Category: არქივი

  • როგორ გამოიყურება კარანტინში მყოფი პაციენტებს საუზმე

    ტელეკომპანია “მთავარი” აქვეყნებს კარანტინში მყოფი პაციენტების საუზმის ფოტოს.  აბასთუმანში კარანტინში მყოფ პაციენტებს საუზმე კარებთან, სკამებზე დაულაგეს.

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან აბასთუმანში საკარანტინე ვადით 13 პაციენტი წუხელ გვიან ღამით საპატრულო ექსკორტით გადაიყვანეს. 

    შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე, 50 წლის კაცია, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

  • სასამართლომ ,,ანას ბაღთან” მშენებლობა შეაჩერა

    სასამართლომ საქმის განხილვის დასრულებამდე „ანას ბაღთან“ კორპუსის მშენებლობა შეაჩერა. ამის შესახებ აქტივისტები სოციალურ ქსელში წერენ.

    ,,ანას ბაღის” დამცველთა სასარჩელო მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა და მშენებლობის დაუყოვნებლივი შეჩერების განჩინება გამოიტანა. დღეს 14:00 საათზე “ანას ბაღის” დამცველები თბილისის მერიაში შევიტანთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და მოვითხოვთ დაუყოვნებლი შეაჩეროს სამუშაოები”,- წერს საორგანიზაციო ჯგუფი.

    მოქალაქეები უკვე რამდენიმე თვეა ითხოვენ, ვარკეთილში, ზემო პლატოს 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ, ,,ანას ბაღთან” არ აშენდეს 10-სართულიანი კორპუსი.

  • განათლების სამინისტრო სკოლებში სანიტარულ ნორმებს ამკაცრებს

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების მიხედავად, არც საერთაშორისო სტანდარტითა და არც ჯანდაცვის რეკომენდაციებით, დღეის მდგომარეობით, სწავლის შეწყვეტის საფუძველს ვერ ხედავს.

    როგორც ჟურნალისტებს ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ხუციშვილმა განუცხადა პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით, სამინისტრო სკოლებში სანიტარულ ნორმებს ამკაცრებს.

    „კერძოდ, მოსწავლეთა ჯანმრთელობის, სასწავლო პროცესის ეფექტურობისა და სკოლებში ჯანმრთელი გარემოს შესაქმნელად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმების დასაცავად სკოლებში მოთხოვნები კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამისად, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ სკოლების მონიტორინგის პროცესი უფრო ინტენსიური გახდება, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი გართულება.

    ამ მიზნით სამინისტრო სკოლების ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა სკოლებში სათანადოდ უზრუნველყონ, რისთვისაც აუცილებელია დაიცვან შემდეგი პირობები:

    სკოლა ყოველდღიურად დალაგდეს სველი წესით;

    საკლასო ოთახების, სხვა სასწავლო და დამხმარე ოთახების დალაგება გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მოხდეს გაღებული ფანჯრებისა და ფრამუგების მდგომარეობაში. ორი ცვლის შემთხვევაში, დალაგდეს 2-ჯერ;

    ჩატარდეს შენობის გენერალური დასუფთავება როგორც სარეცხი, ასევე სადეზინფექციო საშუალებებით;

    ტუალეტები, ბუფეტი, სასადილო და სამედიცინო კაბინეტი დასუფთავდეს სადეზინფექციო საშუალებებით;

    სანიტარულ-ტექნიკური აღჭურვილობის დასუფთავება მოხდეს ყოველდღიურად. უნიტაზის დასაჯდომი ჩასარეცხი ავზის სახელურები და კარების სახელურები გაირიცხოს ცხელი წყლითა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით;

    სასადილოს დასუფთავება მოხდეს ყოველი საუზმე, სადილისა და სამხარის შემდეგ.

    მაგიდები და ჭურჭელი გაირეცხოს სპეციალური ხსნარებით;

    დეზინფექციის დროს ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს იმ ნივთების დამუშავებას, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ ინფექციის გადაცემაში (კარის სახელურები, კარები, მაგიდის ზედაპირები);

    ჰაერ-წვეთოვანი ინფექციის დროს ხშირად განიავდეს კლასები, ოთახები გაიწმინდოს მტვრისაგან, დასუფთავდეს სველი წესით;

    სკოლის ადმინისტრაციის მიერ დადგინდეს ტუალეტების დასუფთავების წესები, პერიოდულობა, დასუფთავებისათვის განკუთვნილი ინვენტარისა და გამოყენებული ჰიგიენური საშუალებების ნუსხა;

