Category: არქივი
-
კახა კალაძე ტაქსის მძღოლების აქციას ვიდეოსელფით პასუხობს
ტაქსისტების პროტესტს თბილისის მერი რესპუბლიკის მოედანზე ჩაწერილი ვიდეოსელფით პასუხობს. გუშინ იყო აქცია. გამოსული იყო ადამიანების ჯგუფი, რომელიც აპროტესტებდა ტაქსების რეფორმას, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ გამოვხატეთ მზაობა შევხვედრილიყავთ ამ ადამიანებს. დღესაც გვაქვს მზაობა შევხვდეთ მათ, შეუძლიათ მათ გააკეთონ ხუთ კაციანი, ან ათკაციანი ჯგუფები, რომლებსაც ედნობიან და ვინც იცის ეს თემა. მერიის კარი არავისთვის დახურული არ არის. ნებისმიერ დროს, ჩვენ მზად ვართ მათ შევხვდეთ და მათ კითხვებს გავცეთ კომპეტენტური პასუხები. მე მგონი ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს მიმართულება არის მოსაწესრიგებელი და დასარეგულირებელი “, – ამბობს კალაძეკალაძემ კიდევ ერთხელ ჩამოთვალა, რა ბენეფიტებს მიიღებენ ლიცენზირებული ტაქსის მძღოლები:საშემოსავლო გადასახადისგან მთლიანად გათავისუფლებული იქნებიან, ქალაქში საპარკინგე ადგილები მათთვის უფასო იქნება, უფასოდ გადაეცემათ მანათობელიუფასოდ გადაეცემათ შიდა ქიმწმენდის ვაუჩერი, ავტომობილზე რეკლამის განთავსებით მძღოლებს ექნებათ საშუალება შემოსული თანხები იყოს მათი საკუთრება.კალაძე თვლის, რომ ტაქსის მძღოლები ამით კმაყოფილები უნდა იყვნენ და მომხმარებელიც კმაყოფილი იქნება. კალაძემ სამი მანქანის დემონსტრირება გააკეთა, რომლებიც უკვე გადაღებეს და სტანდარტიზაციას დაექვემდებარა.შეგახსენებთ, რომ ტაქსის მძღოლების ნაწილს მერიის რეფორმა არ მოსწონს. გუშინ მათ საპროტესტო აქცია გამართეს და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. -
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გაფიცულ სოციალურ მუშაკებს ხვდება
ამ წუთებში ჯანდაცვის სასწავლო ეროვნულ ცენტრში ჯანდაცვის მინისტრი სოც მუშაკებს ხვდება.შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებიან
სოც მუშაკების თქმით, არსებული პრობლემების მოსაგვარებლად 22 მოთხოვნა წაუყენეს, თუმცა არ აქვთ იმის მოლოდინი, რომ მათი ყველა მოთხოვნა გადაწყდება. ამიტომ ჯანდაცვის სამინისტროსგან უმთავრესი 5 მოთხოვნის შესრულებას ითხოვენ.
ძირითადი მოთხოვნები შრომითი ანაზღაურების გაზრდას, ფსიქოლოგების და იურისტების რაოდენობის დამატებას, ასევე სოციალური მუშაკების ტრანსპორტით უზრუნველყოფას ეხება.
