Category: არქივი

  • საქართველოს მთავრობა სოციალურ ქსელში კორონა ვირუსთან დაკავშირებით ​რეკომენდაციებს ავრცელებს

    საქართველოს მთავრობა სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეორეკომენდაციებს, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული.

    “კორონავირუსები წარმოადგენენ ვირუსების ოჯახს, რომელთაც შეიძლება გამოიწვიონ, როგორც ნაკლებად მძიმე დაავადება, მაგალითად-ჩვეულებრივი გაციება, ასევე, უფრო მძიმე დაავადებები მათ შორის-მძიმე, მწვავე რესპირაციული სინდრომი.

    ახალი კორონავირუსი არის კორონავირუსების ახალი შტამი, რომლის იდენტიფიცირებაც ადრე ადამიანში არ მომხდარა.

    კორონავირუსი გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს, ძირითადად ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტის შემდეგ.

    რეკომენდაციები, ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად: რესპირატორული ინფექციების მქონე ადამიანებთან კონტაქტისგან თავის არიდება, ხელების ხშირი დაბანა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ არსებობს პირდაპირი კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან, ან იმ გარემოსთან, სადაც სიმპტომების მქონე პაციენტი იმყოფებოდა; ქუჩაში ცხოველებთან ან/და ფერმერებთან დაუცველი კონტაქტის თავის არიდება; რესპირატორული ინფექციების მქონდე ადამიანის მიერ ხველის ეტიკეტის დაცვა; რესპირატორული ინფექციის მქონე პაციენტმა გამოიყენოს ნიღაბი, მიმართოს ექიმს და მოუყვეს მოგზაურობის ისტორია”,-ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ვიდეორეკომენდაციაში, რომელსაც მთავრობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც ქვეყანაში ირანიდან,აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

  • „ვიღაც პატარა გოგო ლაპარაკობდა… მთლად მინისტრი ყოფილა“ – გია ნოდია ეკატერინე ტიკარაძეზე

    ცოტა ხნის წინ პოლიტოლოგმა გია ნოდიამ  სოციალურ ქსელში ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძის საგანგებო ბრიფინგზე გამოსვლას გამოეხმაურა და გააკრიტიკა. სოციალურ ქსელში მის ასეთ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და რამდენიმე საათში მან სტატუსი  წაშალა. 

    გთავაზობთ გია ნოდიას სტატუსს : 

    „ლაივში ვუყურე ჯანდაცვის მინისტრის და ამირან გამყრელიძის პრეს-კონფერენციას. რომ ჩავრთე, ვიღაც პატარა გოგო ლაპარაკობდა, ვიფიქრე, ალბათ სამინისტროს პრეს-მდივანია და წინასწარ რაღაც განცხადებას აკეთებს, სანამ გამყრელიძეს გადასცემს სიტყვას. გვიან მივხდი, რომ მთლად მინისტრი ყოფილა.

    შეიძლება გარეგნობა მაცთურია და ძალიან სერიოზული ადამიანია ეს ჩვენი მინისტრი, მაგრამ როცა ეპიდემიის გამო პანიკის ზღვარზეა ხალხი (საკმაოდ უზროდ, მაგრამ ხომ არის), ხელისუფლების ასეთი წარმომადგენელი მაინცდამაინც დამაჯერებელი ვერ იქნება. კიდევ კარგი გამყრელიძე ჰყავდა გვერდზე“, – დაწერა გია ნოდიამ საკუთარ გვერდზე.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდა საგანგებო ბრიფინგი

  • კორონავირუსის დადასტურების გამო, ოკუპირებულმა აფხაზეთმა ე.წ საზღვრები ჩაკეტა

    საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო საზღვრები ჩაიკეტა და რეგიონებში კარანტინია გამოცხადებული. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს.

    „ეს არ არის ხუმრობა, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ შესაბამის ზომებს“, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერია ბგანბამ. მისი თქმით, შეზღუდვები დაწესდება ყველა ქვეყნის მოქალაქეებისთვის გარდა რუსეთისა.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

  • “უბრალოდ ჰარი დამიძახეთ“–პრინცი კანადაში გადასვლის შემდეგ პირველად დაბრუნდა ბრიტანეთში

    პრინცი ჰარი მას შემდეგ, რაც ცოლთან ერთად კანადაში გადავიდა საცხოვრებლად, პირველად დაბრუნდა გაერთიანებულ სამეფოში. პირველ საჯარო ღონისძიებაზე მან პუბლიკას სთხოვა სამეფო ტიტულის გარეშე მიმართონ, მიუხედავად იმისა, რომ პრინცს და მის მეუღლეს ოფიციალურად ამ ტიტულებს მხოლოდ აპრილში ჩამოართმევენ, როცა ფინანსური წელი ამოიწურება.

