Category: არქივი

  • ბოტიჩელის ნახატის “ასლი” ორიგინალი აღმოჩნდა

    ბოტიჩელის მე-15 საუკუნის შედევრის  ასლი, რომელიც დღემდე კარგ  იმიტაციად ითლებოდა,  ორიგინალი აღმოჩნდა.

    ექსპერტიზის შედეგად, ბრიტანელმა რესტავრატორებმა დაადგინეს, რომ “მადონა ბროწეულით” ნამდვილად ბოტიჩელის ნახატია

    .ნამუშევარს საღებავის ზედა ფენა მოაცილეს, რის შედეგადაც  რენტგენისა და ინფრაწითელი სხივების დახმარებით ბოტიჩელის მიერ შესრულებული ნახატის ფერები და ხაზები გამოიკვეთა.

    “მადონა ბროწეულით” სანდრო ბოტოჩელმა 1487 წელს დახატა. ის ფლორენციაში უფიცას გალერეაში ინახება.

    შედევრის ნახვა პირველი აპრილიდან ლონდონში იქნება შესაძლებელი.

  • ირანელი მუსიკოსი უარყოფს რომ ქართველებს შეურაცხყოფა მიაყენა

    ირანელი რეპერი, ამირ თათალო ამბობს, რომ  ფილარმონიაში გამართული კონცერტის დროს ქართველების შეურაცხმყოფელი განცხადებები არ გაუკეთებია. დახურული სოლო კონცერტი ამირ თათალომ ფილარმონიაში ირანული დიასპორისთვის გამართა.
    სოციალურ ქსელში გავრცელდა კონცერტის ვიდეო ტიტრებით, რომელიც თითქოს მისი სიტყვების თარგმანი იყო. ტიტრების მიხედვით მისი განცხადებები ქართველების შეურაცხმყოფელ განცხადებებს შეიცავდა, რასაც პროტესტი მოჰყვა.
    საპროტესტო კამპანიის მონაწილეები მისგან საჯარო ბოდიშსა და ქვეყნის დატოვებას მოითხოვდნენ. საპროტესტო აქცია ირანელი მუსიკოსის წინააღმდეგ დღეს ქართული მარშის და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისი ორგანიზებით დღეს ირანის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ამტკიცებდნენ, რომ ირანის მოქალაქემ მასპინძელ ქვეყანას შეურაცხყოფა მიაყენა და ის საქართველოდან უნდა გააძევონ.
    ირანის ელჩმა აქციის მონაწილეებს აუხსნა, რომ თათალუს მუსიკა თეირანში აკრძალულია, თავად კი არ მოუსმენია, რა თქვა ირანელმა მუსიკოსმა ფილარმონიის სცენაზე.
    ირანელი მუსიკოსი, რომელიც რამდენიმე დღეა მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიას თვალს ადევნებს, „კურიერთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ყალბი ინფორმაციის მსხვერპლია.
    ამირ თათალოს განცხადებით, ასეთი ფრაზები არასოდეს უთქვამს და ფილარმონიის სცენიდან შეურაცხყოფაც არავისთვის მიუყენებია. არ იცის, ვინ დგას ამის უკან, თუმცა ირანელი მუსიკოსი არ გამორიცხავს, რომ ეს განზრახ დადგმული პროვოკაცია იყოს.
    ირანელი მუსიკოსი, რომელიც საქართველოში უკვე 5 თვეა ცხოვრობს, მისამართის შეცვლას საკუთარი ნებით ჯერ არ გეგმავს. ის ევროპული ტურნესთვის ემზადება.
  • არ გვაქვს საფუძველი ვინმეს დაპირებებს დავუჯეროთ–ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიების პასუხი ივანიშვილს

    საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილები, ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები ივანიშვილის წერილის საპასუხო განცხადებას ავრცელებენ. დღეს ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოუძიებლობა ქვეყნის სირცხვილია.
    გთავაზობთ ზვიად გამსახურდიას შვილების განცხადების სრულ ვერსიას:
    “მინდა გითხრათ, რომ გავეცანით ბიძინა ივანიშვილის მიერ სამეგრელოს სოფელ ხიბულადან გაკეთებულ მიმართვას, სადაც ის საუბრობს ზვიად გამსახურდიას ღვაწლზე ქვეყნის წინაშე, მის ტრაგიკულ აღსასრულსა და გამოძიების აუცილებლობაზე.
    ფორმალურად ყველაფერი სწორია. მიმართვის პრაქტიკულად ყველა სიტყვას შესაძლოა დაეთანხმოს ადამიანი. მაგრამ ეს ფილმი ჩვენ უკვე ბევრჯერ გვინახავს… ქართული ოცნება უკვე 7 წელიწადია ხელისუფლებაშია, რამდენიმეჯერ შეიცვალა მთავარი პროკურორი და ის პირები, ვისაც ამ საქმის გამოძიება ევალება, მაგრამ საქმე წინ არ მიდის! ჩვენს ოჯახს უწევს საჯარო პროტესტი, ქუჩის აქციების მოწყობა, შიმშილობა მთავარი პროკურატურის მისაღებში გამოძიების მოთხოვნით, და მიუხედავად ამისა, დღესაც არ არსებობს პროკურატურასთან ადეკვატური კომუნიკაცია. ბიძინა ივანიშვილს ამის შესახებ არაფერი გაუგია? თუ არა, ესე იგი, არც დაინტერესებულა.
    რატომ უნდა იყოს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის მესაძირკვლე, პირველი პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიება ჩვენს აქტივობაზე დამოკიდებული? ის მცირე შედეგიც კი, რაც შექმნილია ამ საქმის გამოძიების ფარგლებში, ჩვენი “მუჯლუგუნების” შედეგია! მიუხედავად ამისა, უამრავი დეტალის ჩამოთვლა შემიძლია, როდესაც პროკურატურა ან ჯიუტად არ ატარებს საჭირო საგამოძიებო ქმედებებს, ან ატარებს შესაშური არაკვალიფიციურობით!
    სწორედ ამიტომ, ჩვენ დღეს არავითარი საფუძველი არა გვაქვს დაუჯეროთ ვინმეს დაპირებებს, მით უფრო – ამ პოლიტიკურ კონტექსტში. თუ ბიძინა ივანიშვილს ან მის ხელისუფლებას რაიმეს გაკეთება უნდა, ბურთიც მათია და მოედანიც. ჩვენ მხოლოდ საკუთარი თვალების გვჯერა,ხოლო დანარჩენს ფაქტები გამოაჩენს.“
    გმადლობთ ყურადღებისათვის.
    ცოტნე გამსახურდია
    კონსტანტინე გამსახურდია
    29.03.19
  • ნასა მოხალისეებს ეძებს, ვინც 2 თვეს დაწოლილი გაატარებს 18 500 დოლარის სანაცვლოდ

    მეცნიერები ეძებენ მოხალისეებს, რომლებიც საწოლში 60 დღეს გაატარებენ, რათა მეცნიერებს იმის შესწავლაში დაეხმარონ, როგორ მოქმედებს უწონადობა ადამიანის ორგანიზმზე. კვლევაში მონაწილეობისთვის ჰონორარი 16500 ევრო, ანუ დაახლოებით 18500 დოლარია.

    როცა კოსმონავტები კოსმოსში იმყოფებიან, მიკროგრავიტაციით გამოწვეული უწონადობა მათი სხეულის ცვლილებას იწვევს. გერმანული აეროკოსმოსური ცენტრის მონაცემებით, რომელსაც ნასამ და ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ კვლევისთვის მონაცემების შეგროვება დაუკვეთეს, შემცირებული ფიზიკური დატვითრვა კოსმოსში ძვლების და კუნთების ნგრევას იწვევს, სხეულის ბიოლოგიური სითხე კი თავისკენ ინაცვლებს.

    წოლითი რეჟიმის საშუალებით უწონადობის ეფექტის სიმულაციით მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ უწონადობის შედეგების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს შეიმუშავებენ, რათა კოსმონავტებს თავისი დროის დიდი ნაწილის კოსმოსურ სადგურზე ვარჯიშში გატარება აღარ უწევდეთ. მეცნიერებმა უკვე შექმნეს “ადამიანური ცენტრიფუგა მოკლე სახელოებით“ , რომელიც ხელოვნური გრავიტაციის გენერირებას ეწევა და ორგანიზმის სითხის გადანაწილების კორექტირებას ახდენს. მათ უნდათ ეს მეთოდები ყოველდღიურად კვლევის მონაწილეთა ორ მესამედზე შეამოწმონ.

    “კოსმოსური ფრენები ეკიპაჟით მომავალშიც მნიშვნელოვანი იქნება მიკროგრავიტაციის პიროებში ექსპერიმენტების ჩასატარებლად, ამიტომაც ჩვენ ეს ფრენები ასტრონავტებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო უნდა გავხადოთ “– ამბობს გერმანიის აეროკოსმოსური ცენტრის კოსმოსური კვლევების და ტექნოლოგიების მიმართულების ერთ–ერთი ხელმძღვანელი, ჰანს იორგ დიტუსი.