სოციალური მუშაკები უკვე მე-4 დღეა გაფიცულები არიან და სამინისტროსგან კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ. -
გოგი წულაიამ ქუთაისის მერიას პამპერსები და ღამის ქოთნები მიუტანა
პარტია “თავისუფალი საქართველოს” ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ გოგი წულაიამ ქუთაისის მერიას ღამის ქოთნები და პამპერსები მიუტანა. წულაია ამბობს, რომ ღამის ქოთნები ქუთაისის მერიას ამერიკულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ გამოუგზავნა. თუ რომელმა ორგანიზაციამ ამას გოგი წულაია არ აკონკრეტებს.”ქალაქში ერთი ტუალეტი გახსნა უნდა შეგეძლოს მერს ქალაქის მართვაზე რომ გაქვს პრეტენზია. სხვათა შორის დამპირდნენ, რომ კალაძესაც გამოუგზავნიან და თბილისშიდაც მერიას მივუტან ასეთ ღამის ქოთნებს”, – ამბობს გოგი წულაია. ინფორმაციას და ვიდეოკადრების ქუთაისი პოსტი ავრცელებს.წულაიას მერიის დაცვამ ქოთნების მერიაში შეტანის საშუალება არ მისცა.დაკეტილი საზოგადოებრივი საპირფარეშოები ქუთაისისთვის წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემაა, რაც არაერთხელ გააპროტესტა ოპოზიციამ. ქალაქში არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოების ნაწილი პერიოდულად ფუნქციონირებს. მათ შორის, ცეტრალურ ბულვარსა და ავტომშენებლის ქუჩაზე, თუმცა, უმეტესწილად ისინიც დაკეტილია. ჯავახიშვილის ქუჩასა და წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საპირფარეშოებს კი არასდროს უმუშავია.ადგილობრივ თვითმმართველობაში წლების განმავლობაში თავს იმით იმართლებდნენ, რომ შენობები, რომლებიც 2012 წელს “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ” ააშენა, სამი წლის განმავლობაში ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო და საპირფარეშოები ქალაქს მხოლოდ 2015 წელს გადაეცა. ამის მიუხედავად, მერიამ ოთხი წლის განმავლობაში პრობლემის მოგვარება ვერ შეძლო. -
“ჯანდაცვის სამინისტროში კრიზისია”-დეპუტატების ნაწილმა სოც მუშაკებს მხარდაჭერა გამოუცხადა
პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა – ლევან გოგოჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა და დავით ჭიჭინაძემ გაფიცულ სოც მუშაკებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
როგორც გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო შესაძლოა, პარლამენტში დაიბარონ.დეპუტატის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში შესაძლოა, ინტერპელაციის წესით ან საკომიტეტო მოსმენაზე დაიბარონ. დეპუტატის განცხადებით, ყველაფერი დამოკიდებულია მოლაპარაკებების შედეგებზე, რომელიც უწყების ხელმძღვანელობის მონაწილეობით ამ წუთებში მიმდინარეობს. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც სოციალურმა მუშაკებმა საყოველთაო გაფიცვა დაიწყეს.
დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებით, ჯანდაცვის სმაინისტროში კრიზისია, რასაც გაფიცულთა რაოდენობა ადასტურებს.
“ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა განცხადებები, რაც არ იყო მისაღები. მაგალითად, განცხადება, რომ მოხდებოდა სოცმუშაკების ჩანაცვლება, არადა ამ ადამიანებს აქვთ ისეთი მოთხოვნები, რომლის დაკმაყოფილება შესაძლებელია და ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ნების გამოხატვა. მისასალმებელია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა მოლაპარაკებების გზით საუბარი, თუმცა იმედია, რომ ეს მოლაპარაკებები არ დასრულდება იმ შედეგით, როგორც ეს იყო მედიაციასთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ არის კრიზისი ამ მიმართულებით, მოხდა აფეთქება. ვინაიდან დასაქმებულ სოცმუშაკთა 99% გაფიცულია,” – აღნიშნა დეპუატმა ლევან გოგიჩაიშვილმა.
-
მათიკაშვილ-ოხანაშვილ-კილაძეები ამ მორალური ტერორის მონაწილეები თავად არიან – ბესელია
ეკა ბესელიამ ყოფილ თანაგუნდელებს “კოლექტიური ტერორისტები” უწოდა.
დეპუტატმა სოციალურ ქსელში განცხადება მისი პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით გააკეთა.
“ვხედავ ისეთ საშინელ კომენტარებს, მათ შორის ყოფილი თანაპარტიელების მხრიდან და არამხოლოდ, რომ ეს გაფიქრებინებს რომ რეალური ტერორის მონაწილეები შეიძლება იყვნენ ეს ადამიანები. მე არ მინდა პერსონიფიცირება კიდევ ერთხელ გვარების, ეს არის კოლექტიური სახე ტერორისტების, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანები გაიმეტონ ყველაფრისთვის,”-აცხადებს ეკა ბესელია.
