Category: არქივი

  • “აშშ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, დამატებით ზომებს მიიღებს”- მაიკ პომპეო

    შეერთებული შტატები რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ დამატებით ზომებს მიმართავს – ეს განცხადება ამერიკის სახელმწიფო მდივანმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

    მაიკ პომპეოს თქმით, დამატებითი ზომების შესახებ დეტალები, ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი, რომელიც ვაშინგტონში 3 და 4 აპრილს გაიმართება.

    სახელმწიფო მდივნის განმარტებით, მიზეზი ყირიმში, აზოვის ზღვასა და მთელ რეგიონში რუსეთის ქმედებებია.

  • “ჩვენ ვართ საუკეთესო პარტნიორები საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში”-სალომე ზურაბიშვილი

    ჩვენი მიზანი უცვლელია და არის ნატო-ს წევრობა- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნატო-საქართველოს წვრთნის და შეფასების ცენტრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    პრეზიდენტის შეფასებით, საქართველო არის საუკეთესო პარტნიორი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში.

    “დღეს ჩვენი ქვეყანა, “ნატო-საქართველოს სწავლება – 2019-ის” წარმატებით დასრულებით კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის ძლიერ მისწრაფებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ. დღეს, ამ მორიგი წარმატებული ნაბიჯით, ჩვენ მკაფიოდ და თავდაჯერებულად ვაცხადებთ, რომ ჩვენი მიზანი უცვლელია და არის ნატო-ს წევრობა. ჩვენი მიზანი დემოკრატიისა და უსაფრთხოების გაძლიერება და გლობალური მშვიდობის მიღწევისთვის საერთაშორისო პარტნიორობაში აქტიური მონაწილეობის გაგრძელებაა. ნატო-საქართველოს წლევანდელ სწავლებაში საქართველო უკვე ხელმძღვანელი ქვეყანაა და ეს ძალიან ნიშანდობლივია. ეს სტატუსი მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად განვავითარეთ ჩვენი შესაძლებლობები ამ რიგით მეორე სწავლებისთვის და რამდენად გაიზარდა სტრატეგიული პარტნიორების ნდობა და მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

    ” მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩემი ბოლოდროინდელი საგარეო ვიზიტების დროს ნატო-ს გენერალური მდივნისგან, სამხედრო ხელმძღვანელებისგან, ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებისგან ვისმენდი საუკეთესო შეფასებებს ჩვენ მიერ განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით და ეს ჩემთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარსარდლისთვის, ძალიან საამაყო იყო. მასშტაბური წვრთნები, ნატო-ს გენერალური მდივნის სტოლტენბერგის ვიზიტი, სამხედრო კომიტეტის ჩამოსვლა, წლის მეორე ნახევარში დაგეგმილი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სტუმრობა – ეს ყველაფერი ჩვენ მიმართ ალიანსის ურყევი მხარდაჭერის გამოხატულებაა. ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ სამხედრო და პოლიტიკურ რეფორმებს, ზედმიწევნით ვპასუხობთ ყველა სტანდარტსა და მოთხოვნას ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე. ჩვენი ქვეყანა, ნატო-ს სტანდარტებთან შესაბამისად, მისი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს თავდაცვაზე, თავდაცვის ბიუჯეტის 20%-ს კი – შეიარაღებაზე ხარჯავს. ჩვენ ამით არ შემოვიფარგლებით, – ვაფართოებთ თანამშრომლობის სპექტრს და ეს ეხება შავი ზღვის უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებს. ეს პრობლემატიკა ჩვენი საერთო საზრუნავია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ თანამშრომლობა სულ უფრო გაძლიერდეს”,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