    “მან ნათლად მიგვანიშნა ყველას, რომ ჯობს უბრალოდ ჰარი დაუძახონ“–გააფრთხილა პუბლიკა წამყვანმა აიკა აზარიკამ ღონისძიებაზე, რომელიც პირველი იყო დაგეგმილი შვიდი ღონისძიების სერიიდან, რომლებშიც პრინცი მიიღებს მონაწილეობას.

    ოთხშაბათს ჰარი სიტყვით გამოვიდა ედინბურგში გამართულ ფორუმზე, რომელიც მის მიერ სექტემბერში გამოცხადებულ ინიციატივას, Travalyst.–ს ეძღვნებოდა.

    ამ ინიციატივის შექმნაში რამდენიმე მსხვილი კომპანია მონაწილეობდა, მათ შორის Booking.com, TripAdvisor и Visa, რომლებიც ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი ტურიზმის განვითარებაზე მუშაობენ. ინიციატივის მიზანია გარემოს დაცვა და შენარჩუნება იმ ადგილებში, რომლებსაც ტურისტები ხშირად სტუმრობენ.

    Travalyst–ის საიტზე პრინცი ჰარი მოხსენიებულია როგორც მისი სამეფო უდიდებულესობა, სასექსის ჰერცოგი. აპრილიდან კი პრინცს სამეფო ტიტულის გამოყენება აეკრძალება. თუმცა შეინარჩუნებს ჰერცოგის სტატუსს.
    ამჯერად ჰარისთან ერთად ბრიტანეთში მეგანი არ ჩასულა. დაგეგმილი ღონისძიებები, რომლებშიც ჰარი მიიღებს მონაწილეობას ძირითადად საქველმოქმედოა.

    სამეფო წყვილმა სამეფო ოჯახის უფლებამოვალეობებზე უარის თქმის შესახებ იანვარში განაცხადა და საცხოვრებლად კანადაში გადავიდა. ეს გადაწყვეტილება სამეფო ოჯახისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

  • საქართველომ ირანთან სახმელეთო მიმოსვლა შეზღუდა

    საქართველომ ირანთან სახმელეთო მიმოსვლა შეზღუდა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინზე განაცხადა.

    როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, მიუხედავად იმისა რომ საქართველოს ირანთან პირდაპირი საზღვარი არ გააჩნია ირანიდან საქართველოში და საქართველოდან ირანში მოქალაქეების გადაადგილება 2 კვირით შეწყდა.

    შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

    ვირუსი საქართველოს მოქალაქეს აღმოაჩნდა, რომელიც საქართველოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით დაბრუნდა.

    50 წლის მამაკაცი, რომელსაც ვირუსი აღმოაჩნდა ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მინისტრის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

    “პაციენტი საბაჟოდან სიმპტომების დაფიქსირების გამო პირდაპირ გადაიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში”, – თქვა მინისტრმა.

  • იტალიიდან დაბრუნებული 18 წლის გოგო მაღალი ტემპერატურით ფოთიდან თბილისში გადმოჰყავთ

    ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ იტალიიდან დაბრუნებული 18 წლის გოგო მაღალი ტემპარტურით ფოთის ჰოსპიტალიდან თბილისში გადაჰყავთ. ექიმების ინფორმაციით, პაციენტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაავადებათა კონტროლის პროტოკოლების რეკომენდაციით ინფექციურ საავადმყოფოში უნდა მოათავსონ.

    ,,შემოიყვანეს პაციენტი, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნამყოფია იტალიაში. მაღალი ტემპერატურა რომ მისცა, მომართა კლინიკას.საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაავადებათა კონტროლის პროტოკოლების რეკომენდაციით, გადაგვყავს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შემდგომი გამოკვლევებისთვის”, – განუცხადა ჟურნალისტებს ჰოსპიტალის მენეჯერმა თეა მიგინეიშვილმა.

  • როგორ გამოიყურება ბათუმის საფეხბურთო სტადიონი გარე განათების დამონტაჟების შემდეგ (ფოტოები)

    ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე გარე განათება დამონტაჟდა. ამჟამად განათება სატესტო რეჟიმშია და დეტალურად მოწმდება.

    საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, განათების პროგრამული და ტექნოლოგიური მოცემულობა საშუალებას იძლევა სტადიონის გარე ფასადი სხვადასხვა სახითა და ფორმით განათდეს.

    ,,განათების პანელი დამზადებულია ალუმინისაგან და გარსს პოლიკარბონატი წარმოადგენს. კონსტრუქცია გარემო პირობების მიმართ მდგრადი და ცეცხლმედეგია. უშუალოდ ნათება დიოდურია და მაღალი ეკონომიურობით გამოირჩევა”,- წერია ფედერაციის განცხადებაში.

    ნახეთ ფოტოები: {{PHOTOGALLERY}}

  • საინტერესოა, როგორ დაუჭერენ ერთმანეთს მხარს ის ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს მოსაკლავად დასდევდნენ- გაჩეჩილაძე ოპოზიციაზე

    ,,ქართული ოცნების” დეპუტატი გია გაჩეჩილაძე ოპოზიციის საერთო კანდიდატებზე შეთანხმების პროცესს ეხმიანება და ამბობს, რომ ოპოზიციის წევრები ,,ერთმანეთს მოსაკლავად დასდევდნენ”, ამიტომ საინტერესოა, როგორ შეთანხმდებიან.

    ,,ძალიან საინტერესო, როგორ დაუჭერენ ერთმანეთს მხარს ის ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს მოსაკლავად დასდევდნენ და ისინი როგორ დათანხმდებიან იმას დაუჭირონ მხარი, ვისაც მათი მოკვლა უნდოდათ. ეს ძალიან საინტერესო თემაა, ამას შევხედავთ ალბათ და ძალიან ბევრს ვიცინებთ”, – აცხადებს გაჩეჩილაძე.

    ოპოზიცია, მას შემდეგ რაც ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები შეწყვიტა, მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატების დაყენებაზე მსჯელობს. ,,ქართული ოცნება” მათ მოლაპარაკებების მაგიდაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი არჩევნების არსებული, შერეული მოდელით ჩატარებას აპირებს.

  • მთავრობის კანცელარიაში, კორონავირუსთან დაკავშირებით, საგანგებო ბრიფინგი დაიგეგმა

    მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოში  კორონავირუსის შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით მინისტრთა კაბინეტის საგანგებო  სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრთან ერთად სხვა მინისტრებიც ესწრებიან.

    კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა. ბრიფინგს  ეკატერინე ტიკარაძე მას შემდეგ გამართავს,რაც პრემიერ გახარიასთან შეხვედრა დასრულდება.

  • განტროლვა: როგორ იქცა პოპულარული თურქი მსახიობი ქართველ ტროლად თარხან-მოურავის დასაცავად

    “მითების დეტექტორმა” Nata Shamugia-ს სახელით facebook-ში რეგისტრირებული ყალბი ანგარიში გამოავლინა, რომელიც თურქი მსახიობის ფოტოს იპარავს და ამავდროულად, ანტი-თურქული განწყობების მქონე პატრიოტთა ალიანსის ლიდერს დავით თარხან-მოურავს სოციალურ ქსელში კრიტიკისგან იცავს.

    ტროლი “მითების დეტექტორის” 21 თებერვლის პუბლიკაციის “რა მესიჯებს იღებს “პატრიოტი” თარხან-მოურავი რუსული სატირული panorama.pub-იდან?” facebook პოსტის კომენტარებში გამოჩნდა. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ თარხან-მოურავის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის პირველწყარო, თითქოს ბელგიის პარლამენტი ტრადიციული ღირებულებების პროპაგანდას სისხლის სამართლის წესით დასჯადს ხდიდა, რუსულენოვანი სატირული გამოცემა panorama.pub-ი იყო, რომელიც მხოლოდ გამოგონილ ამბებს ავრცელებდა. 

    Nata Shamugia-ს პროფილის ფოტოზე სინამდვილეში თურქი მსახიობის ილაიდა ჩევიქის ფოტოა, რომელიც თურქულ სერიალში “შავი ვარდი” მონაწილეობს. სერიალი 2015 წელს საქართველოშიც პოპულარული იყო.


    Nata Shamugia-ს თაიმლაინზე მხოლოდ ერთი აქტივობა – 2019 წლის 26 ნოემბერს გარეკანის ფოტოს შეცვლა იძებნება, რაც დიდი ალბათობით პროფილის შექმნის თარიღიცაა.