დაუცველობის განცდა უჩდებათ ადამიანებს, როდესაც ხედავენ რამდენჯერ განხორციელდა პირადი სივრცის ხელყოფა , უკანონო ჩანაწერების გავრცელება და ისევ არ ჩანს ამ ყველაფრის ორგანიზატორი …. მაგრამ მაშინვე ჩდებიან საჯარო კომენტარებით მათიკაშვილ-ოხანაშვილ -კილაძეები .. (ყველას გვარს რა ჩამოთვლის…კოლექტიური ტერორისტები) მათი კომენტარები ისეთი ამაზრზენია, რომ განცდა გრჩება ამ მორალური ტერორის მონაწილეები თავადაც არიან….უხარიათ…ვერ მალავენ შურისძიების სურვილს, ვერ ახერხებენ ასეთ დროს მაინც თავშეკავებას თავდასხმისგან….
მედიას მინდა ვთხოვო ისევ, მათ დიდი გავლენა აქვთ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე:
ნუ შეუწყობთ ირიბად და უნებლიედაც კი- განმეორებით ვიქტიმიზაციას ხელს და ნუ მისცემთ საშუალებას მორალურ ტერორისტებს საჯაროდ განახორციელონ ეს ბოროტება… კითხვა დაუსვით კილაძეს როცა დახურულ მასალებს ასაჯაროებს ღია ეთერში , საიდან უნდა ქონდეს მოწმეს ეს მასალები ნანახი, როცა ამის უფლება არა აქვს კანონით და რატომ არ რეაგირებს საგამოძიებო უწყება როდესაც საჯაროვდება დახურული მასალები? აღარაფერს ვამბობ ამ სიცრუის და ცილსიწამების დასურულებელ სერიალზე რაც მოედინება…არ ვთვლი პასუხის ღირსად მათ ვისაც არა აქვთ ღირსება!!! დაე საზოგადოებამ განსაჯოს, დაინახოს, გააცნობიეროს რა ხდება და სახელი დაარქვას! “
-
თელავში გოგონამ დედა დაჭრა
თელავში გოგონამ დედა დაჭრა. შვილმა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დედას დაზიანებები მხარის არეში, დანით მიაყენა.
შუახნის ქალი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.
ბრალდებული გოგო პოლიციამ წუხელვე დააკავა.
-
გირჩი პირველი აპრილიდან ნარკომოხმარების ტესტების შემოღებას ეწინააღმდეგება
“გირჩი”პირველი აპრილიდან ნარკომოხმარების ტესტების შემოღებას ეწინააღმდეგება. მათი განცხადებით, ტესტი, რომელიც მძღოლებს შეამოწმებს კანაფის ბოლო 8 საათში მოხმარებას ადგენს, ამის გამო ათობით ათასი მოქალაქე დგება საფრთხის წინაშე, რომ კანაფის ღამით მოხმარების შემთხვევაში, დილით საკუთარი ავტომობილით გადაადგილებისას პოლიციამ დააკავოს.
„გირჩი“ განცხადებას ავრცელებს და შსს-ს და პარლამენტს მიმართავს.
“ორშაბათიდან ძალაში შედის “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ “ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან სხვა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა – ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე”
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩამოიტანა სპეციალური ტესტები, რომლებიც ადგენს ადამიანის ნერწყვში ამა თუ იმ ნარკოტიკული ნივთიერების არსებობას და რომ ეს ტესტი ადგენს ადამიანს მოხმარებული აქვს თუ არა კანაფი უკანასკნელი 8 საათის განმავლობაში.
“ეს ნიშნავს, რომ ორშაბათიდან ამ ქვეყნის ათობით ათასი მოქალაქე, რომლებიც, სხვადასხვა რეგულარობით მოიხმარენ კანაფს ღამის საათებში (ეს ქმედება უკვე რამდენიმე თვეა ლეგალურია ამ ქვეყანაში) და დილით საკუთარი ავტომობილით მიემართებიან სამსახურისკენ, სახელმწიფოს მიერ ცხადდება კრიმინალად და თითოეულ მათგანს ემუქრება 1 წლიანი საპატიმრო სასჯელი – ციხე! ეს საფრთხე გვემუქრება ჩვენც, “გირჩის” წევრებს და ჩვენი აზრით, სახელმწიფოს ეს დამოკიდებულება ჩვენნაირი ადამიანებისადმი არის გაუაზრებელი, არაადამიანური, ამორალური, არამეცნიერული და ძალიან საშიში”, – ნათქვამია განცხადებაში.