    “ჩვენ ვართ საუკეთესო პარტნიორები საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, – თავდაუზოგავად ვიბრძვით იმისათვის, რომ დაცული იყოს გლობალური მშვიდობა და საერთაშორისო უსაფრთხოება. მე ავღანეთში შევხვდი სამშვიდობო მისიის მონაწილე ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს. მათი პროფესიონალიზმი და თავდადება სამაგალითოა. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყოველთვის აღნიშნავენ, თუ რამხელა წვლილი მიუძღვის საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში. საქართველოს სვლა ნატო-სკენ და ამ გზით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და არანაირი მუქარა ჩვენს მიმართ არ არის გამართლებული. საქართველო თავისუფალი, სუვერენული ქვეყანაა და ის თავისუფლად აკეთებს არჩევანს და ირჩევს მოკავშირეებს. ჩვენი ეს არჩევანი არა მხოლოდ აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და მის უსაფრთხოებას, არამედ განამტკიცებს რეგიონში სტაბილურობას და საფუძველს უდებს ჩვენს მშვიდობიან პოლიტიკას. ეს არის ერთადერთი სწორი და ერთადერთი მომავალზე ორიენტირებული არჩევანი, ამიტომ ჩვენ ბოლომდე მივყვებით ჩვენს მიერ არჩეულ გზას – მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო – ნატო-ში”- განაცხადა პრეზიდენტმა.

  • “კრიმინოგენული მდგომარეობა აფეთქებულია“-ოპოზიცია ქვეყანაში შექმნილ კრიმინალურ ვითარებაზე

    საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ იმას, რაც დღეს ქვეყანაში ხდება კრიმინალური მდგომარეობის მხრივ  არ შეიძლება ეწოდოს  უბრალოდ „გაზრდილი კრიმინალი”. გიორგი კანდელაკის შეფასებით, მდგომარეობა საგანგაშოა.

    „აფეთქების გარდა ვერაფერს დავარქმევთ. ყოველდღე გვესმის ძარცვა ყაჩაღობა სროლა. თეორიულადაც კი შეუძლებელია „ქართული ოცნება“ შეებრძოლოს კრიმინალს, ხალხი ხედავს ეს მთავრობა როგორ თანამშრომლობს კრიმინალთან“-აცხადებს კანდელაკი.

    „კრიმინალთან შეზრდილი ხელისუფლებაა, კრიმინალზე დაფუძნებული და კრიმინალით მოყვანილი და ხელისუფლებაში შენარჩუნებული ძალა არის ეს ხროვა,“-აცხადებს ბარამიძე.

    საპარლამენტო უმრავლესობაში, ვეღარ მალავენ, რომ   რომ კრიმინალური შემთხვევები გაზრდილია და მდგომარეობა საყურადღებოა.

    „ეს ის გამოწვევაა, რომლის წინაშეც ვდგავართ, ფაქტია, საზოგადოება გებულობს ახალ ახალ ფაქტებს, მაგრამ ეს არ არის დრამატული სტატისტიკური მაჩვენებელი, თუმცა ყველა დანაშაული საგულისხმოა,“-აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი.

    შეგახსნებეთ, რომ გასულ დღეებში არაერთი მაღალჩინოსნის ბინის გაქურდვის ფაქტი გავრცელდა.ბოლო ფაქტი,  გუშინ  რომ ეკონომიკის მინისტრის ბინის გაძარცვას  უკავშირდება.  შემთხვევა ქობალიას მეზობლებმაც დაადასტურეს, თუმცა ეკონომიკის მინისტრმა გუშინ ამ თემაზე ვრცლად არ ისაუბრა და განაცხადა რომ ეს მისი პირადი ცხოვრებაა.

  • “შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხში ვითარება უარესდება როგორც საქართველოსთვის, ასევე ალიანსისთვის”-ჯეიმს აპატურაი

    შავი ზღვის უსაფრთხოება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე  განხილვის მთავარი თემა  იყო.

    სხდომა ბრიუსელში ალიანსის შტაბბინაში მუდმივი წარმომადგენლების დონეზე გაიმართა.

