
Category: არქივი
-
სასამართლომ 57 მილიონიანი ვილის მფლობელს მისი დანგრევა მიუსაჯა
საფრანგეთი მისი ისტორიული ციხე–სიმაგრეებით არის სახელგანთქმული, რომლებიც მრავლად არის სოფლის ტიპის დასახლებებში. თუმცა ერთ ფრანგს, რომელმაც სამხრეთ საფრანგეთის სანაპიროზე რენესანსის სტილის სახლი ააშენა, სერიოზული პრობლემები შეექმნა.სასამართლომ დაადგინა, რომ 57 მილიონ ევროდ ღირებული შატო დიტერი უკანონოა და უნდა დაინგეს. უძრავი ქონების მფლობელ პიერ დიტერს, რომელსაც სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ გრასში მდებარე სასახლე ეკუთვნის, შენობის დემონტაჟისთვის 18 თვე აქვს. გარდა ამისა, მას 200 000 ევროიანი ჯარიმა ემუქრება. სიენენის ინფორმაციით ამის შესახებ ექს–ან–პროვანსის სააპელაციო სასამართლოში გენერალური პროკურორის წარმომადგენელმა, პიერ ჟან გორიმ განუცხადა. მისი თქმით, პატრიკ დიტერი დაადანაშაულეს, რომ მან მნიშვნელოვანი სამუშაოები მიწაზე უნებართვოდ განახორციელა.“მისტერ დიტერმა თავისი შეხედულებისამებრ გადააკეთო მნიშვნელოვანი შენობა, რომელიც დაცულ ტერიტორიაზე მდებარეობს და კანონისმიერ რეგულაციებს ექვემდებარება.“სახლი ამ ადგილზე მანამდეც იდგა, მაგრამ დიტერმა უზარმაზარი შატო ააშენა რამდენიმე შენობით, აუზით და შადრევნებით.კომპლექსი ჩვიდმეტ აკრ მიწაზეა გადაჭიმული, 18 აპარტამენტით, ორი ვერტმფრენის დასაჯდომი მოედნით, მოვლილი ბაღებით.
სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით ჯარიმას დაემატება 500 ევრო ყოველი დღისთვის, რომელსაც მფლობელი დანგრევისთვის განკუთვნილ ვადას გადააშორებს.ერთ–ერთი კომპანია, რომელმაც სამშენებლო სამუშაოები განახორციელა 200 000 ევროთი დაჯარიმდა, მეორე კი 50 000 ევროთი.გორის განცხადებით დიტერმა მიწა ლეგალურად იყიდა, თუმცა შემდეგ ამ მიწაზე უკანონო ქმედებები განახორციელა.გარდა უკანონო მშენებლობისა პროკურორის თქმით დიტერი ხმაურიან წვეულებებს და ღონისძიებებს აწყსობდა, რის გამოც მეზობლები მრავალი წლის განმავლობაში ჩიოდნენ.2017 წელს დიტერმა ფრანგულ ჟურნალ Paris Match–თან საუბრისას განაცხადა, რომ ის და მისი ცოლი უძრავ ქონებას ტოსკანაში ეძებდნენ, თუმცა საბოლოოდ გადაწყვიტეს ტოსკანური სტილის ვილა თავად აეშენებინათ ფრანგული რივიერის ლამაზ კუთხეში.დიტერი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ჯერჯრობით კომენტარს არ აკეთებს. მას გასაჩივრებისთვის ვადა აპრილის დასაწყისამდე აქვს. -
დედოფალი დაკითხვაზე დაიბარეს
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი გამოკითხვაზე დაიბარეს. საქმე ძალადობის ფაქტს ეხება, რომელიც ბაგრატიონ გრუზინსკების მტკიცებით, ანას მიმართ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხრიდან განხორციელდა.
ანა ბაგრატიონი საგამოძიებო უწყებაში სამშაბათს არის დაბარებული. მის მიერ ძალადობის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, შესაძლოა, დავით ბაგრატიონი დააკავონ.
” დედოფალი” ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს დავით ბაგრატიონ-მუხრანელს, ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, რომელიც მისი მტკიცებით, 2014 წლის 9 მაისს მოხდა.
კურიერის ინფორმაციით,არსებობს დოკუმენტი, რომელიც ძალადობის ფაქტს ადასტურებს. საქმე ეხება სამხარაულის დასკვნას, რომელიც 2014 წლის 20 მაისით თარიღდება.
დოკუმენტში ასევე წერია ანა ბაგრატიონის მონათხრობი მომხდარ ფაქტზე, რომლის მიხედვითაც 2014 წლის 9 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე, მეუღლემ მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა. ურტყამდა მუშტებს, გაშლილ ხელს, ფეხებს თავში და სხეულზე.
ბაგრატიონ-გრუზინსკის ინფორმაციაზე დაყრდნობით,მას დავით ბაგრატიონმა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა.
დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი მომხდარს უარყოფს. ლევან ჩხაიძე ბაგრატიონ-გრუზინსკების ბრალდებებს უსაფუძვლოსა და შავი პიარის ნაწილს უწოდებს.
-
ხელისუფლება ხაზარაძისთვის ანაკლიის პორტის წასართმევად ემზადება
შაბათის კურიერის ინფორმაციით მათ მოიპოვეს დოკუმენტი, რომლითაც ირკვევა, რომ მმართველი გუნდი ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების შესაწყვეტად ემზადება.
კონტრაქტი სახელმწიფო კომპანიამ მსოფლიოში ცნობილ იურიდიულ ფირმასთან 2019 წლის 15 მარტს გააფორმა.
ხელშეკრულებით White & Case-ს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან სახელმწიფოს სახელით დადებულ კონტრაქტში ცვლილებების მომზადება ევალება.
კონტრაქტის მესამე მუხლი მიუთითებს, რომ მმართველი გუნდი ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების შესაწყვეტად ემზადება.
White & Case მსოფლიოში ცნობილი იურიდიული კომპანიაა, საუკუნოვანი ისტორიით. მისი მომსახურებით ცნობილი ფირმები და არაერთი ქვეყანის მთავრობა სარგებლობს. ამ კომპანიასთან უკვე დიდი ხანია, თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლებაც. ჯერ კიდევ წინა მთავრობის დროს ვაით ენდ ქეისი ქართულ მხარეს წარმოადგენდა საერთაშორისო დავებში, როდესაც ხელისუფლებას პრობლემები რომელიმე ინვესტორთან ექმნებოდა.
ქართული ოცნების ხელისუფლება ამჯერად ამერიკულ კომპანიას ანაკლიის საქმის გამო ქირაობს და ხელშეკრულების მომსახურებაში 47 ათას დოლარს უხდის.
ოპოზიციამ კონტრაქტის ერთ-ერთ პუნქტში ხელისუფლების რეალური მიზნები ამოიკითხა, რომლითაც მამუკა ხაზარაძის და თიბისი ბანკის წინააღმდეგ დაწყებული შეტევის ნამდვილი მოტივი იკვეთება.
კურიერის ინფორმაციით, მაშინ, როცა ხელისუფლება ღიად საპირისპიროს ამტკიცებს, რეალურად ბიძინა ივანაშვილის დავალებით, მმართველი გუნდი საუკუნის პროექტის ჩაგდებას ან მის შეფერხებას ცდილობს.
ხელისუფლების ახალი გადაწყვეტილების შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელმა შეერთებულ შტატებში რუსთავი2-გან შეიტყო, სადაც ლევან ახვლედიანი და მამუკა ხაზარაძე შეხვედრებს ამერიკელ პარტნიორებთან მართავენ.
ანაკლიის პორტის მშენებლობაში მამუკა ხაზარაძის ბიზნესჯგუფმა 70 მილიონი დახარჯა. თუ ხელისუფლება ანაკლიის კონსორციუმს ხელშეკრულებას შეუწყვეტს, დავის საგანი, სავარაუდოდ, ზარალის ანუ ამ თანხის ანაზღაურება გახდება.
სანდო წყარო კურიერს უყვება, რომ მთავრობა ხაზარაძის ჩამნაცვლებელს უკვე ეძებს და ამ თემაზე მოლაპარაკებები ჩინურ კომპანიასთან აქვს. არაფორმალური მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია ანაკლიის კონსორციუმშიც აქვთ.
ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ ხაზარაძის ბიზნესჯგუფი ცდილობს, ამერიკის ხელისუფლებას საქართველოში ბიზნესზე ზეწოლის შესახებ აცნობოს.
თიბისი ბანკის დამფუძნებლის პარტნიორი და პროექტის მთავარი დამფინანსებელი ამერიკული საინვესტიციო ჰოლდინგი კონტი ჯგუფია. ამიტომ ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ პორტი მხოლოდ ბიზნესპროექტი არ არის და მისი მშენებლობა შტატების სტრატეგიულ ინტერესებშიც შედის.
მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ კონტრაქტის დეტალებს არ იცნობენ და ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების შესაძლო გაწყვეტის გეგმას არ ადასტურებენ.
ამერიკულ კომპანია White & Case-სთან გაფორმებული გარიგების დეტალებით დაინტერესებას პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე გეგმავს.