„გირჩი“ მოუწოდებს შსს-ს, არ მოახდინოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის აღსრულება კანაფთან მიმართებაში. საქართველოს პარლამენტს, უმოკლეს ვადაში შეცვალოს კანონმდებლობა, ავტოსატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვასთან დაკავშირებით, კანაფთან მიმართებაში და გამოიყენოს ალკოჰოლთან მიმართებაში არსებულის იდენტური მიდგომები.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, წინასწარ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ არც საკუთარი ცხოვრების წესის შეცვლას, არც ხელოვნურად კრიმინალებად ქცევას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კანონის ამ მუხლმა ვერ იმუშაოს, აზრი დაკარგოს და არც ერთი ადამიანი არ მოხვდეს ციხეში იმის გამო, რომ ღამით, მეგობრებთან ერთად კანაფი მოიხმარა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
-
დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა “ბრექსიტის” არცერთი ალტერნატიული ვარიანტი არ დაამტკიცა
დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა “ბრექსიტის” არცერთი ალტერნატიული ვარიანტი არ დაამტკიცა. ტერეზა მეის შეთანხმების ჩავარდნის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოს ახალი წინადადებებით სხვადასხვა პარტიამ და პოლიტიკურმა ჯგუფმა მიმართა.
პარლამენტმა ერთიანობაში “ბრექსიტის” რვა ახალი ვარიანტი განიხილა, მათ შორის იყო წინადადებები ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლის, ქვეყნის ევროპის ეკონომიკურ ზონაში დარჩენის და ახალი რეფერენდუმის ჩატარების შესახებ.
ტერეზა მეის განცხადებით, ის მზადაა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვოს, თუ პარლამენტი “ბრექსიტის” შესახებ მის მიერ მიღწეულ შეთანხმებას დაეთანხმება.
-
“რუსეთისთვის უკეთესი იქნებოდა საპრეზიდენტო არჩევნებზე ჰილარი კლინტონს გაემარჯვა”
“რუსეთისთვის უკეთესი იქნებოდა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჰილარი კლინტონს გაემარჯვა”- ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„არავის არასოდეს გამოუჩენია რუსეთთან მიმართებაში ისეთი სიხისტე, როგორიც მე გამოვიჩინე. მიუხედავად ამისა, გვსურს, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობები გვქონდეს. გვსურს კარგი ურთიერთობები ჩინეთთან. ეს გონივრულია,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
-
სუს-მა თაღლითური ჯგუფის 4 წევრი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოს ოთხი მოქალაქე: გურამ გ., გიორგი კ., ტარიელ ი. და რამაზ ი. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები ერთ-ერთი კომპანიის დირექტორს, 2 700 000 ლარის მათთვის გადახდის სანაცვლოდ კომპანიის საბანკო ანგარიშებზე სახელმწიფოს მიერ დადებული ინკასოსა და ყადაღის მოხსნას ჰპირდებოდნენ და არწმუნებდნენ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროში, საკუთარი გავლენისა და ნაცნობობის გამოყენებით, უზრუნველყოფდნენ მისთვის რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ღირებულების მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის კონკურენციისა და ტენდერში მონაწილეობის გარეშე გადაცემას. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები კომპანიის წარმომადგენლების მოტყუებით თაღლითურად დაეუფლნენ მოთხოვნილი თანხის ნაწილს – 10 000 აშშ დოლარს, რა დროსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი კ.-მ 2016 წლის საპარლამენტო და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ზემოხსენებული კომპანიის წარმომადგენელს ვითომდა არჩევნების დასაფინანსებლად და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნებისთვის გადასაცემად სამ ეტაპად, ჯამში მოტყუებით 350 000 ლარი გამოართვა.
გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.