Category: არქივი

  • “ტენდენციები მიგვანიშნებს, რომ შეიძლება საბანკო რეგულაციების გადახედვა მოგვიწიოს”-ფინანსთა მინისტრი

    “ტენდენციები მიგვანიშნებს, რომ შეიძლება საბანკო რეგულაციების გადახედვა მოგვიწიოს”-ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
    როგორც მინისტრმა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის შეფასებისას აღნიშნა, ის ამ მასშტაბის რეგულაციების მომხრე არც მისი მიღების დროს იყო და საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები ეროვნულ ბანკთან მიმდინარეობს.
    „არც მაშინ ვიყავი ამ მასშტაბის საბანკო რეგულაციების მომხრე, არც დღეს ვარ. იმედს ვიტოვებ, რომ ეროვნული ბანკი თავის თავში იპოვის ძალას, რომ თუ საჭიროა, გადახედოს ამ რეგულაციებს. ჯერ ცოტა ნაადრევია, რომ ჩვენ ამ რეგულაციების ეფექტი განვსაზღვროთ, თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს ამ რეგულაციების ეფექტი, მაგალითად, სამშენებლო სექტორზე. მე მიმაჩნია, რომ იქ შეძლებისდაგვარად ამ რეგულაციების შესუსტება უნდა მოხდეს. რამდენად უნდა გადაიხედოს რეგულაცია, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა, მათ შორის ეროვნულ ბანკთანაც არის კონსულტაციები. მგონია, რომ ჯერ მაინც არ არის საკმარისი დრო გასული საბოლოო დასკვნებისთვის, თუმცა ტენდენციები ასე თუ ისე მიგვანიშნებს, რომ შეიძლება მოგვიწიოს გადახედვა. მე პირადად, ამის მომხრე ვიქნები,“ – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
  • “ხელებს აქეთ-იქით ნუ იშვერთ”-ირმა ნადირაშვილი იზორიას

    “როგორ მოახერხეთ რომ შევარდნაძის და საბჭოთა ტრადიციები დააბრუნეთ ქართულ ჯარში?”-ირმა ნადირაშვილმა ლევან იზორიას მწვავე შეკითხვები რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით დაუსვა.

    „ხელებს კი ნუ იშვერთ! შვიდი წელია ხელისუფლებაში ხართ და თუ ვინმეს დაჰყავდა თავისი ოჯახის წევრი საწვავით, რომლითაც არ უნდა ევლო, გამოიძიეთ, გამოიტანეთ და დასაჯეთ ეს ადამიანები. მეც შემიძლია გამოვიშვირო ხელი და ვთქვა, რომ თქვენი ოჯახის წევრი ჩარეული იყო თამბაქოს კონტრაბანდაში, კარგია ასე ლაპარაკი?, – ასე მიმართა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამეტში მყოფ  იზორიას დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა. მისი გამოსვლა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რადგან თავდაცვის მინისტრი დეპუტატების გამოსვლისას რეპლიკებით პასუხობდა.

  • “რატომ არ წაიყვანეთ ბოკუჩავა, არ გადააღებინეთ სელფი 442000-ლარიან მერსედესთან”-სესიაშვილი

    თინა ბოკუჩავას გამოსვლის  შემდეგ, რომელიც იზორიას ქონებას ეხებოდა,  სესიაშვილმა თავდაცვის მინისტრს მიმართა:

    “ქალბატონმა თინა ბოკუჩავამაც აქ სურათები ააფრიალა. დამელოდეთ ცოტა ხანი, ჩემი გამოსვლაც იქნება და იდილიას ნამდვილად დაგირღვევთ.

    ბატონო მინისტრო, რატომ არ მუშაობთ ოპოზიციასთან? რატომ არ წაიყვანეთ ქალბატონი თინა ბოკუჩავა, მაგალითად და რატომ არ გადააღებინეთ სელფი 442 ათას ლარიან მერსედესთან ერთად, სადაც ფლეისთეიშენია განთავსებული და მისი მინისტრები ერთობოდნენ. როგორც მათმა პრეზიდენტმა არ იცოდა არაფერი დანაშაულების შესახებ, არც მათ იციან, მერწმუნეთ, ამას გულწრფელად გეუბნებით”, – განაცხადა სესიაშვილმა.