    “შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გაგვაცნო, მაგრამ მთავარი ყურადღება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს დაეთმო. ამისთვის არაერთი მიზეზი არსებობს. პირველ რიგში ის, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხში ვითარება უარესდება როგორც საქართველოსთვის, ასევე ნატო-სთვის. გარდა ამისა, ჩვენ წლების განმავლობაში ვმუშაობდით შავ ზღვაზე საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე. მომავალ კვირას გაიმართება ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე შავი ზღვის უსაფრთხოება იქნება. მინისტრებთან ამ საკითხზე საქართველოსთან თანამშრომლობის შემდგომ ნაბიჯებს შევათანხმებთ,”-განაცხადა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ.

    “ნატო-ს წევრი ქვეყნები საქართველოს აქტიურად ეხმარებიან იმისთვის რომ პასუხობდეს იმ სტანდარტებს, რაც აუცილებელია ნატოსთვის”-განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა.

    ამ საკითხზე მომავალ კვირას ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზეც იმსჯელებენ, სადაც ამ კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი პრაქტიკული ნაბიჯების შესახებ გამახვილდება ყურადღება. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ მომავალ კვირას, ფოთში ნატო-ს მუდმივმოქმედი საზღვაო შენაერთების ხომალდები შემოვა.

  • სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

    მსჯავრდებული მალხაზ კობაურის ადვოკატები  სასამართლოს  გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

    დეტალებზე სასაუბროდ  ადვოკატებმა ბრიფინგი დაგეგმეს, მათი განცხადებით, ნაფიცმა მსაჯულების ვერდიქტი  სმიტების მკვლელობის საქმეზე უსაფუძვლოდ, მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით  გამოიტანეს.ისინი ასაჩივრებენ ასევე  გორის რაიონული სასამართლოს განაჩენს კი უვადო პატიმრობის შესახებ.

    „გავასაჩივრებთ იმ პროცესუალურ დარღვევებს, რომელიც უამრავია საქმეში. კონკრეტულად გავასაჩივრებთ, რომ მალხაზ კობაურის საქმეზე არ იყო სამართლიანი სასმართლოს პრინციპი, არ იქნა შეჯიბრებითობა დაცული მხარეებს შორის სათანადოდ, გავასაჩივრებთ ბრალდებულის უფლებების უხეშ დარღვევას, რაც მალხაზ კობაურის სასამართლოზე განხორციელდა,“-განაცხადა მალხაზ კობაურის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

  • ივანიშვილს 400 მილიონი დოლარი აქვს გადახდილი ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში“ – ირაკლი ოქრუაშვილი