    ნაგვის ყუთების გაცლა მოხდეს მათი 2/3-ზე გავსებისას. გაცლის შემდეგ ნაგვის შემკრებებს ჩაუტარდეს დეზინფექცია;

    სკოლის ტერიტორიაზე არ დაიშვას უმეთვალყურეო ცხოველები;

    სკოლაში უზრუნველყოფილი იყოს ნახმარი წყლების მოცილება/არინება და სეპტიკური ავზების დაცლა დროულად და უსაფრთხოდ; სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სპეციალიზებული სამსახურის მეშვეობით, ჩატარდეს ნარჩენების კონტეინერების განთავსების ადგილის, ასევე საწყობებისა და სარდაფების პერიოდული დამუშავება.

    აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტრო სრულადაა ჩართული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში და იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახით ვირუსის გავრცელების საფრთხე გამწვავდება, სასწავლო პროცესთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ხუციშვილმა.

    რაც შეეხება სკოლების დამატებით ჰიგიენური საშუალებებით საპონითა და ხელსახოცებით უზრუნველყოფას, სამინისტრო სკოლებში ჰიგიენურ საშუალებებს დღესვე მყისიერად შეიტანს.

  • ქობულეთში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

    ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის ქობულეთის კლინიკაშია გადაყვანილი.

    გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარ ფაქტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

    შსს-ს ცნობით, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 19. 108 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრაზ მკველელობის მცდელობას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციისა და ექსპერტ კრიმინალისტების ჯგუფები მუშაობენ.

  • პოლონეთში თავს დაესხნენ ჩეჩენ ბლოგერს, რომელიც რამზან კადიროვს აკრიტიკებდა

    ჩეჩენ ბლოგერს, ტუმსო აბდურახმანოვს, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვის აკრიტიკებს და ,,იუთუბზე” მილიონობით ნახვას აგროვებს, პოლონეთში თავს დაესხნენ და მისი მოკვლა სცადეს.

    აბდურახმანოვმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ მის თავდამსხმელს სისხლი სდის, მას შემდეგ რაც აბდურახმანოვმა ის მოიგერია. მას ხელში ჩაქუჩი უჭირავს, რომელიც, მისი თქმით, თავდამსხმელმა ჩაარტყა და მოკვლას უპირებდა.

    ვიდეოში აბდურახმანოვი კაცს ეკითხება , ვინაა, ვინ გამოგზავნა მის მოსაკლავად და საიდან, რაზეც ის პასუხობს ,,მოსკოვიდან, მათ დედაჩემი ჰყავთ”.

    უფლებადამცველმა ფონდის Vayfond-ის წევრი, ამინა სადულაევა ამბობს, რომ პოლიციის მისვლამდე ბლოგერმა ბევრი სისხლი დაკარგა და თითქმის უგონო მდგომარეობაში იყო.

    აბდურახმანოვს ჩეჩნეთიდან გაქცევა 2015 წელს მოუწია, მას შემდეგ, რაც მას კადიროვის ნათესავთან კონფლიქტი მოუვიდა და მას ემუქრებოდნენ.

    მან თავშესაფარზე უარი უთხრა როგორც საქართველომ, ისე პოლონეთმა.

  • შეინარჩუნეთ სისუფთავე, არ არის საჭირო, ყველა მოაჯირს ხელი სტაცოთ- ტრამპი კორონავირუსზე

    აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს საზოგადოებას რამდენიმე რჩევა შესთავაზა, როგორ აიცილონ კორონავირუსი თავიდან.

    ის მათ მოუწოდებს, დაიბანონ ხელები და ყველა მოაჯირს ხელი არ სტაცონ.

    ,,ალბათ გსმენიათ, მე ამას ძალიან ხშირად ვაკეთებ – დაიბანეთ ხელები, შეინარჩუნეთ სისუფთავე, არ არის საჭირო, რომ ყველა მოაჯირს ხელი სტაცოთ. მიუდექით ისე, როგორც გრიპს. როდესაც ვიღაც აცემინებს, ყველანაირად ვცდილობ, თავი ავარიდო”,- ამბობ ტრამპი.

    ამ დროისთვის აშშ-ში ინფიცირების 60 შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო 6 ადამიანი განიკურნა.

    მსოფლიოს მასშტაბით დაავადებულია 82 ათასზე მეტი ადამიანი, გარდაცვლილი კი 2807. 