    ეს განცხადება თინა ბოკუჩავას იმ გამოსვლას მოჰყვა, როცა მან წარმოადგინა ლევან იზორიას მანქანის, სახლის და შემოსავლების დინამიკის ამსახველი ფოტომასალა.

  • თიბისი ბანკის გუნდს გიორგი არველაძე შეუერთდა

    თიბისი ბანკის კორპორატიული ბიზნესის განვითარების მმართველ დირექტორად გიორგი არველაძე დაინიშნა, რომელიც პარალელურად, თიბისი კაპიტალში საბროკერო საქმიანობას და კვლევებს უხელმძღვანელებს.

    გიორგი არველაძეს ფინანსურ სექტორში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. თიბისი ბანკის გუნდთან შეერთებამდე, 2018-2019 წლებში ის საკონსულტაციო კომპანია “რეფორმატიკსში” საბანკო საქმესა და ფინანსური ბაზრების მიმართულებას ხელმძღვანელობდა, სადაც ფარავდა უზბეკეთის საბანკო სისტემას. პარალელურად, 2017-2019 წლებში გიორგი არველაძე დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი იყო.

    2016-2017 წლებში გიორგი არველაძე საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა და ხელმძღვანელობდა საქართველოში ფარმაციის სფეროში ყველაზე დიდ მოთამაშეს.

    საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში მუშაობამდე, გიორგი არველაძე ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი იყო. აღნიშნული პოზიციის დაკავებამდე, ის ამავე ბანკის დირექტორი იყო სტრატეგიული პროექტების მიმართულებით, ხოლო შემდეგ საოპერაციო დირექტორი.

    უფრო ადრე, გიორგი არველაძე ლონდონში, კომპანია BNP Paribas-ში მუშაობდა სტრუქტურირებული პროდუქტების გუნდში, მანამდე კი საქართველოს ეროვნულ ბანკში მთავარი დილერის პოზიციას იკავებდა.

    გიორგი არველაძე ფლობს Midwestern State University-ის ( აშშ) ბიზნესის ბაკალავრის ხარისხს და London Business School-ის ბიზნესის მაგისტრის ხარისხს.

  • რეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა

    მოსკოვში 88 წლის რეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

    როგორც ცნობილია, გიორგი დანელია თებერვალში მოსკოვის საავადმყოფოში  ფილტვების ანთების დიაგნოზით მოათავსეს. სუნთქვის სტაბილიზაციისათვის ის ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა.

    ცნობილი რეჟისორი  თბილისში 1930 წლის 25 აგვისტოს დაიბადა, მაგრამ საცხოვრებლად მალევე გადავიდა მოსკოვში.

    გიორგი დანელიას ყველაზე პოპულარულ ფილმებს შორის არის „არ დაიდარდო!“ და „მიმინო“.

  • ავსტრიელი ფოტოხელოვანი თიბისი გალერეაში გამოფენას მართავს

    5 აპრილს, 18:00 საათზე თიბისი არტ გალერეაში ავსტრიელი ფოტოხელოვანის, ჯორჯ კატსტალერის გამოფენა – „საქართველოზე ფიქრით“ გაიხსნება.

    გამოფენაზე წარმოდგენილი 18 ფოტონამუშევარი იმ დიდი ციკლის ნაწილია, რომელზეც ავსტრიელი ფოტოგრაფი სამი წელი მუშაობდა.
    გამოფენის მხარდამჭერები არიან: ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და ფოტოფესტივალი „ქოლგა, თბილისი, ფოტო“.
  • “როგორ მოახერხეთ ასეთი სახლების უფასოდ აშენება?”-ბოკუჩავას მწვავე კითხვები მინისტრ იზორიას

    “რა ავტომობილით გადაადგილდებით ბატონო ლევან და როდის შეიძინეთ?” – თავდაცვის მინისტრს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ 2012 წელს გაკეთებული განცხადება შეახსენა და მინისტრის ახლანდელი ფინანსური მდგომარეობით დაინტერესდა.

