ჭიათურაში, საბაგროს მშენებლობაზე მუშა დაიღუპა.
მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.
საქმეზე გამოძიება დაწყებულია 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.
ჭიათურაში, საბაგროს მშენებლობაზე მუშა დაიღუპა.
მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.
საქმეზე გამოძიება დაწყებულია 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

“ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ სამართალი არ იზეიმებს”- ამ შინაარსის ტრანსფარანტები ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა გამოფინეს. ფუტკარაძის ახლობლები, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებაში პასუხისმგებლობას ექიმებს აკისრებენ და მათ დასჯას მოითხოვენ.
“ვითხოვთ პასუხებს, როდის დასრულდება ან რა სტადიაშია გამოძიება. უნდა ვიცოდეთ, რას აპირებენ, რას აკეთებენ სამართალდამცველები, რატომ იგვიანებს ექსპერტიზის შედეგები. დროულად უნდა გამოვლინდეს და დაისაჯოს დამნაშავე,” – აცხადებს გარდაცვლილის ბიძა, ტარიელ ქათამაძე.
გარდაცვლილის ახლობლები საპროტესტო აქციების შეწყვეტას გამოძიების დასრულებამდე არ აპირებენ.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, კუსტარულად დამზადებული, “მეტადონის” შემცველი 40 გრამი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
{{ARTICLEIMAGE}}Sydney Dance Company–ს მოცეკვავეები კომპანიის 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად ემხადებიან.








ბრექსიტის მომხრეებმა ლონდონში, პარლამენტთან აქცია გამართეს.
დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში, პარლამენტის შენობასთან, ბრექსიტის ათასობით მომხრე შეიკრიბა. ისინი პარლამენტის მიერ ტერეზა მეის ინიცირებული ბრექსიტის გეგმის ჩაგდებას აპროტესტებდნენ შეძახილებით, “გრცხვენოდეთ”.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეის ბრექსიტის გეგმა მესამედ ჩააგდო,რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის მიერ დადგენილი ბრექსიტის პროცესის დასრულებას და გაერთიანებიდან სანქციების გარეშე გამოსვლას 22 მაისს ვეღარ შეძლებს. ქვეყანას ევროგაერთიანებიდან შეთანხმების გარეშე გასვლის თავიდან ასარიდებლად 12 აპრილამდე აქვს ვადა.
თეთრმა სახლმა რუსეთი და სხვა ქვეყნები გააფრთხილა უკან გაიწვიონ ჯარი და სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც ვენესუელაში დესტაბილიზაციას უწყობს ხელს.
თეთრი სახლის განცხადებით, ასეთ ქმედებებს აშშ რეგიონის უსაფრთხოებაზე პირდაპირ მუქარად განიხილავს.
ოფიციალური ვაშინგტონის გაფრთხილება ვენესუელაში ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩაფრენას მოჰყვა. ფაქტის შესახებ შესახებ Reuters-ი იტყობინება.
როგორც ცნობილია, კარაკასში რუსულმა თვითმფრინავებმა 100 სამხედრო ჩაიყვანა.
თეთრი სახლის განცხადებამდე, კომენტარი რუსეთის მხრიდან ვენესუალაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც გააკეთა.
„რუსებმა ვენესუელა უნდა დატოვონ“, – ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში ვენესუელის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ხუან გუაიდოს მეუღლესთან შეხვედრის დროს განაცხადა.