    „ივანიშვილს ხელისუფლებაში მოსვლა უნდოდა 2003 წლამდეც, როდესაც შევარდნაძე თავის ვადას ამოწურავდა, მაგისთვის ემზადებოდა“ – ეს განცხადება ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „კავკასიის“ გადაცემა „ბარიერში“ გააკეთა, სადაც ივანიშვილ–სააკაშვილის ურთიერთობებზე, მათ თანამშრომლობაზე და დაპირისპირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მაშინ ივანიშვილის ყველა მოქმედება ამაზე მიუთითებდა. ოქრუაშვილის მტკიცებით, ივანიშვილი როგორც 2012 წლამდე იყო ჩასაფრებული მონადირესავით და ელოდებოდა გაჩუმებული თავის დროს, ასე იყო ჩასაფრებული 2003 წლამდეც, თუმცა მაშინ გეგმა ჩაეშალა, რის შემდეგაც სააკაშვილის ხელისუფლებასთან თანამშრომლობა დაიწყო. ოქრაშვილის თქმით, სააკაშვილი იმდენად მოიხიბლა ივანიშვილით და მისი დახმარებით, რომ პრემიერ მინისტრად მისი დანიშვნაც უნდოდა, თუმცა ზურაბ ადეიშვილმა გადააფიქრებინა.
    „ივანიშვილს ცხვირწინ ავაცალეთ ხელისუფლება 2003 წელს. პირველივე ურთიერთობის დროს, მან გამოაცხადა სრული კაპიტულაცია ისე, რომ 2006 წლამდე, მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ივანიშვილმა სააკაშვილის ხელისუფლებას 400 მილიონი დოლარი მისცა. „ვერ ვიტან უმადურობას, არ მინდა უმადური ადამიანის როლში გამოვიდე, მას ეს არ უნდა დავუკარგოთ, ბუნებრივია, მისი ფული იყო და იხარჯებოდა, მაგრამ მთავარია, როგორ და რატომ“ – განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა. მისივე განმარტებით, ივანიშვლის არ უნდოდა გაბმულიყო მახეში, როგორც გაება ბადრი პატარკაციშვილი და ყიდულობდა სიმშვიდეს და უსაფრთხოებას.
    „გაშლილ სუფრაზე მოვიდა ივანიშვილი, დაჯდა თამადასავით და ამავე ფორმატით აგრძელებს“- ამბობს ოქრუაშვილი 2011 წელს ივანიშვილის პოლიტიკაში, 2012 წელს კი ხელისუფლებაში მოსვლაზე.
    ჟურნალისტის შეკითხვას, როდის და რატომ გაფუჭდათ ივანიშვილისა და სააკაშვილის ურთიერთობა, ოქრუაშვილმა უპასუხა, რომ 2009 წლის ბოლომდე ივანიშვილს სააკაშვილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. „7 ნიოემბერიც კარგად გადაყლაპა, აგვისტოს ომიც კარგად გადაყლაპა და 2009 წლის ბოლომდეც ტკბილად იყო სააკაშვილთან. სააკაშვილთან ურთიერთობა შეწყვიტა მაშინ, როცა ჩათვალა, რომ ხელსაყრელი მომენტი იყო ურთიერთობის შესაწყვეტად და დასაპირისპირებლად“ – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვიმა.
  • “ქართველების ქუჩა” ლიეტუვაში-ვილნიუსში ახლადგახსნილ ქუჩას ჩვენი ქვეყნის სახელი ეწოდა

    ლიეტუვაში ახლადგახსნილ  ქუჩას “ქართველების ქუჩა” ეწოდა- ამის შესახებ ლიეტუვაში საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე სოციალურ ქსელში  წერს და შესაბამის ფოტომასალას აქვეყნებს.

    2018 წლის მაისში ლიეტუვამ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და  ჩვენი ქვეყნის  დასახელება გრუზია  საქართველოთი შეიცვალა, ეს ნაბიჯი  მეგობარმა ქვეყანამ  ორი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში გადადგა.

    “აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს აღინიშნება დამეგობრებული დედაქალაქების – თბილისისა და ვილნიუსის დამეგობრების 10 წლისთავი. ამ ღირშესანიშნავ თარიღს მიეძღვნა ანსამბლ „სულიკოს“ საჯარო კონცერტი ქ. ვილნიუსში მდებარე თბილისის სახელობის სკვერში, სადაც ვილნიუსის მაცხოვრებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ ხელოვნებას.”-წერს ხათუნა სალუქვაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

  • ჯანდაცვის სამინისტრო სოც მუშაკებს 4-პუნქტიან გეგმას სთავაზობს

    ჯანდაცვის სამინისტრო სოც მუშაკებს 4-პუნქტიან გეგმას სთავაზობს

    პუნქტი პირველი
    გეგმის პირველი პუნქტი გულისხმობს „სოციალური მუშაკების სამუშაოების რაოდენობრივი და თვისობრივი მოცულობის გადახედვას“. უკვე დამტკიცდა ბრძანება „სოციალური სამუშაოს ეფექტური განხორციელების ხელშეწყობის შესახებ“, რომლის მიხედვითაც, სოციალური მუშაკები ადმინისტრაციული საქმეებისგან უკვე განტვირთულნი არიან.