    ბოკუჩავას თქმით, 2012 წელს ლევან იზორია ამბობდა, რომ მაღალჩინოსნები ძვირადღირებული ავტომობილებით გადაადგილდებიან. ბოკუჩავამ მინისტრს, პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის ანგარიში წარდგენის დღეს პარლამენტის ეზოში გადაღებული არაერთი ძვირადღირებული ავტომობილის ფოტო აჩვენა და ჰკითხა, რა ღირს მისი ავტომობილი და როდის შეიძინა.

    ბოკუჩავამ მინისტრს კიდევ ერთი ფოტო წარმოუდგინა, სადაც ლევან იზორიას შემოსავლების მზარდი დინამიკაა ასახული.

    „ვისურვებდი რომ ეს იყოს საქართველოს ეკონომიკის მზარდი დინამიკა, მაგრამ ეს არის თქვენი პირადი შემოსავლების მზარდი დინამიკა, მას შემდეგ, რაც თქვენ მოხვედით თანამდებობაზე,“-განაცხადა ბოკუჩავამ.

    ბოკუჩავამ ლევან იზორიას მისი ფეშენებელური სახლის ფოტოც წარმოუდგინა, რომელიც ლევან იზორიამ მინისტრად დანიშვნის შემდეგ აიშენა, თუმცა დეკლარაციაში ხარჯები არ მიუთითებია.

    „დეკლარაციის მიხედვით, თქვენ საერთოდ არ დაგიხარჯავთ არცერთი თეთრი, მე მაინტერესებს, როგორ აიშენეთ ბატონო ლევან, უფასოდ ასეთი ტიპის სახლები,“-მიმართა მინისტრს ბოკუჩავამ.

  • განგაში მეტროში-მგზავრებს ვაგონი დააცლევინეს

    განგაში თბილისის მეტროში – მეტროსადგურ “300 არაგველზე” მგზავრებს მატარებლის ვაგონი დაატოვებინეს.ევაკუაციის მიზეზი  მგზავრებს არ განუმარტეს, თუმცა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს მოსთხოვეს რომ სხვა ვაგონში გადამსხდარიყვნენ. რაც შეეხება დაცლილ მატარებელს, ის  ჩიხში გადაიყვანეს.

    „300 არაგველზე”  ატყდა განგაში. თავიდან ჩხუბი გვეგონა და შემდგომ საპატრულო პოლიციის ფორმებით ჩამოიარეს. დაიყვირა ვიღაცამ განგაშიაო და მთელი ვაგონი დაგვცალეს. თან გადაამოწმეს რომ მგზავრი არავინ დარჩენილიყო. შემდეგ ერთად შეგვკრიბეს. თავიდან ინფორმაცია არაფერი არ მოგვაწოდეს. რამდენიმე წუთში გვითხრეს რომ შეგვეძლო შემდეგ გამვლელ ვაგონს გავყოლოდით. არავინ არ თქვა რა მოხდა. უბრალოდ ატყდა ამბავი რომ განგაში იყო და უნდა დაგვეცალა ვაგონები ყველას,“-განაცხადა ერთ-ერთმა  მგზავრმა.

    მგზავრები ამბობენ, რომ ასეთი შემთხვევები მეტროსადგურებში საკმაოდ მოხშირდა, თუმცა მეტროს შეფერხების მიზეზებზე ვერ საუბრობენ.

  • “ბიზნესები ჩავუჩეხე”-ხაბაძის გადადგომის მიზეზები ფარულ ჩანაწერში

    ტელეკომპანია პირველმა ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც სავარაუდოდ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ტელეფონით თანამოსაუბრეს თანამდებობიდან გაშვების მიზეზებზე უყვება.

    ჩანაწერში სავარაუდოდ, არჩილ ხაბაძე ამბობს, რომ მას  მას “პარტიის ვოლსკები და ტრიპოლსკები” დაუპირისპირდნენ. ხაბაძე ჩანაწერში მათ ბიზნესინტერესებზე საუბრობს, რასაც მისი თანამდებობიდან გადაყენება მოჰყვა.

