსიერებაც ექნება და პერსპექტივაც, შემოგვიერთდით.“
    ამ განცხადების წაკითხვის შემდეგ მაღრაძემ დააკონკრეტა, რომ ფილარმონიაში შეკრება საორგანიზაციო შეხვედრა არ იქნება და ისინი ფართო საზოგადოებას იწვევენ. განსაკუთრებით ახალგაზრდობას, რადგან მაღრაძის თქმით მათი მოძრაობა “თავისუფლებისთვის ბრძლის ესტაფეტაა, რომლის დროშა მომავალმა თაობამ უნდა ატაროს.“
    მაღრაძე ორგანიზაციის მომავალ წევრებს ჯერჯერობით არ ასახელებს და ამბობს, რომ დიდი სიამოვნებით მიიღებენ ყველას, ვინც მზად არის თავისუფლებისთვის ბრძოლაში მიიღოს მონაწილეობა.
  • “სამართლიანი გადაწყვეტილება”- აშშ-ის კონსული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

    საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების კონსული ჯენეთ რებერი სმიტების ოჯახის 3 წევრი მკვლელობის საქმეზე მალხაზ კობაურისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდებას „სამართლიან გადაწყვეტილებად“ აფასებს.

    როგორც რებერმა  ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სმიტების ოჯახის წარმომადგენელი დაკავებულისთვის სწორედ სამუდამო პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

    „გვსურს მადლობა გადავუხადოთ ნაფიც მსაჯულებს, მოსამართლეს, სასამართლოს, ყველა იმ ხალხს, ვინც ამ საქმეზე მუშაობდა. ძალიან მჭიდროდ ვაკვირდებოდით ამ საქმეს, გვქონდა კომუნიკაცია მსხვერპლთა ოჯახთან. მტკიცებულებები არ ტოვებს სივრცეს რაიმე ეჭვისთვის. სმიტების ოჯახის წევრები სამუდამო სასჯელის გამოტანას უჭერდნენ მხარს. ეს იყო სამართლიანი სასამართლო და სასჯელიც სამართლიანია“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების კონსულმა.

    ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობასა და ლორა სმიტის გაუპატირების საქმეზე მსჯავრდებულ მალხაზ კობაურს მოსამართლემ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლის მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში კობაურის ოჯახის მხრიდან  ხმაური მოჰყვა.

    მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა 25 მარტს, 4-საათიანი თათბირის შემდეგ, გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს.

  • გერმანიიდან საქართველოს 78 მოქალაქე გამოაძევეს

    გერმანიიდან საქართველოს 78 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა. ისინი სპეციალური რეისით დიუსელდორფიდან საქართველოში  გამოამგზავრეს.ისინი უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან.  ქვეყანა იმ მოქალაქეებს დაატოვებინეს , რომლებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზო რეჟიმის პირობები ჰქონდათ დარღვეული. გერმანიიდან გამოძევებულთა შორის ძირითადად ოჯახები არიან.