    დაიხვეწება საპროცესო წარმომადგენლობის ბიზნესპროცესი უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფის ფორმატში (CCM), ასევე იგეგმება 20 სპეციალიზებული სოციალური მუშაკის გადამზადდება და ჩართვა საპროცესო წარმომადგენლობაში.

    პუნქტი მეორე
    მეორე პუნქტი გულისხმობს „უკუკავშირის და კომუნიკაციის გაძლიერებას“, უკვე შექმნილია სოციალური მუშაობის ხელშემწყობი საკოორდინაციო საბჭო, სადაც წარმოდგენილნი არიან სოციალური მუშაკები, სამინისტროს და სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.

    პუნქტი მესამე
    მესამე პუნქტი ტექნიკურ ხელშეწყობას ითვალისწინებს. უკვე შესწავლილია სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის-ცენტრებში არსებული მდგომარეობა კონფიდენციალური საუბრების ოთახებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ტრანსპორტის საკითხს, თითოეულ რეგიონს გადაეცა თითო მანქანა, რომელიც 24 საათის განმავლობაში უშუალოდ სოციალური მუშაკების განკარგვაშია. 15 აპრილამდე დასრულდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძიება სხვა სამინისტროებში. აპრილის ბოლომდე დასრულდება ყველა არსებული და საჭირო რესურსის აღწერა.

    პუნქტი მეოთხე
    მეოთხე პუნქტი სოცმუშაკთა პროფესიულ მხარდაჭერას გულისხმობს. უკვე დაწყებულია სააგენტოში პროფესიული სუპერვიზიის სამმართველოს შექმნა. უახლოესი დღეების განვალობაში იქნება მონახაზი სოცმუშაკთა ფუნქციების გაწერის და თანამშრომლების რაოდენობაზე შეთანხმების შესახებ. მოხდება რეგიონული საბჭოების მუშაობის ანალიზი და საჭიროებისამებრ ცვლილების შეტანა.

    სამინისტროში აცხადებენ,რომ ისინი მუშაობის საგანგებო   საგანგებო რეჟიმზე არიან, რათა ბენეფიაციარები არ დაზარალდნენ და შესაბამისი სერვისი მიეწოდოთ.

    ჯანდაცვის სამინისტროში დღეს  დამატებით  15 შტატგარეშე თანამშრომელი აიყვანეს, თანამშრომელთა ახალი ნაკადის მიღებას უახლოეს მომავალშიც  არ გამორიცხავენ. 

    “თუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოგვიწია მსგავს რეჟიმში მუშაობა, დამატებით კიდევ მინიმუმ 30 თანამშრომლის აყვანა დაგვჭირდება”, — განაცხადა მინისტრმა.

    სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაგეგმილია ფსიქოლოგებისა და იურსიტების დამატება. “თითოეულ რეგიონში არის თითო ფსიქოლოგი. უახლოეს მომავალში თბილისს კიდევ ერთი ფსიქოლოგი დაემატება. ასევე, შესაძლებელია სისტემაში მომუშავე სხვა ფსიქოლოგების ჩართვაც. რეორგანიზაციის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 12 იურისტი დაემატება. კონკურსი უკვე გამოცხადებულია”.

  • ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მინისტრის სახლის გაქურდვის ახალი დეტალები

    ეკონომიკის მინისტრის ფეშენებელური სახლი გაქურდეს. დამნაშავეებმა წყნეთში უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვილ სახლში, უკანა კარიდან შეაღწიეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გიორგი ქობულიას კერძო საკუთრებიდან ძვირფასი ნივთებია წაღებული. რა მოიპარეს ზუსტად, არავინ იცის.დამნაშავეებმა, სავარაუდოდ, ახლადგარემონტებული ბინიდან საყოფაცხოვრებო ნივთები წაიღეს.