  • ბოლო მონაცემებით ინფექციურ საავადმყოფოში 10 პაციენტია მოთავსებული – ეკატერინე ტიკარაძე

    ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 10 პაციენტია მოთავსებული. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა

    „ამ დროისთვის ინფექციურში იმყოფება 10 პაციენტი, აქედან 5 არის იტალიიდან (ერთი არის იტალიის მოქალაქე, 4 ქართველი). 5 არის ირანიდან, ერთი არის ქართველი, დანარჩენი აზერბაიჯანის მოქალაქეები.ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, ამ დროისთვის გვაქვს საკმარისი ადგილი, რათა მოვახდინოთ მოქალაქეების კარანტინში მოთავსება. ვზრუნავთ იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ საუკეთესო პირობები. მე ვარწმუნებ მოსახლეობას, რომ ამ ეტაპისთვის საქართველოში არ არსებობს იმის რისკი, რომ მოხდეს კორონავირუსის ფართო გავრცელება და ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. ჩვენ 24-საათიან რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

    საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე, 50 წლის კაცია, რომელიც ირანიდან  აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

  • პანიკის საფუძველი არ გვაქვს,სიტუაციას ვაკონტროლებთ-გიორგი გახარია

    პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს,რადგან უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ.

    „მოგეხსენებათ, გუშინ ქვეყანაში დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა. პირველ რიგში, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ პანიკის საფუძველი არ გვაქვს. ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისი უწყებები და საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო სიტუაციას სრულად აკონტროლებენ. მთავარია ის, რომ ჩვენ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები. ის რეკომენდაციები, რომელიც რამდენიმე დღეა მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება. ასევე, მინდა გითხრათ, რომ აქტიურად გრძელდება უწყებათაშორისი საკორდიინაციო საბჭოს მუშაობა, რომელიც 28 იანვარს შეიქმნა. სწორედ, ამ საბჭოს ეფექტური მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა პირველი ფაქტის საზღვარზე დაფიქსირება, სწორედ ისე, რომ ფაქტობრივად, ამ შემთხვევას არანაირი შეხება არ ჰქონია ჩვენს მოქლაქეებთან. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დაფიქსირდა კონკრეტულად საზღვარზე, რისთვისაც ჯანდაცვის სამინისტროს თითოეული თანამშრომელს უნდა გადავუხადოთ მადლობა, ისევე როგორც მესაზღვრეებს და საბაჟოს თანამშრომლებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18, +23, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.

    28-29 თებერვალს საქართველოს დასავლეთ რეგიონებში გაწვიმდება, მაღალმთაში ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +14, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

    რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +14, +17 გრადუსია მოსალოდნელი.

  • სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

    სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 27 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

    ნაძალადევის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ზედაზენის, რიონჰესის, იმერეთის, ბენდელიანის, მექანიზაციის, ცისარტყელას, ტრაქტორის, ჭიჭინაძის, ქუთათელაძის, ჭყონდიდელის, ხრესილის, კოკინაკის, ჯავის, სააკაძის და ზესტაფონის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ნაძალადევი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ცოტნე დადიანის, ცისარტყელას, ზესტაფონის, ბენდელიანის, ჭყონდიდელის, გუდამაყრის და გვაზაურის ქუჩების მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, იოსებიძის, კალანდაძის, შარტავას, ანაგის, სულაკაურის, ხვიჩიას, საბურთალოს, გამსახურდიას, კოსტავას, ბროლოსანის და შავთელის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, ლამბერტის, კასტელის, შმერლინგის, მონპერეს და მაქს ტილკეს ქუჩების მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, სამრეწველო დასახლების, ბოგდან ხმელნიცკის და ჩოლოყაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯიქიას, ნავთლუღის, ხარაბაძის, ორბელების, ბეგიაშვილის, ანდღულაძის, ჩოჩუას, კოპცევის, ზანდუკელის, კვაჭანტირაძის და ჭრელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, IV, VII მიკრორაიონების, ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 14 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების IV მიკრორაიონის და ვიქტორ კუპრაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

    მთაწმინდის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერცხლის, ჩიკვაიძის, იეთიმ გურჯის, აკოფიანის, ავლევის, ნაკაშიძეების, ბარათაშვილის, სულხანიშვილის, მამაცაშვილის, ველისციხის, შავთელის, ნიშნიანიძის და ჩახრუხაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.