    “ბიძინას რომ ველაპარაკე, ბათუმში დაბალი [რეიტინგი] გაქვსო. რატომ მაქვს მეთქი ბათუმში დაბალი, ქობულეთში ნორმალური და ზედა რეგიონებში ძაან მაღალი, იმიტომ რომ ერმაკოვი შემოგვტენეს, არ მემორჩილება, აკეთებს მისებურად – მეთქი. ბათუმი მთავარიაო და ეს იყო მიზეზი, ბიძინას რომ ველაპარაკებოდი, ეფექტურობა უნდა გავზარდო აჭარაშიო, მერე დამეთხვა
    ბულვარის თემაც და” – ისმის ხმა, რომელიც წყაროს ინფორმაციით ხაბაძეს ეკუთვნის.

    ამონარიდი “ტვ პირველზე” გასული  აუდიოჩანაწერიდან:

    არჩილ ხაბაძე: გიორგი რაღაცაზე იყო ნაწყენი და არ ამბობდა, მე ერთი ორჯერ ვუთხარი…

    უცნობი: გიორგი?

    არჩილ ხაბაძე: კვირიკაშვილი, ცხვირი დარჩა გაშვერილი, რა ვიცი მე, იგი ხომ არ ვარ..

    უცნობი: ისე რა იყო თემა?

    არჩილ ხაბაძე: ვერ მივხვდი რაცხა.

    უცნობი: დღემდე არ იცი?

    არჩილ ხაბაძე: დღემდე არ ვიცი. ბოლო შეხვედრა რომ იყო და ჩავიყვანე უმაღლესი საბჭოდან ჩემი მინისტრები, ვერ მივხვდი, 13 მინისტრი დამახვედრა და რაცხა ყ… სიტუაცია შეიქმნა, ამის გამო არ იყო, რაცხა ჩაჩორტეს, ვერ მივხვდი, ვერ ვხვდები.

    უცნობი: დღემდე არ იცი მიზეზი რა უნდა?

    არჩილ ხაბაძე: არა, მე მითხრა მიზეზი, სისხლის გადასხმაა საჭიროო და მერე მაქ ვოლსკი..

    უცნობი: სისხლის გადასხმაა საჭირო და ესე იგი ჩემს ფლაგზე გადმო და ჩემთანო?

    არჩილ ხაბაძე: არა, სისხლის გადასმაა საჭირო რეგიონში, მაქ პარტიის ვოლსკები და ტრიპოლსკებიც დამიპირისპირდნენ.

    უცნობი: ვოლსკიც დაგიპირისპირდა და ტრიპოლსკიც?

    არჩილ ხაბაძე: ხო, ახლა მაგენს ბიზნესები უნდოდათ აქ და ჩავჩეხე, მივჩეხე, მოვჩეხე.

    უცნობი: არ უკეთებდი?

    არჩილ ხაბაძე: რა არ ვუკეთებდი, ტირ-პარკი მაგის არაა, ვოლკსის.

    უცნობი: რომელი ტირ-პარკი?

    არჩილ ხაბაძე: მეორე, იგი რომაა. მაგან იჩალიჩა. მერე ტრიპოლსკი მაგერ არ გვყავდა, ქობულეთში რომ ლაზიშვილს პატრონობდა და რაცხა, ახლა ჩაბარებული რომაა.

    უცნობი: კაროჩე მაგენის ტენდერები და შავბნელი საქმეები ჩაჩეხე.

    არჩილ ხაბაძე: ვჩეხავდი სერიოზულად.

    უცნობი: მერე მაი ბიძინამ არ იცი ყველაფერი თუ არ ეუბნებოდი?

    არჩილ ხაბაძე: ბიძინასთან რომ დამდგარიყო საკითხი, ვიტყოდი, აბა არ ვიტყოდი, არ დადგა, იქამდე არ აქონდათ, მერე გიორგისთან თქვეს, ჩვენ რომ ბათუმი, აჭარა მოვიგოთ, ხაბაძის რეიტინგი დაბალიაო.

    არჩილ ხაბაძე ჩანაწერის ავთენტურობას არ ადასტურებს. აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური აუდიოჩანაწერში საკუთარ  ხმას ვერ ცნობს, თუმცა არ გამორიცხავს რომ ასეთი საუბარი მართლაც შემდგარიყო. ხაბაძე ამბობს, რომ  ცრუ ინფორმაცია სპეციალურად რამდენიმე პირს მიაწოდა.