    ეს კვლევა კოსმოსის მკვლევარებს ევროპასა და ამერიკაში საშუალებას მისცემს ერთობლივად იმუშაონ და შეიძინონ რაც შეიძლება მეტი სამეცნიერო ცოდნა ადამიანის ორგანიზმის შესახებ.

    მონაწილეები ყველაფერს მწოლიარე მდგომარეობაში გააკეთებენ. ყველა მოქმედება, საკვებისა და შხაპის მიღების ჩათვლით დაწოლილ მდგომარეობაში უნდა შესრულდეს. ისინი 6 გრადუსიანი დახრით, თავით ქვევით უნდა იწვნენ. ყოველ მონაწილეს ცალკე ოთახი ექნება . დიეტოლოგები საკვებს იმგვარად დააბალანსებენ, რომ მონაწილეებმა წონაში არ მოიმატონ და ყველა საჭირო საკვები ნივთიერება მიიღონ. ამის მიუხედავად კოსმოსური ცენტრი საკუთარ ვებგვერდზე წერს, რომ საკვები მეტისმტად ჯანმრთელი არ იქნება და ხანდახან ორცხობილების და სხვადასხვა ტკბილეულის ჭამაც მოუწევთ.

    კვლევა ორი რაუნდისგან შედგება. 24 მონაწილისგან შემდგარი პირველი ჯგუფის (12 ქალი და 12 მამაკაცი) ტესტირება 26 მარტს უკვე დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია რამდენი მონაწილე დასჭირდებათ შემდეგი რაუნდისთვის, რომელიც კიოლნში, გერმანიის აეროკოსმიური მედიცინის ცენტრში ჩატარდება. კვლევა 2019 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე გაგრძელდება. მეცნიერები ეძებენ 24–55 წლის ასაკის ჯანმრთელ ქალებს, რომლებიც არ ეწევიან. ვებ გვერდის ინფორმაცით მონაწილეებს გერმანულად საუბარი უნდა შეეძლოთ.

    2017 წელს ნასამ ანალოგიური კვლევა უკვე ჩაატარა. მაშინ საწოლში 11–მა ადამიანმა 30 დღე გაატარა.

  • თბილისში ირანის საელჩოსთან ირანელი რეპერის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

    დიმიტრი ლორთქიფანიძე, გურამ ფალავანდიშვილი და მათი თანამოაზრეები ირანელი რეპერის ემირ თათალუს ქვეყნიდან გაძევებასა და მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ. რეპერმა რამდენიმე დღის წინ ფილარმონიაში კონცერტი ირანული დიასპორისთვის გამართა, სადაც დღევანდელი აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, ქართველებს შეურაცხყოფა მიაყენა. პროტესტის გამოსათქმელად ისინი დღეს ირანის საელჩოსთან შეიკრიბნენ. 

    საელჩოსთან შეკრებილებს ირანის ელჩი შეხვდა. სეიედ ჯავადის თქმით, მისთვის უცნობია, როგორ მოხვდა საქართველოში რეპერი ემირ თათალუ, რომელიც ირანშიც კანონდამრღვევია და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

    ,,ჩვენ საერთოდ არ ვიცით როგორ შემოვიდა ის ქვეყანაში, ან ვინ შეუწყო ხელი მის შემოსვლას. ეს ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა ჰკითხოთ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ირანელ ხალხს უყვარს საქართველო და ქართველები. არც ერთი ირანელი თავს უფლებას არ მისცემს რომ მოძმე მეგობარი ქვეყნის ხალხს ასეთი საჯარო შეურაცხყოფა მიაყენოს. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რაც კონცერტზე მოხდა, განაპირობა იმანაც, რომ ჩვენ სახელმწიფოებს შორის არ არსებობს ძლიერი სამართლებრივი თანამშრომლობა. არც ერთ ადამიანს არ უნდა მიეცეს საშუალება, შეურაცხყოფა მიაყენოს სხვა ერებს. ეს დაუშვებელია“, – განუცხადა ელჩმა აქციის მონაწილეებს.

    აქციის მონაწილეებმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს ვიდეო, სადაც, მათი მტკიცებით, მომღერალმა ემირ თათალუმ საქართველოს მოსახლეობის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა. თუმცა ვიდეომ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, მათ შორის სპარსული ენის მცოდნეებს შორის – მათი ნაწილი ამბობს, რომ რეპერმა კონცერტზე ქართველების შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა, ნაწილი კი მათ ენის არცოდნაში სდებს ბრალს და ამბობს, რომ გავრცელებულ ვიდეოში შეურაცხმყოფელი არაფერია.

  • დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ტერეზა მეის ბრექსიტის გეგმა მესამედ ჩააგდო

    344 წინააღმდეგი, 286 მომხრე — დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის ბრექსიტის გეგმა მესამედ ჩააგდო.

    იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი გეგმას მხარს დაუჭერდა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 22 მაისს დატოვებდა. ახლა კი პარლამენტს დრო 12 აპრილამდე აქვს ახალი გეგმის შესამუშავებლად. 

    ამავე დროს, ევროკავშირმა ბრიტანეთს ვადა 12 აპრილამდე მისცა, რათა ამ ხნის განმავლობაში გაერკვეს რომელი ვარიანტი აწყობს. თუ ამ ხნის განმავლობაში თემთა პალატა ვერ ჩამოყალიბდება, მაშინ 12 აპრილს დიდ ბრიტანეთს ევროკავშირის დატოვება შეთანხმების გარეშე მოუწევს.

    დიდ ბრიტანეთს ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა ბრექსითის პირობებზე შეთანხმება ვერც მთავრობამ და ვერც პარლამენტმა  ვერ მოახერხა.

    პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის მთავრობას ინიციატივის გამოხატვის უფლება უკვე ჩამოართვა და გადაწყვიტა, რომ გამოსავალი თვითონ მოეძებნა. 27 მარტის კენჭისყრამდე კი მეი დეპუტატებს დაპირდა, რომ გადადგება, თუ ბრექსიტის მის შეთანხმებას დაუჭერენ მხარს, რომელიც აქამდე მათ უკვე მესამედ ჩააგდეს.

  • მომიხადოს ბოდიში კობახიძემ შეურაცხყოფისთვის – ერთკაციანი აქცია პარლამენტთან თავმჯდომარის წინააღმდეგ

    პარლამენტის წინ ერთკაციანი აქცია მიმდინარეობს. მოქალაქე თემურ მიქაუტაძე პარლამენტის თავმჯდომარისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს მისი ერთ–ერთი განცხადებისთვის. მისი აზრით  ყველა  პრობლემის თავი და თავი მდგომარეობს იმაში, რომ ხალხს წართმეული აქვს ძალაუფლება. მოქალაქე რეფერენდუმით კანონის მიღების და გაუქმების უფლების დაკანონებას ითხოვს. 

  • ოჯახს ექიმისთვის არ მიუმართავს-სოფელ ბრეთში მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა

    ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში გარდაცვლილი 1 წლის და 10 თვის ბავშვი ექსპერტიზიდან საკუთარ სახლში გადაასვენეს. გახდა თუ არა მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ოჯახში არსებული არასათანადო პირობები, გამოძიება დაადგენს.

    როგორც ცნობილია, ოჯახი სოციალურად დაუცველია და ბავშვის სამკურნალოდ სამედიცინო დაწესებულებისთვისაც კი არ მიუმართავთ.

    გარდაცვლილი ბავშვის ბებია ამბობს, რომ წინა დღეს მცირეწლოვანს სიცხე ჰქონდა, წამალი დაალევინეს. მისივე თქმით, სიცხის დაწევის შემდეგ ბავშვი დილით კი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

    “სიცხე მისცა წუხელ, ციტრამონი დავალევინეთ ნახევარი და დაუწია იმ წუთში. მერე დავაძინეთ, დილის 06:00 საათზე შემოვარდა ბიჭი და ბაბო, რაღაც ბავშვი ცივიაო, მომარბენინებდა ხელით და მოდი, აბა, ნახე, რა სჭირს, რა მოუვიდა ბავშვსო და ვნახე და კრიჭა უკვე შეკრული ჰქონდა ბავშვს. აქ დაყავდა ხოლმე ამბოლატორიაში, აცრებზე, გასინჯვაზე, თუ რამე პრობლემა იქნებოდა, მიყავდა ხოლმე. არაფერი არ სჭირდა ამ ბავშვს, ასე უცებ არ ვიცი,” – თქვა ლენა რუტინსკიმ.

    პედიატრი, თამარ ოქროპირიძე ადასტურებს, რომ ბავშვები არასათანადო პირობებში იზრდებოდნენ და იმ ფაქტსაც იხსენებს,რომ ცოტა ხნით ადრე მცირეწლოვნის უფროსი ძმა ფილტვების ანთებით ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში სამკურნალოდ თავად გადაამისამართა.