-
შს მინისტრი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა
შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია, პირველ მოადგილესთან – კახა საბანაძესთან, მოადგილესთან – ვლადიმერ ბორცვაძესთან და შიდა ქართლის გუბერნატორთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ პრობლემებზე ესაუბრა.მინისტრმა რამდენიმე სოფლის მოსახლეობისგან პირადად მოისმინა ინფორმაცია ამ დროისთვის ადგილზე არსებული ვითარების შესახებ.გიორგი გახარია ახალ ხურვალეთში, გამყოფი ხაზის მიღმა დარჩენილ ვანიშვილების ოჯახსაც ესაუბრა. 86 წლის დათა ვანიშვილი სტუმრებს ესაუბრა იმ სირთულეებზე, რომლებსაც ის და მისი მეუღლე ოკუპანტებისგან ყოველდღიურად აწყდებიან. -
აქცია-პერფორმანსი ბიტკოინების ქარხანასთან
აქცია-პერფორმანსი ბიტკოინების ქარხანასთან. “დედამიწის საათის” გლობალურ გარემოსდაცვით კამპანიასთან დაკავშირებით, ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებთან ერთად ბიტკოინების ქარხანასთან ლოდითა და გაზქურით მივიდნენ. ამბობენ, რომ ამ ქვეყანაში მთავარი ენერგომომხმარებელი ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში არსებული ბიტკოინების ქარხანაა. ხელისუფლება კი მოსახლეობას90-იანი წლების ენერგოპოლიტიკის პირობებით აცხოვრებს.
-
ვაკეში მოსახლეობა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს
ვაკეში, მიქელაძის ქუჩის მოსახლეობა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. მათ დღეს აქცია გამართეს და თბილისის მერიას მოუწოდეს, არ გასცეს მშენებლობის ნებართვა. აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, იგეგემება 70სართულიანი კორპუსის აშენება, რომელიც ყოფილი სტუდქალაქის ტერიტორიაზე იგეგმება. ამბობენ, რომ მრავარსართულიანი შენობა ისედაც ვიწრო ქუჩას კიდევ უფრო მიუვალს გახდის. აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხდა ალეკო ელისაშვილმა. მისი თქმით, ამ ტერიტორიაზე ცხოვრება ისედაც შეუძლებებლია და მრავალსართულიანი შენობა კიდევ უფრო გაართულებს მდგომარეობას
-
სანდრას შიშით უცებ გამსახურდიაც კი შეიყვარა– სააკაშვილი ივანიშვილის სამეგრელოში სტუმრობაზე
სამეგრელოში ბიძინა ივანიშვილის ვიზიტს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება და ვიდეოს ფრაგმენტს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს რომ ივანიშვილი მოსახლეობისთვის ხელის ჩამორთმევის შემდეგ ჯიბიდან ხელსახოცს იღებს .“სანდრას შიშით უცებ გამსახურდიაც კი შეიყვარა ამ ობერაფერისტმა,ოღონდ ხალხის მიმართ ზიზღს მაინც ვერ მალავს“– წერს სააკაშვილი . -
აქცია გელათის სამონასტრო კომპლექსში
ქუთაისში დღეს, გელათის სამონასტრო კომპლექსში უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები პარტია თავისუფალმა საქართველომ გააპროტესტა. გოგი წულაია, ამბობს, რომ ტაძრის გადახურვა უხარისხოდ მოხდა. წულაიამ ტაძრის მიმდებარედ არსებულ ვიზიტორთა ცენტრზეც ისაუბრა და თქვა, რომ ცენტრი დღეს უფუნქციოდაა, რადგან იქ წყალი ვერ შეიყვანეს. პარტია თავისუფალი საქართველოს პროტესტს, დღეს კულტურის და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი გამოეხმაურა, რომელიც კომპლექსში აღდგენით სამუშაოებს ასრულებს. ცენტში ამბობენ, რომ არამდგრადი ამინდების გამო ტაძრის გადახურვა შეჩერებულია.
-
ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა დაათვალიერა
ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდში ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობის დასათვალიერებლად ჩავიდა.„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უკვე მეორე დღეა, სამეგრელოში იმყოფება, ამჯერად, ადგილობრივებს ტაძრის სამუშაოების დასრულებაში დახმარებას დაპირდა.„მე მგონია, რომ ეს არის ნიმუში. ჩვენს ეკლესიას ისტორია აქვს და ეს ეკლესია ულამაზესია. ამაში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ. ერთი მილიონი ვთქვი, მაგრამ არ შევჩერდები, ამაში მონაწილეობას სიამაყითაც მივიღებ“, – განაცხადა ივანიშვილმა.
ზუგდიდის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება 2011 წლიდან მიმდინარეობს.
ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი სამების შემდეგ ახალაშენებულ ტაძრებს შორის სიდიდით მეორე ადგილზეა.{{VIDEO}}
-
ნოდარ მგალობლიშვილის მახათას მთაზე დაკრძალავენ
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის, ნოდარ მგალობლიშვილის პანაშვიდი მარჯანიშვილის თეატრში გაიმართა. პანაშვიდზე იმყოფებოდა ასევე კახი კალაძეც ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები. ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. მგალობლიშვილის მახათას მთაზე პანთეონში დაკრძალავენ.