    იმ ღამეს თავდასხმების ობიექტი ერთდროულად რამდენიმე ოჯახი გახდა. ადგილობრივების ინფორმაციით, დამნაშავეებმა ისე იმუშავეს, რომ პოლიცია მათ კვალზე ამ დრომდე ვერ გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრის სახლთან შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის ჯიხური დგას.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი დღის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მინისტრის სახლი არ გაუქურდავთ, მას შემდეგ კი, რაც ფაქტი ადგილობრივებმა დაადასტურეს, ადგილზე საპატრულო პოლიციაც მუშაობდა, სამინისტრომ ვერსია შეცვალა. უწყებაში განმარტეს, რომ ოფიციალური გამოძახება არ შესულა.

    სამართალდამცველები წყნეთში, გოგებაშვილის 20 ნომერში საგამოძიებო მოქმედებებს რამდენიმე დღის განმავლობაში ატარებდნენ. მას შემდეგ, რაც ეკონომიკის მინისტრის გაქურდულ სახლში ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს, გიორგი ქობულიამ დამლაგებელი გამოიძახა.

    ეკონომიკის მინისტრმა დღეს არ უარყო, რომ მისი სახლი გაქურდეს, თუმცა კრიმინალების თავდასხმა, გიორგი ქობულიას შეფასებით, პირადი საკითხია და ამ თემაზე საჯაროდ საუბარი არ სურს.

    საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის შემდეგ გიორგი ქობულია „ქართული ოცნების“ მეორე მაღალჩინოსანია, რომელიც კრიმინოგენული ვითარების მსხვერპლი გახდა.

    გიორგი ქობულია საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მინისტრია. 275 კვადრატული მეტრი სახლი წყნეთში, რომელიც დამნაშავეების სამიზნე გახდა, 1000 კვადრტულ მეტრ მიწაზეა აშენებული. ამის გარდა, გიორგი ქობულიას საკუთრებაა სახლი ბეთანიაში და 370 კვადრატული საცხოვრებელი ბინები ფალიაშვილის ქუჩაზე.თბილისთან ერთად ქობულია ფლობს უძრავ ქონებას მოსკოვში და ავტომობილ “პორშე პანამერას”, რომელშიც, 400 ათასი ლარი გადაიხადა.

  • “რუსეთი უნდა გაეთრიოს” – ტრამპი რეპორტიორებს

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს,  ჯარები ვენესუელიდან გაიყვანოს.

    “რუსეთი უნდა გაეთრიოს”, — ასე უპასუხა რეპორტიორებს ტრამპმა მას შემდეგ რაც ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს ხუან გუაიდოს ცოლს, ფაბიანა როზალესს შეხვდა. რამდენიმე დღისწინ ვენესუელის დედაქალაქთან ახლოს ორი რუსული სამხედრო ხომალდი დაეშვა რომელსაც თან 100 ჯარისკაცი ახლდა. აშშ-ს ხელისუფლების აცხადებს რომ ჯარისკაცებს შორის სპეციალური ძალების წარმომადგენლები და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებიც არიან.
    “ვნახოთ. ყველა ვარიანტი ხელმისაწვდომია”- ასე უპასუხა კითხვაზე,  ტრამპმა როდესაც ჰკითხეს თუ როგორ აიძულებს ის რუსეთის ძალებს, ვენესუელა დატოვონ.ტრამპმა და ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა როზალესთან შეხვედრისას მხარი დაუჭირეს  ხუან გუაიდოს, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.მისი პოზიციით, — რომელსაც აშშ და სხვა მრავალი ქვეყანა იზიარებს (რუსეთის, თურქეთის, ჩინეთის გარდა )— არჩევნები, რომლითაც ნიკოლას მადურომ პრეზიდენტობა შეინარჩუნა, არალეგიტიმური იყო..

    “ჩვენ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების ვენესუელაში არასასურველ პროვოკაციას ვთვლით,  რუსეთს მოვუწოდებთ რომ შეწყვიტოს მადუროს რეჟიმის ყველანაირი მხარდაჭერა და მხარი დაუჭირონ ხუან გუაიდოს.”- განაცხადა მაიკ პენსმა