    “ჩემი წასვლის შემდეგ ბევრი ცდილობდა რაღაცეების გარკვევას, მათ შორის იყვნენ პროვოკატორების მსგავსი პიროვნებები და მათი აქტიურობა ჩემთან მიმართებით მაინტერესებდა… ვაფიქსირებდი იმას, რომ ადრესატამდე მისულიყო ის, რაც მათთვის იქნებოდა საინტერესო, მცდარ ინფორმაციას ვაწვდიდი, რამდენიმე იყო, ამ პიროვნებასაც ვერ ვცნობ, იმ 3-4-დან იქნება, ის 3-4 პიროვნება, ვინც დავაფიქსირე, ყველა ერთი ნარატივით იყო. რაღაც პროვოკაციული მომენტი იყო, მაინტერესებდა ზუსტად ეს, რომ რაღაც დაძაბულობა შემეტანა, ამათმა ეს ინფორმაციები რაც მოიტანეს, მე დავადასტურე, ზუსტად ის მაინტერესებდა, ამათ რა აინტერესებდათ” – უთხრა ხაბაძემ TV პირველს და განმარტა, რომ გია ვოლსკის მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

    “ყოველთვის მეკითხებოდნენ ბატონი გიას პოზიციაზე, არ ვიცი, აქ იყო მსჯელობები, რა შეიძლება ყოფილიყო გადადგომის მიზეზი, ცრუ ინფორმაცია მივაწოდე იმიტომ, რომ ადრესატამდე რომ მივიდოდა, რა გამოვიდოდა, საჭირო იყო იმ მომენტისთვის მისი სახელის გამოყენება” – ამბობს ხაბაძე.

    არჩილ ხაბაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა 2016 წლის ივლისში დატოვა. მან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა. ხაბაძე მაშინ ზურაბ პატარაძემ შეცვალა.

  • “თქვენ ფიქრობთ რომ ამოეფარებით ჯარს და შეკითხვებს არ დავსვამთ კორუფციაზე ?”- სამადაშვილი იზორიას მიმართავს

    “თქვენ ტოლობის ნიშანი დასვით ჯარსა და იმ ჩინოვნიკებს შორის, რომლებიც ჩართული არიან კორუფციაში, როგორ ფიქრობთ, ამოეფარებით ჯარს? “-რიტორიკული შეკითხვით პარლამენტის სხდომაზე, თავდაცვის მინისტრს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა მიმართა.

    სამადაშვილმა მინისტრს ჰკითხა, რა უფრო დამაზიანებელია ქვეყნისთვის, ის რომ ოპოზიცია სვამს კითხვებს თავდაცვის სისტემაში არსებული კორუფციის შესახებ, თუ ის, როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა საკუთარი მოსახლეობა დაბომბა.

    “სრულიად უპრეცედენტო ფაქტის მომსწრე გავხდით ამ დარბაზში, როდესაც თქვენ ტოლობის ნისანი დასვით ქართულ ჯარს და იმ ჩინოვნიკებს შორის ქართულ ჯარში, რომლებიც შესაძლოა ჩართული არიან კანონსაწინააღმდეგო ან კორუფციულ ქმედებაში და ოპოზიცია დაადანაშაულეთ ქართულ ჯარზე თავდასხმაში, როდესაც ჩვენ ვსვამთ შეკითხვებს კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით ქართულ ჯარში.

    “ესეთი პრეცენდენტი არ მახსენება ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში რომ თავდაცვის მინისტრს ეკადრებინა და დაესვა ტოლობის ნიშანი ჯარს და საკუთარ თავს და ჩინოვნიკებს შორის. თქვენ ფიქრობთ რომ ამოეფარებით ჯარს და შეკითხვებს არ დავსვამთ კორუფციაზე ქართულ ჯარში? უკაცრავად, რომელი განცხადება უფრო დამაზიანებელია თქვენი მთავარსარდლის და ქვეყნის პრეზიდენტის, რომ ჩვენ დავბომბეთ მძინარე ცხინვალი და ამასთან დაკავშირებით არ მახსოვს თქვენი დაფიქსირებული პოზიცია არც ამ დარბაზში და არც სხვაგან. თუ ჩვენი შეკითხვები – კორუფცია არსებობს თუ არა ჯარში, სირცხვლია? და არანაირ კითხვას, რომელსაც გასცემთ პასუხის ამ დარბაზში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს,”-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.