    “ოთხშაბათს უფროსი შვილი მომიყვანა დედამ, იმას ფილტვების ანთება დავუდგინე და გავაგზავნე საავადმყოფოში, იმიტომ, რომ ოჯახს წამლის ყიდვის საშუალება არ აქვს. ბავშვები ძალიან შეუფერებელ პირობებში იზრდებიან. გავაგზავნე, გადავურეკე პედიატრსაც, გავაკონტროლე, ბავშვი დააწვინა, ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდა, ფილტვების ანთება დაუდგინდა. მეორეც წაუყვანია სასწრაფოს, ისიც ცერემბრალური დამბლით არის ბავშვი, ორი დღის მერე ისიც დაწვა,” – ამბობს პედიატრი.

    ქარელის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი, ლია გოჩაშვილი ადასტურებს, რომ ამ ოჯახიდან ორი ბავშვი გადის მკურნალობის კურსს.

    “ბავშვზე, რომელიც ბინაზე დაიღუპა, არც ოჯახის ექიმს არ უნახია და არც ჩვენთან ექიმთან არ ჰყოლიათ. მე როგორც ვიცი, ბებიის გადმოცემით, არც მკურნალობა არ უტარდებოდა ბინაზე, თუმცა, იმასაც აღენიშნებოდა, ბებიის თქმით, გრიპოზული მოვლენები,” – განაცხადა ლია გოჩაშვილმა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.

  • ” მე დავუკრავ ყველგან რუსეთის გარდა” – ქართველი პიანისტი ბექა გოჩიაშვილი

    ცნობილი ქართველი პიანისტი ბექა გოჩიაშვილი სტენლი კლარკის ბენდში უკრავს.  ბენდმა ცოტახნისწინ ახალი ალბომი გამოუშვა და ტურნე რომელიც მთელს მსოფლიოში გაიმართება უკვე დაგეგმილია.  თუმცა ბექა გოჩიაშვილი უარს ამბობს  რუსეთში დაკვრაზე. 

    ქართველი პიანისტი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე  დაგეგმილი ღონისძიებების  სიას აქვეყნებს და წერს რომ ” მე დავუკრავ ყველგან მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგის გარდა”

  • 20 ფაქტი ცნობილი ადამიანების შესახებ, რომლებიც შესაძლოა არ იცოდით

    {{ARTICLEIMAGE}}1. ბილ გეიტსმა კომპიუტერების პროგრამირება 13 წლის ასაკში დაიწყო.

    2. აინშტაინს დღე-ღამეში 10 საათი ეძინა

    3. ისააკ ნიუტონმა 23 წლის ასაკში აღმოაჩინა გრავიტაციის კანონი

    4. ლეონარდო დავინჩი 10 წლის განმავლობაში ხატავდა „მონა ლიზა“-ს პორტრეტს

    5. დისნეიმ 1931 წლიდან 1969-წლამდე 35 ოსკარი აიღო

    6. ალბერტ აინშტაინმა მანქანის ტარება არ იცოდა

    7. სანამ კიანუ რივზი სამსახიობო კარიერას დაიწყებდა კანადაში მაკარონის კერძებს ყიდდა



    8. მაკრატელი ეგვიპტელებმა გამოიგონეს

    9. მადონა და მაიკლ ჯექსონი 1958 წელს დაიბადნენ

    10. ელვის პრესლის მეორე სახელი აარონი იყო

    11. ელვის პრესლის ტყუპის ცალი ჰყავდა

    12. ჯორჯ ბუშსა და სადამ ჰუსეინს ერთდაიგივე მეწაღე ჰყავდათ

    13. ლეონარდო და ვინჩის შეეძლო ერთი ხელით წერა ხოლო მეორე ხელით ხატვა ერთდროულად.

    14. მოცარტს სკოლაში არასდროს უვლია

    15. იტალიის სახელმწიფო დროშა ნაპოლეონმა შექმნა


    16. ალბერ ეინშტეინს ერთხელ ისრაელის პრეზიდენტობა შესთავაზეს, თუმცა მან უარი თქვა და
    განაცხადა, რომ პრობლემების თავი არ ჰქონდა.

    17. ბარაკ ობამას საყვარელი ანიმაციური სერიალი “SpongeBob SquarePants“-ია

    18. ჯონ ლენონი დღის განმავლობაში 20-30 ფინჯან ყავას სვამდა

    19. ჯონ ლენონზე გავლენა ელვის პრესლიმ იქონია

    20. ჯორჯ ბერნარდ შოუ ერთადერთი ადამიანია რომელიც „ნობელის პრემიის’ ლაურეატია და ამავე დროს მიღებული აქვს ოსკარი ფილმისთვის „ Pygmalion